28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, სწორად იკვებოთ. თუ გაქვთ შანსი, რომ ნორმალურად ისადილოთ, უარს ნუ იტყვით. მხოლოდ წახემსება საკმარისი არ არის. 
კარიერა: თქვენი უფროსი გადაწყვეტს, გამოგცადოთ, რამდენად წარმატებით გაუძღვებით ახალ, უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურს. ნუ შეგეშინდებათ, გამოსაცდელი ვადა თქვენს ახალ პოსტზე ნამდვილად არ გექნებათ. თქვენს ბოსს სჯერა თქვენი შესაძლებლობების.
სიყვარული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცოტა აეჭვიანოთ თქვენი რჩეული. არა იმიტომ, რომ მიზეზი გაქვთ, არამედ მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნებისთვის.


 


კურო
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება ხვალ თქვენს არტერიულ წნევას უნდა მიაქციოთ და ეცადოთ, მთელი დღის განმავლობაში სტაბილურ დონეზე შეინარჩუნოთ. 
კარიერა: ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ამიერიდან თქვენს ქმედებებზე გავლენას ვიღაც ქალბატონი იქონიებს. შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლოც კი იყოს ახლა მისი რჩევების გათვალისწინება, რადგან ის ფასეულ ინფორმაციას ფლობს. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება, თქვენთვის პატარა სასწაული მოახდინოს. თქვენი ამოცანაა, დაინახოთ მისი მცდელობა და დააფასოთ მონდომება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰაერი უნდა ჩაისუნთქოთ, დაკავდეთ სპორტის აქტიური სახეობით და შესვენებისთვის მედიტაცია გამოიყენოთ. იოგა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება. 
კარიერა: კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, ვინ არის აქ მთავარი! ასეა თუ ისე, გსურთ ეს თუ არა...
სიყვარული: იგრძნობთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა არც ისე ძალიან მოსწონს, როგორც ადრე. ნუ შეშინდებით, შესაძლოა, ეს ცრუ განგაშია!


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თქვენთვის ხვალ უმნიშვნელოვანესი იქნება დასვენება. რაც უფრო ხანგრძლივი იქნება დასვენების წუთები, მით ჯანმრთელად იგრძნობთ თავს. 
კარიერა: თქვენთვის რთული გადასაწყვეტი იქნება ხელმძღვანელთან გულწრფელი საუბარი, თუმცა ვარსკვლავები შიშის ლოგიკურ მიზეზს ვერ ხედავენ. 
სიყვარული: ფრთხილად უნდა იყოთ თქვენი სიმპათიების, მორალური და სულიერი მხარდაჭერის გაცემისა და გამჟღავნებისგან. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებმა არასწორად გაგიგონ და ყურებამდე შეუყვარდეთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ნუ ეცდებით, ყველაფერი მიიღოთ ცხოვრებისგან. ან ძალა არ გეყოფათ, ან ნერვულ სისტემას დაიზიანებთ. 
კარიერა: ხვალ მოგიწევთ, ბევრ რამეზე თქვათ უარი და ბევრსაც შეეგუოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გული და გონება კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ღრმა დეპრესიაშია. შესაძლოა, მისი ასეთი მდგომარეობა წელიწადის დროის ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული, ანდაც მიზეზი სხვა რამ იყოს...


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, ცხარე კერძი დააგემოვნოთ, თუმცა რაოდენობის კონტროლი მოგიწევთ - ბევრი ყველაფერი მავნებელია. 
კარიერა: ეკონომიას ხვალ ნამდვილად ვერ გააკეთებთ. სამსახურში მოულოდნელი სიტუაციები წამოიჭრება, რომლებიც თქვენგან დიდ დანახარჯებს მოითხოვს. 
სიყვარული: დღეს საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის ერთდროულად აღება მოგინდებათ, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უნდა დაფიქრდეთ - ნამდვილად შეძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას?


 


სასწორი
ჯანმრთელობა: მოგიწევთ, თქვენს კისერზე იზრუნოთ, რადგან ხვალ ყველაზე სუსტი წერტილი თქვენს ორგანიზმში სწორედ ის იქნება.
კარიერა: ხვალ ემოციური აფეთქება გელით. ნუ შეშინდებით - ემოციები ძალიან დადებითი იქნება და ამის ფონზე თქვენი სამუშაო დღეც პოზიტიურად ჩაივლის. 
სიყვარული: ნუ იქნებით ცეცხლოვანი ღამის იმედად. არცთუ სასიამოვნო ცვლილებებს უქადის ის თქვენს პირად ცხოვრებას.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაფერისი დღეა სრულყოფილი გამოკვლევის ჩასატარებლად. თუ ბოლო დროს ჯანმრთელობის რაიმე კუთხით გაუარესება შენიშნეთ, ხვალ აუცილებლად მიდით ექიმთან. 
კარიერა: ხვალ, შესაძლოა, დაუმსახურებელი საყვედურების მსხვერპლი აღმოჩნდეთ. გულს ნუ გაიტეხთ, ყველა უსიამოვნების ფონზე თქვენ ნამდვილ მეგობრებსაც შეიძენთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენთვის რაღაც ისეთი წვრილმანის პატიება, რომლის შესახებაც თქვენ უკვე დიდი ხნის წინათ დაივიწყეთ. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ბოდიშის მოხდა იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ წარმატებული დღე გელით. განსაკუთრებით კარგად იგრძნობენ თავს ისინი, ვინც ბოლო დროს საკუთარ ჯანმრთელობას შესაბამის ყურადღებას უთმობდა. 
კარიერა: კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური მოთმინებისა და გაგების უნარის გამომჟღავნება მოგიწევთ, რაც არცთუ იოლი იქნება. 
სიყვარული: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ, როგორც იქნა, მიაგენით თქვენი საყვარელი ადამიანის უცნაური ქცევის მიზეზს, თუმცა ეს არცთუ იოლი საქმეა და სანამ მას თქვენს „აღმოჩენას“ გაუზიარებდეთ, სჯობს, კარგად დაფიქრდეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელთა გადაწყვეტასაც ექიმის დახმარების გარეშე ვერ შეძლებთ. ექიმთან ვიზიტის გადადება არ ღირს. 
კარიერა: რთული იქნება, საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ თქვენს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია. თქვენ წინაშე დეპრესიის საშიშროებაც დგას. საკუთარ თავს აუცილებლად უნდა მიხედოთ.
სიყვარული: თუ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ნდობა გაქრება, იცოდეთ, ურთიერთობა დაღუპვისთვის იქნება განწირული.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თავი უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე მანქანით გიწევთ გამგზავრება. 
კარიერა: სამსახურში გიცნობენ როგორც შრომისმოყვარე და ენერგიულ თანამშრომელს, თუმცა თქვენს ამ რეპუტაციას შესაძლოა, თქვენმა ემოციებმა შეუქმნას საფრთხე. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები!
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ თან იქონიოთ რაიმე თილისმა, პატარა ბრელოკი ან სათამაშო. ის რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ, რომელიც ხვალ წინ მრავლად გელოდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რაც შეიძება ნაკლები რაოდენობით მიირთვათ ცხიმიანი, ტკბილი და მარილიანი საკვები. 
კარიერა: ხვალ დაძაბული დღე გელით. სიმშვიდის შენარჩუნებაში სამსახურში არსებული ქაოსური მდგომარეობა შეგიშლით ხელს - გადაუდებელი საქმეები და არაპროგნოზირებადი სიტუაციები - აი, რა გელით წინ. 
სიყვარული: ხვალ მნიშვნელოვანი ნივთის გაუჩინარებასთან დაკავშირებით თქვენი ოჯახის წევრები თქვენგან სრულ ისტერიკას უნდა ელოდონ, თუმცა, თუ კარგად მოძებნით, მიხვდებით, რომ ისტერიკის საბაბი სულაც არ გაქვთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?