15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ვერძები მეტისმეტად დამოკიდებული არიან ამინდის ცვალებადობაზე. შესაბამისად, ენერგიულობა და მხნეობა აკლიათ. ეცადეთ, ხშირად შეისვენოთ.
კარიერა: ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი, ამიტომ კარგი იქნება, თუ რჩევისთვის ექსპერტს მიმართავთ. პირადი კონტაქტი აუცილებელი არ არის. მონახეთ შესაბამისი ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომები, ავტორიტეტული ცნობარები და მათი რჩევებით იხელმძღვანელეთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ უნივერსალური რჩევა არ არსებობს.
სიყვარული: შესაძლოა, თავადაც ვერ მიხვდეთ, ისე შეიცვალოს თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. რამდენიმე დღეში ყველაფერი ისედაც ნათელი გახდება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ამაღლებული განწყობის წყალობით, ხვალ კუროებისთვის შეუძლებელი არაფერია. შესანიშნავი განწყობა დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზეც. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ შესაფერისი მომენტი.
კარიერა: კომპრომისამდე მისვლა გიჭირთ? ამ დღეს უნიკალური შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ. იქნებ სცადოთ?
სიყვარული: ახლობლების თვალებში აღფრთოვანების ნაცვლად თანაგრძნობა ეძიეთ. სამაგიეროდ, გეცოდინებათ, საჭიროების შემთხვევაში, ვისი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:  
ნუ მისცემთ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას. ხვალ ორგანიზმი ტონუსში უნდა გქონდეთ, თორემ მოგვიანებით, ძალების მოკრეფა და ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდებათ.
კარიერა: იმდენად მოკლე კვირა იყო, რომ ხეირიანად ვერაფრის გაკეთება მოასწარით. რა გაეწყობა, ხვალ მოგიწევთ, ყველა საქმე სასწრაფოდ დაასრულოთ და ყველა ხარვეზი გაასწოროთ, თორემ დასვენების დღეებში სიმშვიდეს ვერ ეღირსებით. თუმცა, ვერც დასვენების დღეებს ეღირსებით.
სიყვარული: ტყუპებს ხვალ სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საქმეები ექნებათ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა და კამათიც გქონდეთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დაუშვათ კამათის აგრესიაში გადაზრდა.  ჩხუბით, ყვირილითა და მბრძანებლობით ვერაფერს მიაღწევთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თავი შეიკავეთ გაზიანი სასმელების მირთმევისგან. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ გაზირებული სასმელის დიდი ოდენობით მიღებამ შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
კარიერა: ხვალ საკუთარი კომპეტენციის საზღვრების გაფართოება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სერიოზული თვითგანვითარებით არის შესაძლებელი.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ ბოლო თვეების განმავლობაში დაწყებულ საქმეებს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანთ. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ რამდენიმე გზის ბოლოს ლამაზი წერტილი დასვათ და საკუთარი თავით დატკბეთ. ეს ამად ნამდვილად ღირს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებისთვის საკმაოდ დაძაბული და ნევროზული დღეა, თუმცა, ამ ეტაპზე სპეციალური დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება სასურველი არაა. გაითვალისწინეთ, რომ ძილის წინ ფინჯანი ცხელი რძეც მშვენივრად ამშვიდებს.
ბიზნესი: ხვალ უარი თქვით საქმიან (ან სხვა ტიპის) ვიზიტებზე და მშვიდად მოკალათდით სავარძელში. მგზავრობა მეტისმეტად დამღლელი საქმიანობაა, ამიტომ ხვალ უპირატესობა გონებრივ სამუშაოს მიანიჭეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები. ეცადეთ, თქვენ შორის შექმნილი ყველა გაუგებრობა მშვიდობიანი მეთოდებით მოაგვაროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეაქცია ძალიან ცუდი და არასწორი იქნება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
შესაფერისი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. სხვა პრობლემების გარდა, ეს კანის სიმშრალის პრობლემასაც მოგიგვარებთ.
კარიერა: საკუთარ თავზე კარგად თუ იმუშავებთ, ნაყოფიერი დღე გელით. პედანტურობა კარგია, მაგრამ მეწვრილმანეობაში არ უნდა გადაგეზარდოთ. ეცადეთ, მომხდარის სურათი მთლიანობაში დაინახოთ და შეაფასოთ.
სიყვარული: ხვალ მეტისმეტად სულსწრაფი ხართ და ცდილობთ, სასურველ შედეგს მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწიოთ. სამწუხაროდ, სიჩქარე ის გზა არაა, რომელიც საყვარელი ადამიანის შინაგან სამყარომდე მიგიყვანთ. ეცადეთ, რომ იჩქაროთ ნელა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ ზურგის ან მხრების ტკივილი იგრძნოთ. მდგომარეობის შემსუბუქებაში, შეძლებისდაგვარად კარგი, მაღალპროფესიონალური მასაჟი დაგეხმარებათ. თუკი მასაჟის გაკეთების შესაძლებლობა არ გაქვთ, შეეცადეთ, თავად გაივარჯიშოთ - შეასრულეთ გაწელვები დამოუკიდებლად. 
კარიერა:
თქვენს გარშემო რაღაც შეიცვალა და ვერ ხვდებით, როგორ უნდა შეეგუოთ ამ ცვლილებას? - ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ადრეა - დაელოდეთ მოვლენების განვითარებას და ყველაფერი თავისთავად ნათელი გახდება.
სიყვარული:
ნუ დაჰპირდებით საყვარელ ადამიანს უამრავ განძსა და უზარმაზარ ძვირფასეულობას. ოდესმე დანაპირების შესრულება მოგიწევთ, ხოლო განწყობა იმ დროისთვის, შესაძლოა, გაქრეს. ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ არ გსურთ საკუთარ თავს ზედმეტი პრობლემები შეუქმნათ და თქვენი მეორე ნახევარი გაანაწყენოთ იმ ფაქტით, რომ ციდან მთვარეს ვერ ჩამოუღებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს უსიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, თითქოს არ შეინიშნება, თუმცა, თავის დაზღვევა მაინც ღირს: ნუ გახვალთ სახლიდან ჩვეულებრივი პრეპარატების კომპლექტის გარეშე.
კარიერა:
შეგინიშნავთ, რომ, როგორც კი სამსახურში ოდნავი ამოსუნთქვის შესაძლებლობა გეძლევათ, მომენტალურად მორალურად ეცემით? თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად გრძნობდეთ წინსვლას და ერთ ადგილას არ გაჩერდეთ, ამიტომ, კარიერის განვითარების მხრივ, შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი მოულოდნელ და სასიამოვნო საჩუქარს მოგართმევთ. შესაძლოა, რაიმე  მატერიალური იყოს, მაგალითად, ყვავილების თაიგული ან შოკოლადი, თუმცა, დიდი შანსია, საჩუქარი ეფემერულიც აღმოჩნდეს: თბილი ღიმილი ან შესანიშნავი განწყობა. ნებისმიერ შემთხვევაში, საჩუქრის მიღება ძალიან გაგახარებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე  სუფთა ჰაერზე, თბილ გარემოცვაში გაატაროთ. მშვილდოსნებისთვის სასარგებლო იქნება ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ სახეობის, რომელშიც გუნდური სულისკვეთება იგრძნობა.
კარიერა:
კარგი იქნება, თუკი ხვალ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე იზრუნებთ, რაც სამუშაო ვალდებულებების შესრულებაში და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კოლეგებთან, ხელმძღვანელთან და პარტნიორებთან  ურთიერთობაში უდავოდ დაგეხმარებათ. თუკი საკუთარი თავს არ დააფასებთ, სხვები პატივისცემით, მით უმეტეს, არ მოგეპყრობიან. 
სიყვარული:
მზად იყავით ეთიკური ხასიათის სირთულეებისთვის. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის ხათრით, საკუთარ პრინციპებსა და შეხედულებებზე უარი თქვათ. ან, პირიქით, არჩევანი თქვენს სასარგებლოდ გააკეთოთ, მაგრამ სიყვარულის ხარჯზე.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თქვენი ემოციური მდგომარეობა, ხვალ არამდგრადი იყოს, რაც არასტაბილურ წნევას ან თავბრუსხვევას გამოიწვევს. შეეცადეთ, ამგვარი უსიამოვნება არ დაუშვათ.
კარიერა:
იმისთვის, რომ ხვალ წარმატებით გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, შეადგინეთ, პირველ რიგში, შესასრულებელი დავალებების სია. რაც შეიძლება მკაფიოდ დაგეგმეთ დრო და შეეცადეთ, გრაფიკიდან არ გადაუხვიოთ. თუკი საკუთარ თავს წესრიგს მიაჩვევთ, უფრო ოპერატიულად იმოქმედებთ.
სიყვარული:
დაარწმუნეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ახლა ცუდი პერიოდი გიდგათ, სულ მალე თქვენს ცხოვრებაში სინათლე შემოიჭრება და ამ პერიოდს  ისე გაიხსენებთ, როგორც ცუდ სიზმარს, რომელიც, საბედნიეროდ, არასდროს განმეორდება. მთავარია, თავად გჯეროდეთ ამის.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ხვალ ჩატარებული მკურნალობის კურსის დადებით და უარყოფით მხარეებს გააანალიზებთ. სავარაუდოდ, შეძლებთ, გარკვეულწილად თქვენი შეხედულება თუ თვალსაზრისი შეცვალოთ და რომელიმე ახალი კურსი დაიწყოთ.
კარიერა: როგორც ჩანს, ადამიანების აღარ გჯერათ და ტყუილად! თქვენს გარშემო არა მხოლოდ თვალთმაქცი და კარიერისტი ადამიანები არიან, არამედ, პირიქით - თქვენი გარშემომყოფების უმეტესი ნაწილი თქვენი კეთილისმსურველია, ხოლო თქვენი არასაჭირო განცხადებებითა და გადაჭარბებული თავშეკავებით, დიდი შანსია, მათი თქვენდამი სიმპათია დაკარგოთ.
სიყვარული: თავს საკმაოდ მარტოსულად იგრძნობთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი მეორე ნახევარი თქვენ გვერდით იქნება. ხვალ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მოგიწევთ, გაიგოთ ან გაიხსენოთ, რას ნიშნავს მარტოობა, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ. თუმცა, ეს არცთუ ისე ცუდია: უკვე ზეგ, ყველაფერი დასრულდება და შვებით ამოისუნთქავთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თვალები ძალიან არ დატვირთოთ. ტელევიზორთან და კომპიუტერის მონიტორთან ჯდომაზე დროებით უარი თქვით. უმჯობესია, ხვალ ბუნებაში ან ქალაქგარეთ გაისეირნოთ.
კარიერა:
ცუდი განწყობა გაიძულებთ, ძალისა და შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაოთ, მაგრამ თუკი ხვალ ამ მტკივნეულ მდგომარეობას გადალახავთ, თანაც ისე, რომ სამუშაო ადგილს არ დაკარგავთ, სულ მალე მიხვდებით, რომ თქვენს ტანჯვას ამაოდ არ ჩაუვლია.
სიყვარული:
სასწაულის მოლოდინმა დაგღალათ, რადგან გსურთ, რომ სასწაული ხვალ მოხდეს ან არასდროს. იქნებ, თქვენს მეორე ნახევარს გააგებინოთ ამის შესახებ. შესაძლოა, ამით თქვენი ურთიერთობები უფრო გაირკვეს და ორმხრივ შეთანხმებამდე მიხვიდეთ. ყოველ შემთხვევაში, ყველა საეჭვო საკითხს წერტილს დაუსვამთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?