ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გპირდებიან, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები არ შეგაწუხებთ. ასე რომ, შეგიძლიათ, რაიმე გემრიელი მიირთვათ.
კარიერა: ყველა პრობლემის გადაჭრას თამაშის გზით ხართ ჩვეული, მაგრამ ხვალ ეს ხერხი არ გამოგადგებათ. თავის მტვრევა და წვრილმანი დეტალების განხილვაც მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებაში არატრივიალური და პარადოქსული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტად მოულოდნელი იქნება ის, რასაც მოიფიქრებთ, მეტად წარმატებული იქნება შედეგიც.
კურო
ჯანმრთელობა: კარგი დღე გელით. მთელი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი დატვირთული სამუშაო დღე ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ, რათა სამუშაოდ ძალები გეყოთ.
სიყვარული: თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისთვის იდეალური მეორე ნახევარი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ ის!
ტყუპები
ჯანმრთელობა: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მოწევასთან დაიწყოთ ბრძოლა. ნუ გადადებთ!
კარიერა: ძალიან გაგიჭირდებათ თქვენს უფროსთან საერთო ენის გამონახვა. სურვილიც კი არ გაგიჩნდებათ, რომ გაუგოთ და მის რჩევებს მოუსმინოთ.
სიყვარული: სამსახურში სტრესული სიტუაციის გამო, ტყუპები საკმაოდ გადაღლილები იქნებიან. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ვახშამს მოიწყობთ და სულიერად განიტვირთებით.
კირჩხიბი
ჯანმრთელობა: პრობლემის ძიებას დაიწყებთ იქ, სადაც მას არაფერი ესაქმება. თუმცა ნუ ღელავთ, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეცდომაზე მიგითითებთ.
კარიერა: ხვალ რთული დღე გელით. მნიშვნელოვან პრობლემასთან მოგიწევთ საბოლოოდ შეჭიდება და აუცილებელია, თქვენი ქმედებები ხელმძღვანელობასთან შეათანხმოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი - ის, რაც დიდი ხანია, ღამე მოსვენებას არ აძლევს და დღის სიმშვიდესაც ურღვევს. ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ და შეაფასოთ მისი ნათქვამი ღირსეულად.
ლომი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, აზიდვებს თუ გააკეთებთ, იმდენს, რამდენსაც შეძლებთ - ათს, თერთმეტს, ან თუნდაც ერთს. მთავარია, არ თქვათ უარი ვარჯიშზე.
კარიერა: თქვენი პროექტი დეტალურად განიხილეთ შეფთან. შესაძლოა, მას ახალი და საინტერესო იდეები დაებადოს.
სიყვარული: ხვალ ტონუსში იქნებით. სახლშიც და სამსახურშიც მოახერხებთ ერთნაირი წარმატებით დაალაგოთ სიტუაცია.
ქალწული
ჯანმრთელობა: ალერგია ამა თუ იმ დოზით ყველასთვის ცნობილი პრობლემაა. ხვალ ის თქვენთვის რეალური პრობლემა იქნება. მეტი ყურადღება გმართებთ.
კარიერა: არავითარ შემთხვევაში არ ითვალთმაქცოთ, მაშინაც კი, თუ უბრალოდ ხუმრობთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კოლეგებთან ურთიერთობისას.
სიყვარული: მოგიწევთ დიდხანს და გულისხმიერად დაამშვიდოთ საყვარელი ადამიანი, ეცადოთ, დაავიწყოთ ის სირთულეები, რომლებიც მის ცხოვრებაში გაჩნდა.
სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი კუჭი განსაკუთრებით მყიფე და დაუცველი იქნება, ამიტომ ეცადეთ, არ გააღიზიანოთ.
კარიერა: მიხვდებით, რომ ის, რასაც თქვენი ხელმძღვანელობა თქვენთვის აკეთებს, მზრუნველობის ერთგვარი ფორმაა და ამას არავითარი კავშირი არ აქვს დამცირების სურვილთან.
სიყვარული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ თქვენი წარსულის ლანდებს გამოეთხოვოთ, რომლებიც ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით.
მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ დაღლილობას იმაზე დიდი დოზით იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კარიერა: მოგიწევთ, უარი თქვათ იმ პასუხისმგებლობასა და ლიდერობაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით ითავეთ - ახლა ამის არც დრო და არც შესაძლებლობები არ გაგაჩნიათ.
სიყვარული: ხვალ რაღაც მოულოდნელ სიურპრიზს უნდა ელოდოთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხალხური მედიცინა აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ბრმად არ უნდა ენდოთ ექიმბაშებს, თუმცა უწყინარი ბალახეულის მიღება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
კარიერა: თუ ვაჭრობის სფეროში მუშაობთ, ხვალ თქვენი დღეა! გახსოვდეთ, გონივრული გადაწყვეტილებები წარმატების საწინდარია!
სიყვარული: რთული გასააზრებელი იქნება თქვენი მეორე ნახევრისთვის ის, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე თქვენთვის აკეთებდა, უშედეგო ყოფილა...
თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ზედმეტად ემოციური დღე გქონდეთ, აუცილებელია, თქვენი გრძნობები აკონტროლოთ.
კარიერა: თქვენი უფროსი მოინდომებს, სასწრაფოდ მიიღოს თქვენი მუშაობის სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია. ნუ შეგეშინდებათ - ეს იმას აუცილებლად სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენით უკმაყოფილოა. არ არის გამორიცხული, უფრო სერიოზული თანამდებობის დაკავება შემოგთავაზონ...
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი ყურადღება სჭირდება. თქვენი ამოცანაა, ყველანაირად ეცადოთ, სხვა საქმისთვის რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოთ.
მერწყული
ჯანმრთელობა: საკუთარი ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას თუ მოახერხებთ, სხვა პრობლემებზე ფიქრიც კი აღარ დაგჭირდებათ. ემოციების კონტროლი - ეს არის თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო!
კარიერა: ხვალ ბედნიერი დღე გელით - შესაძლოა, ხელფასი მოგიმატონ, პრემია გამოგიწერონ, ანდაც სამუშაო საათები შეგიმცირონ...
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გვერდით შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი იგრძნოთ: ის ისეთი ჭკვიანი და იდეალურია, თქვენ კი მისი ქმედების ლოგიკას ვერაფრით სწვდებით...
თევზები
ჯანმრთელობა: თქვენს განწყობას ნუ მისცემთ საშუალებას, თქვენს ნერვულ სისტემაზე იმოქმედოს.
კარიერა: ხვალ მომავლის უამრავი გეგმა მოგაფიქრდებათ, რაც თქვენს უფროსს ძალიან მოეწონება. თქვენსა და თქვენს ხელმძღვანელს შორის სრული ურთიერთგაგება იქნება.
სიყვარული: თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის იმიჯი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. გაითვალისწინეთ ეს და დილისთვის შესაბამისი ტანისამოსი გაიმზადეთ.