19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მთელი სერიოზულობით მიუდექით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეეცადეთ, ზუსტად დაადგინოთ, რა გტკივათ. სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი გაწუხებთ?
კარიერა: ხვალ, დღის პირველ ნახევარში, მთელ დროს ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე დახარჯავთ, მაგრამ, როგორც კი გამოასწორებთ პრობლემას, შეგიძლიათ, ცოტა დაისვენოთ, რადგან შემდეგი დღე მოულოდნელობებს არ გამორიცხავს.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ერთად უყუროთ რომელიმე ფილმს. არ არის აუცილებელი, ფილმი მაღალ ინტელექტუალური ან ღრმად ფსიქოლოგიური შინაარსის იყოს. მთავარია - ერთად უყუროთ, შემდეგ კი, ასევე, ერთად განიხილოთ და მიხვიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე ნანახთან დაკავშირებით.



კურო
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს არ გაუფრთხილდეთ და უშიშრად მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები. შეეცადეთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და დაავადებებს თქვენი შეპყრობის უფლება არ მისცეთ.
კარიერა: ერთდროულად ბევრი საქმის შესრულება მოგიწევთ. არცთუ ისე მარტივ დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებით. თქვენი გმირობის ამბავი ბევრს შეშურდება.
სიყვარული: ხვალ, ახალი ჰობი გაგიტაცებთ, რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ. ეს ამბავი თქვენს საყვარელ ადამიანს დიდად არ აღაფრთოვანებს. შეეცადეთ, გაარკვიოთ მიზეზი, რატომ არ მოსწონს მას თქვენი არჩევანი. თუკი მისი არგუმენტები არადამაჯერებლად მოგეჩვენებათ, განაგრძეთ თქვენი ოცნების ახდენა.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დილა მშვიდობიანი არ გეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეგრძნება დღის ბოლომდე გაგყვებათ. შეეცადეთ, მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.
კარიერა: ხვალ საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესო დავალების შესრულებით დაკავდებით. თქვენი უხასიათობის მიზეზიც სწორედ ეს იქნება. იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, საღამოს, სახლში დაბრუნების შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდით: ეს დამშვიდებასა და ნეგატიური ემოციების უსულო საგანზე გადატანაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: შესანიშნავი დღეა საყიდლებზე ერთად წასასვლელად. ჩაჰკიდეთ ხელი ერთმანეთს და  თამამად წაბრძანდით დივანის, ტელევიზორის, აგარაკის ან ბინის ასარჩევად. აუცილებლად იპოვით ზუსტად იმას, რაც გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, თან წაიღოთ ოპტიმიზმი და კარგი განწყობა.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს, უფრო ყურადღებით იყავით და ნუ გადაამეტებთ ფიზიკურ დატვირთვას. დიდი შანსია, გადაიღალოთ ან სუნთქვის პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა:
თანადგომა და გაგება ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. თქვენს დახმარებას მხოლოდ ახლობლები ან მხოლოდ თქვენ თვითონ შეძლებთ. მთავარია, იპოვოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც უკიდურესობიდან კიდევ უფრო დიდ უკიდურესობაში გადავარდნის საშუალებას არ მოგცემთ.
სიყვარული:
თქვენი ბედნიერება ბაბუაწვერას ჰგავს. მის გასაქრობად ოდნავი ნიავიც კი საკმარისია. თქვენს მეორე ნახევარს ხშირად ავიწყდება ამის შესახებ, ამიტომ შეეცადეთ, შეახსენოთ მას. ისიც გაუფრთხილდეს იმას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია.



ლომი

ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, უარი თქვათ სხვადასხვა გაზირებულ სასმელზე. დიდი რაოდენობით მინერალური წყლის მიღებამაც კი შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს
კარიერა:
დაგეგმილი სამუშაოს შესრულებაში პირველი ადგილი აიღეთ და გილოცავთ. ახლა, მთავარია, არ მოდუნდეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული და მეგობრები ისეთი ყურადღებით გამოირჩევიან თქვენ მიმართ, როგორც არასდროს. დააფასეთ ის, რომ გარშემომყოფებს ასე ძალიან უყვარხართ და გიფრთხილდებიან. შეეცადეთ, მათაც სიყვარულით უპასუხოთ.
სიყვარული:
ადამიანი, რომელიც არასდროს გიყვარდათ, უცებ მოიფიქრებს თქვენი სიყვარულის დაბრუნებას და ურთიერთობის სუფთა, თოვლივით თეთრი ფურცლიდან დაწყებას. მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩენილა. თოვლი კი ოდესმე აუცილებლად დადნება.



ქალწული

ჯანმრთელობა:
მოუწყვეთ საკუთარ თავს ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ეს იდეალურად დაგეხმარებათ მთელი ორგანიზმის კარგად მუშაობაში და განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს გულზე.
კარიერა: არ ღირს ძვირად ღირებული ნივთის შეძენა თქვენი მეგობრების ან კრედიტების იმედზე. უახლოეს დღეებში, ფულადი ინექციები მოსალოდნელი არ არის და მოგიწევთ ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა. გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და ნუ აიღებთ ვალს: ახლა, მის გარეშეც მშვენივრად იარსებებთ.
სიყვარული:
თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ სიტუაციას საკმაოდ რთულად გადაწყვეტთ. ლოგიკა, ცხოვრებისეული გამოცდილება და ბრძნული რჩევები - ერთს გეუბნებათ, ხოლო გული და ინტუიცია სრულიად სხვა რამეზე მიგითითებთ. თქვენი გადასაწყვეტია, ვის მოუსმენთ და როგორ წარმართავთ თქვენს ცხოვრებას.



სასწორი

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, განსაკუთრებით სწორად იკვებოთ, ხოლო მავნე პროდუქტების არსებობა სრულიად დაივიწყოთ. თუკი დარწმუნებული არ ხართ თქვენი არჩევანის სისწორეში, ნუ მიირთმევთ ყველაფერს - უფრო მართებული იქნება.
კარიერა: ხვალ რთული დავალების შესრულება მოგიწევთ, რომელიც მეტწილად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ და თქვენი ხელმძღვანელისა და კოლეგების თქვენთან ურთიერთობას. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები უკეთესობისკენ წარიმართოს და სამომავლოდ მხოლოდ სარგებლობა მოგიტანოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის იუმორი ძალიან თავისებური იქნება. ნუ შეგეშინდებათ, ეს დროებითია. ხვალინდელი დღე, ცოტა არ იყოს, უიღბლო აღმოჩნდება. მაგრამ, თუკი ხვალ, აბსოლუტურად წარმატებული დღე გექნებათ, შეგიძლიათ, ბევრი იცინოთ - მაშინ თქვენს ერთობლივ ცხოვრებაში ამგვარი დღეები ხშირად განმეორდება.



მორიელი

ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული. სასწაულის იმედად ნუ იქნებით, უფრო საკუთარ თავს მიენდეთ და მოერიდეთ რისკიანი ნაბიჯების გადადგმას.
კარიერა:
მიეცით საკუთარ თავს ოდნავ დასვენების უფლება. უკვე საკმაოდ ბევრი იმუშავეთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვენი საქმიანობა ინერციით წავა. თქვენ კი მშვიდად და ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ, გვერდიდან შეხედოთ მოვლენების განვითარებას.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ მასთან თავი კარგად, თბილად და კომფორტულად იგრძნოთ. თქვენი რჩეული შეეცდება, სწორად მოიქცეს, თუმცა ურთიერთობის გამოსწორების მცდელობის მიუხედავად, უამრავ შეცდომას დაუშვებს, რაც თქვენი გაღიზიანების მიზეზი გახდება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
მკურნალობის შედეგი, შესაძლოა, სწრაფად ვერ მიიღოთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები არ გირჩევენ მის შეწყვეტას: უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უდავოდ იგრძნობთ.
კარიერა:
სამწუხაროდ, თქვენს სიტყვებს ისე ვერ გაიგებენ, როგორც გსურდათ, რომ გაეგოთ. მკვეთრად გამოხატეთ თქვენი აზრები, ისე, რომ თქვენმა ნათქვამმა სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ გამოიწვიოს. შეეცადეთ, რომ ნებისმიერ საუბარს მოწმე ჰყავდეს, რათა საჭირო შემთხვევაში თქვენი ვერსია დაამოწმონ.  
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრისგან ყველა წინადადებას, მინიმუმ, ორჯერ მოისმენთ. შესაბამისი რეაგირება მოახდინეთ მის ამ „უსაქმურობაზე“: ასევე, ორჯერ დაუსვით ერთი და იგივე შეკითხვა. ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ ერთმანეთს და თუკი გაღიზიანდებით, ესეც ერთდროულად მოხდება.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით კარგად გაუმკლავდებით სახის კანის მოვლას. შეეცადეთ, ზედმეტად არ დაატენიანოთ,  სხვადასხვა სახის კრემებითა და ლოსიონებით არ გადატვირთოთ სახის კანი. ამგვარი „მოვლა“ სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ.
კარიერა:
ხვალ, დიდი შანსია, სამსახურებრივი რომანი წამოიწყოთ: სავარაუდოდ, ის, ხელს შეუწყობს თქვენი კარიერის აყვავებას. თანაც, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგრამ ამ რისკიანი ნაბიჯის გადადგმამდე, საკითხის ეთიკურ მხარეზეც კარგად დაფიქრდით.
სიყვარული: თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა, ბოლო დროს, ცივ ქარში ახვეული თვალებით საბაგირო გზაზე გასეირნებას ჰგავს. გაუგებარია, გაუძლებთ თუ ჩამოვარდებით. მიხვალთ დანიშნულ ადგილამდე თუ ცხოვრების დინება, გარემოება და არეულობები ჩამოგაგდებთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.



მერწყული

ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ღამის საათებში ნოყიერად არ დანაყრდეთ. მიეცით თქვენს კუჭს თუნდაც ღამით დასვენების საშუალება. ნუ გადატვირთავთ მას „მუშაობით“. თუკი ღამის საათებში შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, შეგიძლიათ 1 ჭიქა კეფირი მიირთვათ.
კარიერა: თქვენი საქმიანი გეგმები, შესაძლოა, მოულოდნელი ვიზიტის გამო ჩაიშალოს. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს თქვენთვის უსიამოვნო სიურპრიზია, შეეცადეთ, რეაქცია პირდაპირ არ გამოხატოთ. ეს პრობლემებს ვერ მოგიგვარებთ. აიყვანეთ თავი ხელში და გაესაუბრეთ ახლობლებს, რომლებიც მოულოდნელად გესტუმრნენ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან სწორად ურთიერთობა და სწორად მოქცევა გაგიჭირდებათ, თუმცა, ამის გაკეთება აუცილებელი იქნება. თქვენში ბევრი რამის შეცვლა და სწავლა მოგიწევთ, რადგან საკმაოდ მალე, საკუთარი მერყეობის ან პირიქით, გადაჭარბებული კომუნიკაბელურობის გამო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით.



თევზები

ჯანმრთელობა: ნუ მიირთმევთ ციტრუსოვან ხილს. ის დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს, რაც ძალიან მავნებელია გაძლიერებული კუჭის სეკრეციის დროს. შეგიძლიათ, ვიტრუსი C ვიტამინის შემცველი სხვა ნებისმიერი ხილით ჩაანაცვლოთ.
კარიერა: თქვენი კონკურენტების ძალაუფლება ოდნავ შესუსტებულია, ამიტომ თქვენი დაუყოვნებლივი რეაქცია უნდა გამოიხატოს ლიდერის პოზიციაზე მაქსიმალური ძალისხმევით საბრძოლველად. რაც უფრო აქტიურად იმოქმედებთ, მით უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი გახარების დიდი სურვილი გაუჩნდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი დღე ნათელი, ფერადი და მზიანი იყოს. აუცილებლად გადაუხადეთ მას მადლობა ამ ღიმილისთვის კოცნით ან რომელიმე თქვენთვის ნაცნობი გზით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?