3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 სექტემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ორპირს, ცივ სასმელებს და ნუ ჩაიცვამთ გრილ ტანისამოსს. ყველაფერი ეს ცუდად იმოქმედებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ხვალ ყველანაირ თავდასხმას გაუძლებთ და თან შესანიშნავ განწყობას შეინარჩუნებთ დაძაბული დღის მიუხედავად. ერთადერთი, რაც შეგაწუხებთ, პირადი ბიუჯეტის სიმწირე იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, თანხები ეკონომიურად მოიხმაროთ.  
სიყვარული: ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, მუსიკა და გრძნობები ერთმანეთს შეათავსოთ. მოისმინეთ ის სიმღერა, რომელიც საყვარელი ადამიანის გაცნობასთან ასოცირდება. შესაძლოა, ამ სიმღერას სწორედ მისი გაცნობის დღეს უსმენდით, ან სიმღერა, უბრალოდ, თქვენზეა. ეს დაგეხმარებათ განაახლოთ გონებაში პირველი გრძნობები და თქვენს ახლანდელ ურთიერთობებს ახლებურად შეხედოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ წონის მატებისკენ გექნებათ მიდრეკილება. შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი მადა და არ გადაამეტოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სხვადასხვა ცომეული პროდუქტის მიღება თქვენთვის სასურველი არ არის.
კარიერა:
იყავით მაქსიმალურად თავდაჯერებული. ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ იმას, რაშიც ოპონენტს არწმუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეამჩნევს თქვენს ეჭვებს და თავდაცვაზე გადავა. თუკი რომელიმე საქმის წარმატებაში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია, ამ საქმიანობაზე უარი თქვათ.
სიყვარული: ნაკლები იფიქრეთ - ხვალ ბევრი ფიქრი სამწუხარო შედეგამდე მიგიყვანთ, რადგან ძირითადად, თავში საშინელი უგუნური აზრები მოგივათ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ არავის უყვარხართ, ხოლო, თუკი ამ თემაზე ფიქრს განაგრძობთ, დიდი შანსია, ღალატის ყველა შესაძლო ვარიაცია განიხილოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
იქნებ ერთი დღით მაინც გაიხსენოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ? სცადეთ - აუცილებლად მოგეწონებათ.
კარიერა:
რაც უფრო ნაკლები სამუშაო გექნებათ, მით უფრო ძლიერად მოგეჩვენებათ, რომ მზად ხართ, მთები გადადგათ. ეს შთაბეჭდილება მოტყუებითია, ასე რომ, საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ნუ აიღებთ. ძალიან დაკავებულ ტყუპებს ვარსკვლავები დიდ სამუშაო ენთუზიაზმს არ ჰპირდებიან.  
სიყვარული: ნუ ელოდებით საყვარელი ადამიანისგან ძალიან ბევრს. ის ჯადოქარი არ არის. თქვენი რჩეული ახლა სწავლობს თქვენთან ურთიერთობას, ამიტომ თქვენი სურვილების გამოცნობა და, მით უმეტეს, მათი შესრულება (განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც მისთვის პირადად არ გითქვამთ) მას, უბრალოდ, არ შეუძლია. იყავით გულმოწყალე - ეს ბედნიერებას მოგიტანთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ნუ ცდილობთ, ცხოვრებისგან ყველაფრის სწრაფად მიღებას. ან ძალები არ გეყოფათ ან საკუთარ თავს ნერვულ სტრესამდე მიიყვანთ, რაც საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ. იყავით უფრო თავშეკავებული.  
კარიერა:
ვარსკვლავები სახლიდან გასვლას არ გირჩევენ. თქვენი ორგანიზმი დაჟინებით მოითხოვს სრულ დასვენებას. ამიტომ, თუკი მცირედი შანსი მაინც გაქვთ, სახლიდან იმუშაოთ ან საერთოდ არ მოჰკიდოთ ხელი სამსახურის საქმეებს - აუცილებლად გამოიყენეთ.
სიყვარული:
მოგიწევთ უარის თქმა ღამის ძილზე, რადგან წინ წარმოუდგენელი პერსპექტივები გელოდებათ. არჩევანის წინაშე ხართ: დაელოდეთ, ბედი როდის მოგიკაკუნებთ კარზე ან  მის საძიებლად თავად წადით.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ბოსტნეულის დიეტას დაიცავთ და ძირითადად, ისპანახს ან ყვავილოვან კომბოსტოს მიიღებთ, რაც კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კარიერა:
ხვალ ლომებს საქმიანობის უჩვეულო სურვილი აღეძვრებათ. შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის ნამდვილი სასჯელი აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, არ გამოიწვიოთ კოლეგები და ნაკლებად გააღიზიანოთ.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე იდეალურია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად: დაწერთ ლექსებს, სიმღერებს, მოთხრობებსა და რეფერატებს. ეს იმდენად კარგად გამოგივათ, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით. იქნებ საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ რამე?


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
შეამცირეთ რაციონში მარილიანი და შებოლილი პროდუქტების რაოდენობა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მათზე უარის თქმა თქვენთვის რთულია. მიეცით კუჭს დასვენების საშუალება.
კარიერა: ხვალ ყველაზე შესაფერისი დღეა მსხვილი დაბანდებისთვის და ასევე, შენაძენის გასაკეთებლად. ყველა თქვენი დანახარჯი ორმაგად დაგიბრუნდებათ. ასე რომ, შეგიძლიათ, თავს ზედმეტის უფლებაც მისცეთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ, როგორც ყოველთვის, მოქმედების დაწყებამდე ყველა საკითხს კრიტიკულად შეხედოთ.
სიყვარული:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის ხასიათს და შეეცადეთ, მაქსიმალურად გაუგოთ მას. თუკი მოწყენილი იქნება და თქვენ ანეკდოტების მოყოლას დაუწყებთ, ამით მას მხოლოდ გააღიზიანებთ. უმჯობესია, სხვა გზა მოძებნოთ მის გასამხიარულებლად.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ორპირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილით მგზავრობა მოგიწევთ. ცივი ჰაერი არა მხოლოდ მსუბუქ გაციებას, არამედ ყურის ანთებას გამოიწვევს.
კარიერა:
თანამშრომლებისა და კოლეგების მხარდაჭერას იგრძნობთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ხვალ სწორედ თქვენი დღე იყოს, რადგან ხელმძღვანელობისგან შექებას დაიმსახურებთ. უფრო გაბედული და აქტიური  იქნებით. განწყობაც შესანიშნავი გექნებათ. ყველაფერი ეს საქმიანი პრობლემების გადაჭრაში უდავოდ დაგეხმარებათ.
სიყვარული:
როგორ ჩაივლის ხვალინდელი დღე, ვარსკვლავებისთვის უცნობია, მაგრამ მცირე და უმნიშვნელო ცვლილებები აუცილებლად იქნება. მათ შორის პირად ცხოვრებაშიც. ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებში ღალატი არ იგულისხმება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ დიდი შანსია, ჰაერწვეთოვანი გზით გარდამავალი ვირუსული ინფექციით დაავადდეთ. ამიტომ, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. იქნებ, სახლიდან გასვლამდე ნიორი მიირთვათ?
კარიერა: ახალი ხელშეკრულების ყოველი პუნქტი იურისტთან შეათანხმეთ. ყურადღებით იყავით და არაფერი გამოგრჩეთ: უმჯობესია, დოკუმენტებს ახლა დაუთმოთ რამდენიმე საათი, ვიდრე შემდეგ სერიოზულად დაზარალდეთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი იმ შეკითხვებს დაგისვამთ, რომლებსაც მარტივად უპასუხებთ. ნუ გაღიზიანდებით და ნუ სთხოვთ მას, ოდნავ მაინც დაფიქრდეს პასუხის გასაცემად. უმჯობესია, უპასუხოთ, ვიდრე აღშფოთებული და იმედგაცრუებული დარჩეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ამინდის ცვალებადობამ, შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თუკი საკუთარ თავს ყურადღებას არ მიაქცევთ,  საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. თუკი დაავადებას მარტო ვერ გაუმკლავდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კარიერა:
იქნებ, დროებით მაინც მოსწყდეთ სამუშაოს. მიეცით საკუთარ თავს სრულყოფილად  დასვენების უფლება. თქვენი განწყობა თქვენს გვერდშიმყოფებსაც გადაედებათ. ადამიანების მიმართ უფრო ლოიალური უნდა იყოთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, თქვენი ურთიერთობების შედეგები გააანალიზოს და სამომავლო პერსპექტივებზე დაფიქრდეს. შეეცადეთ, იგრძნოთ მისი ხასიათი, განეწყოთ მის ტალღაზე და მასთან ერთად პროდუქტიულად იაზროვნოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ მტვრიან დაწესებულებებს, რადგან დიდი შანსია, ალერგიული რეაქცია სწორედ მტვრისგან მიიღოთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი ზედმეტად არ გააღიზიანოთ.
კარიერა:
როგორც ცნობილია, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. შეეცადეთ, სამუშაო საქმიანობით ორგანიზმს არ ავნოთ, რადგან, თუკი მას ზიანს მიაყენებთ, თქვენს ნაცვლად ვერავინ იმუშავებს.
სიყვარული:
თქვენი თაყვანისმცემლებისგან მიღებული სატელეფონო ზარები განწყობას გაგიფუჭებთ. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია, ამ ფაქტმა, შესაძლოა, სკანდალი ან წყენა გამოიწვიოს. ამიტომ, თუკი მნიშვნელოვანი ზარის გამოტოვების შიში არ გაქვთ, უმჯობესია, ტელეფონი საერთოდ გამორთოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: დაწყებული მკურნალობის კურსი ეფექტური აღმოჩნდება და სულ მალე დადებით შედეგს მიიღებთ. ამიტომ ნუ გადადებთ თქვენი გეგმების რეალიზებას. თუკი ჯერ არაფერი დაგიგეგმავთ, შეგიძლიათ, ფიქრი ახლა დაიწყოთ.  
კარიერა: ვარსკვლავები კვლავ აგრძელებენ თქვენს გაოცებას. ხვალინდელი დღე იმდენად წარმატებული იქნება, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება უბრალოდ, ფანტასტიკურად მოგეჩვენებათ. მოლაპარაკებების წარმართვა განსაკუთრებით პროდუქტიული და სასარგებლო იქნება კონტრაქტების გაფორმების თვალსაზრისით.
სიყვარული: ნუ მიაქცევთ დიდად ყურადღებას, რას გეუბნებათ საყვარელი ადამიანი. შესაძლოა, მის სიტყვებში უზუსტობები გაიპაროს, შესაძლოა, საუბრის დროს მისი სახის გამომეტყველებამ დიდად არ მოგხიბლოთ, თუმცა, ეს ყველაფერი ჩხუბის მიზეზი არ უნდა გახდეს.   


 


თევზები
ჯანმრთელობა: აკონტროლეთ კვების რეჟიმი. ამ ეტაპზე კატეგორიულად გეკრძალებათ საკვების შეზღუდვა. მიირთვით ზომიერად და დღეში 4-5-ჯერ.  
კარიერა: კოლეგებთან თქვენი ურთიერთობა დამოკიდებული იქნება ხელმძღვანელის საუბრის ტემბრზე. თუკი ის შეგაქებთ, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევით, თუკი შენიშვნას მოგცემთ - პირიქით. სულ მალე ამაში თავად დარწმუნდებით.
სიყვარული: როგორც ჩანს, სიყვარულმა დიდი ხნით და სერიოზულად შთაგაგონათ. ყველაზე რომანტიკული ურთიერთობებიც კი რუტინულად, მოსაწყენად და მძიმედ გეჩვენებათ. იქნებ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე პაუზა აიღოთ. თუნდაც ერთი დღით. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?