3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მანიაკურად ნუ ფიქრობთ ჯანმრთელობაზე. ნუ შექმნით პრობლემებს იქ, სადაც არ არსებობს. ასე ნერვებსაც გაუფრთხილდებით და კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ.


კარიერა: ხვალ ვერძებს განსაკუთრებული, ამაღლებული და საზეიმო განწყობა აქვთ. თუ სამსახურებრივი საქმეებისგან თუნდაც ორი საათით მოწყვეტა მოახერხეთ, შესაძლოა, რაღაც საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ. განსაკუთრებული მიზეზის ძებნა საჭირო არაა. შეგიძლიათ, თუნდაც პატარა სამსახურებრივი წარმატება აღნიშნოთ.


სიყვარული: ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ შეცდომების აღიარება და მონანიება ყველას არ შეუძლია. საყვარელ ადამიანთან პატიების იმედით, თქვენს რომელიმე შეცოდებაზე საუბარს თუ აპირებთ, ვარსკვლავების აზრით, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა. თქვენს სიტყვებს მშვიდად მოისმენენ და, სავარაუდოდ, შეგინდობენ კიდეც.


 


კურო
ჯანმრთელობა: თუ ხანგრძლივი დიეტის დაწყებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ შიმშილობამდე არ უნდა მიხვიდეთ. საკვების გამუდმებული შეზღუდვა თქვენი ორგანიზმისთვის შესაძლოა, ნამდვილ სტრესად იქცეს.


კარიერა: თუ ხვალ სამუშაოს ჩაბარების ბოლო ვადა არ გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ახლა საქმის ბოლომდე მიყვანის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.


სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი სერიოზულად დაფიქრდება თქვენი სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე. ეცადეთ, რომ ეს მომავალი რაც შეიძლება ნათელ და მიმზიდველ ფერებში დაინახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, რთული სიტუაციისა და  ნერვიულობის გამო, ხვალ ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდეთ. თუ გსურთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს, ეცადეთ, რელაქსაციის ხელოვნებას დაეუფლოთ.


კარიერა: ხვალ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მოდუნდეთ და არაფერი აკეთოთ. უახლოეს ხანებში რთული და დაძაბული პერიოდი გელით, ამიტომ ეცადეთ, ძალები მაქსიმალურად დაზოგოთ.


სიყვარული: თუ დროის სწორად გადანაწილება მოახერხეთ, ეს თქვენი დღეა! მიუძღვენით ის სიყვარულს და სულისა და ხორცის დღესასწაული გარანტირებული გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ სიტუაციაში კარგი იქნება ბუნებაში განმარტოება. რადგან სიტყვამ მოიტანა, შეგახსენებთ, რომ ფანჯრის რაფაზე დადგმულ ქოთნის ყვავილებს წყალი ხანდახან მაინც უნდა დაუსხათ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
სასურველია, ხვალინდელი დღე ოჯახურ გარემოში გაატაროთ, რადგან ეს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება და, მორალური თუ ფიზიკური თვალსაზრისით, თავს უკეთ იგრძნობთ.


კარიერა: ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა აუცილებელი არაა, რადგან ყველა პრობლემა თქვენ არ გეხებათ. შესაძლოა, ამას ვერც ხვდებით, მაგრამ სხვა ადამიანების პრობლემების ასე ახლოს გულთან მიტანა ძალიან წააგავს თვალთმაქცობას. სხვათა შორის, ხვალ შეფთან ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეთ. ის აშკარად შარზეა.


სიყვარული: ძალიან გიჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მართალია, თქვენ კი - არა. შეეცადეთ, როგორმე გადაიტანოთ, რადგან ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და მოწყენის საბაბი მას ჰქონდეს და არა თქვენ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ლომებს მკვეთრი და ნათელი ფერის ტანისამოსი მხიარული განწყობის შექმნაში დაეხმარება. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი ყოფა ნათელი და მხიარული ფერებით გაალამაზოთ.


ბიზნესი: სახლში მყოფი ხეირიანად დასვენებას ვერ ახერხებთ. ბუნებრივია, სახლში საქმე არასოდეს ილევა. მარტომ რომ არ მოიწყინოთ, ის კოლეგები დაიხმარეთ, რომლებთანაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ ურთიერთობა.


სიყვარული: ხვალ თავშეკავება გმართებთ, ნურც საკუთარ თავს და ნურც საყვარელ ადამიანს ნუ მისცემთ უფლებას, რომ უკიდურეს მდგომარეობამდე მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეორე ნახევარი ექსცენტრიკული ქცევებისკენაა მიდრეკილი, მოვლენათა ამგვარი განვითარება აუცილებლად უნდა აღკვეთოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ რაციონიდან ამოიღოთ ცხიმიანი და ბევრი სუნელით შეზავებული საკვები. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე, თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საკვები სჭირდება.


კარიერა: სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში ნუ აურევთ. ხვალ ან ერთი უნდა აირჩიოთ ან მეორე, რადგან ორივე მიმართულებით საქმე ისე არ ვითარდება, როგორც თქვენ გინდათ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ, თუ ომს ორივე ფრონტზე ერთდროულად დაიწყებთ, ორივეგან წარუმატებლობა გელით.


სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ღალატი გაითამაშოთ. ოღონდ არ შეგეშალოთ, გაითამაშოთ და არა უღალატოთ. დასთანხმდით კაფეში მიწვევას იმ კაცისგან, ვინც დიდი ხანია დაჟინებული მზერით გათვალიერებთ ან კინოში დაპატიჟეთ სიმპათიური თანამშრომელი ქალი. ეს თქვენს ცხოვრებაში მცირეოდენ რომანტიზმს შეიტანს და დაგარწმუნებთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი საუკეთესოა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პატივისცემის ნიშნად, ხვალ ბოსტნეულის დიეტას დაიცავთ. განსაკუთრებით სასარგებლო ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო იქნება.


კარიერა: ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ხარჯების ოპტიმიზაციისკენ, ფინანსური ნაკადების მოწესრიგებისკენ და შესაბამისად, შემოსავლის გაზრდისკენ იყოს მიმართული.


სიყვარული: რატომღაც, თქვენს საყვარელ ადამიანს სურვილი არ აქვს, რომ თავისი განცდები, ფიქრები და სურვილები გაგიზიაროთ, თუმცა ეს უნდობლობის ბრალი არაა. უბრალოდ, ურჩევნია, რომ ამ ყველაფერში დამოუკიდებლად გაერკვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
იზრუნეთ ნერვული სისტემის მოწესრიგებაზე, რადგან, თუ ქრონიკული დაღლილობა, სტრესები და გულმავიწყობა დაგჩემდათ, აუცილებელი ზომები უნდა მიიღოთ, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულ ავადმყოფობაში არ გადაიზარდოს. 


კარიერა: ხვალ თქვენს ოცნებას დასვენებაზე ასრულება არ უწერია. იმდენი საქმე დაგროვდა, რომ საეჭვოა, მათი დასრულება შეძლოთ, მაგრამ ეს თუ მაინც მოახერხეთ, ნამდვილად ქების ღირსი ხართ.


სიყვარული: მორიელებს დაძაბული დღე ელით: შესაძლოა, მოულოდნელი სტუმრები გეწვიონ ან ბავშვებმა უსიამოვნო სიურპრიზი მოგიწყონ. ნაკლები იფიქრეთ წვრილმანებზე და ერთ, მნიშვნელოვან საქმეზე კონცენტრირდით. მაგალითად, მეუღლეს საყვარელი ღვეზელი გამოუცხვეთ ან დიდი ხნის წინათ დაზიანებული თარო შეაკეთეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ამჟამად, თქვენი ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია, თუმცა სამომავლოდ, პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.


კარიერა: ხვალ დიპლომატიური სასწაულებისა და ორატორული ხელოვნების გამოვლენა მოგიწევთ, რადგან მეტისმეტად სკეპტიკურად განწყობილი თანამოსაუბრე გეყოლებათ. გახსოვდეთ, რომ ერთი რთული გამარჯვება ათ ადვილს ჯობია და თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.


სიყვარული: კარგი დღეა იმისთვის, რომ გაიხსენოთ, როგორი იყო თქვენი პირველი პაემანი. რა იგრძენით, როცა პირველად შეეხეთ საყვარელ ადამიანს და უთხარით, რომ გიყვართ. იქნებ ყველაფრის უკან დაბრუნება გეცადათ?


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თხის რქებო, ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რის შესრულებაც თქვენს ძალებს აღემატება. მშვენივრად იცით, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე როგორ აისახება. ასე რომ, არ იჩქაროთ და ნუ იძუნწებთ. ყოველთვის შესაძლებელია, ალტერნატიული გადაწყვეტილების პოვნა.


კარიერა: შესაძლოა, სამუშაო ადგილის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეს სამუშაო პოზიციის შეცვლას არ ნიშნავს. უბრალოდ, თქვენი ფირმა ან განყოფილება ადგილმდებარეობას შეიცვლის. ასე რომ, გაითვალისწინეთ, წინ დაძაბული დღეები გელით. 


სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თავს დაკარგულად და კუთხეში მომწყვდეულად გრძნობს, რადგან ვერაფრით გაუგია, საით მიექანება სამყარო. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ცხოვრების ხალისი დაუბრუნოთ და უფრო ბედნიერი და ხალისიანი გახადოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, თქვენს გვარიანად შერყეულ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმოთ. თავიდან აიცილეთ ნერვული დაძაბულობა და სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ასეთ შემთხვევაში, სამომავლოდ, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. 


კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ თავიდან ამოიგდოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა სამსახური, მოვალეობა და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება ადვილი არ იქნება, მაგრამ შედეგი მეტისმეტად სასიამოვნო აღმოჩნდება. საწყენია, რომ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელდება. 


სიყვარული: ხვალ შეგიძლიათ, დიდხანს არ იფიქროთ, რაიმე საქმე გამოგივათ თუ არა და პირდაპირ მის გაკეთებას შეუდგეთ, რადგან ყველა საქმეში წარმატება გარანტირებული გაქვთ. თუ თქვენს მეორე ნახევართან რამე სერიოზულ თემაზე დალაპარაკებას აპირებდით, ამის გაკეთებას დღეს გირჩევთ. ხვალ შეიძლება ნაკლებად გაგიმართლოთ...


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ თევზებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენ ხანს ატარებთ კომპიუტერის მონიტორთან ან ტელევიზორის ეკრანთან და ეს დრო ორჯერ შეამცირეთ. 


კარიერა: კარგი დღეა თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, გაჩნდეს უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო და იმედისმომცემი დღე გელით. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც გაწუხებდათ, შეიძლება თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი გზით გადაიჭრას. 


სიყვარული: ხვალ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, მისი წყალობით გაიცნოთ თქვენი ოცნების ადამიანი ან „დაალაგოთ“ ურთიერთობა უკვე არსებულთან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?