11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თავიდან ამოიგდოთ ბნელი აზრები.  თქვენს ცხოვრებაში  მხოლოდ პოზიტიური ცვლილებები და ასევე, ზომიერი ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. დაივიწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კარიერა: აირჩიეთ სამოქმედო გეგმა - სინდისი თუ სარგებლის ნახვა. თქვენთვის ეს საკმაოდ რთული საკითხია და ვერავინ დაგეხმარებათ, გაერკვეთ მომხდარ სიტუაციაში. მოიქეცით ისე, რომ შემდგომ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სიყვარული: თუკი უკვე დიდი ხანია, რამეზე ოცნებობთ, ხვალ ეს „რამე“ აუცილებლად ახდება, თან საუკეთესო გზით. რა თქმა უნდა, გაგიკვირდებათ და იფიქრებთ, რატომ არ მოხდა იგივე აქამდე, რადგან თურმე მისი მიღწევა არანაირ სირთულეს არ უკავშირდებოდა. რა გაეწყობა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.



კურო
ჯანმრთელობა:
კუროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება და ზედმეტი საფრთხე არ მოგელით. მართალია, ბევრი იფიქრებს, რადგან ორგანიზმში ყველაფერი რიგზეა, მისი დატვირთვა შესაძლებელია... ამ აზრთან ფრთხილად იყავით.
კარიერა: თქვენი ორგანიზმი გადაწყვეტს, ბოიკოტი გამოგიცხადოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასთან შეწინააღმდეგება შეძლოთ. გმირობის გამოხატვის მსურველები რისკავენ, დაკარგონ კიდევ ერთი დღე. ასე რომ, თქვენი ძალისხმევა შემდეგისთვის გადადეთ.  
სიყვარული: გარკვეული საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. მართალია, თქვენი ახალი მიზნები თქვენს პირად ცხოვრებას მთლიანად ვერ შეცვლის, მაგრამ მას რამდენიმე ახალ და ნათელ შტრიხს ნამდვილად შეჰმატებს. შეეცადეთ, იმოქმედოთ ისე, რომ ამ ცვლილებებმა თქვენი საყვარელი ადამიანი მხოლოდ გაახაროს.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
აუცილებლად უნდა იზრუნოთ ნივთიერებათა ცვლაზე. ამისთვის კი უნდა დააბალანსოთ მისაღებ საკვებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხვალ ვარსკვლავები ნოყიერ სადილობას არ გირჩევენ.
კარიერა: ხვალ წარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. შეგიძლიათ, პროდუქტიულად მიირთვათ ლუდი პარტნიორებთან ან კოლეგებთან ერთად და დალევის პროცესში ხელშეკრულებებს მოაწეროთ ხელი ან ახალ პროექტებზე ისაუბროთ. ამგვარი შეხვედრები სიამოვნებას მოგანიჭებთ და დადებითად აისახება საერთო საქმიანობაზე.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცოცხალი ბუნება დაგეხმარებათ. შეეცადეთ, დღის მანძილზე, თქვენს კომპანიაში, მესამე პირი იყოს კატა, ძაღლი, თევზი ან  ყვავილის ქოთანი. ამგვარად უფრო მარტივად გადაწყვეტთ პირად პრობლემებს.          



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
დეპრესია და სასოწარკვეთა თქვენი ცუდად ყოფნის მთავარი მიზეზია, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც გიშლით ხელს. გაიღიმეთ, თუნდაც თქვენი ორგანიზმის საკეთილდღეოდ.
კარიერა: ყველა ძალა უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობებს წარმატებით გაუმკლავდეთ. თუკი შეძლებთ, ღირსეულად დაუდგეთ რთულ ბრძოლას, კონკურენტებსა და ხანდახან საკუთარ თავსაც, მაშინ სულ მალე, თქვენს თავს დაფნის გვირგვინი დაამშვენებს.
სიყვარული:
თქვენი ოცნება, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანს უკავშირდება, თანდათანობით, მაგრამ ნამდვილად ახდება. თავადაც ვერ დაიჯერებთ, რომ საბოლოოდ იღბალი თქვენკენ შემობრუნდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ. დაიჯერეთ, ეს ყველაფერი სულ მალე მოხდება!



ლომი

ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით ამინდის ცვალებადობასთან დაკავშირებით, ამიტომ, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, უარი თქვით დაგეგმილ საქმეებზე და უბრალოდ დაისვენეთ.
კარიერა:
ნუ დამალავთ საკუთარ გრძნობებს, იყავით გახსნილი, მართალი და დაივიწყეთ თვალთმაქცობა. თავადაც დარწმუნდებით, რა კარგია, როდესაც სამყაროს ნათელ ფერებში ხედავთ  და ადამიანებში უფრო დადებით თვისებებს ამჩნევთ, ვიდრე უარყოფითს. საქმისადმი ამგვარი პოზიტიური მიდგომით ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით.
სიყვარული:
აბა, გაიხსენეთ, იქნებ ხვალინდელი დღე თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წლისთავს უკავშირდება? თუკი ხვალინდელი დღე არაფერს გაგონებთ, მაინც აღნიშნეთ ის განსაკუთრებულად. თქვენი რჩეული ძალიან კმაყოფილი და მადლობელი დარჩება.



ქალწული

ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი სახის კანის მოსავლელად შედარებით მსუბუქ და ნაზ საშუალებებს გამოიყენებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე თქვენს კანს ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უხდებოდა, ახლა, უარი უნდა თქვათ სპირტის შემცველ სხვადასხვა ლოსიონებზე.
კარიერა:  ხვალ მიხვდებით, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ნუ ეცდებით გადაკეთებას, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით. იქნებ, სიტუაციის ამგვარად განვითარება უკეთესიც იყოს?
სიყვარული:
ხვალინდელი დღე თქვენთვის არცთუ ისე მარტივი გამოწვევა იქნება. თქვენს სიყვარულს სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუკი თქვენ და თქვენი რჩეული ნამდვილად აპირებთ ერთად დიდხანს და ბედნიერად ყოფნას, აუცილებლად შეძლებთ, კარგად გაუმკლავდეთ პრობლემებს.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები დაბალანსებულ კვებაზე მიგანიშნებენ. თუკი მის შედგენას თქვენით ვერ ახერხებთ, მკურნალ ექიმს ან დიეტოლოგს მიმართეთ. ან, უბრალოდ, შეამცირეთ შემწვარი, მლაშე და ცხარე საკვების მიღება.
კარიერა:
ხვალ ახალ საპასუხისმგებლო საქმიანობას შეუდგებით. მართალია, დიდად არ გესიამოვნებათ, მაგრამ ვიღაც გამუდმებით გაგართობთ. ერთი მხრივ, „გართობის“ ფაქტი გაგახარებთ, რადგან რთული დავალების შესასრულებლად დრო გაიწელება, მაგრამ, მეორე მხრივ, რისკავთ, რადგან შესაძლოა, ვერაფერი მოასწროთ.
სიყვარული:
რაც არ უნდა დიდი სურვილი გაგიჩნდეთ, ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს შენიშვნას. ყველაზე სამართლიან კრიტიკასაც კი, ის უარყოფითად მიიღებს, რაც კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის მიზეზი გახდება. ეს კი თქვენი მისწრაფება აშკარად არ არის.



მორიელი

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას ეთერზეთებით. მაგალითად, ვანილისა და დარიჩინის ზეთი დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს.
კარიერა:
როგორც წესი, სამსახურში მოზღვავებული იდეებით არ გამოირჩევით, მაგრამ ხვალ ახალი იდეების რაოდენობა თავბრუს დაგახვევთ. აიღეთ ბლოკნოტი და ჩაინიშნეთ! ხშირად გენიალური გადაწყვეტილებები აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენებიდან მოდის. ყველაფერი, რასაც ხვალ მოიფიქრებთ, მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ.


სიყვარული: საყვარელი ადამიანი არ მოისურვებს თქვენთან იმდენი დროის გატარებას, რამდენსაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ. თუკი ერთ-ერთი თქვენგანი კომპრომისზე ან დათმობაზე არ წავა, ეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი გახდება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ნუ მოცდებით პროცესს. გამორიცხეთ წიგნებისა და ტელევიზორის მონაწილეობა ჭამის პროცესში და საუბრის გამართვაც - ჭამის შემდეგ! ხვალ სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ერთდროულად ვერ გაუძღვებით.
კარიერა:
ეცადეთ, იყოთ მოქნილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებთ კონკურენტებისგან თქვენი მომავალი კლიენტების გადაბირებას. შესთავაზეთ მათ ისეთი პირობები, რომ, უბრალოდ, ვერ შეძლონ თქვენს მომსახურებაზე უარის თქმა. შესაძლოა, სადღაც, რაღაცაში, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ.
სიყვარული:
შეეცადეთ ხვალ, ზედმეტად სენტიმენტალური არ იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ არის. თქვენი საყვარელი ადამიანი ვერ შეძლებს თქვენი მწუხარების გაფანტვას იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ამის სურვილი გაუჩნდება, ხოლო ამგვარი სურვილის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, მეტი იმოძრაოთ. ნუ დაჯდებით ერთ ადგილას. კარგი იქნება, დაკავდეთ სპორტის რომელიმე აქტიური სახეობით. თუკი გექნებათ შესაძლებლობა, ჩაეწერეთ გამაჯანსაღებელ მასაჟზე. ახლა ეს პროცედურა თქვენთვის მნიშვნელოვანია.
კარიერა: ვარსკვლავებს საკმაოდ გაუჭირდებათ, დაგარწმუნონ ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასწრების რისკზე, მაგრამ ჩვენს მანათობლებს ჯიუტად სჯერათ, რომ ხვალინდელი დღე ამგვარი ქმედებებისთვის ყველაზე შესაფერისია. იქნებ შეწყვიტოთ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და წახვიდეთ წვეულებაზე.
სიყვარული: იყავით გულწრფელი არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს მიმართ! მას უდავოდ გაახარებს თქვენი გულწრფელობა, ნათელი ღიმილი ყველასთან და ყველაფერთან ურთიერთობის დროს და, ზოგადად, თქვენი მზიანი განწყობა.



მერწყული

ჯანმრთელობა: სასურველია, თქვენს რაციონში ის პროდუქტები შეიტანოთ, რომლებიც მდიდარია რთული ნახშირწყლებით.  ასევე, B-ჯგუფის ვიტამინებით და მცენარეული ზეთებით. ამ საქმეში ჩვეულებრივი შვრიის ფანტელები დაგეხმარებათ.
კარიერა: დაუთმეთ დრო სამსახურში ძველი საქმეების დასრულებას, დაკავდით რუტინული სამუშაოთი. მართალია, მათ ბოლო დროს გაურბოდით, მაგრამ ახლა მომაბეზრებელი საქმეები მნიშვნელოვნად დაგროვდა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი, დედამიწაზე ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ და ამისთვის, განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებს. ასე განლაგდნენ ვარსკვლავები: მხოლოდ ღიმილი, მხოლოდ მოძრაობა, მხოლოდ ხმა - და თქვენ ზუსტად იცით, სად არის ამ სამყაროში მეშვიდე ცა და როგორ მიაღწიოთ ამ ადგილს.



თევზები

ჯანმრთელობა: თქვენი საქმეები შესანიშნავად მიდის - ეს წარმატებული დროა მკურნალობის პროცესის დასაწყებად, გასაგრძელებლად და დასასრულებლად. მოკლედ, ყველაფერი გამოგივათ, არ ინერვიულოთ!
კარიერა: ხვალ ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან თქვენი მხრიდან არასწორად გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენ მოგიტანთ უსიამოვნო შედეგს, არამედ თქვენს კოლეგებსა და თანამშრომლებსაც. მოდუნდით, დაისვენეთ და მშვიდ მდგომარეობაში აწონ-დაწონეთ გადასაჭრელი საკითხების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის მომავლისთვის დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს „მომავალი“ არც ისე შორსაა და არც ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროს მასშტაბით, მას მაინც მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ისე, თითქოს საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?