5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალიდან, უბრალოდ, ვალდებული ხართ, დაიწყოთ ახალი ცხოვრება მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებების გარეშე, რაც აუცილებლად გამოგივათ. მით უმეტეს, თუკი თავად გსურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
კარიერა: თუკი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, შეეცადეთ, იპოვოთ გამოცდილი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ. არ არის აუცილებელი, ის თქვენი კოლეგა იყოს. შესაძლოა, ნათესავი ან ახლობელი დაგიდგეთ გვერდში, რომელიც თქვენს პროფესიულ სფეროში კომპეტენტური ნაკლებად არის.
სიყვარული: დაუჯერეთ საყვარელი ადამიანის ნათქვამს, იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი სიტყვები წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ. ეცადეთ, მისი ნათქვამი გულთან ახლოს მიიტანოთ და მისი ნათქვამის შესაბამისად იმოქმედოთ. არავითარ შემთხვევაში არ ინანებთ.



კურო
ჯანმრთელობა:
თუკი ცოტა ხნის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდით, ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება, რასაც, დიდწილად თქვენი სულიერი ჰარმონიულობა და ოპტიმიზმი უზრუნველყოფს.
კარიერა:
თქვენი ხელმძღვანელი ხვალ განსაკუთრებით კეთილი და ყურადღებიანი იქნება: შეგიძლიათ, მას ხელფასის მომატებაზე ან  სამუშაო საათების შემცირებაზე დაელაპარაკოთ. სასურველი შედეგის მისაღებად ახლა ყველაზე მაღალი შანსი გაქვთ. 
სიყვარული:  საყვარელ ადამიანთან ერთად ჩიპი და დეილის როლში აღმოჩნდებით, რომლებიც უკვე მრავალი წელია, სხვების დასახმარებლად მიიჩქარიან. თუკი ეს, ერთობლივი დახმარება  თქვენი დებიუტია, პირველივე მცდელობა ზუსტი და წარმატებული აღმოჩნდება.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
წამლების არჩევაში უფრო დაკვირვებული უნდა იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ ექიმის დანიშნულების გარეშე იღებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დანაპირებს არ უნდა ენდოთ და ყველას შეხედულებას არ უნდა დანებდეთ.
კარიერა:
თანამშრომლების მიმართ დაუნდობლობით გამოირჩევით. თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება იმას, რა მიზეზით ვერ გაუმკლავდნენ დავალებულ საქმეს, რატომ არ ასრულებენ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და რითია გამოწვეული მათი მოძრაობისა და აზროვნების ამგვარი შესუსტება.
სიყვარული:  ხვალ, საყვარელი ადამიანის დანაკლისს იგრძნობთ. მასთან განშორების ყოველი წუთი თქვენთვის რთული აღმოჩნდება. ვარსკვლავები მხოლოდ ორ რჩევას გაძლევენ. პირველი - ცოტა მოითმინეთ, შეხვედრა აუცილებლად მოხდება, თანაც, სულ მალე. მეორე - ნუ შეაწუხებთ საყვარელ ადამიანს უნებლიე ჩახუტებით, რადგან შესაძლოა, საყვარელი ადამიანი საერთოდ დაკარგოთ.         



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ნაკლები იმღერეთ და ხმადაბლა ისაუბრეთ - ამას ვარსკვლავები გირჩევენ და შეეცადეთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თქვენი ხმის იოგები ახლა იმდენად მგრძნობიარეა, როგორც არასდროს. მათ გაფრთხილება სჭირდება.
კარიერა: სრულიად შესაძლებელია, რომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად თავისუფალი დროის „შეწირვა“ მოგიწიოთ, რაც ისედაც ძალიან ცოტა გაქვთ. შეეცადეთ, ძილის საათები ძალიან არ შეამციროთ, რადგან უძილობა თქვენი შესრულებული საქმიანობის შედეგზე ნეგატიურად აისახება.
სიყვარული: ყველაფერი, რასაც პირადი ცხოვრების შესახებ ჩაიფიქრებთ, საუკეთესო გზით განვითარდება, რაც ძალიან გაგახარებთ და გაგაკვირვებთ. შეეცადეთ, არ იყოთ უხეში და გამომწვევი, რათა თავს დაცემული ბედნიერება უეცრად არ შეაშინოთ და თქვენი გაბედნიერების სურვილი არ დაუკარგოთ.



ლომი

ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები მაქსიმალურად ბევრი სითხის მიღებას გირჩევენ. მოერიდეთ გაზირებულ სასმელებს და უპირატესობა მიანიჭეთ ხილის სასმელებსა და ნატურალურ წვენებს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, მინერალური წყალი მიიღოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლიმონათი!
კარიერა:
ხელმძღვანელისგან მიღებულ შენიშვნაზე პასუხი აუცილებლად გექნებათ. მის მოსაზრებას უამრავი არგუმენტით შეეწინააღმდეგებით, და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ლიბერალური დამოკიდებულებისა და აზროვნების გამო, დიდი შანსია, დაჯილდოვდეთ კიდეც, რადგან თქვენს ხელმძღვანელს შესანიშნავად ესმის, როდის ხართ ჯიუტი და როდის გამოთქვამთ საქმიან ვარიანტებს.
სიყვარული: თუკი წინასწარ გეცოდინებოდათ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდებოდა, როგორც მოხდა, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდით ან მორალურად მაინც შეემზადებოდით  სხვა შედეგებისთვის. რას იზამთ, ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, განსაკუთრებით სიურპრიზების, რომლებითაც დრო და დრო თქვენი ცხოვრება „გასაჩუქრებთ“.



ქალწული

ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ისეთმა შეგრძნებამ შეგიპყროთ, თითქოს არავის უყვარხართ, მაგრამ ეს ასე არ არის: რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ იმის შესახებ, რომ არავის სჭირდებით, მით უფრო ჯანმრთელი იქნებით ფიზიკურად და მორალურადაც.
კარიერა: ხვალ ძალიან დაკავებული იქნებით და სამუშაოდ ენერგია არ დაგრჩებათ. უამრავი გადაუდებელი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ნაკლებად შეძლებთ. თუმცა, ამაში საშიში არაფერია: სანამ სამსახურში ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ, პირადი საქმეები მოაგვაროთ.
სიყვარული:
საკმაოდ გაგიჭირდებათ, საყვარელი ადამიანის მიმართ სამართლიანი იყოთ, მაგრამ მოგიწევთ, რადგან თქვენი არაობიექტურობა, ზედმეტი სიმკაცრე ან ლოიალურობა თქვენს ურთიერთობას ზიანს მიაყენებს.



სასწორი

ჯანმრთელობა:
აუცილებლად უნდა გამონახოთ ცოტაოდენი თავისუფალი დრო, რათა ორგანიზმს დასვენების საშუალება მისცეთ. საუკეთესო ვარიანტი გარემოს შეცვლა იქნებოდა, მაგრამ ძილის წინ ფეხით სეირნობაც კი ძალიან გარგებთ.
კარიერა:
იმისთვის, რომ ქაოსისა და ხმაურის გარეშე მუშაობის საშუალება გქონდეთ, შეეცადეთ, გარშემომყოფების თვალთახედვიდან გაქრეთ, რომლებიც მუდმივად რჩევებითა და შეკითხვებით მოგმართავენ. თქვენ მიერ შექმნილ მშვიდ გარემოში რამდენიმე ძალიან პროდუქტიულ საათს გაატარებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის იმედზე ნუ იქნებით, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის საიმედო და პასუხისმგებლიანი ადამიანია. ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, შეცდეთ და ის შედეგი ვერ მიიღოთ, რომელიც ასე ძალიან გსურთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს: ის ნებისმიერ ექიმზე უკეთ გეტყვით, რა არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს კვების პროდუქტებსაც ეხება. მიენდეთ საკუთარ ინსტინქტებს.
კარიერა:
გიჟური იდეების განხორციელება არ ღირს. რაც შეეხება სამსახურს, საქმე ძალიან მარტივადაა: დასვენების დღე სრულიად განტვირთვის საშუალებას მოგცემთ, თუმცა თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტები შესაძლოა, დაზარალდეს, მაგრამ ამაოდ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს რაღაც საკითხში თქვენი დახმარების სურვილი არ ექნება. შესაძლოა, ეს საგანმანათლებლო მიზნით აიხსნას, მაგრამ ჩვეულებრივი მავნებლობის ალბათობაც არ გამოირიცხება. შეეცადეთ, გაიგოთ მისი მოტივები და შესაბამისად იმოქმედოთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესაძლოა, ოდნავ დაეცეს, მაგრამ ახლა არ ღირს მისი კალორიული საკვებით შევსება. თუკი ძალების უკმარისობას გრძნობთ, უმჯობესია, ცოტა დაიძინოთ.
კარიერა:
თუკი აქამდე არ გქონიათ შესაძლებლობა, ცხოვრების ყველა ხიბლი გეგრძნოთ „შუშის კედლებში“, ხვალ შეგიძლიათ საკუთარი თავი რომელიმე ტელე-შოუს წამყვანად წარმოიდგინოთ, რადგან თქვენი ხელმძღვანელი ძალიან ფხიზლად გადევნებთ თვალ-ყურს. გაარკვიეთ ამგვარი ქმედების მიზეზი - სხვა გზა არ გაქვთ.
სიყვარული: ხვალ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ, რომელსაც დიდხანს ვერ რისკავდით. თუკი საყვარელ ადამიანთან დაშორება და საწინააღმდეგო სქესის მქონე სიმპათიურ ადამიანთან შეხვედრის დაწყებაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობთ, ან მისი გულისა და ხელის თხოვნა  გსურთ, უფრო შესაფერის დღეს, უბრალოდ, ვერ იპოვით.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
დიდია ალბათობა, თვალების სიწითლემ შეგაწუხოთ და ასევე, მათმა მომატებულმა მგრძნობელობამ ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა ცუდი განათება ან კომპიუტერის მონიტორთან ხანგრძლივი მუშაობა. თუ ტირილს აპირებთ?
კარიერა:
ნუ მიიტანთ გულთან ახლოს თქვენი ხელმძღვანელის სიტყვებს. თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ეს მუშაობის მეთოდია. ამიტომ, ძველებურად განაგრძეთ შრომა. თქვენი დირექტორი მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან გაფასებთ. სულ მალე დაჯილდოვდებით კიდეც.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, საიდუმლო  დაგაცდენინოთ, რომელიც თქვენთვის საიდუმლო სულაც არ არის. მაგრამ იმისთვის, რომ მეორე ნახევარი ცოტა გააწვალოთ და გაეხუმროთ, შეეწინააღმდეგებით მას და ეცდებით, საიდუმლო არ გათქვათ. მთავარია, არ გადააჭარბოთ და თამაშგარეთ არ აღმოჩნდეთ.



მერწყული

ჯანმრთელობა: გაუფრთხილდით საკუთარ თავს და უფრო მეტი დრო სითბოში გაატარეთ. ნებისმიერი ორპირი თქვენი ორგანიზმისთვის არა მხოლოდ მავნე, არამედ პრაქტიკულად დამღუპველია. იყავით ფრთხილი და  ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა: ხვალ დიდხანს არ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის იმის თხოვნა, რომ მორჩნენ სერიოზულობას. ეს მათაც არ სურთ. საქმეებზე მოგვიანებით ისაუბრებთ, მანამდე კი - დასვენების დროა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს ნათქვამს არასწორად გაიგებს და მის მიერ გაკეთებული დასკვნები იმდენად მოულოდნელი და ალოგიკური იქნება, რომ ძალიან გაგაკვირვებთ მისი შესაძლებლობები, როგორ შეუძლია, ბუზი სპილოდ აქციოს.



თევზები

ჯანმრთელობა: ვარსკვლავებმა იციან, რომ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, მაგრამ მათგან თავის შეკავება ცოტა ხნით მაინც მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კალორიები ყველაზე კარგად სატრენაჟორო დარბაზში ან საცურაო აუზზე იხარჯება.
კარიერა: არც კი ეცადოთ ვინმეს დახმარებას სამუშაო საქმიანობის შესრულების დროს. თქვენი საქმეც საკმარისად გაქვთ და ზედმეტი არაფერში გჭირდებათ. თანაც, რეალურ დახმარებას მაინც ვერავის გაუწევთ, ავტორიტეტის ამაღლებას ვერ შეძლებთ და თვითშეფასებასაც ვერ აიმაღლებთ. განწყობას კი ნამდვილად გაიფუჭებთ.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრის მოვალეობის ნაწილის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ, რადგან საყვარელი ადამიანი ყველაფერს მარტო ვერ გასწვდება. თქვენი დახმარება  აუცილებელი იქნება, იმ შემთხვევაშიც, თუკი შიგადაშიგ წამოძახებები მოგესმათ, რომ „თქვენ არაფრის კეთება არ იცით“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?