1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 აგვისტო 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ კვებას. გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი კერძები და ასევე ის საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით სანელებლებს შეიცავს. ახლა თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საჭმელი სჭირდება.
კარიერა: დიახ, ფორტუნამ თქვენი არსებობის შესახებაც გაიხსენა! ხვალ, უდავოდ, ბედი გაგიღიმებთ. ამიტომ ნუ გადადებთ რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის. თქვენი ხვალინდელი მოქმედებები აუცილებლად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლასა და, შესაბამისად, საფუზელეც.
სიყვარული: შეეცადეთ, თქვენი ურთიერთობების ანალიზი გააკეთოთ და საბოლოოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. ამ არცთუ ისე მარტივი ანალიზის გაკეთებას ვარსკვლავები სწორედ ხვალ გირჩევენ, რადგან მომდევნო დღეებიდან შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სრულიად სხვა ეტაპი დაიწყოს.


 


კურო
ჯანმრთელობა:
შესაძლოა თქვენთვის 1 სექტემბრის დილა სულაც არ აღმოჩნდეს მშვიდობიანი და ეს, გარკვლეულწილად, ჯანმრთელობას ეხება. შეეცადეთ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ოპტიმისტურად მიუდგეთ.
კარიერა:
მიენდეთ საკუთარ თავს და ნუ წამოეგებით პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი ავტორიტეტულად დაგიწყენებ იმის მტკიცებას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ქცევის წესი თქვენსაზე უკეთესია. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ მათი რჩევები სამომავლოდ გამოგადგეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით დაგამახსოვრებთ თავს არამხოლოდ თქვენ, არამედ გარშემომყოფებსაც. თავს ნამდვილი ვარსკვლავის მეორე ნახევრად იგრძნობთ, რაც აშკარად გესიამოვნებათ, თუმცა, მეორე მხრივ, ამან შესაძლოა, ოდნავ შეგაშინოთ, რადგან ეს,გარკვეული პასუხისმგებლობაც არის.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
გარშემომყოფი ადამიანების მიმართ კეთილად განეწყეთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს დადებითად აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა:
წინ ხანგრძლივი და უინტერესო დღე გელოდებათ, რადგან ხელმძღვანელი, პარტნიორები და კლიენტები დღის მანძილზე ვერ დაგეხმარებიან სამუშაო დღის დაგეგმვაში და ვერც თქვენს მოსაზრებებს გაიზიარებენ. ამიტომ, შეეცადეთ, ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ფილოსოფიურ თემაზე კამათი მოგიწევთ და, სავარაუდოდ, საერთო კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე ვერ მიხვალთ. მთავარია, თქვენი კამათი ჭურჭლის მსხვრევაში არ გადაიზარდოს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაირთულოთ.         


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
საკუთარ ჯანმრთელობას ნუ ანდობთ გამოუცდელ სპეციალისტებს. თუკი რომელიმე ექიმის კომპეტენტურობაში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ, თუმცა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. შეგიძლიათ, რჩევა მეგობრებს სთხოვოთ.
კარიერა:
სამსახურში სახარბიელო ვითარება შეგექმნებათ. თუკი ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში საკმაოდ მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ.
სიყვარული: ნუ მოერიდებით საკუთარი გატაცებების, პრიორიტეტებისა და ინტერესების გამოვლენას. შესაძლოა, სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ აუცილებლად მოუყევით მათ შესახებ საყვარელ ადამიანს, რადგან თქვენი რჩეული მათ ან უკვე იზიარებს, ან სამომავლოდ გაიზიარებს. თქვენც ხომ გჭირდებათ თანამოაზრე?


 


ლომი
ჯანმრთელობა:
სერიოზულად დაფიქრდით და ჩამოყალიბდით, თუ რა გაწუხებთ და რა გტკივათ კონკრეტულად. არაფერს უჩივით? სრულიად დარწმუნებული ხართ?
კარიერა: ზუსტად იცით, თუ რა გევალებათ და თქვენი მოვალეობები აბსოლუტურად გათავისებული გაქვთ. მოცემული დავალებები თქვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა მხოლოდ „გაგება“ საქმეს  ნამდვილად ვერ გაგიმარტივებთ, რადგან ამ დავალებების შესრულება საკმაოდ რთულია.
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა დიდად არაფერი მოიმოქმედოს, მაგრამ თქვენს თვალში მაინც ამაღლდება. აი, ასე მარტივად დალაგდა კარტები ბედისწერის მაგიდაზე. შეეცადეთ, ამ სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.  


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
გადაღლილობა აუცილებლად შეგახსენებთ თავს. რომელიმე კონკრეტულ საქმეზე  კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. მიეცით თავს დასვენების უფლება.
კარიერა: ექსპერიმენტების დრო არ არის. თუკი რომელიმე საკითხის გადაწყვეტა გჭირდებათ, ნუ დაიტანჯავთ საკუთარ თავს და დასახული მიზნის მისაღწევათ რაიმე ექსტრაორდინალურ გზებზე ნუ იფიქრებთ. საუკეთესო ვარიანტი გამოცდილი და ტრადიციული მეთოდია. მიმართეთ მას კიდევ ერთხელ.  
სიყვარული: თქვენი საქციელით საყვარელ ადამიანს ძალიან გააღიზიანებთ, თუმცა ამის შესახებ არაფერს გეტყვით. შეეცადეთ, მის სიბრაზეზე რაც შეიძლება ადეკვატური რეაგირება მოახდინოთ და შესაბამისად იმოქმედოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თავს საკმაოდ ნორმალურად გრძნობთ და ჯანმრთელობის გაურესების საშიშროება არ გემუქრებათ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნათ.
კარიერა:
სამუშაოზე კონცენტრირება საკმაოდ გაგიჭირდებათ. ორი ვარიანტი გაქვთ: ან სამუშაო შეიცვალეთ, ან დასვენების დღეები აიღეთ.
სიყვარული:
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობთ, საყვარელ ადამიანს ყველანაირი კომფორტი შეუქმნათ, ის თავს ბედნიერად მაინც ვერ იგრძნობს. შეეცადეთ, მაქსიმალურზე მეტი გააკეთოთ, რადგან მისი შეწუხებული და უხალისო სახის ცქერა გაგიჭირდებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: რაციონში ის პროდუქტები შეიტანეთ, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. ასევე არ დაგავიწყდეთ B ჯგუფის ვიტამინების და მცენარეული ცხიმების შესახებ. ამ საქმეში უბრალო შვრიის ფაფაც დაგეხმარებათ.
კარიერა: რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად გაფაწყვეტთ წარმოქმნილ პრობლემას, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ დასასვენებლად და სხვადასხვა ცხოვრებისეულ თემებზე კოლეგებთან სასაუბროდ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის მოქმედებით გაოცებული დარჩებით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შესაძლოა, ამ როლში ის პირველად და უკანასკნელად იხილოთ. რაც არ უნდა იყოს,  ეს მომენტი დიდხანს დაგამახსოვრდებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებს უნდა ახსოვდეთ, რომ წონასწორობა და შინაგანი ჰარმონიული მდგომარეობა მარტივი გზაა მათი ჯანმრთელობისა და შესანიშნავი განწყობისთვის. ასე რომ, ტყულად ნერვიულობა არ ღირს.
კარიერა: თუკი ჯერ კიდევ არ მიაკუთვნებთ საკუთარ თავს იმათ რიცხვს, ვინც ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, ხვალ ამ შეგრძნებას ბოლომდე გამოსცდით. ყოველდღიური წვრილმანი საქმეები და სამუშაო პრობლემები დღის მანძილზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ, თუმცა მაინც დაგრჩებათ ენერგია იმისთვის, რომ ღამით მეგობრებთან ერთად დრო გაატაროთ.  
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი სამსახურებრივი საქმის შესრულებაში ხელს შეგიშლით. ეს ფაქტი თქვენც საკმაოდ გაგაღიზიანებთ და თქვენს რჩეულსაც ცრემლებამდე ან ნერვულ სტრესამდე მიიყვანს. შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, სწორად იკვებოთ. თუკი კარგად სადილობის შესაძლებლობა გექნებათ, უარს ნუ იტყვით. პერიოდულად წახემსებას კი ვარსკვლავები არ გირჩევენ: ამგვარად უფრო მეტ საკვებს და ნაკლებ სარგებელს მიიღებთ.  
კარიერა:
თქვენი კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ. თქვენი სიტყვა ან საქმე იმდენად სერიოზული აღმოჩნდება, რომ მთელს ბიზნესგეგმას თავდაყირა დააყენებს, რაც ხელმძღვანელობას აიძულებს, საქმიანობა სულ სხვა მიმართულებით წარმართოს.
სიყვარული:
თქვენი პარტნიორი გარკვეული მიზეზების გამო იმდენად გაღიზიანდება, რომ მას აცრემლებულს პირველად ნახავთ, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდეს. მიაწოდეთ მას ცხვირსახოცი და ბევრი ესაუბრეთ. სიტყვებზე მეტად მას არაფერი დაამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიმაღლოთ ხმა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: დაღლილობა თქვენი კუჭის მდგომარეობაზე აუცილებლად უარყოფითად აისახება. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.  
კარიერა: განაგრძეთ ან დაიწყეთ  სამსახურის ძიება, თუკი ამ მომენტისთვის ეს თქვენთვის აქტუალურია. თუკი უმუშევრობა არ გაწუხებთ, იქნებ სპორტით მაინც დაინტერესდეთ -  შესაძლოა, რაიმე მოულოდნელი და პერსპექტიული შემოთავაზება მიიღოთ.
სიყვარული: დაელაპარკეთ საყვარელ ადამიანს ყველაფრის შესახებ. მთავარია, ერთმანეთს გაუგოთ და კონსენსუსამდე მიხვიდეთ. თუმცა საუბრის პროცესში მნიშვნელოვანია, ერთმანეთი არ გაანაწყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ფუჭად ჩაივლის.


 


თევზები
ჯანმრთელობა: დროა, დაუგეგმავ შვებულებაზე იფიქროთ, რადგან თუკი შეუსვენებლად გააგრძელებთ მუშაობას, შესაძლოა, ნერვული სტრესი დაგემართოთ. დაფიქრდით, ღირს კი თქვენი სამსახური ამგვარ მსხვერპლად?
კარიერა: დასასვენებელი დრო რეალურად იმაზე ნაკლები გაქვთ, ვიდრე კანონით გეკუთვნით. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, სულ მალე ეს მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალოს. თუკი, რა თქმა უნდა, გაგიმართლებთ.
სიყვარული: მეორე ნახევრის ნებისმიერ კაპრიზს შეასრულებთ და ფულის გაფლანგვას არ მოერიდებით. თქვენი რჩეული, რა თქმა უნდა, ბედნიერი იქნება. შეეცადეთ, ზედმეტად არ შეიჭრათ როლში: შესაძლოა, სულ მალე  და თანხა გამოგელიოთ და ხასიათიც შეგეცვალოთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?