17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ თავისუფალ დროს ნაკლებად გამონახავთ და გამუდმებით რაღაცით დაკავდებით. მაგალითად, ფიზიკური ვარჯიშით ან თქვენთვის და თქვენი საყვარელი ოჯახისთვის გემრიელი კერძის მომზადებით. შესაძლოა, სასეირნოდ გახვიდეთ. არ იზარმაცოთ.
კარიერა: თქვენი საქმისადმი ურთიერთობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ასე რომ, მოიშორეთ ბნელი აზრები გაურკვევლობისა და სასოწარკვეთის შესახებ. ეს აბსოლუტურად არ გახასიათებთ. გარდა ამისა, თქვენს ინტერესებში არ შედის საქმის თავისთავად მართვა, რადგან ამით დიდი თანხის დაკარგვას რისკავთ.
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რომ თქვენს ტანდემში არსებული გარკვეული ტრადიციები წარმოუდგენლად გაშფოთებთ და მათგან განთავისუფლება გსურთ. ის, რაც არ მოგწონთ, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად და ყოველგვარი პათოსის გარეშე უნდა მოიშოროთ, რათა თქვენმა საყვარელმა ადამიანმა მათი გაქრობა ვერც კი შეამჩნიოს.



კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ ჯანმრთელობის გაუარესებას უნდა ელოდოთ. წინასწარ ნურაფერს მოიმოქმედეთ, ამით შესაძლოა, მდგომარეობა უფრო დაამძიმოთ. 
კარიერა:
ხვალ დიდხანს არ მოგიწევთ საკუთარი თავის იძულება სამუშაო პრობლემების დასავიწყებლად. ეს იმდენად ბუნებრივად გამოგივათ, რომ შედეგი თავად გაგაოცებთ.
სიყვარული: ნუ გექნებათ იმედი, რომ საყვარელი ადამიანი თავად მიხვდება, რას ელოდებით ან რა გსურთ მისგან და ამას სიხარულით ან ნათელი ღიმილით შემოგთავაზებთ. მოგიწევთ, სთხოვოთ ამის შესახებ, თან არაერთხელ, რა თქმა უნდა, თუკი ეს თქვენს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ მოგიწევთ, დაფიქრება იმის შესახებ, კონკრეტულად რა არ მოგწონთ თქვენს ფიგურაში და თუკი სერიოზულ ხარვეზს აღმოაჩენთ, აუცილებლად დაკავდით საკუთარი სხეულის მოვლით.
კარიერა: ხვალ შეეცადეთ, ისეთ ადამიანებთან იკონტაქტოთ, რომლებსაც შეუძლიათ, თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი შეგმატონ. მოერიდეთ სტრესებს. ნერვიულობა აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს თქვენს ჯანრმთელობას. არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალურ ფორმაში უნდა იყოთ, რადგან სულ მალე სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, რა გაქვთ მხედველობაში და რის თქმა გსურთ თქვენი ამა თუ იმ საქციელით. თქვენც საკმაოდ გაგიჭირდებათ მისთვის იმ ფაქტის ახსნა, რომ თქვენს ქმედებებში საიდუმლო არაფერია და თქვენი ქცევა თუ გამოთქმული აზრი აბსოლუტურად ბუნებრივად უნდა მიიღოს.            



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
მოუფრთხილდით ენერგიას და ნუ დახარჯავთ მას უაზროდ. დავებში მონაწილეობა ჯანმრთელობას სასიკეთოს არაფერს მოუტანს, ხოლო თუკი ძალების მომატებას გრძნობთ, უმჯობესია, მათი სასარგებლოდ გამოყენება, მაგალითად, აუზზე ან სპორტულ დარბაზში.
კარიერა:
რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოთ სამსახურში, თქვენი შრომა უშედეგოდ ჩაივლის. არ ღირს ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. უმჯობესია, დაისვენოთ და ყველაფერზე დასვენებული გონებით დაფიქრდეთ.
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ახალი ნაცნობობის წამოსაწყებად და თაყვანისმცემლების შესაძენად. ხვალ თავს ნამდვილ ვარსკვლავად იგრძნობთ. სხვათა შორის, ამ ცნობადობის ტალღაზე, შესაძლოა, საბოლოოდ იპოვოთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად ღირსი იქნება თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ.



ლომი

ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით მუხლებს და იდაყვებს. საღამოს შესაძლოა, თავი 12 წლის ბავშვად იგრძნოთ, რომელსაც მუხლები ამ ასაკის შესაფერისად აქვს „გალამაზებული“.
კარიერა:
ხვალ აუცილებლად უნდა მოდუნდეთ და მოეშვათ. გადადეთ გვერდზე ყველა საქმე და მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რაც სამუშაო კვირაში თქვენი შრომით დაიმსახურეთ. უსაქმურობის გამო სინდისი ნუ შეგაწუხებთ - ის ხანდახან ძალიან სასარგებლოა.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი გადაწყვეტს, გამოიჩინოს  გამომგონებლური ნიჭი, რაც შესაძლოა, კრახით დასრულდეს არა მხოლოდ თქვენი ტანდემისთვის, არამედ გარშემომყოფი ადამიანებისთვის თუ საგნებისთვის. შეეცადეთ, რაღაცნაირად ჩარჩოში მოაქციოთ მისი გიჟური ქმედებები.



ქალწული

ჯანმრთელობა:
ქალწულებისთვის ყველაზე დაუცველი ადგილი ყურებია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ყურები თბილად და მშრალად უნდა გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ ქარში სეირნობისას და წყალში ყვინთვის დროს.
კარიერა: ხვალ მოგიწევთ მნიშვნელოვანი საქმიანი დავალების გადაწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ცხოვრებას მომდევნო კვირაში. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას დასვენების დღეებში მიიღებთ, თან ამ ყველაფერს უფრო სწრაფად, უკეთესად და ორიგინალურად გააკეთებთ, ვიდრე მუშაობის პროცესში.
სიყვარული:
აუცილებლად უნდა ისწავლოთ მოთმინება. ხვალინდელი დღე სწორედ თქვენს გულწრფელობაზე იქნება დამოკიდებული. ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ,  მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს თქვენი დიდი სურვილია.



სასწორი

ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენს ემოციურ ფონზეა დამოკიდებული, ამიტომ ისწავლეთ ემოციების გაკონტროლება, არ მისცეთ ნეგატივს თქვენი შეპყრობის უფლება. შეეცადეთ, ყველაფერში კარგი დაინახოთ.
კარიერა: ხვალ ბევრ რამეს ვერ მიხვდებით. სამუშაო პროცესის დროს განვითარებული მოვლენები თქვენი ლოგიკური აზროვნებისთვის მიუწვდომელი იქნება. თქვენი სამართლიანობის გაგებისგან ისევე განსხვავდება, როგორც ქალისა და მამაკაცის ლოგიკა.  
სიყვარული:
ხვალინდელი დღე შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევას დაუთმოთ. სწორედ ხვალ დაფიქრდებით, რა სჭირდება ან რა მოეწონება მას. შთაგონება მუდმივი არ იქნება და უკვე საღამოსკენ სასიამოვნო ქმედების სურვილი გადაგივლით, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ისარგებლოთ მომენტით.



მორიელი

ჯანმრთელობა: ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, განსაკუთრებით, თუკი თქვენ, ცოტა ხნის წინ გაციებული იყავით. იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა კვლავ არ წარმოგექმნათ, აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კარიერა:
ხვალ სამყარო თქვენს გარშემო იტრიალებს. დაწყებული საქმის წარმატება თქვენს ინიციატივაზე და სამუშაო განწყობაზე იქნება დამოკიდებული. იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ. მათი მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. სწორად დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ წინსვლისკენ, სიტუაცია აუცილებლად განვითარდება თქვენს სასარგებლოდ. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს ახალი, უჩვეულო კუთხით შეიცნობთ. ვერც კი იფიქრებდით, რომ თქვენს რჩეულს ის თვისებები ჰქონდა, რომლებსაც მასში აღმოაჩენთ. გაგახარებთ თუ არა საყვარელ ადამიანში ახალი აღმოჩენები, რთული სათქმელია, მაგრამ გაოცებული ნამდვილად დარჩებით.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
გაიხსენეთ, რას ნიშნავს სულის სილაღე და გამოავლინეთ გარშემომყოფების მიმართ. ამით მათ ბრძოლისუნარიანობას შეჰმატებთ და თავადაც გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.
კარიერა: 
ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება იმისთვის, რომ რომელიმე პრიორიტეტული პროექტის ინვესტირებაზე იფიქროთ. ამ მიმართულებით წარმატებული ქმედებები თქვენს კომპანიას გააძლიერებს და თქვენი საქმიანობის ეფექტურობაში დაგარწმუნებთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო იქნება თქვენი ქმედებების გარკვევა. იმ შემთხვევაშიც, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ექნება და თქვენი ქმედებაც ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, ვარსკვლავები გირჩევენ რამე მოიფიქროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რჩეული თქვენს კეთილსინდისიერებაში ეჭვს შეიტანს.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
აუცილებლად მოდუნდით. ამაში კი არომათერაპიის სეანსები დაგეხმარებათ. სახლის პირობებში საუკეთესო ვარიანტი იქნება თბილი აბაზანა არომატული ზეთებით.
კარიერა: თქვენი ქმედებების ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რომელი ფეხით ადგებით საწოლიდან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუკი საყვარელ კოჟრს დაადგამთ ფეხს - უფრო სწრაფად, მაგრამ გაბოროტებული გაიღვიძებთ. თუკი საწოლიდან „ოთხზე“ გადმოხვალთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაბახუსევის სინდრომის გამო ისე ვერ იმუშავებთ, როგორც საჭიროა. ხოლო თუკი საწოლიდან მტკიცედ წამოდგებით და უმალვე იპოვით ჩუსტებს, თქვენ გაქვთ შანსი, წარმატებული დღე გქონდეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენი თვალების მიხედვით შეძლებს, წაიკითხოს მთელი თქვენი გრძნობები. ეს საშიში ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გაგიკვირდებათ, საიდან იცის მან ყველაფერი თქვენ შესახებ, თან თქვენზე უკეთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანისგან უფასო კონსულტაციები მიიღოთ.



მერწყული

ჯანმრთელობა: ხვალ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ეხება. გადაწყვეტილებები ნაჩქარევი ან საეჭვო იქნება. ამიტომ ვარსკვლავები ზეგამდე მოთმენას გირჩევენ.
კარიერა: უმჯობესია, მიენდოთ შემთხვევებს და „დინების მიმართულებით გაცუროთ“. ვარსკვლავები თქვენგან დამოუკიდებელ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ. დიდი შანსია, დაგაწინაურონ და კარგი გარიგებებიც შემოგთავაზონ. იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენები თქვენი გეგმების მიხედვით არ განვითარდება - ნუ იდარდებთ. გახსოვდეთ: რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ!
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ალოგიკურ შეცდომებს დაუშვებს, რომლებიც, თუ არ გაგაბრაზებთ, დაგამწუხრებთ მაინც. შესაძლოა, მის ქმედებებში რაიმე სახის ლოგიკა არსებობდეს, უბრალოდ, თქვენ ვერ ხვდებით? ან იქნებ, შეძლოთ მისი საქციელის ახსნა და მომავალში მას უკეთ გაუგოთ?..



თევზები

ჯანმრთელობა: ხვალ რაღაც დაგაკლდებათ იმისთვის, რომ თავი სამაგალითოდ იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რა გიშლით ხელს კონკრეტულად და ეს დანაკლისი შეავსოთ.
კარიერა: ხვალ მიხვდებით, რომ ბევრი რამ გაღიზიანებთ და საერთოდ, დიდ დროს უთმობთ ოჯახსა და სახლზე ფიქრს. თუკი სულ ცოტა დრო მაინც გამოგიჩნდებათ იმისთვის, რომ სამსახურში გაიქცეთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, თქვენივე ოჯახის სასარგებლოდ.
სიყვარული: როგორც ჩანს, საკმაოდ ეშმაკური ხრიკები გაქვთ მოფიქრებული იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის ადგილმდებარეობა დაადგინოთ. რატომ უნდა გადაძვრეთ ფანჯრიდან, თუკი კარი ღიაა? მიიღეთ ეს მინიშნება ხვალინდელი დღის დევიზად და აუცილებლად გაითვალისწინეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?