18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი:
ჯანმრთელობა: ეცადეთ, თვალები დატვირთვას მოარიდოთ. მოერიდეთ ცოტა ხნით მაინც ტელევიზორის ყურებას, ან კომპიუტერთან ჯდომას. უმჯობესია, ეს დრო ქალაქგარეთ, ბუნებაში გასეირნებას დაუთმოთ.
კარიერა:
კარგი დღეა საყიდლებისთვის, რადგან მცირე ბიუჯეტითაც კი შესაძლოა, უამრავი საჭირო და ღირებული ნივთი იყიდოთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ამ ნივთებიდან რამდენიმე საკმაოდ ხელსაყრელ ფასადაც კი გაყიდოთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მორალური მხარდაჭერა დასჭირდება. საკმარისია, მოახერხოთ და დღის მანძილზე რამდენიმე საათი მაინც მის გვერდით გაატაროთ, ხანდახან ხელი ხელზე დაადოთ და სიტყვიერად მაინც დაამშვიდოთ.




კურო
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, სხვადასხვა გამოკვლევები თუ მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით ჩაიტაროთ. ამისთვის, შესაძლოა, ერთი ექიმის კონსულტაცია საკმარისი არც იყოს და სხვადასხვა პროფილის ექიმებს უნდა მიმართოთ.
კარიერა: ხვალ დიდია რისკი სამსახურში უსიამოვნება შეგემთხვათ, ან საერთოდაც დაგითხოვონ. ამიტომ არ ღირს ჭირვეულობა - რასაც უფროსობა მოგთხოვთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ.
სიყვარული: ხვალ არ ხართ დაზღვეული იმისგან, რომ ადამიანებთან დაკავშირებით მცდარი დასკვნები გამოიტანოთ. ამიტომ იყავით ყურადღებით და ეცადეთ, სიტუაცია სწორად შეაფასოთ, რათა ადამიანებში არ შეცდეთ და იმედი არ გაგიცრუვდეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
 ისინი, ვისაც ვირუსული ინფექციებისკენ მიდრეკილება აქვთ, ფრთხილად უნდა იყვნენ. დიდია რისკი, გაცივდეთ და ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდეთ. ამიტომ ეცადეთ, მოსასხამი მუდამ თან გქონდეთ,  ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტს კი მაქსიმალურად მოერიდეთ, ან სამედიცინო ნიღაბი გაიკეთეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე სირთულეებით იქნება აღსავსე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ ეცადეთ, მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ საჭირო გახდა, თანამშრომლებთან კომპრომისზეც კი წახვიდეთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისგან შენიშვნას მიიღებთ, რაც შესაძლოა, თქვენს ქცევას ან ჩაცმულობას უკავშირდებოდეს. ეცადეთ, მას მშვიდად მოუსმინოთ და მხედველობაში მიიღოთ მისი მოსაზრება, თუნდაც ეს თქვენს შეხედულებას არ ეთანხმებოდეს.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი, რათა თავს მთელი დღის განმავლობაში ენერგიულად გრძნობდეთ. ამიტომ გვერდზე გადადეთ საქმეები და კარგად გამოიძინეთ.
კარიერა: ეცადეთ, თავი აარიდოთ ხმაურიან წვეულებებს და უცნობი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას. თქვენი ემოციური მდგომარეობა ძალიან არასტაბილურია და შესაძლოა, ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ან მოქმედებამ, კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას მოინდომებს. ამიტომ ეცადეთ, სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიხვიდეთ, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ის მოუთმენლად გელოდებათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ისევ კბილი აგტკივდათ, თქვენ კი ფული გენანებათ? არც იფიქროთ სტომატოლოგთან ვიზიტის გადადება! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კბილის გარეშე დარჩეთ.
კარიერა: აკონტროლეთ თქვენი თავი, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან შესაძლოა, თქვენმა ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ კოლეგების თვალში სამუდამოდ წაგიხდინოთ რეპუტაცია.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ბევრ სასიამოვნო რამეს დაგპირდებათ, მაგრამ არა მგონია, მან ამდენი დაპირების შესრულება შეძლოს. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მშვიდად მოისმინოთ დანაპირები, მაგრამ მათ ასრულებაზე ნუღარ იოცნებებთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თქვენს თმას, რადგან მას დამატებითი კვება და მოვლა სჭირდება. გადახედეთ თქვენი თმის მოვლის საშუალებებსაც,  იქნებ დროა, გაცილებით ხარისხიან კოსმეტიკაზე გადახვიდეთ?!
კარიერა: ხვალ ყველაზე ხელსაყრელი დღეა კარიერის ასაწყობად. ამიტომ გამოიჩინეთ ინიციატივა და უფროსობას ახალი იდეები და პროექტები შესთავაზეთ.
სიყვარული:
ხვალისთვის თქვენი განწყობა მთლიანად დამოკიდებულია ამინდზე. თუ ფანჯრის მიღმა იწვიმებს, თქვენ მოიწყენთ და დარდი შემოგაწვებათ, ხოლო თუ მზიანი ამინდი იქნება დღეს ხალისიან განწყობაზე გაატარებთ. თუ იწვიმებს, ეცადეთ, თქვენს საყვარელ ადამიანს აუხსნათ, რომ თქვენი უხასიათობის  მიზეზს ამ შემთხვევაში ის არ წამოადგენს.  




სასწორი
ჯანმრთელობა:
აჯობებს, ხვალინდელი დღე იოგასა და მედიტაციას დაუთმოთ. დაე, ეს სახლის პირობებში ხდებოდეს, ეცადეთ, ნებისმიერ შემთხვევაში შექმნათ განუმეორებელი ატმოსფერო და თქვენთვის ყველაზე ჰარმონიული და აუცილებელი ვარჯიში შეარჩიეთ. 


კარიერა: ხვალ თქვენი სამუშაო არ მოგცემთ საშუალებას, ცოტათი მაინც შეისვენოთ. ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად აკეთოთ საქმე, ისე რომ დასვენებისთვის ცოტა დრო მაინც დაგრჩეთ.
სიყვარული:
 საყვარელ ადამიანს მოექეცით ისე, როგორც გინდათ, რომ ის მოგექცეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ მას ყვავილების თაიგულს მიართმევთ, ამაზე ისიც თაიგულითვე გიპასუხებთ... ამ შემთხვევაში, საუბარია ელემენტარულ ადამიანურ ყურადღებაზე.




მორიელი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ. განსაკუთრებით ცუდია ფიზიკური დატვირთვა, ამიტომ მოგიწევთ, ხვალ მხოლოდ ინტელექტუალური სამუშაო აკეთოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, გეგმის მიხედვით იმოქმედოთ, რაც არ უნდა მაცდური შემოთავაზებები გამოგიჩნდეთ. გახსოვდეთ, პირველი შთაბეჭდილებები მატყუარაა, საქმეები კი არ მოიცდის...
სიყვარული:
ხვალ თქვენი თავით კმაყოფილები იქნებით. თუ გენდომებათ, რომ ამის შესახებ ვინმეს ესაუბროთ - მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსს, რადგან მერწმუნეთ, მეგობრებიც და საყვარელი ადამიანიც ამას ამბიციურობაში ჩაგითვლიან და შესაძლოა, თქვენზე წარმოდგენა შეეცვალოთ.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მშვილდოსნებს იმაზე მეტად მოუწევთ ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა, ვიდრე სხვა დროს. ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ ძვალსახსროვან სისტემას.
კარიერა: თქვენი ემოციურად მდგრადი განწყობა სამუშაოზეც აისახება: ყველა საქმე იოლად გამოგივათ და ხელმძღვანელობის ყურადღებასაც დაიმსახურებთ.
სიყვარული: დავიჯერო, გადაგიყვარეს? ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, ამიტომ დროა, თქვენც თვალი გაუსწოროთ სიმართლეს. არ ღირს იმ ადამიანზე დარდი, რომელიც საერთოდ არ დარდობს თქვენზე. ამიტომ მხრებში გაიმართეთ და წინ იარეთ!




თხის რქა
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ქვედა კიდურებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ, თუ მჯდომარე სამუშაოს ეწევით, ეცადეთ, შესაბამისი ზომები მიიღოთ - საათში ერთხელ მაინც წამოდგეთ ფეხზე და 5 წუთით გაიარ-გამოიაროთ. გარდა ამისა, ეცადეთ, დღის განმავლობაში სითხის მიღებაც შეზღუდოთ.
კარიერა: თუ სამსახურში ყველაფერი რიგზე არ არის, არ ინერვიულოთ, ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება. მთავარია, თქვენი საქმე აკეთოთ ხარისხიანად და შემართებით. 


სიყვარული: რასაც იტყვით და გააკეთებთ, ყველაფერი სწორად იქნება აღქმული. ამიტომ იყავით გულახდილი საყვარელ ადამიანთან და თამამად გაუმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები.




მერწყული

ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ორგანიზმი ვიტამინებს მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ, მიირთვათ, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
კარიერა: სწორედ ხვალ მოგეცემათ შანსი, აიხდინოთ თქვენი ყველაზე ამბიციური კარიერული ოცნება, მაშინაც კი, თუ ამის განხორციელება წლების მანძილზე შეუძლებელი გეგონათ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან გაწყენინებთ, მაგრამ ცოტა ხანში თავად ეცდება, სიტუაცია გამოასწოროს და თქვენთან შესარიგებლად ყველა გზას გამონახავს.




თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ ცეცხლისგან და ადვილად აალებადი ან ცხელი ნივთებისგან თავი შორს დაიჭირეთ, რადგან დიდია დამწვრობის მიღების რისკი. ამიტომ უმჯობესია, მთელი დღე მაცივართან ახლოს გაატაროთ.  
კარიერა: ყურადღებით და მშვიდად მოეკიდეთ სამსახურებრივ საქმეებს, რადგან დიდია შეცდომების დაშვების რისკი.
სიყვარული:
ოჯახსა და სიყვარულს პროფესიულ საქმიანობას ამჯობინებთ და გინდათ, თავით გადაეშვათ საქმეში? მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ ეს თქვენს პარტნიორს გაანაწყენებს და შესაძლოა, სერიოზული სკანდალიც კი მოგიწყოთ. თუ მაინც არ აპირებთ თქვენს პრინციპებს უღალატოთ, მაშინ მზად იყავით ყველაზე ცუდისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?