13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მთელი დღე ფეხზე გაატარეთ და ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ დღის ბოლოს, ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით, კონტრასტულ შხაპს მიიღებთ. ეს დაგეხმარებათ, დაღლილობისგან განთავისუფლდეთ და სისხლის მიმოქცევა გაიუმჯობესოთ.
კარიერა: ცრურწმენებს, რომლებმაც თქვენს გულში მოახერხა შეღწევა, ხანგრძლივი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეთ. გახსოვდეთ, თუ სტერეოტიპების დასამსხვრევად მზად ხართ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.
სიყვარული: თქვენი მცდელობა, რომ ოჯახში ნორმალური ატმოსფერო შექმნათ, შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ დახმარებისთვის მშობლებს მიმართავთ. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება  დაგეხმარებათ, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. შესაძლოა, მშობლების გადაწყვეტილება თქვენთვის სასარგებლო არ იყოს, მაგრამ უტყუარი და სამართლიანი ნამდვილად იქნება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროები თავს უჩვეულოდ იგრძნობენ, თუმცა ეს განგაშის საფუძველი არ გახლავთ. უბრალოდ, მკურნალ ექიმს მიმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებათ.
კარიერა: თავს იმდენი ვალდებულება დაგატყდათ, ისღა დაგრჩენიათ, მათი მოგვარება ნელ-ნელა და მეთოდურად დაიწყოთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ხვალ პრობლემები მაქსიმალურად მოაგვაროთ.
სიყვარული: ხვალ ბედი გამოცდას გიწყობთ. ცდუნებას ნუ აჰყვებით. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ არსებული გრძნობები იმაზე მნიშვნელოვანია, რასაც ბედი გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი და ცნობისმოყვარეობა გკლავთ, თვალები დახუჭეთ და გვერდით ჩაუარეთ. ასე უკეთესი იქნება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ტყუპები განსაკუთრებულად მეტეომგრძნობიარეები არიან. ჯანმრთელობაც და გუნება-განწყობაც ამინდის შესაფერისი გექნებათ.
კარიერა: ხვალ ხელოვნების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დიდი წარმატება ელით. განსაკუთრებით, ეს არქიტექტორებსა და დიზაინერებს ეხებათ. განსხვავებული, სრულიად ორიგინალური იდეები და შთაგონება გამარჯვების მიღწევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული უამრავი ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, თუმცა, მათი უმეტესობა სასიამოვნოა. ასე რომ, ნუ დაიზარებთ და საქმეს შეუდექით.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ზედმიწევნით შეასრულეთ მკურნალი ექიმის რჩევები. თუ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი გეპარებათ, არ მოგერიდოთ, პირდაპირ ჰკითხეთ.
კარიერა: ამ ეტაპზე ფულის ბიზნესში ჩადებას აჯობებს, მიღწეულით დატკბეთ. მით უფრო, ერიდეთ ისეთ საქმეს, საიდანაც ფულის სწრაფად დაბრუნებას გპირდებიან. ხვალ მხოლოდ საკუთარი ინტუიციით იხელმძღვანელეთ და აუცილებლად გაგიმართლებთ.
სიყვარული: ძალიან დაგღალათ ინტელექტუალისა და ყველაფრის მცოდნის იმიჯმა და გსურთ, დრო საქმეებისგან, წიგნებისგან და ფილოსოფიური მსჯელობებისგან შორს გაატაროთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი ჩანაფიქრს მაშინვე ვერ მიგიხვდეთ, თუმცა საბოლოოდ, თქვენს გადაწყვეტილებას დაეთანხმება.  


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, სასურველია, სტომატოლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ. დარწმუნებული იყავით, რომ პროფილაქტიკური გასინჯვა სამომავლო პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
ბიზნესი: ხვალ თქვენი სამუშაო გრაფიკი ჩვეულისგან განსხვავებულია. ეცადეთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ იმისგან, რასაც ბედი გთავაზობთ. სარგებელი კი, გვერწმუნეთ, დიდი იქნება.
სიყვარული: ბოლოს და ბოლოს, თქვენმა საყვარელმა ადამიანმა გააკეთა ის, რასაც მისგან დიდხანს ელოდით. ნუ იჩქარებთ, იზეიმოთ, რადგან შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი სასაცილო მიზეზის გამო გამოგეპაროთ. მოვლენების ამგვარად განვითარება რომ თავიდან აიცილოთ, ხვალ მის გვერდით მაქსიმალურად დიდი დრო უნდა გაატაროთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ზღვარგადასული ნევროზულობისა და გაღიზიანების გამო, ქალწულები ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხოთ. ნუ მისცემთ პრობლემებს უფლებას, რომ სასიცოცხლო ენერგია წაგართვან.
კარიერა: ნუ იქნებით პასიური. წარმატება თავად მოდის თქვენთან, მხოლოდ შესაფერისი მომენტი უნდა მონახოთ, რომ ხელი წაავლოთ. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში, შეუდექით მძიმე სამუშაოს და თავად დარწმუნდებით, რომ ამ დღეს ყველაფერი შესანიშნავად გამოვა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის უცნაური და ამოუხსნელი ქცევის გამო, ხვალ უხასიათოდ ხართ და არაფერი გახარებთ. ეცადეთ, მისი ქცევების მიზეზი გაიგოთ. შესაძლოა, საქმე არც ისე რთულადაა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ თავს აშკარად დამწუხრებულად იგრძნობთ. შესაძლოა, თქვენი მოწყენილობის მიზეზი სამსახურში ძლიერი გადაღლილობა იყოს. შეეცადეთ, სამუშაო ტემპი ოდნავ შეანელოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ რაც შეიძლება ხშირად შეხვდეთ კოლეგებსა და პარტნიორებს და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ კომუნიკაციის წერილობით ფორმას. სხვაგვარად, რაც არ უნდა მოინდომოთ, ურთიერთგაგებასა და კომპრომისებს, უბრალოდ, ვერ მიაღწევთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანზე და მის ნათესავებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდებით, რაც, უდავოდ, გამოგივათ. მთავარია, მიზნის მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოთ - მოიქეცით ბუნებრივად და შეეცადეთ, მუდმივად გულწრფელად გაიღიმოთ. დანარჩენს კი - დრო და გარემოება გიჩვენებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მოუსვენრად იქნებით და ექსტრემალური სპორტის სახეობა დაგაინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ხვალისთვის სასიამოვნო დღეს გპირდებიან, მაინც ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების წესების შესახებ.
კარიერა:
ტყუილად ნუ დაიიმედებთ თავს, რომ ხვალ სამსახურში დასვენების საშუალება მოგეცემათ და სამუშაო საქმეებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას დაივიწყებთ. ახლობლებისა და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, სამწუხაროდ, ვერ მოახერხებთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეასრულოთ ხელმძღვანელის მოცემული დავალებები.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანისთვის ათჯერ მაინც მოგიწევთ იმის ახსნა, რაც მისთვის უკვე აშკარად ნათელია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ბოლომდე ახსნას ვერ მოახერხებთ: ზოგიერთი რამ გაუგებარი დარჩება. ამ ფაქტს, რაღაცნაირად უნდა შეეგუოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს საკვები შეზღუდული რაოდენობით მიიღეთ. შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი წონა: ზედმეტი კილოგრამების დაგროვების შანსი ხვალ ისეთი დიდია, როგორც არასდროს. ასევე, უარი თქვით შემწვარი და მლაშე კერძების მიღებაზე. 
კარიერა: გჯეროდეთ, რომ რთულ მომენტში კოლეგები აუცილებლად დაგეხმარებიან. შესაძლოა, თქვენს მაგივრად არ იმუშაონ, მაგრამ  სამაგიეროდ, პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში ხელს ძალიან შეგიწყობენ და საბოლოოდ, ყველაფერი იდეალურად დალაგდება.   
სიყვარული: ხვალ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შეარჩიოთ  ის მუსიკა, რომელიც იდეალურად მოუხდება თქვენს ხასიათს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის თავისებურებებს ხაზს გაუსვამს. სწორად შერჩეული მუსიკა უზრუნველყოფს თქვენი ურთიერთობის განვითარებას ორივესთვის სწორი მიმართულებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალინდელ დღეს შეეცადეთ, ცხიმით გამდიდრებული პროდუქტები მიიღოთ, მაგალითად, ორაგული ან ავოკადო. გარდა იმისა, რომ გემრიელია, მათი მიღება დადებითად აისახება თქვენი გულის მუშაობაზე.
კარიერა:
თუკი ბოლო პერიოდში ფინანსური სირთულეები გაწუხებდათ, ხვალიდან ამ საკითხში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება, რადგან სანუკვარ და დიდი ხნის დაგვიანებულ ხელფასს მიიღებთ. შესაძლოა, აქტიური თანამშრომლები პრემიითაც დაგაჯილდოონ. თუკი თვლით, რომ თვის განმავლობაში სამუშაო ზედმიწევნით შეასრულეთ, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ.
სიყვარული:
ხვალ შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი თქვენს მხრებზე მოხერხებულად მოკალათდა და თან ფეხებს თავხედურად იქნევს. დაუყოვნებლივ ჩამოიშორეთ: ამგვარი ტვირთი არაფერში გჭირდებათ. თანაც ეს ხომ  საუკეთესო გზაა ადამიანთან დასაახლოებლად - მუდმივად დაეხმაროთ და შედეგად მისთვის შეუმჩნეველი გახდეთ?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად დაუთმეთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნუ გადატვირთავთ მას ინტელექტუალური შრომით. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ტკივილები და გადაღლილობა გარანტირებული გექნებათ.
კარიერა: გამოიჩინეთ უფრო მეტი პირდაპირობა, ვიდრე ჩვეულებრივ. დიპლომატიური ნიჭის გამოვლენას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, იყავით უფრო თავაზიანი. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. აი, ნახავთ.
სიყვარული: შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს წერილი მისწეროთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ, სულ რაღაც, სამი საათის წინ ნახეთ ერთმანეთი. სამაგიეროდ, წამით წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს მეორე ნახევრისგან სასიყვარულო ბარათის მიღება. შესაძლოა, სამომავლოდ, შვილიშვილებსაც აჩვენოს...


 


თევზები
ჯანმრთელობა: მკურნალობის კურსის შეჩერება ან საკუთარ თავზე მუშაობის შეწყვეტა არ ღირს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს ქმედებებს სასურველი შედეგები არ მოაქვს - ამის შესახებ მსჯელობა, მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ.
კარიერა: იმისთვის, რომ ორგანიზმის მთელი ენერგეტიკული პოტენციალი არ დაკარგოთ, შეეცადეთ, ნაკლებად გამოამჟღავნოთ ემოციები. იყავით უფრო თავშეკავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დავალებულ სამუშაოზე კონცენტრირებას, უბრალოდ, ვერ მოახერხებთ. უახლოეს მომავალში მომგებიან კონტრაქტს მოაწერთ ხელს.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი თქვენთვის საუკეთესო მოსაუბრე გახდება: მასთან უსასრულოდ საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ, ადრე თუ გვიან, საუბრის დასრულება მოგიწევთ, რადგან დრო და დრო ძილიც აუცილებელია. იმედი იქონიეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მსგავსი საღამოები არაერთხელ განმეორდება

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?