16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლებელია, ხვალ ძლიერმა თავბრუსხვევამ შეგაწუხოთ. თუ ატმოსფერული ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ხართ, სავარაუდოდ, ეს სიმპტომები ამით არის გამოწვეული, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესებაში მნიშვნელოვან როლს თქვენი გადაღლაც თამაშობს.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სამსახურებრივ მოვალეობებს. თუ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, თქვენს ფირმას რაღაც მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოთ, სასწრაფოდ საქმეს შეუდექით. თქვენი თავდადება აუცილებლად დაფასდება.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისგან ისეთ სიცივეს იგრძნობთ, რომ გაოგნებული დარჩებით. სავარაუდოდ, თქვენს კითხვაზე - რატომ? გულწრფელ პასუხს არ უნდა ელოდოთ, თუმცა მისი ხელმეორედ დასმა მაინც ღირს. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიოთ, რა აღელვებს თქვენს მეორე ნახევარს.



კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღებით იყავით კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას, რადგან არსებობს შანსი, რომ უხარისხო პროდუქციის შეძენით საკუთარ კანს დიდი ზიანი მიაყენოთ. ეცადეთ, ამ ტიპის პროდუქცია მხოლოდ სანდო მაღაზიებში იყიდოთ და თავი დაანებოთ უცნობი ფირმის პროდუქციით ექსპერიმენტებს.
კარიერა: ეცადეთ, თქვენი შრომით საქმიანობა ფხიზელი და ობიექტური თვალით შეაფასოთ. შესაძლოა, ამისთვის სპეციალისტების დახმარებაც დაგჭირდეთ, თუმცა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენს შრომით საქმიანობაში აუცილებელი კორექტივები შეიტანოთ.
სიყვარული: ხვალ არც კი სცადოთ საყვარელ ადამიანთან შეწინააღმდეგება. თქვენსას მაინც ვერ გაიტანთ, ხმაურიანი ჩხუბის გადატანა კი აუცილებლად მოგიწევთ. ასე რომ, თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ თქვენი მეორე ნახევრის ყველა არგუმენტს დაეთანხმებით და მოქმედების სრულ თავისუფლებას მიანიჭებთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ხვალ არ გადაიღალოთ, რადგან თქვენი ორგანიზმის დამცავი გარსი ძალიან დასუსტებულია. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე მკურნალობაში სწრაფი ეფექტი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ.
კარიერა: ვარსკვლავები დარწმუნებული არიან, რომ ხვალ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ და პროფესიულ საქმიანობაში სარისკო ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავოთ. ამიტომ თუ ამა თუ იმ მოქმედების წარმატებულ შედეგში დარწმუნებული არ ხართ, სჯობს, არ გარისკოთ.
სიყვარული:  თუ ოდესმე სახლის აშენებას და ხის დარგვას აპირებდით, შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ საქმიანობას. ქვეყანაზე მარადიული არაფერია და კარგი იქნება, თუ შვილებს, გადაუხდელი ვალების გარდა, სასიამოვნო მოგონებებსაც დაუტოვებთ. სხვათა შორის, შვილები მუშაობასაც შეგიმსუბუქებენ: ფიცრებს მოგაწოდებენ ან თქვენი მშვენიერი ნერგებისთვის ორმოებს ამოგითხრიან.     



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალ დონეზე შეინარჩუნოთ. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მოიწყინოთ და არაფერზე ინერვიულოთ.
კარიერა:
იყავით ყურადღებით ფინანსური დოკუმენტაციის გაფორმებისას და გულდასმით შეამოწმეთ ყველა დეტალი, რათა შეცდომისგან მაქსიმალურად დაზღვეული იყოთ. ხვალისთვის მნიშვნელოვანია არა სისწრაფე საქმის კეთებისას, არამედ შესრულებული საქმის ხარისხი, მით უმეტეს, თუ თქვენს მოქმედებაზე დამოკიდებულია სხვა ადამიანების კეთილდღეობა.
სიყვარული:
რატომღაც გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ ზედმეტად დიდ დროს უთმობთ საყვარელ ადამიანს და მისგან დროებით „დასვენება“ გჭირდებათ. ეცადეთ, რაღაც ეტაპზე შეამციროთ შეხვედრების რიცხვი, ეს თქვენი სიყვარულის ხელახლა „დასანთებად“ საუკეთესო საშუალება იქნება.



ლომი

ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, თავი შეგახსენოთ იმ პრობლემამ, რომელიც უკვე მოგვარებული გეგონათ. განსაკუთრებით ბასრი დამოკლეს მახვილი იმათ თავზე დაეკიდება, ვინც პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაურბიან და გულგრილად ეკიდებიან თავიანთი ჯანმრთელობის საკითხს.
კარიერა:
ადამიანებმა, რომელთაც მეგობრებად მიიჩნევდით, შესაძლოა, იმედები გაგიცრუონ. თანაც იმ დროს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ მათი თანადგომა. თუმცა, არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე: სხვების დახმარების გარეშეც მშვენივრად შეძლებთ თქვენი პრობლემების გადაწყვეტას.
სიყვარული:
საჭირო არ არის სიტყვები - შეგიძლიათ, მხოლოდ გამოხედვით შემოიფარგლოთ. თუ თქვენც გეჩვენებათ, რომ ამან არ იმოქმედა, მაშინ შეგიძლიათ, ყვავილების „ენა“ გამოიყენოთ და საყვარელ ადამიანს თუნდაც მინდვრის ყვავილების პატარა თაიგული მიართვათ. მერწმუნეთ, ვერბალური გამოხატვისთვის ამჯერად ყველაზე არასასურველი დროა.



ქალწული

ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გემუქრებათ. ასე რომ, მშვიდად იყავით - ხვალინდელი დღე საუკეთესო შეგრძნებებით სავსე იქნება.
კარიერა: მეტი ყურადღება დაუთმეთ ჩაცმულობას, რადგან ხვალ ამის განსაკუთრებული საჭიროება გამოჩნდება. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიხდეთ საქმიან შეხვედრაზე წასვლა, ამიტომ თქვენი იმიჯი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი იქნება.
სიყვარული:
„ერთობლივი მუშაობა აკეთილშობილებს“ - ასე იტყოდა კატა მატროსკინი თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ხვალინდელ დღეზე. მართლაც, ხვალ ყველაფერს კოლექტიურად გააკეთებთ: კარტოფილის დაფცქვნიდან დაწყებული, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე. თქვენ ხომ ერთი მთლიანობა ხართ, ამას ნუ დაივიწყებთ! ბუნებრივია - ერთ თავზე და ორ ხელზე უკეთ საქმეს ორი თავი და ოთხი ხელი შეასრულებს!



სასწორი

ჯანმრთელობა:
თუ აქამდე მათრობელა სასმელებზე უარს არ ამბობდით და არც დაბალანსებულად იკვებებოდით, ის დროა, თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ საქმის დასრულებას და გვერდზე გადადებას. ხვალ შესაძლოა, შესანიშნავი აზრი დაგებადოთ, რომელიც მთელ საქმეს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას მიანიჭებს.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში ბევრ ახალს აღმოაჩენთ, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითსაც. თქვენი მოვალეობაა, ორგანიზებულად გაუმკლავდეთ თითოეულ მათგანს.



მორიელი

ჯანმრთელობა: დღის განმავლობაში მისაღები საკვების რაოდენობა უნდა შეზღუდოთ. თქვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს დიდი რაოდენობით საკვების გადამუშავებას.
კარიერა:
შემთხვევითმა შეხვედრამ თქვენი პროფესიული ცხოვრება შესაძლოა, ძირფესვიანად შეცვალოს. სავარაუდოდ, შეხვედრა სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მოხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ჩვეულ მარშრუტს შეცვლით.
სიყვარული: ვიღაცაზე ზრუნვა ძალიან მოგინდებათ. სავარაუდოდ, თქვენი „მსხვერპლი“ საყვარელი ადამიანი იქნება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით მავნებელი იქნება თქვენთვის საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებსა და საღებავებს შეიცავს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი კვების რაციონს.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, მაღაზიებისგან თავი შორს დაიჭიროთ - ცდუნება ძალიან დიდი იქნება, აი, შენაძენის მნიშვნელობა კი - ნულის ტოლფასი.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი თავისუფალ წამსაც არ დაგიტოვებთ საკუთარ თავთან მარტო გასატარებლად. მიიჩნევს, რომ თითოეული წუთი, რომელსაც სწავლასა და მუშაობას არ უთმობთ, მასთან უნდა გაატაროთ!



თხის რქა

ჯანმრთელობა:
მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი კარგ შედეგს მოგიტანთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და ყველა თქვენი ქმედება ექიმის რეკომენდაციის თანახმად უნდა შეასრულოთ.
კარიერა:
ხვალ თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის შეხედულებები ერთსა და იმავე თემაზე აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. თუკი თქვენს სიმართლეში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ხართ, ვარსკვლავები არ გირჩევენ დისკუსიაში ჩართვას. ინციდენტი, შესაძლოა, თქვენთვის ცუდად დასრულდეს.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საერთო მეგობრებთან ერთად რომელიმე კაფეს ეწვიოთ და მიირთვათ რაიმე ძლიერი ან ცხელი, ისაუბროთ ცხოვრებაზე, იცინოთ და დაგეგმოთ მომავალი. ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ და კიდევ ერთხელ შეიგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ერთი მთლიანობა ხართ.



მერწყული

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ბევრი ისეირნოთ. სუფთა ჰაერი თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ ვარჯიში და მუშაობა ფეხებისთვისაც მნიშვნელოვანია.
კარიერა: ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება გარემო, რომელშიც მოგიწევთ ყოფნა. თუკი სასიამოვნო გარემოში მოხვდებით, სამუშაოს ეფექტურად შეასრულებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალინდელი დღე უსასრულოდ და უაზროდ მოგეჩვენებათ.
სიყვარული: ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ თქვენი ურთიერთობები სხვისას არ ჰგავს. ბოლოს და ბოლოს, თვითმყოფადობა - შესანიშნავია და თქვენი მეორე ნახევარი არასდროს გეტყვით, რომ თქვენთან ყოფნა მოსაწყენი და ბანალურია. მთავარია, ეს თვითმყოფადობა უცნაურობასა და სიგიჟეში არ გადაიზარდოს. ხშირად ასეთებიც ხდება.



თევზები

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თვალებზე იზრუნოთ, განსაკუთრებით, თუკი სამსახურის გამო თვალები დატვირთული და დაძაბული გაქვთ. სხვადასხვა დამამშვიდებელი კომპრესები, უდავოდ, სასარგებლოდ წაგადგებათ.
კარიერა: უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტები არცთუ ისე წარმატებით ჩაივლის, ამიტომ კარგი შედეგისთვის წინასწარ ნუ განეწყობით. ხვალ წამოწყებული ნებისმიერი საქმე მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ, შემდეგ კი მიიღეთ ის დახმარება, რომელსაც თქვენი კომპანიონები გაგიწევენ.
სიყვარული: ნებისმიერი თქვენი სიტყვა, რომელსაც საყვარელ ადამიანს ეტყვით, მასზე ჯადოსნურ გავლენას მოახდენს. თქვენი ნათქვამი მას, ან აიძულებს თქვენი სურვილისამებრ მოიქცეს ან პირიქით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ძლიერი იარაღის ფლობა, რომელსაც გაურკვეველი ეფექტი აქვს - ადვილი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, საინტერესოა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?