7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ნუ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. სანამ სხვის რჩევებს გაითვალისწინებთ, დარწმუნდით, რომ ეს ზიანს არ მოგიტანთ. უკეთესი იქნება, თუკი კიდევ ერთხელ მიმართავთ ექიმს რეკომენდაციისთვის.
კარიერა: ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი და გულღია გარშემომყოფებთან. აუცილებლად გაარჩიეთ თქვენი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები. ხანდახან საჭიროა ემოციების დამალვა. სამწუხაროდ, ყველა ისეთი მეგობრული არ არის, როგორც თქვენ გსურთ. მოწინააღმდეგეების ზედმეტად ინფორმირებულობა ვერაფერში დაგეხმარებათ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს აუცილებლად დასჭირდება გვერდში მდგომი ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა მის ქცევას დააზღვევს და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუკი ეს ადამიანი თქვენ აღმოჩნდებით, თუმცა, სხვა ვერსიებიც არ გამოირიცხება.



კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, დიდი შანსია, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. შესაძლოა, დისკომფორტის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაგყვეთ, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ თან სათანადო საშუალებები.
კარიერა:
ნუ შეეცდებით ნეგატიური ემოციების შეკავებას. დაივიწყეთ თვითკონტროლი, იპოვეთ ადგილი და დრო იმისთვის, რომ ყველა ის წუხილი ამოუშვათ, რომელსაც თქვენში ინახავდით. მთავარია, ამ დროს ხელმძღვანელს არ გადაეყაროთ - მან შესაძლოა, ოდნავ არაადეკვატურად შეაფასოს თქვენი ქმედებები.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთ პრობლემას მოიფიქრებს, რომელთან გამკლავებაც შემდგომ თქვენ მოგიწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღეთ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა. შეეცადეთ, ხელი შეუშალოთ მოფიქრების პროცესს. ასეთ შემთხვევაში რეზულტატი გაცილებით გაგიადვილდებათ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად - ეს დაგეხმარებათ, გამომშრალ კანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
კარიერა:
ხვალ საკუთარ კარიერასა და სამსახურებრივ მიღწევებს ნაკლებად დაუთმობთ დროს. უფრო მეტად ნათესავის ან ახლო მეგობრის სამსახურში მოწყობაზე იფიქრებთ. სასიკეთო საქმის ჩადენა ყოველთვის კარგია, მაგრამ ეცადეთ, რომ შემდეგში უსიამოვნებები არ შეგექმნათ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი არა მხოლოდ ახლობელის და ნათესავის რანგში დაგჭირდებათ, არამედ სამუშაო ძალისთვისაც. ის შესანიშნავად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესაძლოა, ბანკეტის გაგრძელებაც მოითხოვოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამარჯვებული თქვენი ნაზი და გულწრფელი ღიმილით დაჯილდოვდება.            



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა საოჯახო აფთიაქში ყველა საჭირო მედიკამენტი. თუკი ჩამონათვალს რაიმე აკლია, აუცილებლად მოიმარაგეთ. უახლოეს დღეებში მათი გამოყენება არ დაგჭირდებათ, უბრალოდ, კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს ამ საქმის მოწესრიგებას  დაუთმობთ.
კარიერა:
ხვალ, პარტნიორებთან ერთად, თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე და მასში ახალი საქმიანობის სფეროს  ჩართვაზე ისაუბრებთ. ყურადღებით მოუსმინეთ რჩევებს და კრიტიკულად მიუდექით მათ არგუმენტებს. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  
სიყვარული:
ხვალ ყველაფერს აღფრთოვანებით შეხვდებით, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება. ყველა მის მიღწევას წარმოუდგენელი სიხარულით მიიღებთ. მისი წარმატებით იტრაბახებთ და იამაყებთ, რომ მისი მეორე ნახევარი სწორედ თქვენ ხართ.



ლომი

ჯანმრთელობა:
კვებასთან დაკავშირებით არანაირი კანონის დაცვა არ გჭირდებათ. მიიღეთ საკვები მაშინ, როდესაც მოგშივდებათ. უბრალოდ, შეეცადეთ, შიმშილის შეგრძნება წყურვილში არ აგერიოთ.
კარიერა: მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდით არა მხოლოდ იმაზე, რა მოგებას ნახავთ, არამედ იმაზეც, რამდენად დასაშვები იქნება თქვენი ქმედებები. გადაწყვეტილება თქვენზეა, მაგრამ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით დადებით და უარყოფით მხარეებზე, რადგან ავანტიურიზმისკენ გადაჭარბებული მიდრეკილების გამო  შესაძლოა, არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
სიყვარული:
თუკი თქვენს წყვილს რაიმე სახის ტრადიციები და რიტუალები აქვს, ხვალ მათ შეცვლაზე ფიქრი არ ღირს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს წესები საშინლად მოგბეზრდათ. თუმცა, მათ მოდერნიზაციაზე ფიქრი შეგიძლიათ.



ქალწული

ჯანმრთელობა:
ხვალ უამრავი შანსი გექნებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ფაქტია, რომ ყველა შესაძლებლობით არ ისარგებლებთ და არც არის საჭირო: თუკი პირველივე საშუალება დაგეხმარებათ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
კარიერა:
თუკი გსურთ, რომ დასახულ მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ, აიძულეთ საკუთარი თავი, კონცენტრირება მოახდინოთ მხოლოდ საქმეზე. ნაკლებად გააკრიტიკეთ გარშემომყოფები და იყავით ლმობიერი თქვენი კოლეგების მცირე სისუსტეების მიმართ. ხვალ თქვენი შრომისუნარიანობა და წესრიგი თქვენს ხელმძღვანელობაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
სიყვარული:
ხვალ მნიშვნელოვანი დანახარჯების გაკეთება მოგიწევთ და მათი უმეტესობა საყვარელ ადამიანს მოხმარდება, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ამის შესახებ არ უთხოვია და მეტიც, ამის წინააღმდეგია. შესაძლოა, თქვენი ყურადღება მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყოს, მაგრამ დიდი შანსია, თქვენმა საქციელმა მას, უბრალოდ, ღიმილი მოჰგვაროს.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ყურადღება დაუთმეთ კისერს. მოიხვიეთ კაშნე ან დაიფარეთ კისრის ადგილი საყელოთი: თქვენი ორგანიზმისთვის მსუბუქ ორპირში მოხვედრაც კი სახიფათოა.
კარიერა: ხვალ თქვენი საქმიანი შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ბევრისთვის რთული აღმოჩნდება ამის დაჯერება, მაგრამ ყველანაირად ეცადეთ, დაარწმუნოთ ისინი თქვენს პროფესიონალიზმში. ხვალინდელი დღის დივანზე გატარება, ხელში ანეკდოტების კრებულით, ნამდვილად არ ღირს. 
სიყვარული: თქვენს ურთიერთობებში „მოღრუბლულობა“ არ შეინიშნება. მხოლოდ მზე და სითბო. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დატკბეთ იდეალური სასიყვარულო ამინდით და ყოველმხრივ გაიხაროთ. მიიღეთ მისგან მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება.



მორიელი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს მზის სხივების ქვეშ გაატარებთ, თუნდაც ხელოვნური მზის. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის თქვენი კანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეწვიეთ სოლარიუმს, თუნდაც სამი წუთით და ცხოვრება გაცილებით უკეთ მოგეჩვენებათ.
კარიერა: თავში ათასი სისულელე მოგივათ. ნუ იჩქარებთ თქვენი ფიქრების გახმოვანებას: შესაძლოა, ის ხუმრობად არ მიიღონ და მოგიწევთ განმარტების გაკეთება. რაში გჭირდებათ ეს?
სიყვარული:
საყვარელ ადამიანთან კონსენსუსამდე მისვლა და პრობლემის ერთობლივად გადაჭრა მარტივი არ იქნება, თუმცა მაინც სცადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ერთად ყოფნა გაგიჭირდებათ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
აუცილებლად დაუთმეთ სათანადო ყურადღება სახის კანს. სხვადასხვა კრემების წასმის დროს ნუ გავიწყდებათ, რომ თუნდაც მცირე მასაჟით კრემის კომპონენტები გაცილებით ეფექტურად მოქმედებს სახის კანზე.
კარიერა:
ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რომელიც თქვენგან კონცენტრირებას მოითხოვს,  განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ მოცდებით წვრილმან უსიამოვნებებზე და კარგად დაგეგმეთ, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ.
სიყვარული: თქვენს ურთიერთობებში, შესაძლოა, ყველაფერი ისე კარგად არ აღმოჩნდეს, როგორც ისურვებდით. რეალურად, არანაირი პრობლემა არ არსებობს და ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. იქნებ, ისე დატოვოთ ყველაფერი, როგორც არის?



თხის რქა

ჯანმრთელობა:
თუკი თქვენს ფეხებს სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ, შესაძლოა, ფეხის ტერფის გაუხეშებისა და ქუსლების  გამოშრობის პრობლემები წარმოგექმნათ.  
კარიერა: როდესაც ოჯახურ ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ყველაფერი იდეალურად გაქვთ, გარშემომყოფები საკუთარ თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობენ. როგორც კი ოდნავი პრობლემის წინაშე დადგებით, თქვენი ცუდი განწყობა ყველას გადაედება. შეიცოდეთ თუნდაც თქვენი კოლეგები. მათ არაფერი დაუშავებიათ.
სიყვარული:
ხვალ გაიგებთ, რამდენად არის თქვენზე დამოკიდებული საყვარელი ადამიანი და შედეგი შეგაშინებთ. მასთან სასწრაფოდ დაშორების სურვილი გაგიჩნდებათ, იმ მიზეზით, რომ მისთვის დიდს არაფერს ნიშნავთ, თუმცა ვარსკვლავები ამის გაკეთებას არ გირჩევენ. უმჯობესია, მიიღოთ სიტუაცია ისე, როგორც არის.



მერწყული

ჯანმრთელობა: თუკი სერიოზული ვარჯიში გაქვთ გამიზნული, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. სირბილის დროს ნუ იქოშინებთ. დაიმშვიდეთ სუნთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხვირი გაგეჭედებათ.
კარიერა: ხვალ თქვენი ხელმძღვანელი აუცილებლად წამოვა თქვენთან შეხვედრაზე, თუკი დარწმუნებით აუხსნით მას ამა თუ იმ საქმიანობის შესრულების აუცილებლობას. თქვენი ძირითადი დავალებაა - იყოთ დამაჯერებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგივათ.
სიყვარული: ხვალ თქვენთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება იქნება. მხოლოდ საყვარელ ადამიანზე და თქვენს ერთობლივ ბედნიერებაზე ფიქრი დაგეხმარებათ არცთუ ისე მარტივი ნაბიჯის გადადგმაში, რომლის საჭიროებაში ეჭვი არ გეპარებათ.



თევზები

ჯანმრთელობა: გაუფრთხილდით თვალებს. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ წაიკითხავთ სიბნელეში, ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. მიეცით თვალებს დასვენების საშუალება - თუნდაც 5 წუთით ყოველ ნახევარ საათში.
კარიერა: კარგად დაფიქრდით, სანამ დოკუმენტებს ხელს მოაწეთ. შესაძლოა, რომელიმე პუნქტში უზუსტობა აღმოაჩინოთ. ყურადღებით და რამდენჯერმე წაიკითხეთ ხელშეკრულება. მსგავსი საქციელით საკმაოდ დიდ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
სიყვარული: ოჯახისა და პირადი ცხოვრების გარდა, დრო ყველაფრისთვის გეყოფათ. ერთი მხრივ, ეს თქვენს საყვარელ ადამიანებს გაანაწყენებს, ხოლო მეორე მხრივ, იმდენ საქმეს მოასწრებთ, რომ შემდეგ განაწყენებულ ადამიანებს გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობთ. აუცილებლად აუხსენით მათ ეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?