12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დაავადება, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამარცხეთ, ხვალ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს. ამ პრობლემის მოგვარებას თუ გადადებთ, ნამდვილად უგუნური საქციელი იქნება. 
კარიერა: მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სიტყვებს და იფიქრეთ იმაზე, რა შთაბეჭდილებას ახდენთ თქვენს კოლეგებზე. ეს პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს კარიერულ წინსვლასთან. 
სიყვარული: სერიოზულად ღირს დაფიქრება - ნუთუ არ მოვიდა დრო, რომ ვიღაცის გულის მონადირებაზე იფიქროთ?!


 


კურო
ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ფეხებს. ეცადეთ, თბილად და კომფორტულად გქონდეთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ფეხით ბევრი სიარული გიწევთ. 
კარიერა: თუ გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს შრომას არ აფასებენ, იცოდეთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეჭვი და ილუზიაა.
სიყვარული: საბოლოოდ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ნაცნობების წრიდან, რომელთან ერთადაც საკმაოდ ხშირად ატარებთ დროს, ერთი ადამიანი განსაკუთრებულად გიზიდავთ. გრძნობების აღიარების დროა.


 


ტყუპები


ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი მტერი გაუწონასწორებლობა იქნება. პრობლემების გადაჭრისას მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, საბოლოოდ მოსპოთ თქვენი ნერვული სისტემა.
კარიერა: როგორც ჩანს, ბოლო დღეებში დიდი ენერგია დახარჯეთ. რელაქსაციის დროა!
სიყვარული: ძალიან რთული იქნება საყვარელი ადამიანის გაგება და პატიება. თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანოთ. სხვაგვარად პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება.


 


 


კირჩხიბი


ჯანმრთელობა: დასვენება გჭირდებათ. უსაქმურად გატარებული ერთი დღეც კი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.
კარიერა: ზედმეტად კრიტიკულად ნუ განსჯით ადამიანებს. შეცდომას ყველა უშვებს. უნდა აპატიოთ...
სიყვარული: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან გულწრფელი არ არის, დაელაპარაკეთ მას და მხოლოდ მას ამის შესახებ. სხვებთან ნუ განიხილავთ თქვენს პირად ურთიერთობებს.


 


 


ლომი

ჯანმრთელობა: გადაღლილობას იგრძნობთ. ენერგიის აღდგენისთვის დასვენებისთვის განკუთვნილი დღის გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება.
კარიერა: თქვენი კოლეგის რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ. ამ რჩევას კი რაც შეიძლება მალე უნდა შეასხათ ხორცი და რეალობად აქციოთ.
სიყვარული: გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომლისთვისაც თქვენი პიროვნება საინტერესო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ყოველთვის უხერხულად იგრძნობთ მის კამპანიაში.


 


 


ქალწული

ჯანმრთელობა: გარშემო დადებითი მომენტები ეძებეთ. ისინი საჭირო ენერგიით დაგმუხტავენ.
კარიერა: ახლა გაგება და მხარდაჭერა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. მიეცით უფლება ახლობელ ადამიანებს, დაგეხმარონ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი დაუფიქრებლად მოიქცევა, რაც თქვენში ნეგატიური ემოციების კორიანტელს გამოიწვევს, რომელთა გამჟღავნებაც არ ღირს. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები.


 


 


სასწორი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, გააძლიეროთ დაცვის მექანიზმები გაციების წინააღმდეგ. პროფილაქტიკა, პროფილაქტიკა და კიდევ პროფილაქტიკა!!!
კარიერა: საქმეზე კონცენტრირებაში ამინდზე ფიქრით დაწყებული ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე ფიქრით დასრულებული უამრავი რამ შეგიშლით ხელს. სჯობს, დანებდეთ და დასვენების დღე დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.
სიყვარული: ნუ გადაწყვეტთ საკითხებს ბოლო წუთებში. მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი დაგაპირისპიროთ.


 


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ფრთხილად ანტიბიოტიკებთან! აუცილებლად მიმართეთ ექიმს მანამ, სანამ თვითნებურად მიიღებთ რაიმე ანტიბიოტიკს.
კარიერა: წარუმატებელი დღე გელით. რაღაცასთან გამომშვიდობება მოგიწევთ იმედია, ეს რაღაც თქვენი სამსახური არ იქნება.
სიყვარული: იმდენად გადაიღლებით ემოციებისგან, რომ გაქცევისა და მარტოობის გარდა, გამოსავალს ვერაფერში დაინახავთ. თუმცა დაფიქრდით, ღირს კი საყვარელი ადამიანის მღელვარება ამად?


 


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: დღის რაციონიდან გამორიცხეთ შებოლილი და დამარილებული პროდუქტები, რადგან ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნეგატიურად იმოქმედებს და შესაძლოა, მუცელი ძალიან აგტკივდეთ.
კარიერა: საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ და ეს ძალიან კარგია. თქვენი კოლეგებისა და პარტნიორების თვალშიც განსაკუთრებით დამაჯერებელი იქნებით.
სიყვარული: რთული იქნება თქვენთვის, ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი საყვარელი ადამიანის ქმედებები. თქვენი სიყვარულის ვარდისფერი სათვალით ძალიან სუბიექტურად აღიქვამთ სამყაროს.


 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: მიიღეთ გამაჯანსაღებელი აბაზანა და ჩამოიხსენით მხრებიდან კვირის დაძაბულობა. ძველის დავიწყება და ახალი ენერგიით შევსება უმნიშვნელოვანესია მომავალი კვირის წარმატებული დასაწყისისთვის.
კარიერა: დიდი ხანია, ხელმძღვანელთან გულწრფელად არ გისაუბრიათ. ხვალ ამისთვის შესანიშნავი დღეა!
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს გაუჭირდება თქვენი პატიება, თუმცა თქვენი ურთიერთობის სახელით ძველ წყენას აუცილებლად დაივიწყებს.


 


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ, სიურპრიზებს ცხოვრება ხვალ ნამდვილად არ გიმზადებთ, თუმცა პრეპარატების ჩვეული ნაკრების გარეშე სახლიდან მაინც ნუ გახვალთ.
კარიერა: ხვალ შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ თქვენი აზრები თანმიმდევრულად დაალაგოთ. მომავალ კვირას ამის არც დრო და არც ნერვები აღარ გექნებათ.
სიყვარული: თქვენმა მეორე ნახევარმა გმირობა უნდა ჩაიდინოს თქვენს უაზრო გაღიზიანებასა და აგრესიას რომ მოთმინებით გაუძლოს. დაფიქრდით და გაიაზრეთ, ეს სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო არ ბრუნავს.


 


 


თევზები
ჯანმრთელობა: მნათობები გირჩევენ, თვალებს მიაქციოთ ყურადღება. ეწვიეთ ოფთალმოლოგს.
კარიერა: ტექნიკამ შესაძლოა, სრულიად უდროო დროს გიღალატოთ. აუცილებლად გქონდეთ გეგმა „ბ“, თუ ხვალ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი.
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი საკმარის ყურადღებას არ იჩენს თქვენ მიმართ და ეს ძალიან გაგაღიზიანებთ. ჩხუბი არ არის საჭირო. მშვიდად აუხსენით, რა გწყინთ მისგან და ის აუცილებლად გაითვალისწინებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?