31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 მაისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი თავი რაიმე გემრიელი და სასარგებლო კერძით გაანებივროთ, თუმცა გადაჭარბება არ ღირს. სასარგებლო პროდუქტიც შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ. 
კარიერა: თუ გსურთ, საკუთარი კოლეგები დაარწმუნოთ, რომ სამყაროს უფრო პოზიტიურად უნდა შეხედონ, ისინი თქვენი მაგალითით უნდა შთააგონოთ. 
სიყვარული: ეცადეთ, თქვენს საყვარელ ადამიანთან უშუალო და ძალიან უბრალო იყოთ. თქვენი მაღალფარდოვანი სიტყვებით ნუ ცდილობთ, თქვენს ინტელექტს გაუსვათ ხაზი. ასე საყვარელ ადამიანს ძალიან აკომპლექსებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ მძიმე საგნების გადაადგილებას ნუ მოისურვებთ, ნურც დიდი ტელევიზორიდან მტვრის გადმოწმენდას. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, რაიმე მძიმე ნივთი ფეხზე დაგეცეთ. 
კარიერა: თქვენი სურვილები ხვალ თქვენს შესაძლებლობებთან თანხვედრაში იქნება ისე, როგორც არასდროს. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან! იმოქმედეთ!
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის რთული ამოსახსნელი იქნება თქვენი მისწრაფებების მნიშვნელობა. არც კი ეცადოთ, ამ რთულ კითხვაზე პასუხი გასცეთ!


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ტყუპების ორგანიზმი, საერთო ჯამში, ძალიან დასუსტდება, ასე რომ, გამაჯანსაღებელი საშუალების მიღება თქვენთვის ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
კარიერა: არ ღირს საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება. უახლოეს მომავალში ისინი აუცილებლად დაგჭირდებათ და სამწუხარო იქნება, თუ საერთოდ მათ გარეშე დარჩებით. 
სიყვარული: კარგი იქნება, თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის ბავშვობას ერთად თუ გაიხსენებთ. წადით თქვენს სკოლებში და გაისეირნეთ სკოლის ძველ დერეფნებში...


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე ვარჯიშის გარეშე ვერ ჩაივლის, თუმცა ეცადეთ, კუნთები ძალიან არ დაძაბოთ...
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. 
სიყვარული: შესაძლოა, სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მზად იყავით! არ მისცეთ ბედს უფლება, თქვენს ტერიტორიაზე დაგამარცხოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ არ დაივიწყებთ, რომ მუხრუჭი მხოლოდ მხდალებისთვის კი არა, მათთვისაც გამოიგონეს, ვისაც საკუთარი სხეულის მთლიანობის შენარჩუნება სურს. ყველაფერი გააკეთეთ შესაძლო ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
კარიერა: ხვალ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების დროა. ნუ შეგეშინდებათ! მიენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინსტინქტებს.
სიყვარული: თავი ხელში აიყვანეთ! დაანახეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საღი აზროვნების უნარი.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: თავს სხვადასხვა პრობლემათა გადაჭრის გზების ძიებით ნუ დაიტვირთავთ, თუ არ გსურთ, საღამოს თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ეს საკითხები ჯერ კიდევ მოიცდის.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, დოკუმენტებთან მუშაობას ხვალ დიდი დრო არ დაუთმოთ. ხვალ შემოქმედებითი აზროვნების დღე გაქვთ. ასე რომ, რაიმე ახალი უნდა გამოიგონოთ!
სიყვარული: დაუფიქრებელი მოქმედებები - აი, დევიზი თქვენი ხვალინდელი დღისა. რაც უფრო მეტს იფიქრებთ, რა უნდა თქვათ და რა მოიმოქმედოთ, მით უფრო უარესად გამოგივათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ფიქრობთ, რომ დახმარება არ გჭირდებათ, თუმცა აუცილებელია, სპეციალისტებთან გაიაროთ კონსულტაცია.
კარიერა: მიეცით თავს უფლება, იყოთ ცოტა არასერიოზული და არაპროგნოზირებადი. გაათავისუფლეთ თქვენი გონება სტერეოტიპებისგან.
სიყვარული: თქვენი ოცნებები აუცილებლად ახდება, ადრე თუ გვიან. ხვალ კი, ამ მხრივ, ნამდვილად წარმატებული დღე გაქვთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: რაც უფრო დიდხანს გეძინებათ, მით უფრო მხნედ იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები გირჩევენ, ღრმა და მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთოთ.
კარიერა: თქვენს ძალებზე ნუ იქნებით მხოლოდ დამოკიდებული. მეგობრებისა და კოლეგების დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ.
სიყვარული: ცხოვრება ბობოქარ ზღვაში მარტოდ დარჩენილ გემს თუ გაგონებთ, იცოდეთ, რომ საყვარელი ადამიანის ხმასაც კი შეუძლია ტალღები მომენტალურად გააჩეროს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, მკურნალობის მეთოდების შეცვლა მოგიწიოთ. როდის გიწევთ მორიგი ვიზიტი ექიმთან?
კარიერა: არ არის გამორიცხული, კანონთან პრობლემები შეგექმნათ. ნაკლებად სავარაუდოა, ამ ინციდენტმა თქვენს კარიერაზე რაიმე სახის გავლენა იქონიოს, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა იყოთ!
სიყვარული: ხვალ თქვენი სანუკვარი ოცნება ახდება, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებასა და თქვენთვის ძვირფას ადამიანს უკავშირდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ ეცადეთ, კუჭის გაღიზიანებას თავი ყველანაირად აარიდოთ. ნუ შეჭამთ ძალიან ცხარე, მარილიან, მწარე კერძებს და ფრთხილად იყავით მედიკამენტების მოხმარებისას.
კარიერა: ზედმეტად გადაღლილი ხართ, მომხდარზე ადეკვატური რეაგირების მოსახდენად. ამიტომაცაა, რომ რიგი პრობლემები იმაზე მეტად მნიშვნელოვანი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეშია.
სიყვარული: ის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც თქვენ გვერდით რჩება, გმირობის ტოლფასია. დააფასეთ!


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამოჩენა იმ მერწყულებისთვის იქნება აუცილებელი, ვისაც შარდსასქესო სისტემის დაავადებები აწუხებს. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!
კარიერა: ხვალ კრეატივის დღეა. თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ფანტაზია მრავალფეროვან დღეს გპირდებათ.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი ეცდება, დაგიმტკიცოთ, რაღაც საკითხის მართებულობა, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმებით. ნუ გაჯიუტდებით, ყურადღებით მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, საქმე სერიოზულ კამათში გადაიზარდოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმოთ. ამ დროისთვის თქვენი ორგანიზმიც გამოიღვიძებს და მზად იქნება საკვების მისაღებად.
კარიერა: მოგიწევთ, სამუშაოს იმაზე მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. საქმე კი ისე გაგიტაცებთ, შესაძლოა, ძილის დროც გამოგეპაროთ მხედველობიდან.
სიყვარული: თქვენმა პირადმა პრობლემებმა შესაძლოა, ისე გაიტაცოს თქვენი გონება, საყვარელი ადამიანის არსებობაც კი გადაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, მოვლენათა ასეთი განვითარებით ის აღფრთოვანებული არ დარჩება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?