11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დროა, დეპრესიის დაძლევაზე იფიქროთ. თავად თუ არ მოინდომეთ,  ნერვიული აშლილობის განკურნებაში ვერავინ დაგეხმარებათ, ცუდი არ იქნება, თუ გაერთობით და ცოტა გულს გადააყოლებთ.
კარიერა: საკუთარ შეცდომებს თუ არ აღიარებთ და გაუაზრებელი ქმედებების შედეგების აღმოფხვრაზე არ იზრუნებთ, შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს და სამომავლოდ სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. 
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანის პოზიტიური განწყობა, რომელიც სრულიად არ შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ ხასიათს, ცოტათი გაგაღიზიანებთ. ეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ძალიან უხეში არ იყოთ და თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ. იქნებ, ეს დაგეხმაროთ?


 


კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, დიეტის დაწყებისთვის არასახელსაყრელი დროა, მაგრამ თუ ამა თუ იმ კერძის დაგემოვნების სურვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ მისი მირთმევისგან თავი შეიკავოთ.
კარიერა: თუ უფროსთან ხელფასის გაზრდაზე საუბრისთვის ემზადებით, გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ამგვარი ინიციატივებისთვის ხელსაყრელი არაა. რამდენიმე დღის განმავლობაში, კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენი არგუმენტაცია. შეგიძლიათ, სარკის წინაც გაივარჯიშოთ, ოღონდ უფროსთან ამ თემაზე საუბარი სხვა დროისთვის გადადეთ.
სიყვარული: ეცადეთ, ამ დღეს პირად ცხოვრებას რაც შეიძლება მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ საყვარელი ადამიანი სათანადოდ დააფასებს თქვენს მონდომებას. თუ ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ჯერ არ არსებობს, გამორიცხული არა არის, რომ ხვალ გამოჩნდეს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ერიდეთ რესპირატორულ ინფექციებს, რადგან დაავადების დიდი შანსი გაქვთ. შეზღუდეთ ურთიერთობა დაავადებულ ადამიანებთან და მაქსიმალურად ეცადეთ, იმუნიტეტი გაიმაგროთ.
კარიერა: თუ თქვენი სამსახურის გარდა, სხვა არაფერი გახსოვთ, შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ. ეცადეთ, ყველაფერს მარტივად შეხედოთ. სავარაუდოდ, ისეთი საინტერესო საქმიანობის სფეროს აღმოაჩენთ, რომელიც თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების ცხოვრებას გაალამაზებს.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი განწყობილების ამოცნობა ძალიან ძნელია, თუმცა დიდი მონდომების შედეგად, თქვენი საყვარელი ადამიანი ამას მაინც მოახერხებს. არ დაგავიწყდეთ, რომ დააფასოთ მისი მონდომება და შეაქოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, არტერიული წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, ისეთი პროდუქტების მიღება შეზღუდოთ, რომლებიც ამ პრობლემას იწვევს. კარგი იქნება, თუ ერთი დღე ყავის გარეშე გაძლებთ.
კარიერა: რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის ისეთ ადამიანებს მიმართეთ, რომლებიც უშუალოდ თქვენს საქმიანობასთან არ არიან დაკავშირებულნი. რაც ამჟამად ყველაზე მეტად გჭირდებათ, ეს ნეიტრალურ პოზიციაზე მდგომი ადამიანის ობიექტური მოსაზრებაა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის თხოვნით, რაღაც ისეთის გაკეთება მოგიწევთ, რისი გაკეთების სურვილიც არ გაქვთ. რა გაეწყობა, მთავარია, ეს საქციელი თქვენს მორალს და პრინციპებს არ ეწინააღმდეგებოდეს, დანარჩენს არა უშავს.  


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ იაქტიურებთ და სირთულეებს არ შეუშინდებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწევთ. სცადეთ, შეუძლებელი არაფერია.
ბიზნესი: ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისა და სამსახურეობრივი გეგმების განხორციელებისთვის. თუ დამაჯერებელ არგუმენტებს მოიშველიებთ და მოსაუბრეს დაარწმუნებთ, საკუთარი თავისთვის და ფირმისთვის დიდი ფინანსური მოგება და წარმატება გარანტირებული გაქვთ.  
სიყვარული: არახელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობების დასაწყებად და ძველის დასამთავრებლად. ასევე, ცუდი დღეა ურთიერთობების გასარკვევად ან სხა ეტაპზე გადასაყვანად. უბრალოდ, იცხოვრეთ და დატკბით იმით, რაც გაქვთ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო წინ გელით.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ქალწულებს განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება მართებთ. ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით და ეცადეთ, რომ საკუთარი გაუაზრებელი ქმედებებით ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
კარიერა: როცა ახალი პროექტისთვის კოლეგების მომზადებას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ კარგი ხელმძღვანელი ისაა, ვინ ხელქვეითებს მოვალეობებს სწორად გადაუნაწილებს და არა ის, ვინც ყველაფერს თავად აკეთებს. ისიც არ დაივიწყოთ, რომ ქედმაღლობა არავის ამშვენებს.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი თავის სურვილებთან მარტო დარჩება, რადგან მის მოსაზრებას არ ეთანხმებით და მისი გეგმები რაციონალურად არ მიგაჩნიათ. ეცადეთ, თქვენი პოზიციის სისწორეში კონფლიქტის გარეშე დააჯეროთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენთვის იოდით მდიდარი საკვები აუცილებელია, ამიტომ ეცადეთ, სახლში ზღვის პროდუქტები ყოველთვის იქონიოთ.  არც ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა დაივიწყოთ.
კარიერა: ამ დღეს სამსახურის ხელმძღვანელთან უთანასწორო „დუელი“ გელით. ის დარწმუნებულია, რომ სიმართლის უკანასკნელ ინსტანციას წარმოადგენს და მასების განმანათლებელია, თქვენ კი საპირისპირო აზრი გაქვთ. ყველაფრის მიუხედავად, „შეურიგებელ ოპოზიციაში“ გადასვლას არ გირჩევთ. ეს შესაძლოა, ვერ გაიგონ და ნამდვილად არ დაგიფასდებათ.
სიყვარული: ამ დღეს დაკარგული სიყვარული მოგენატრებათ. თუნდაც ძალიან ბედნიერი იყოთ თქვენს მეორე ნახევართან, ძველი მელოდია, ფილმი ან ფრაზა ერთ დროს საყვარელ თვალებს გაგახსენებთ და წამდენიმე წლით უკან დაბრუნებას მოგანდომებთ, თუნდაც სულ ცოტა ხნით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ამ დღეს თვალი ადევნეთ არტერიული წნევის ცვალებადობას, რადგან მისმა არასტაბილურობამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ. 
კარიერა: თქვენი კომპანიის დებულება, მართვის სტილი და პოლიტიკა ისე შეიცვალა, რომ გაოცებას ვერ მალავთ. სავარაუდოდ, ეს დროებითი მოვლენაა და ფაქტის მასშტაბურობა მხოლოდ გეჩვენებათ.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანისთვის სათადანო ყურადღების ათმობას მხოლოდ დღის მეორე ნახევარში მოახერხებთ. მანამდე ეს საკითხი თქვენთვის უადგილო და სრულიად უმნიშვნელოა, რაც თქვენს მეორე ნახევარს საკმაოდ გაანაწყენებს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ, რომელ საათზე წვებით დასაძინებლად. კარგი იქნება, თუ ამას შუაღამის დადგომამდე გააკეთებთ, რადგან ძილი ყველაზე სასარგებლო სწორედ ამ დროსაა.
კარიერა: ნუ იჩქარებთ კორპორატიული ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას. თქვენი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ არასამუშაო დროს საქმიანობა სიამოვნებას განიჭებთ და ამ შესაძლებლობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ასეთი ხვედრისთვის.
სიყვარული: აჩუქეთ საყვარელ ადამიანს შოკოლადის კანფეტების შეკვრა. თუ კანფეტები არ უყვარს, ეცადეთ, რაღაც გემრიელი მიართვათ. მთავარია, თქვენი მზრუნველობა და სიყვარული როგორღაც გამოხატოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თუ ატყობთ, რომ ბოლოს დროს ადვილად ღიზიანდებით, გარემოს შეცვლა გჭირდებათ. ეცადეთ, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. 
კარიერა: თქვენი სამსახურებრივი აქტიურობა დამსახურებულ წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, პერსპექტიული პროექტის განხორციელება დაგევალებათ. არც ისაა გამორიცხული, რომ მონდომებისთვის დაგაწინაურონ. 
სიყვარული: იმიჯის შეცვლისთვის ზემიწევნით ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, თამამად გაიკეთოთ თანამედროვე ვერცხნილობა ან ულვაშები მოუშვათ, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენი ახალი იმიჯი საყვარელი ადამიანისთვისაც მისაღები და მოსაწონი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ხანგრძლივი საუბრები და იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ თავისუფალი ადამიანი ხართ და ცვლილებების უფლება გაქვთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს არტერიული წნევა გამუდმებით აკონტროლეთ. გახსოვრეთ, რომ წნევის ცვლილება განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყველანაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციას. 
კარიერა: ამ დღეს თქვენი „კოზირი“ არასტანდარტული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის ახლებური ხედვაა. მხოლოდ თანამშრომლები კი არა, საკუთარი იდეებით თავადაც გაოცებული ხართ.  ასე გააგრძელეთ და თამამი ექსპერიმენტების ნურასდროს შეგეშინდებათ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან კამათის არავითარი სურვილი არ აქვს. ასე რომ, ისარგებლეთ მისი სიკეთით და დაშვებული შეცდომები აღარასოდეს გაიმეოროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ამ დღეს მცირე ფიზიკური დატვირთვა მოგიწიოთ, მაგრამ ორგანიზმი უჩვეულო სამუშაოთი მეტისმეტად არ გადაღალოთ. 
კარიერა: იმდენად გადაიღალეთ, რომ შესაძლოა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა მხოლოდ კოლეგებისგან კი არა, უფროსისგანაც მიიღოთ. არ გაგიკვირდეთ, თუ ეს ადამიანი თქვენ წინაშე ძალიან სასიამოვნო და სრულიად უცნობი კუთხით წარმოჩნდება. 
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად „სიზარმაცის დღე“ ან თუნდაც საღამო მოაწყოთ. დაე, ჰიპერაქტიური სამყაროს ქაოსში სიწყნარის საათებმა ორივე თქვენგანს სითბო და სიმყუდროვე მოგიტანოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?