27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებისთვის სასარგებლო იქნება, თუკი ყავისა და შავი ჩაის დალევას შეამცირებენ. მათი გადაჭარბებული მიღება თქვენს ორგანიზმს გააუწყლოებს. უპირატესობა უბრალო წყალს ან მწვანე ჩაის მიანიჭეთ.
კარიერა: ის სტაბილურობა, რომლისკენაც მიილტვოდით და რომელსაც, საბოლოოდ, გეგონათ, რომ მიაღწიეთ, შესაძლოა, კვლავ შორეული პერსპექტივა აღმოჩნდეს, ერთი სერიოზული შეცდომის გამო. ეცადეთ, იყოთ უფრო ყურადღებიანი და მიუხედავად იმისა, რომ წარმატება უკვე ახლოსაა, არც კი იფიქროთ საქმის ზერელედ შესრულება.
სიყვარული: ხვალ ისეთ ყურადღებას იგრძნობთ, როგორც არასდროს. საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანის ყველა ღიმილის ადრესატი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იქნებით. შეუშლის თუ არა ხელს ეს გარემოება თქვენს ოჯახურ ბუდეს, უცნობია, მაგრამ შესაძლოა, შეუშალოს კიდეც.


 


კურო
ჯანმრთელობა:
ცოტაოდენი სისუსტე და არაკალორიული კვება არასრულყოფილი ძილის მიზეზი გახდება. თქვენი ორგანიზმი ამგვარი ტანჯვისთვის მზად არ არის. ვიტამინების მიღება ნამდვილად არ გაწყენთ.
კარიერა:
ხვალ გადაწყვიტეთ, იყოთ ფილოსოფოსი. ერთი მხრივ, ამგვარი გადაწყვეტილება ცუდი არ არის, მაგრამ, თუკი სამუშაო „ცხელება“ თქვენს მოდუნებულ პოზიციას ნეტარი ღიმილით დააფიქსირებს, თქვენი ფილოსოფოსობა ბევრისთვის გაუგებარი იქნება.
სიყვარული: სიზმარი, რომელიც გასულ ღამეს ნახეთ, წინასწარმეტყველური იყო და მიგანიშნებდათ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში. შეეცადეთ, გაიხსენოთ მის შესახებ. ხოლო, თუკი მისი გახსენება გიჭირთ - ეს კიდევ უფრო კარგია. ხანდახან უმჯობესია, მომავლის შესახებ არაფერი იცოდეთ: ცუდისთვის წინასწარ მაინც ვერ შეემზადებით. კარგი ამბავი კი შესაძლოა, მშვენიერი სიურპრიზი აღმოჩნდეს.  


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენთვის დაძაბულობა ყოვლად დაუშვებელია. ის, პირველ რიგში, თქვენს კუჭზე იმოქმედებს. ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული  სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ტყუპებმა, რომლებსაც კუჭის წყლული აწუხებთ.
კარიერა:
ხვალ კომუნიკაციებისთვის და სასიამოვნო საუბრებისთვის უაღრესად ხელსაყრელი დღე იქნება. თუკი კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას დაივიწყებთ, კვლავ დაგაფასებენ თქვენი ღირსეული თვისებებისთვის. მაგრამ შეეცადეთ, ეს სიტუაცია ჭკუის სასწავლებლად გამოიყენოთ: შესაძლოა, სხვა დროს ყველაფერი ასე მარტივად არ გაპატიონ.
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრება, დიდწილად, თქვენს თავშეკავებულობაზეა დამოკიდებული. გამოიჩინეთ მოთმინება გარშემომყოფი ადამიანებისა და პირველ რიგში, თქვენი რჩეულის მიმართ. თუკი ამ თვისებას საკუთარ თავში დროულად აღმოაჩენთ - ხვალინდელ დღეს არანაირი პრობლემა და გართულება არ მოჰყვება.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბების ჯანმრთელობისთვის, ხვალინდელი დღე, შესაძლოა, საკმაოდ საშიში იყოს. თუკი მზადყოფნაში იქნებით, თქვენი ოპერატიული ქმედებებით ყველა შესაძლო პრობლემას მინიმუმამდე დაიყვანთ.
კარიერა:
ხვალ თქვენი კარიერისთვის პროდუქტიული დღე იქნება. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ, კორექტირება შეიტანოთ მუშაობის მეთოდში, აღიარებული სტანდარტებისა და თანამედროვე დროის მოთხოვნის გათვალისწინებით. მთავარია, შემდგომ მიღებული რეზულტატის შენარჩუნება შეძლოთ.
სიყვარული:
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოთ - არაფრის კეთებაა. ნუ იქნებით უსაქმურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანზე და მასთან ურთიერთობაზე სულელური აზრები „მოგაწვებათ“. კონსტრუქციულ გამოსავალს მაინც ვერ იპოვით, განწყობას კი - ადვილად გაიფუჭებთ. ეს არაფერში გჭირდებათ...


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იგრძნოთ, თანაც ახლა, ყველაზე არახელსაყრელ მომენტში. შეეცადეთ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგეთ და ყურადღებით მოეკიდეთ იმ „სიგნალებს“, რომლებზეც თქვენი ორგანიზმი მიგანიშნებთ.
კარიერა:
თუკი თქვენ მიმართ გამოჩენილ ნდობას გაამართლებთ, თქვენი კარიერა საოცარი სისწრაფით განვითარდება. რა თქმა უნდა, რთული დავალება გაქვთ, რადგან ბევრი შრომა მოგიწევთ, თანაც მითითებულ ვადებში. სამაგიეროდ ჯილდო დიდხანს არ გალოდინებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, წუთითაც  არ მოგიშოროთ გვერდიდან. ამიტომ თქვენი დამშვიდობება, შესაძლოა, ღამის საუბრებში გადაიზარდოს. შემდეგ კი ერთობლივ საუზმეში. რა გაეწყობა, შეეცადეთ, მოცემული სიტუაციიდან მაქსიმალური სიამოვნება და სარგებელი მიიღოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ მიაყენებთ თქვენს ორგანიზმს ძლიერ სტრესს. სულიერი სიმშვიდე თქვენთვის საუკეთესო დამცავი საშუალება იქნება სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად. გარდა ამისა, განსაკუთრებით მოუფრთხილდით ყელს.
კარიერა:
სამსახურში გვიანობამდე ჯდომა არ მოგიწევთ, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი არ იქნება. ყველა თქვენი პრობლემა საკმაოდ მალე გადაიჭრება და წინ თავისუფალი და უდარდელი საღამო გელით. ამ შემთხვევაშიც, თუკი თავად არ ისურვებთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, მავნე ჩვევას გადაგაჩვიოთ, რომელიც  მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. თუმცა, ამის გაცნობიერება არ შეგიძლიათ. თუკი საყვარელი ადამიანის სურვილს შეუერთდებით, ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები ჯიუტად გირჩევენ, გაიხსენოთ იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებობს ისეთი შესანიშნავი მცენარე, როგორიცაა ნიორი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად.
კარიერა:
ხვალ სამსახურში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში ისეთი ადამიანი დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს სამუშაოს არანაირად არ უკავშირდება. არ დაგავიწყდეთ მისთვის მადლობის გადახდა.
სიყვარული: თუკი რაიმე გაგიჭირდათ, რჩევისთვის და მხარდაჭერისთვის აუცილებლად მიმართეთ მეგობარს და არა საყვარელ ადამიანს. თქვენს რჩეულს ყველაფერს მოგვიანებით მოუყვებით, როგორც კი ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება. მიუხედავად დიდი სურვილისა, საყვარელი ადამიანი მაინც ვერაფერში დაგეხმარებათ და მისი ტყუილად განაწყენება არ ღირს.  


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ თქვენთვის უჩვეულო სპორტის რომელიმე სახეობას დაეუფლოთ, მაგალითად, ჩინურ ტანვარჯიშის. ეს  იმ კუნთების განვითარებაში დაგეხმარებათ, რომელთაც ადრე საკმარის ყურადღებას არ უთმობდით.
კარიერა: დაფიქრდით, კონკრეტულად რა გჭირდებათ კარიერის გასაუმჯობესებლად და დაიწყეთ მოქმედება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. ამგვარი გაძლიერებული შეტევა თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ის ძალისხმევა, რომელსაც გამოიჩენთ, უკვალოდ არ ჩაივლის - თქვენი ხელმძღვანელი საჭირო დასკვნებს გამოიტანს.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის თვალებში გსურთ, რომ ერთადერთი, მსოფლიოში საუკეთესო, განუმეორებელი და დაუვიწყარი იყოთ. ეს არც ისე მარტივია და ამგვარი დავალებები თქვენთვის, ცოტა არ იყოს, რთულად შესასრულებელია. მთავარია, თქვენმა საყვარელმა ადამიანმა სრული უკუკავშირი გამოიჩინოს, სასურველი და მოსალოდნელი.  


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩაიცვათ ზედმეტად თბილად. სხეულის გადახურება თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს. შეეცადეთ, ტანსაცმელი ამინდის შესაბამისად შეარჩიოთ ან საჭიროზე ოდნავ თხლად ჩაიცვათ. საერთოდ კი, უკეთესი იქნება, თუკი ზედმეტად სახლიდან არ გახვალთ.
კარიერა:
ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან დეტალებს, რომლებიც აბსოლუტურად უმნიშვნელო იქნება თქვენთვის და იმ ადამიანისთვისაც, ვისაც მოხსენება უნდა ჩააბაროთ ჩატარებული სამუშაოს შესახებ. თქვენთვის მთავარია გეგმის ფორმალურად შესრულება. შესწორებებს მოგვიანებით შეუდგებით.
სიყვარული:
თუკი სასიყვარულო თავგადასავლებს ეძებთ, გადაშალეთ ძველი სატელეფონო წიგნაკი. ოღონდ ძალიან დიდი ყურადღებით, არავინ გამოგრჩეთ. აუცილებლად იპოვით ისეთ პიროვნებას, რომელსაც დაურეკავთ და რომანტიკულ შეხვედრაზე დაპატიჟებთ, რომელიც არაფრით დაგავალდებულებთ და არ გაიძულებთ, ის სამარის კარამდე გიყვარდეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია კალცის მიღება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კბილის პასტის დიდი რაოდენობით ჭამა უნდა დაიწყოთ. უბრალოდ, შეიძინეთ უფრო მეტი ხაჭო და კალცის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი.
კარიერა:
ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწევთ. ამიტომ მთელი თქვენი ძალები სამუშაო დავალებების შესრულებას მოახმარეთ. თამამად მოეკიდეთ ყველაზე რთულ საქმეებს, რადგან ისინი თავისთავად გადაწყდება. ნუ შეგაშინებთ კონკურენტები. ასეთი ენერგიით და მიზანდასახულობით, ყველგან პირველი იქნებით.  
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ყველაფერს თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთებს. ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ადრე თუ გვიან, შეუსაბამობის შეტევა ემართება. უთხარით მას ყველაფერი უკუღმა იმისთვის, რომ საჭირო რეაქცია მიიღოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შეამცირეთ ისეთი მატონიზებელი სასმელების მიღება, როგორიცაა ყავა ან მაგარი ჩაი. შეცვალეთ ისინი მწვანე ჩაით ან რაიმე კომპოტით, ოღონდ  ნუ გადააჭარბებთ შაქრის რაოდენობას.
კარიერა: ბოლო დროს საკუთარი ამბიციების წარმოჩენას ცდილობთ და იშვიათად ეთანხმებით გონების კარნახს. წუთიერი სურვილების მუდმივი იგნორირებით და ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებებით არა მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებთ, არამედ გარშემომყოფებსაც.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ მოუწევს ერთი და იგივეს ორჯერ გამეორება. სიხარულით, ხარისხიანად და დროულად შეასრულებთ მის თხოვნებს, რათა თქვენი გულისსწორი არ გაბრაზდეს და არ გაგინაწყენდეთ. შეეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ თქვენი მისიის შესრულების დროს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ფეხები თბილად გქონდეთ. ნუ დალევთ გრილ სასმელებს. უპირატესობა ჩაის მიანიჭეთ. ხოლო თუ გსურთ, რაიმე ორიგინალური სცადოთ, შეგიძლიათ, გლინტვეინი მიიღოთ.
კარიერა: თუკი დამატებით მუშაობა გსურთ, შეგიძლიათ, სამუშაო სახლში წაიღოთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. თქვენი ხელმძღვანელი გაიგებს თქვენი სურვილის შესახებ და უფრო მეტი სამუშაოთი დაგტვირთავთ. ახალ სამსახურში გადასვლაზე ჯერ არ იფიქროთ. დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. სულ მალე, ცვლილებები მოხდება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნივთს შეიძენს, რომელიც მთლიანად დაიპყრობს მის გონებასა და სურვილს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ფიქრებში თქვენთვის დროებითი ადგილი არ დარჩება. ნერვიულობა არ ღირს: ნივთებს დაძველებისა და დავიწყების თვისება აქვს, რასაც სიყვარულზე ვერ იტყვით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?