6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები პურ-ფუნთუშეული მიირთვათ, ასევე, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ფქვილისგან ნაწარმოები პროდუქტების - მაკარონის, ბლინების, ალადების და ა.შ. მირთმევას.
კარიერა: ხვალ იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ თქვენი გეგმების ბოლომდე განხორციელებას თუ არა, ტრიუმფალურ დასასრულამდე მათ მაქსიმალურად მიახლოებას მაინც შეძლებს. აქედან გამომდინარე, ეს დღე შესაძლოა, თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი თარიღი გახდეს.
სიყვარული: თუ პარტნიორთან დაშორება გადაწყვეტილი გაქვთ, მაშინ ამის გასაკეთებლად ხვალინდელი დღე საუკეთესოა. მხოლოდ ეცადეთ, ამის შესახებ მას პირდაპირ არ უთხრათ და ფრთხილად შეაპაროთ. თქვენ კი ეცადეთ, დარჩეთ მშვიდი და გაწონასწორებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მძაფრი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე.


 


კურო
ჯანმრთელობა: შიმშილის მძაფრი გრძნობა მთელი დღის მანძილზე შეგაწუხებთ და შესაძლოა, თქვენი უხასიათობის მიზეზიც კი გახდეს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, უარი თქვათ ისეთი საკვების მიღებაზე, რომელიც თქვენს ჯანმრთელობასა და წონას საფრთხეს შეუქმნის და მხოლოდ ბოსტნეულს, ხილსა და რძის ნაწარმს დასჯერდეთ.
კარიერა: ხვალ მეტად საინტერესო და უჩვეულო შეთავაზებას მიიღებთ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელისგან, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი დიდი ხნის გეგმები განახორციელოთ. მთავარია, ოპერატიულად მიიღოთ გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ დასთანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გეგმებს კიდევ დიდხანს არ უწერია განხორციელება.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად საუკეთესო დროა, თუმცა ეს აუცილებლად ფრთხილად და მოზომილად უნდა გააკეთოთ, რათა თქვენ შორის კიდევ მეტი გაურკვევლობა არ წარმოიქმნას. უმჯობესია, საუბარი დაიწყოთ ფრაზით - „საყვარელო, მოდით, გავარკვიოთ, რას ვითხოვთ ერთმანეთისგან“ და შესაძლოა, ამაზე ყველაზე რბილი პასუხიც კი მიიღოთ - „მოდი, შევრიგდეთ და მეტად აღარ გაწყენინებ“.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი სახის მოწყენილი გამომეტყველება უარყოფითად აისახება, როგორც თქვენს განწყობაზე, ასევე, ჯანმრთელობაზე. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, სიძნელეების მიუხედავად, ცხოვრებას იმედიანად შეხედოთ და გაიღიმოთ!
კარიერა:
ხვალ მოგიწევთ, ძალები მოიკრიბოთ და იმ სიძნელეებს გაუმკლავდეთ, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იჩენს თავს.  
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი პატიება, ამიტომ ეცადეთ, არ მოიქცეთ ისე, როგორც მას არ ესიამოვნება და არც მოსაბოდიშებლად გექნებათ საქმე.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
რეკომენდაცია გეძლევათ, გაუფრთხილდეთ ძვალსახსროვან სისტემას, განსაკუთრებით კი - ზედა კიდურებს.
კარიერა:
ხვალ მაქსიმალურად ეცადეთ, საქმიანი პარტნიორები დაითანხმოთ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმაზე. მართალია, ისინი ამის სურვილს თავადაც გამოხატავენ, მაგრამ თქვენი მცდელობა მათზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს და თქვენს პროფესიონალიზმშიც უფრო მეტად დაარწმუნებს.
სიყვარული:
როგორც ჩანს, ხვალ ძალიან საქმიანი დღე გექნებათ, ამიტომ გამოიყენეთ მთელი თქვენი ცოდნა და გამოცდილება, შემოიკრიბეთ თქვენი კოლეგები და საქმეში მთელი თქვენი გაერთიანებული ძალები ჩადეთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს და გაითვალისწინეთ, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც საჭირო რეკომენდაციების მოცემა შეუძლიათ.
კარიერა:
ხვალ მოულოდნელად შთაგონება გეწვევათ და დღის ბოლომდე არ დაგტოვებთ. ეს გაიძულებთ, შეცვალოთ დღის გეგმები - რაც საწყენი სულაც არ არის, პირიქით, ჩათვალეთ, ძალიან გაგიმართლათ.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ ეცადეთ, დააფასოთ ეს და თქვენც საპასუხოდ სითბოთი და სიყვარულით უპასუხოთ. ამით მას ძალიან ასიამოვნებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
კარგი დროა, მავნე ჩვევებისთვის თავის დასანებებლად. ასე რომ, თუ დიდი ხანია გინდათ, სიგარეტს თავი დაანებოთ და ვერ ახერხებთ, ხვალ შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ სცადოთ.
კარიერა:
ხვალ შესაძლოა, გადატვირთული და გრძელი ღამის შემდეგ, სამსახურში ძილიც კი მოგერიოთ. ეცადეთ, თქვენი დაღლილობა შეუმჩნეველი დარჩეთ უფროსებს, კოლეგებსა და კლიენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სერიოზული საყვედური მიიღოთ.


სიყვარული: ხვალ ყველაფერი ადვილად გამოგივათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც მარტივი და სასიამოვნო რომ იყოს, მასთან ერთად სადმე გაისეირნეთ, ან მეგობრებთან ერთად პატარა წვეულება გამართეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს და უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ. ასევე, კარგი იქნება, დროებით უარი თქვათ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღებაზე.
კარიერა:
ხვალ მზად იქნებით ნებისმიერ თავგანწირვაზე. კარგი იქნება, თქვენი კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იფიქროთ კულტურული ღონისძიების ორგანიზებაზე. ამას რაც უფრო მალე გააკეთებთ, მით უკეთესი.
სიყვარული:
ხვალ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, რასაც ქვეცნობიერად ელოდით კიდეც. მთავარია, იღბალი ხელიდან არ გაუშვათ - თქვენზეა დამოკიდებული, ამ სიურპრიზს რამდენად მნიშვნელოვან მოვლენად გადააქცევთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაფერისი დროა, რათა დაფიქრდეთ იმაზე, რას ჭამთ. შეადგინეთ თქვენთვის სასარგებლო მენიუ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ისე ისიამოვნოთ, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
კარიერა:
თქვენი მისამართით კრიტიკა აბსოლუტურად დაუშვებელია - უბრალოდ, თქვენს გარშემომყოფებს ერთი მიზეზიც კი არ ექნებათ იმისთვის, რომ გაგაკრიტიკოთ. ასე რომ, ჩვეულ რეჟიმში აკეთეთ თქვენი საქმე.
სიყვარული:
ხვალისთვის ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან იდეალურ დროსტარებას გიწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, მოიწყვეთ შესაფერისი გარემო და საყვარელ კაფეს ესტუმრეთ, ან რაიმე გემრიელი სახლში მოამზადეთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო, მთელი დღე ქურასთან იტრიალოთ, შეგიძლიათ, მზა კერძები შეუკვეთოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მეტი ყურადღება დაუთმეთ იმუნიტეტზე ზრუნვას, რაშიც სწორად შერჩეული საკვები რაციონი და ვარჯიში დაგეხმარებათ.
კარიერა:
თქვენი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა, შეამჩნევს რა თქვენს დაღლილობას, ეცდება, საქმე თქვენს მაგივრად გააკეთოს. შემდეგში თავადაც დააფასეთ მისი ასეთი თავგანწირვა და საჭიროების დროს გვერდში დაუდექით.
სიყვარული:
ხვალ მოიწყენთ და თავს მარტოსულად იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მუდამ თქვენ გვერდითაა. სამწუხაროდ, ის ვერანაირად ვერ შეძლებს თქვენი ხასიათის გამოსწორებას, მით უმეტეს, თუ თქვენ თვითონ არ მოინდომებთ ამას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ ეცადეთ, საკმარისი დრო დაუთმოთ თქვენი კუჭის მდგომარეობას, ასევე, კუჭქვეშა ჯირკვალს. ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იგრძნობთ თავს მთელი წლის მანძილზე.
კარიერა:
საუკეთესო დღეა ნებისმიერი შენაძენის გასაკეთებლად. შეგიძლიათ, მშვიდად გაისეირნოთ მაღაზიებში და არც დანახარჯს მოერიდოთ. განსაკუთრებით იღბლიანი შენაძენი საოჯახო ტექნიკის შეძენა იქნება.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუძნელდება, აღიაროს თქვენი სიმართლე და ეცდება, საპირისპირო დაგიმტკიცოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და კამათში არ აჰყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უწყინარმა კამათმა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
ძალიან სასარგებლო იქნება სახის მასაჟი. ასევე, სასარგებლოა ყველა იმ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარება, რაც თქვენს კანს გამოაჯანსაღებს და ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს.
კარიერა:
ხვალ თქვენს საქმიან პარტნიორებს მოუნდებათ, როგორღაც პატარა გამოცდასავით მოგიწყოთ. იყავით მზად ამისთვის და ნებისმიერ ეშმაკურ კითხვას და მიდგომას ღირსეული თავდაჯერებულობით უპასუხეთ.
სიყვარული:
ხვალ მოგინდებათ, მძაფრი შეგრძნებები განიცადოთ. ამაში თქვენი მეორე ნახევარიც აგყვებათ, ამიტომ კარგი იქნება, ქალაქგარეთ ერთად გაისეირნოთ, ან კინოში რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ნახოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ იმატებს შეგრძნებების გაუარესების რისკი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრონიკული დაავადებებით იტანჯება.
კარიერა:
თუ თქვენ ახლახან შეიცვალეთ სამსახური, მაქსიმალურად ეცადეთ, კოლეგებთან კარგი დამოკიდებულება დაიჭიროთ.
სიყვარული:
ხვალ არცთუ ისე ადვილად მოახერხებთ გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ეცადეთ, საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ, პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იფიქროთ და პრობლემებზე ზრუნვა მხოლოდ მეორე ნახევარს არ მიანდოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?