12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, სოლარიუმში ვიზიტისგან თავი შეიკავოთ, რადგან ამით კანის ფერს მართლაც გაიუმჯობესებთ, მაგრამ სამაგიეროდ ჯანმრთელობას ავნებთ.
კარიერა:
დროა, გახდეთ უფრო მეტად დამოუკიდებელი და შეეშვათ იმაზე ფიქრს, რას იტყვიან გარშემომყოფები თქვენს შესახებ. დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები. თქვენ მართლაც საამაყოდ გაქვთ საქმე და თუ მოინდომებთ, დიდ წარმატებასაც მიაღწევთ. ასე რომ, პესიმიზმის დრო არ არის, გარისკეთ და სულ მალე ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.
სიყვარული:
ამბობენ, ისე არაფერი აახლოებს ადამიანებს, როგორც სამსახურიო. ასე რომ, ცუდი არ იქნება, დაგეგმოთ რაიმე კოლექტიური შეხვედრა, მაგალითად: კორპორაციული საღამო, ექსკურსია ქალაქგარეთ და ა.შ.


კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ ამა თუ იმ პროდუქტზე. ასე რომ, ეცადეთ, კვებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ და მაქსიმალურად მოერიდოთ ალერგიულ პროდუქტებს.
კარიერა: ნუ ეცდებით, სხვებსაც ისევე აიძულოთ მუშაობა, როგორც ამას თქვენ აკეთებთ: ყველას ხომ თავისი იდეები და პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ იყავით მომთხოვნი, მაგრამ ზომიერად. უმჯობესია, თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურად მიუდგეთ. ასე თქვენ შეძლებთ შესანიშნავი ხელმძღვანელის სახელის მოპოვებას..
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი დიდი მჭევრმეტყველებით ისედაც არ გამოირჩევა, მაგრამ ხვალ ეს განსაკუთრებით შემაწუხებლად მოგეჩვენებათ. ამიტომ ეცადეთ, გამოძებნოთ სასაუბრო თემა მისი ინტერესის სფეროდან. მერწმუნეთ, თუ თემას სწორად შეარჩევთ, ის აუცილებლად აგყვებათ.


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის, მეტი ენერგიულობისთვის, ვარსკვლავები  საუზმეზე ერთი ჭიქა ატმის წვენის დალევას გირჩევენ, მხოლოდ ამას მშიერ კუჭზე ნუ გააკეთებთ - ჯერ წაიხემსეთ, თორემ რეაქცია საპირისპირო იქნება.
კარიერა: ხვალ მთელ დღეს მუშაობაში ნუ გაატარებთ, მაშინაც კი, თუ ბევრი საქმე დაგიგროვდათ. ეცადეთ, პერიოდულად მაინც შეისვენოთ ხოლმე, რადგან ჯანმრთელობა და სულიერი წონასწორობა ყველაზე უპირატესია და ვერანაირი ფულით ვერ მოახერხებთ მის შეძენას.
სიყვარული: ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია, ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში, თქვენი ამპარტავნებაა. ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება თავმდაბალი იყოთ საყვარელ ადამიანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კამათი არ აგცდებათ.


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაში იქნება, მხოლოდ ერთი პირობით - თუ სრულფასოვნად გამოიძინებთ. არ დაგავიწყდეთ ძილის წინ ოთახის განიავებაც, ეს დაგეხმარებათ, დილით თავს უფრო მხნედ გრძნობდეთ.
კარიერა: მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რამდენად მართალია თქვენი ხელმძღვანელი ამა თუ იმ საკითხში. ის თქვენი ხელმძღვანელია, ამიტომ ჩათვალეთ, რომ მისი სიტყვა თქვენთვის კანონია და რაც არ უნდა დაგავალოთ, ნუ შეეპასუხებით.
სიყვარული: ხვალ კირჩხიბებს საუკეთესო დღე გაქვთ, ეს განსაკუთრებით ოჯახსა და ახლო ურთიერთობებს ეხება. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ რაც შეიძლება რბილი და დამყოლი და ნახავთ, რომ თქვენი ასეთი ხასიათი განსაკუთრებით მოხიბლავს ირგვლივმყოფებს.


ლომი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი კვების რაციონი უფრო მეტი რაოდენობით ზღვის პროდუქტს შეიცავდეს, ისეთ ეგზოტიკურ პროდუქტებსაც კი, როგორიცაა - კრევეტები, ლანგუსტები და თქვენ წარმოიდგინეთ, თევზი ფუგუც. მთავარია, მის მომზადებას თავად ნუ გარისკავთ.
კარიერა: ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. ასე რომ, არ შეუშინდეთ არანაირ სიძნელეს. არ არის გამორიცხული, სწორედ ხვალ მოაგვაროთ ყველა პრობლემა. მთავარია, ინტუიციას მიენდეთ - მერწმუნეთ, ის ამჯერად არ გიღალატებთ.
სიყვარული: შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი შეხედულება სიყვარულზე სულაც არ ემთხვევა საყვარელი ადამიანის მოსაზრებებს. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ შუალედურ შეთანხმებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია.


ქალწული
ჯანმრთელობა:
თუ თქვენ დილაობით სირბილი გიყვართ, მაშინ ხვალ ამისგან თავი შეიკავეთ და სპორტის ამ სახეობით მხოლოდ შუადღისას, ან საღამოს დაკავდით.
კარიერა: როგორც იქნა, შავი ღრუბლები გაიფანტა თქვენს თავს ზემოთ და ყველა პრობლემა დასრულდა. თუმცა, ამან არ გაგათამამოთ და მომავალშიც ისევ იგივე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ.
სიყვარული: ყველაზე ძნელი დაწყებაა. ხვალინდელი დღე ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. თუმცა, რაც არ უნდა გაგიძნელდეთ ამის გაკეთება, პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც თქვენ მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდება და შესაძლოა, არასდროს შეგირიგდეთ.


სასწორი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ მასაჟის კაბინეტს მიაკითხავთ. ეს დაღლილობას მოგიხსნით და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.
კარიერა: ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხვალ რასაც არ უნდა შეეჭიდოთ, ყველა საქმე გამოგივათ. ამიტომ ჩაავლეთ იღბალს კუდზე და ნებისმიერი სიტუაცია სათქვენოდ გამოიყენეთ.
სიყვარული: შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანზე უჩვეულო ამბავი გაიგოთ. სანამ ამ ამბის გარკვევას ცდილობთ, ძილის დროც მოვა. ამიტომ ტვინს ნუ იჭყლეტთ და პირდაპირ ჰკითხეთ მას იმის შესახებ, რაც გაინტერესებთ.


ღრიანკალი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებული იქნება თქვენსავე გუნება-განწყობაზე. ამიტომ ეცადეთ, იყოთ რაც შეიძლება პოზიტიურ ხასიათზე.
კარიერა: იყავით, რაც შეიძლება გაწონასწორებული და მშვიდი და უხმაუროდ აკეთეთ თქვენი საქმე. მერწმუნეთ, თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება ხელმძღვანელობას და დღის ბოლოს მათგან ქებასაც დაიმსახურებთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი მინიშნებების გაგება, ამიტომ ეცადეთ, იყოთ რაც შეიძლება პირდაპირი, ღია და გულწრფელი.


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეიძლება ზურგის კუნთებმა შეგაწუხოთ, ამიტომ სასწრაფოდ შეიცვალეთ ცხოვრების წესი და დაკავდით სპორტული აქტივობებით.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ რაც შეიძლება ლოიალური გარშემომყოფების მიმართ და გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მინუსები.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება თქვენში არა მარტო მეორე ნახევრის, არამედ კარგი მეგობრის დანახვაც. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ მისცეთ მას რჩევები, მოუსმინოთ ყურადღებით და თუ საჭირო გახდა, მეგობრულად მხარზეც კი დაჰკრათ ხელი.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულად შეზღუდოთ კვების რაციონი. თუ დიეტის დაცვა გიჭირთ, მაშინ ეცადეთ, ცხიმიან კერძებზე მაინც თქვათ უარი.
კარიერა: განსაკუთრებით „ცხელი“ დღე იქნება მდივნებისა და ოფისმენეჯერებისთვის. თუ თქვენ ამ პოზიციაზე ხართ დასაქმებული, მოემზადეთ - შესაძლოა, დღის განმავლობაში არაერთხელ იგრძნოთ თანამშრომლებისგან ბოღმა და შური. გამოიჩინეთ მოთმინება და ასეთ ადამიანებს ნუ აჰყვებით.
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან საუბარში რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ სიტყვები: „ყოველთვის“ და „არასდროს“, რადგან არავინ იცის, რა „სიურპრიზები“ გველოდება მომავალში.


მერწყული
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თმასთან დაკავშირებით პრობლემები დაგეწყოთ, ამიტომ სასწრაფოდ მიაკითხეთ სილამაზის სალონს და ჩაიტარეთ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები.
კარიერა: თქვენი ერთ-ერთი კოლეგა რაღაცას გიმალავთ და ცდილობს, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ნუ მისცემთ მას ამის საშუალებას. ახლა თქვენს ხელთაა, იბრძოლებთ თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად, თუ უბრძოლველად დაუთმობთ ამ ადამიანს ასპარეზს.
სიყვარული: ხვალ გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანის დარწმუნება ამა თუ იმ საკითხში, რადგან ის ძალიან ცუდად და არაადეკვატურად რეაგირებს თქვენს სიტყვებზე, ფიქრებსა და სურვილებზე. ამიტომ მასთან საუბრის დაწყებამდე კარგად მოემზადეთ.


თევზები
ჯანმრთელობა:
შესაფერისი დღეა სრულყოფილი გამოკვლევის ჩასატარებლად. ასე რომ, თუ ბოლო დროს ჯანმრთელობის კუთხით რაიმე გაუარესება შენიშნეთ, აუცილებლად ექიმს მიაკითხეთ.
კარიერა: კოლეგები გიცნობენ, როგორც შრომისმოყვარე და ენერგიულ თანამშრომელს, თუმცა ამ რეპუტაციას შესაძლოა, თქვენმა ემოციებმა შეუქმნას საფრთხე. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები და რაც შეიძლება აუღელვებლად აკეთეთ თქვენი საქმე.
სიყვარული: გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით. არ არის სავალდებულო, რაიმე რთული და ეგზოტიკური მოამზადოთ, მთავარია, კერძი მომზადებული იყოს სულითა და გულით, თორემ ამ შემთხვევაში შემწვარი ერბო-კვერცხიც კი გამოდგება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?