5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დროა, ჩატარებული მკურნალობის შედეგები შეაფასოთ. საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, სავარაუდოდ, რაღაცის შეცვლის ან მკურნალობის ახალი კურსის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებთ.
კარიერა: ვარსკვლავები ამ დღეს „ენაზე კბილის დაჭერას“ გირჩევენ. ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც ისეთი წამოგცდეთ, რაც თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის უზარმაზარ პრობლემად იქცევა.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად, მაღაზიებში გაისეირნებთ. შესაძლოა, დაეზაროს ან ამ იდეამ არ დააინტერესოს, მაგრამ აუხსენით, რომ ერთად გაცილებით ნაკლებ დროში მოახერხებთ ისეთი ნივთებს შეძენას, რომლებიც ორივე თქვენგანისთვის საჭირო და სასარგებლო იქნება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ზედმიწევნით შესაფერისი დღეა სახსრების დაავადებების პროფილაქტიკისა და ორგანიზმის კალცით მომარაგებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ კუროებისთვის, რომლებიც საჭირო რაოდენობით რძის პროდუქტებს არ მიირთმევენ.
კარიერა: თქვენი სიმართლის მიუხედავად, მზად ხართ, დანაშაული საკუთარ თავზე აიღოთ. მეტიც, შესაძლოა, ეს მანამდე გააკეთოთ, ვიდრე  დამნაშავის გამოვლენით დაინტერესდებიან. ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, თქვენი თავგანწირვა საჭირო არ იყოს.
სიყვარული: ამ დღეს საკუთარი ცხოვრების ჯანსაღად შეფასებისთვის მზად არ ხართ და მთლიანად ემოციებზე, შეგრძნებებზე და შთაბეჭდილებებზე ხართ ორიენტირებული. ეცადეთ, სასურველ ნაპირზე გაცუროთ და ამ ტალღამ ოკეანის სიღრმეებისკენ არ გაგიტაცოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
მიეცით თქვენი საჭმლის მომნელებელ სისტემას ამოსუნთქვის საშუალება. თუნდაც ერთი დღით, მაგრამ აუცილებლად შეამცირეთ მარილიანი, ცხარე და შებოლილი კერძების რაოდენობა თქვენს რაციონში.
კარიერა: ადამიანს, რომელიც თქვენს დახმარებას საჭიროებს, ამ დღეს მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევთ. შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ საპასუხო სამსახური გაგიწიოთ ან მხოლოდ მადლობის გადახდით შემოიფარგლოს, თუმცა გაწეული დახმარება აუცილებლად დაგიფასდებათ და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
სიყვარული: საღამო ყველაზე შესაფერისი დროა, რომ მარტო მყოფმა, მარადიულ ღირებულებებზე იფიქროთ. სავარაუდოდ, თქვენი გულის ვარდი შეეცდება, განმარტოებაში ხელი შეგიშალოთ. გამოუვა თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ამ დღეს სოციალური სტრესის მიმართ ძალიან მგრძნობიარე იქნებით.  ეცადეთ, თქვენ გარშემო მყოფი ზოგიერთი ადამიანისგან წამოსული ნაეგატიური ენერგეტიკის ზემოქმედებისგან თავის დაცვა ისწავლოთ.
კარიერა: ამ დღეს ხელოვნების სფეროში მოღვაწე კირჩხიბებს შესაძლოა, შემოსავლის ახალი და სტაბილური წყარო გაუჩნდეთ. ასე რომ, უახლოეს ხანებში ფინანსური პრობლემები აღარ შეგაწუხებთ.
სიყვარული: ალბათ, არ ღირს ამდენი ნერვიულობა იმაზე, როგორ დამოკიდებულებაშია საყვარელი ადამიანი თქვენთან. მთავარია, რომ ახლა და ამ წუთში ერთად კარგად ხართ. ხვალისა კი ხვალემ იზრუნოს.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ ჰიგიენის დაცვაზე. რაც უფრო ხშირად დაიბანთ ხელებს, მით ნაკლები შანსია, რომ რაიმე დაავადება შეგეყრებათ. იფიქრეთ ამაზე, განსაკუთრებით, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნის შემდეგ.
ბიზნესი: ეცადეთ, წვრილმან ინტრიგებს ყურადღება არ მიაქციოთ და შურისძიებაზე მაღლა დადგეთ. გული გატკინეს? მოზომილი ირონიით უპასუხეთ და არა გამაღიზიანებლად. ეცადეთ, ის ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის მხილველები გახდნენ, თქვენ მიმართ კეთილად განაწყოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაძაბული პერიოდი გაქვთ. თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უკვე მოხდა და სავარაუდოდ, კიდევ მოხდება. დააფასეთ სიმშვიდის თითოეული წუთი და ეცადეთ, რომ ამ წუთებით დატკბეთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს შესაძლოა, ფეხის ტკივილებმა შეგაწუხოთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბრტყელტერფიანებისთვის იქნება აქტუალური, ამიტომ ეცადეთ, ფეხსაცმელი სწორად შეარჩიოთ. იზრუნეთ სუპინატორების შეძენაზე და ძილის წინ ფეხის აბაზანების გაკეთება არ დაივიწყოთ.
კარიერა: თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება, ამიტომ ეცადეთ, მომენტით ისარგებლოთ და თუ ძველმა სამსახურმა თავი მოგაბეზრათ, ახლის ძიება დაიწყოთ. შესაძლოა, სასურველი ვარიანტი უცებ ვერ აღმოაჩინოთ, მაგრამ მოთმინება უნდა შეინარჩუნოთ.
სიყვარული: ნუ დააჩქარებთ თქვენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს. დაე, თავიანთი დინებით, გარეშე ჩარევებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წარიმართონ. ამ დღეს არც თქვენ და არც თქვენს მეორე ნახევარს რაიმეს შეცვლის ძალა და სურვილი მაინც არ გექნებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: აქტიური და ენერგიული დღე გელით, რადგან ძალების მოზღვავებას გრძნობთ. გამოიყენეთ ეს შანსი იმისთვის, რომ სპორტულ დარბაზს ეწვიოთ და კუნთები ცოტა გაავარჯიშოთ.
კარიერა: ამ დღეს კოლეგებისა და პარტნიორების საქმიანი შეხვედრის ორგანიზება დაგევალებათ. უქმე დღეების მიუხედავად, ბიზნესი არ ისვენებს და მისი განვითარება თუნდაც არაფორმალური მეთოდებით, ყოველთვის აუცილებელია. 
სიყვარული: შესაძლოა, ფინანსურ საკითხებზე იკამათოთ. მიზეზი შეიძლება ორი იყოს: არასაკმარისი ანაზღაურება ან ფულის არასწორი ხარჯვა. გახსოვდეთ, რომ ჩხუბი და ურთიერთბრალდებები პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, ამიტომ ერთობლივად შეადგინეთ შემოსავლისა და გასავლის ანგარიში. გარწმუნებთ, ასე ყველა პრობლემა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, კისრისა და ხერხემლის მიდამოებში ტკივილებმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, ამ დღეს დატვირთვა თავიდან ააცილოთ. უარი თქვით სპორტულ და საცეკვაო დარბაზებში ვიზიტისგან და ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კარიერა: ახლოვდება მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც თქვენს მიმდინარე საქმეებს შეაფერხებს, ამიტომ ეს დღე მთლიანად სამსახურს უნდა დაუთმოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მალე ამისთვის ვეღარ მოიცალოთ.
სიყვარული: ამ დღეს მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების რომელიღაც მნიშვნელოვან მომენტამდე იმდენი დრო არ დარჩა, რამდენსაც ისურვებდით, ამიტომ სასწაფოდ დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ, რადგან ერთ თავს ორი სჯობია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ამ დღეს ფიზიკურ აქტივობებს დაუთმობთ, მით უმეტეს, თუ ამ საქმიანობით დიდხანს არ დაკავებულხართ. შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ სხეულის ტონუსში მოყვანისთვის იზრუნოთ. 
კარიერა: სხვების თანდასწრებით საკუთარ კოლეგებზე არ ისაუბროთ. თქვენი იმედი, რომ მხარდამჭერებს შეიძენთ, სავარაუდოდ, არ გამართლდება, ინტრიგანისა და ჭორიკანას სახელი კი გარანტირებული გაქვთ. ისედაც რთულ სიტუაციაში ეს ნამდვილად არ გჭირდებათ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს მოტყუებას და გაცურებას შეეცდება, თუმცა გირჩევთ, ამაზე არ ინერვიულოთ. არ დაიძაბოთ და ყველაფერს ეჭვის თვალით არ უყუროთ, რადგან მაინც არაფერი გამოუვა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ამ დღეს უხასიათობა და დეპრესია მოგეძალებათ, მაგრამ ანტიდეპრესანტების მიღებას მაინც არ გირჩევთ. ეცადეთ, შექმნილი სიტუაციიდან წამლების გარეშე „გამოძვრეთ.“
კარიერა: ამ დღეს იმდენად ბევრი სამუშაო არ გაქვთ, როგორც გეჩვენებათ, თუმცა მის დასრულებას ძალიან დიდხანს ვერ მოახერხებთ. იქნებ, ყველა წვრილმანზე და გარე ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას სჯობდეს, სამუშაოთი დაკავდეთ?
სიყვარული: ამ დღეს აზარტულ თამაშებში ძალიან გიმართლებთ და გირჩევთ, ამით ისარგებლოთ. გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ატრაქციონების პარკში და ითამაშეთ ყველა ავტომატზე, რაც კი გზად შეგხვდებათ. საბოლოოდ, სახლში უამრავი ფუმფულა სათამაშოთი, ბურთებით და მანქანებით დატვირთულები მიხვალთ. თუ სათამაშოები არ გხიბლავთ და ფულზე თამაშს აპირებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ წაგების შანსი ყველაზე იღბლიან დღესაც კი არსებობს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს სვამთ. იქნებ დროა, რამე ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ ბევრად სასარგებლო სასმელზე გადახვიდეთ?
კარიერა: ამ დღეს აღმოაჩენთ ახალ გასართობს, რომელიც ძალიან გაგიტაცებთ. პრობლემა ის არის, რომ ახალი გატაცების გამო, შესაძლოა, თქვენს ძირითად საქმიანობას საჭირო დრო და ყურადღება ვეღარ დაუთმოთ, რაც უახლოეს ხანებში თქვენს კარიერაზე უარყოფითად აისახება. 
სიყვარული: ამ დღეს თქვენ გარშემო შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ, თქვენი ამოუწურავი ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა მათაც გაუზიაროთ. ეცადეთ, ეს ხალხი „კისერზე არ დაისვათ“, თორემ მათი ჩამოყვანა უკიდურესად გაგიჭირდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს დასვენების მცირეოდენი შანსიც კი უნდა გამოიყენოთ, რადგან თევზებისთვის თავის ტკივილების მაღალი რისკი არსებობს.
კარიერა: ეცადეთ, ამ დღეს თქვენმა ფანტაზიამ ფრთები მეტისმეტად არ გაშალოს. თავისუფალი ფრენა მშვენიერია, მაგრამ შეიძლება მოვლენების რეალურად აღქმაში და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.  დიდი ალბათობით, საჭირო ბალანსის დაცვას მოახერხებთ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი მეორე ნახევრის უამრავი კაპრიზის მიმართ მომთმენი უნდა იყოთ. თუ ამას გაუძლებთ, დამსახურებული ჯილდო არ დააყოვნებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?