7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, სულის სიმხნევე შეინარჩუნოთ. ნუ მოიწყენთ და არ იფიქროთ თქვენი ცხოვრების სევდიან მომენტებზე. ეს არც ისე ძნელია.
კარიერა: იმ ვერძებისთვის, რომლებიც ზუსტი მეცნიერებებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, განსაკუთრებულად წარმატებული დღე იქნება. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებთ საჭირო კონტაქტების დამყარებას. ასე რომ, იყავით კონტაქტური და ეცადეთ, პარტნიორებს თავი მოაწონოთ.
სიყვარული: ნუ ცდილობთ, მოვლენების განვითარება ხელოვნურად დააჩქაროთ. ასე შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავებულობა და გამძლეობა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ხვალ.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ გულისა და ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუნდაც თავს მშვენივრად გრძნობდეთ, ყველაფერი მიატოვეთ და ექიმთან გაქანდით.
კარიერა: თავიდან ამოიგდეთ იმაზე ფიქრი, როგორ განვითარდება თქვენი კარიერა და ძირითადი საქმიანობით დაკავდით. რა იქნება მომავალში, ამას ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯული - დრო და თქვენი უფროსი გაჩვენებთ.
სიყვარული: იმ დროს იხსენებთ, როცა საყვარელი ადამიანის უარყოფითი თვისებების შესახებ არაფერი იცოდით. ახლა კი ისინი თქვენ წინ ჯარისკაცებივით არიან ჩამწკრივებული და მხოლოდ ორი არჩევანი გრჩებათ: თვალი დახუჭოთ ყველაფერზე ან აქტიურად შეებრძოლოთ. განსაკუთრებით ხვალ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. განსაკუთრებით არასახარბიელო დღეა მათთვის, ვინც სხვადასხვა ქრონიკულ ავადმყოფობას უჩივის. სახლიდან გასვლის წინ, არ დაგავიწყდეთ ჩანთაში ტკივილგამაყუჩებლის ჩადება.
კარიერა: ერთფეროვანი, რუტინული სამუშაო საკმაოდ დამღლელია, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და ხალისიანი გახადოთ. მაგალითად, მხიარული მუსიკით ან ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრით. მთავარია, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს.
სიყვარული: ხვალ პირველი ნაბიჯის გადადგმას ნუ იჩქარებთ. ინიციატივა თქვენს საყვარელ ადამიანს დაუთმეთ, თავად კი მისი აღსრულებისთვის მზადყოფნა გამოხატეთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მეორე ნახევარმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თქვენი ჩარევისა და დახმარების გარეშე მიიღოს.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: თუ სპორტულ დარბაზებსა და ფიტნესზე სიარულის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, უარი თქვათ ლიფტზე და ფეხით მეტი იმოძრაოთ. კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა თქვენი ორგანიზმისთვის მშვენიერი სავარჯიშო იქნება.
კარიერა: კარგი იქნება, თუ კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებთ. გირჩევთ, იფიქროთ მეორე უმაღლესი განათლების მიღებაზე ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი ან კორპორაციული ფინანსები. ამ ტიპის ცოდნა სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
სიყვარული: ხელსაყრელი დღეა ორი მარტოსული ადამიანის შესახვედრად. თუ თქვენ ამ კატეგორიას არ განეკუთვნებით, ეცადეთ, სხვა ადამიანებს დაეხმაროთ ერთმანეთის პოვნაში.



ლომი
ჯანმრთელობა: 
სათანადოდ იზრუნეთ კანის მოვლაზე. ამჟამად ის მეტისმეტად მგრძნობიარე და გაღიზიანებულია. ამიტომ გართულების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს.
ბიზნესი: ხვალ კოლეგებთან საერთო ენის გამოძებნა გაგიჭირდებათ: ან ისინი არიან გაუგებრები ან თქვენ ხართ არამეგობრული. შესაძლოა, ამ პრობლემას რაღაც ეშველოს, თუმცა შედეგის თვალსაზრისით, კმაყოფილი არ დარჩებით, ამიტომ ნებისმიერი პრობლემის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაიტანეთ.
სიყვარული: ხვალ ლომებს, ოჯახთან ერთად, ბუნებაში გასეირნებას არ ვურჩევთ, რადგან ამინდის გაუარესების დიდი შანსია. თუ გაციება და მსგავსი უსიამოვნება არ გსურთ, ბუნებით ტკბობის სიამოვნება რამდენიმე დღით გადადეთ და სახლში დარჩით.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეზღუდოთ შინაურ და განსაკუთრებით გარეულ ცხოველებთან ურთიერთობა. პრობლემების რისკი ისეთი დიდია, როგორც არასდროს, თუმცა თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ეს არ ეხება.
კარიერა: რატომღაც მოგინდათ, რომ თქვენი კოლეგების შრომითი დისციპლინა გააკონტროლოთ. ეცადეთ, რომ ეს ისე ფაქიზად და დელიკატურად გააკეთოთ, რომ ვერავინ მიხვდეს, თორემ თქვენი არცთუ გონივრული ინიციატივა კარგად არ დამთავრდება.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან საჭირო რჩევას მოგცემთ, რომელიც რომელიღაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ყურადღებით მოუსმინეთ და სათანადო დასკვნები გამოიტანეთ. ისინი ძალიან გამოგადგებათ.



სასწორი

ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მეტისმეტად ნუ გადაიტვირთებით ინტელექტუალური სამუშაოთი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ტკივილები და გადაღლილობა გარანტირებული გაქვთ.
კარიერა: აშკარად საომარ განწყობაზე ხართ, მაგრამ სჯობს, ვნებები დაიცხროთ. გახსოვდეთ, რომ თავაზიანი დამოკიდებულებით მეტს მიაღწევთ, ვიდრე უხეშობითა და თავხედობით. ასე რომ, თუ თქვენმა მეთოდმა არ გაამართლა და სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ეს სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იქნება. 
სიყვარული: ხვალ ცუდ თამაშში კარგი სვლის გაკეთებას შეძლებთ. თუნდაც თქვენი პირადი ცხოვრება უფსკრულისკენ მიექანებოდეს, ამის „შეფუთვას“ ისე ლამაზად მოახერხებთ, რომ შესაძლოა, გარშემომყოფთა აღფრთოვანება და შურიც დაიმსახუროთ. თუმცა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გლობალური ტიპის კატასტროფა მოსალოდნელი არაა.



მორიელი

ჯანმრთელობა: ეცადეთ, ფიზიკურად და ემოციურად არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, თორემ უძილობა დაგტანჯავთ. ნერვული სისტემის მოწესრიგებაზე იზრუნეთ. 
კარიერა: საქმის სიმრავლის გამო, ხვალ თავგზააბნეული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეების უმეტესობა მოსაწყენი და უინტერესოა, ეცადეთ, ყველაფერი ოპერატიულად მოაგვაროთ.
სიყვარული: ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ყურება ნერვებს აწყნარებს, ადამიანებს აახლოებს და მშვენიერ და რომანტიკულ ტალღაზე განაწყობს. იქნებ, საყვარელ ადამიანთან ერთად, ვარსკვლავების დათვლა სცადოთ? ამისთვის პლანეტარიუმში ვიზიტიც მშვენიერი იქნებოდა.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: თუ გრძნობთ, რომ თქვენი სპორტული აქტივობების შედეგად, უკეთესობის ნაცვლად, თავს უარესად გრძნობთ, დროა, დაფიქრდეთ: სწორად შეარჩიეთ თუ არა ვარჯიშების კომპლექსი? იქნებ ინსტრუქტორთან ერთად, ყველაფერს თავიდან გადახედოთ? 
კარიერა: ხვალ თქვენთვის უჩვეულოდ გაღიზიანებული და აგრესიული ხართ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ „წლის კარიერისტის“ წოდებისთვის იბრძვით. ეცადეთ, დამშვიდდეთ. თქვენი აგრესიულობა საქმეს არ წაადგება, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერში მშვიდად და ნერვიულობის გარეშე გაერკვეთ.
სიყვარული: დაოჯახებული მშვილდოსნების განწყობა დღეს ცუდსა და ძალიან ცუდს შორის მერყეობს. ვერ ახერხებთ კონცენტრაციას სერიოზული ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე, რაც თქვენს არაკეთილმოსურნეებს ძალიან ახარებთ. ნუ აჰყვებით ემოციას. ხვალ ის კარგი მრჩეველი ვერ იქნება.  



თხის რქა

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ თხის რქები უპირატესობას სხვადასხვა სანელებლებით შეზავებულ კერძებს მიანიჭებენ. ეს კერძის გემოსაც გაამდიდრებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც გააუმჯობესებს და კუჭის წყლულისგანაც დაგიცავთ.  
კარიერა: ხვალ კატასტროფული არა, მაგრამ საკმაოდ საწყენი დანაკარგი გელით. ტყუილად ნერვიულობას სჯობს, მოიფიქროთ, როგორ აანაზღაუროთ დანაკარგი. 
სიყვარული: კარგი დღეა, ხანმოკლე და ყოველგვარი მოვალეობებისგან თავისუფალი ურთიერთობისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რომანტიკულ ნოტას შეიტანს. ცოტაოდენი ფლირტი დასაშვებია, მთავარია, რომ გრძელვადიანი გეგმები არ დაისახოთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
მერწყულებო, ყურადღებით იყავით  დამამშვიდებელი წამლების მიღებისას. სავარაუდოდ, უპირატესობა ისეთ პრეპარატებს უნდა მიანიჭოთ, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს. ეს არაფერში გჭირდებათ. 
კარიერა: ხვალ მოლოდინის ტაქტიკა უნდა არჩიოთ. თუ საკუთარი ინიციატივების წარმატებაში დარწმუნებული არ ხართ, სჯობს, იმ დრომდე მოიცადოთ, სანამ ვითარება არ გაირკვევა. მანამდე კი რამე უფრო წარმატებული საქმიანობით დაკავდით.  
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უნდა თქვენი მოხიბვლა რაღაც განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და განუმეორებელი საქციელით. თუნდაც არ მოიხიბლოთ, ეცადეთ, გულწრფელი აღფრთოვანება ითამაშოთ, რომ ახალი „საგმირო საქმეების“ კეთების სურვილი არ გაუქროთ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
დასვენება ისეთ მუშა ფუტკარსაც სჭირდება, როგორიც თქვენ ხართ. მოდუნდით და დროებით დაივიწყეთ სამსახურებრივი პრობლემები. კარგი იქნება, თუ ქალაქის ფორიაქისგან გაღწევასაც მოახერხებთ და სადმე, ბუნების წიაღში დაისვენებთ.
კარიერა: დიდი ალბათობით, სწორედ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ საქმეების წარმატებით დასრულებაზე, რომელიც თქვენს კოლეგებს დაავალეს. ეცადეთ, ძალიან კორექტულად გამოავლინოთ ლიდერის თვისებები. იყავით მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი და თქვენი მონდომება დაფასდება. 
სიყვარული: ხვალ აუცილებლად უნდა დაასრულოთ საქმე, რომელიც არაფრით უკავშირდება თქვენს პირად ცხოვრებას, თუმცა „პირადი ცხოვრება“ ხმამაღლა გააპროტესტებს მოვლენების ამგვარ განვითარებას და საკუთარი უფლებების შესახებ შეგახსენებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?