13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი

ჯანმრთელობა: ზედმიწევნით შესაფერისი დღეა კანის მოვლის პროცედურების ჩასატარებლად. მცირე გამონაყარის შემთხვევაშიც კი ეცადეთ, თვითმკურნალობას თავი აარიდოთ, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს პრობლემას. აუცილებლად მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.


კარიერა: ხვალ ბევრი ხვეწნა-მუდარა არ დაგჭირდებათ, რომ კოლეგამ სამუშაო ადგილზე რამდენიმე წუთით ან საათით შეგცვალოთ. ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის ამ წინადადებას სიხარულით დასთანხმდება. დაფიქრდით, იქნებ თქვენს სამსახურებრივ პოზიციაში რაღაც შემოსავლის წყარო იმალება, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევთ და მან შეამჩნია?


სიყვარული: სრულიად მოულოდნელად, სასიყვარულო ურთიერთობის შეთავაზებას მიიღებთ ადამიანისგან, რომლისგანაც ამას არ ელოდით. ძლიერი გაოცება გარანტირებული გაქვთ, თუმცა, გონზე მოსვლასა და საკადრისი პასუხის გაცემას მალე მოახერხებთ. როგორი იქნება ეს პასუხი, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


 


კურო

ჯანმრთელობა: ნამდვილად შეგწევთ იმის ძალა, რომ თქვენს მიერვე შექმნილი პრობლემები გამოასწოროთ. ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ და მომავალში უფრო ყურადღებით მოექცეთ საკუთარ ჯანმრთელობას.


კარიერა: კარგი დღეა იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, დაუმტკიცოთ, რომ, თუ მოინდომებთ, „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ. დიდი ალბათობით, საკუთარ თავს სამართლიანად მიიჩნევთ ნიჭიერ და მონდომებულ თანამშრომლად. ხვალ საუკეთესო შანსი გექნებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.


სიყვარული: ძალიან გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და თქვენი ცხოვრების რომელიღაც ფურცლის გადაშლა, რომელიც თქვენს საყვარელ ან პოტენციურად საყვარელ ადამიანს ეხება. თუმცა, თქვენ გარდა ამ გადაწყვეტილების მიღება არავის შეუძლია, ამიტომ, გინდათ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.


 


ტყუპები

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, სხეულის გაცივებას ერიდოთ. თუნდაც არ გციოდეთ, ეცადეთ, რომ წყლისა და გამაჯანსაღებელი პროცედურები უკეთესი ამინდისთვის გადადოთ.


კარიერა: თუ ერთ საქმეს წარმატებით გაუმკლავდით, იმას არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფთა თვალში „ქულების დასაწერად“ კიდევ რამდენიმეს უნდა შეეჭიდოთ. სიამაყეს ნუ აჰყვებით, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და რეალობის აღქმა დაიბრუნეთ.  


სიყვარული: ხვალ თქვენთან ყველა თავაზიანი და მოკრძალებულია. ამაში შეიძლება თავისებური ხიბლიც იყოს. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია უსასრულოდ ფლირტაობა, მაგრამ, თუ საქმის ოსტატი ხართ და სურვილიც გაქვთ, ისეთი ყინულიც გადნობასაც შეძლებთ, როგორსაც შეეჭიდეთ.


 


კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ და საკუთარ ჯანმრთელობას უზარმაზარ საჩუქარს მიუძღვნით. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ზედმიწევნით შესაფერისია დამღუპველ ჩვევებთან გასამკლავებლად.


კარიერა: ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და მზად ხართ, ნებისმიერ სამუშაოს გაუმკლავდეთ, თუმცა რატომღაც ელით, რომ ამისკენ ვიღაცამ უნდა გიბიძგოთ. არ ღირს იმაზე წუწუნი, რომ ცხოვრებისა და მუშაობის სურვილი დაკარგეთ. დროა, როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებას შეეფერება, ყველა საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ. დაფიქრდით ამაზე.


სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთვის სიყვარულში გამოტყდომა რაღაც განსაკუთრებული და განუმეორებელი ფორმით მოუნდება. სავარაუდოდ, რთულ ამოცანასთან გამკლავებას ვერ შეძლებს და მიზანი შეუსრულებელი დარჩება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთი სურვილი ჰქონდა და მის რეალიზებაში მხოლოდ გარემოებებმა შეუშალეს ხელი.


 


ლომი

ჯანმრთელობა: 
თქვენი ორგანიზმი კუნთების მოქნილობისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს საჭიროებს, თუმცა შეგიძლიათ, ვარჯიში ცეკვით ჩაანაცვლოთ. იცეკვეთ რაც შეიძლება ბევრი. იზრუნეთ სხეულის სიჯანსაღესა და სულის მხნეობაზე.


კარიერა: დიდი ხანია სამსახურში ასეთი სიხარულით არ წასულხართ. სავარაუდოდ, უკვე იცით, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო პირობები უკეთესი, ან ბოლოს და ბოლოს, მიაგენით იმ ამოცანის გასაღებს, რაზეც დიდი ხანია მუშაობთ. ასეა თუ ისე, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ხართ და ყველაფერი გამოგივათ.


სიყვარული: ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც იმ ადამიანზე შეგექმნათ, ვინც თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. მოიცადეთ, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებით და სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ.


 


ქალწული

ჯანმრთელობა: 
დაუჯერებელია, მაგრამ ხვალ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ამის მიუხედავად, ეცადეთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი გაითვალისწინოთ.


კარიერა: სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით, შეიძლება, თქვენი აზრით, სრულიად უაზრო და უსარგებლო რჩევა მიიღოთ. ნუ იჩქარებთ მრჩევლის დაცინვას - ის შესაძლოა, მართალი აღმოჩნდეს. უკეთესი იქნება, თუ კარგად დაფიქრდებით მის წინადადებაზე. შესაძლოა, ის მართლაც უცნაურია, მაგრამ არა უაზრო.


სიყვარული: ხვალ ქალწულებს საკუთარ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ეჭვები შეაწუხებთ. ისინი დაიწყებენ გაცნობიერებას, რომ შვილები წამოიზარდნენ და „ხელიდან წავიდნენ“, მეუღლე კი თავის საქმეებშია ჩაფლული. დამნაშავის ძებნას აზრი არა აქვს. ყველაფერი მზეზე მაგნიტური ქარიშხლისა და მარსის არასასურველი მდებარეობის ბრალია, რაც თქვენს ფიქრებზე ნეგატიურად აისახა.  


 


სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
მშვენიერი დღეა ძალისმიერი ვარჯიშების დასაწყებად. მოუწყვეთ საკუთარ ორგანიზმს გამოცდა და შეამოწმეთ მისი შესაძლებლობები. ასე შეძლებთ, დარწმუნდეთ, რა მიმართულებით სჭირდება თქვენს სხეულს დახმარება.


კარიერა: ჩახლართული საქმეებიდან თავის დასაღწევად, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან პრობლემის გადაჭრის ყველა შესაძლო გზა უკვე არსებობს. თუ დრო არ ითმენს, შეგიძლიათ, რჩევა თქვენზე გამოცდილ კოლეგებს ჰკითხოთ, ხოლო პრობლემის მოგვარების თქვენეულ ვარიანტზე თავისუფალ დროს იფიქროთ.


სიყვარული: დამაბნეველ სიტუაციაში აღმოჩნდით. პერსპექტივა, რომელსაც უახლოესი დღეების, თვეებისა და წლების მანძილზე საკმაოდ მკაფიოდ ხედავდით, ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდა. ეცადეთ, ამ გაუგებრობიდან თავი დააღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თქვენი ბედნიერებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა.


 


მორიელი

ჯანმრთელობა: 
თუ სტრესული სიტუაციიდან გამოსავალს ალკოჰოლის მიღებაში ხედავთ, სჯობს ამ იდეაზე უარი თქვათ. ეს არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ, ზიანი კი გარანტირებული გაქვთ. 


კარიერა: თუ გსურთ, რომ ეს დღე წარმატებული იყოს, პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ. ამაში სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. არ მიიკაროთ ნეგატიური ემოციები და არავის მისცეთ უფლება, ცხოვრება გაგიმწაროთ.


სიყვარული: მსუბუქი ფლირტისთვის შესაფერისი დროა. ამ დღეს თქვენით ყველა მოხიბლული და აღფრთოვანებულია, ამიტომ თუ ამ დრომდე საყვარელი ადამიანი არ გყავდათ, ხვალ ის თქვენს ცხოვრებაში, დიდი ალბათობით,  გამოჩნდება.


 


მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნები მზეზე დიდხანს გაჩერებას უნდა ერიდონ. განსაკუთრებით, სოლარიუმში ვიზიტზე ფიქრიც კი დაუშვებელია. 


კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაო პროცესში მთლიანად სასიამოვნო ემოციებზე იყოთ კონცენტრირებული. ისინი აუცილებლად იქნება, უბრალოდ, მაშინვე ვერ მოახერხებთ შენიშნოთ.


სიყვარული: უცნობ ადამიანთან ამინდზე სრულიად უმნიშვნელო საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ამიტომ, სანამ წვიმაზე, სიცივეზე ან მომაბეზრებელ ქარზე დაიწუწუნებდეთ, ეცადეთ, სიმპათიური მოსაუბრე შეარჩიოთ. რა იცით, რა ხდება?


 


თხის რქა

ჯანმრთელობა: 
სწორედ ის დროა, რომ შეისვენოთ. შეიძლება ამას ვერც გრძნობთ, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან გადაიღალეთ. საუკეთესო დასვენება საქმიანობის შეცვლაა. ასე რომ, გონებრივი სამუშაოთი დატვირთულმა თხის რქებმა კალამი თოხსა და ბარზე უნდა შეცვალონ და პირიქით.


კარიერა: ხვალ რაც უფრო ადრე გაუმკლავდებით თქვენს უშუალო მოვალეობებს, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, დროულად შეასრულოთ ყველა დავალება და გადაღლაზეც ნაკლები იწუწუნოთ. რაც უფრო მალე დაასრულებთ სამუშაოს, მით უფრო მალე მოვა ნანატრი დასვენების დღე. 


სიყვარული: თქვენი გულის ვარდს უჭირს იმ ფიქრთან შეგუება, რომ ის პირველი არაა თქვენს ცხოვრებაში. რატომღაც თქვენი წარსულის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა ყველა სხვა გრძნობას გადაფარავს, რაც, ბუნებრივია, თქვენს ერთობლივ თანაცხოვრებაში მცირეოდენ, მაგრამ მაინც დისონანსს შეიტანს.


 


მერწყული

ჯანმრთელობა: 
თქვენი სულიერი მხნეობა პირდაპირ აისახება ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში მხნედ და მხიარულად იგრძნოთ თავი. 


კარიერა: მგონი, მოვლენებს ძალიან აჩქარებთ. გამუდმებულ სიჩქარეში შეიძლება საქმის მნიშვნელოვანი ასპექტი გამოგრჩეთ ან უბრალოდ, ვერ შენიშნოთ. ცოტა ხნით შეჩერდით და მიმოიხედეთ. ისწავლეთ ოპერატიულად მოქმედება დანაკარგების გარეშე. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ყველაფერი კარგად იქნება.


სიყვარული: იქნებ ღირდეს, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქციოთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია აღფრთოვანებული გიყურებთ და თქვენთვის თვალის მოცილება არ უნდა? იქნებ თქვენი მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს? იფიქრეთ ამაზე.


 


თევზები

ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების დასაწყებად. თუ ვარჯიში გეზარებათ, კონტრასტული შხაპის მიღება სცადეთ. კარგი იქნება, თუ აქცენტს ცივ წყალზე მეტად გააკეთებთ. 


კარიერა: თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ახალი ვარიანტები უნდა ეძებოთ. ამჟამად ამისთვის შესაფერისი დღეა. იქნებ, რაღაც საინტერესოც აღმოაჩინოთ.


სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაალაგოთ. მოიცილოთ ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დიდი ხანია, ერთმანეთთან კომფორტულად თანაცხოვრებაში ხელს გიშლით და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი გარემოებები აღარასოდეს გაჩნდეს. გახსოვდეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?