16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ხვალ ტრავმის მიღების დიდი შანსი გაქვთ. ეცადეთ, ამ საფრთხეს სერიოზულად შეხედოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ყურადღებით იყავით და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
კარიერა:
კარგი დღეა ახალი საქმის წამოსაწყებად. თუ საკუთარი ბიზნესის შექმნაზე ოცნებობთ, ამ ოცნების განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები სწორედ ხვალ უნდა გადადგათ. წარმატება გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: ქალბატონო ვერძებო, თუ თქვენი მეუღლე თქვენზე ასაკით უფროსია, ხვალ ასაკობრივი სხვაობა თქვენს ურთიერთობაში სხვადასხვა სახით იჩენს თავს. სავარაუდოდ, თქვენი წინადადება, მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში გართობაზე არ მოხიბლავს. საშიში არაფერია. შეგიძლიათ, მის გარეშე გაერთოთ. რა თქმა უნდა, წესიერების ფარგლებში.


 


კურო
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რა და რატომ გტკივათ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზმი დაარწმუნოთ, რომ ამჟამად ავადმყოფობისთვის არ გცალიათ.
კარიერა: 
ხვალ ნორმალურად მუშაობისთვის ცოტაოდენი კეთილგონიერება გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ამბებს დაატრიალებთ, რომ შეფი და კოლეგები დიდხანს არ დაგივიწყებენ. კარგად დაფიქრდით იმ საქმის შედეგებზე, რომლის გაკეთებასაც აპირებთ და მაშინვე უარს იტყვით ამ იდეაზე.
სიყვარული: 
ხვალ პირად ცხოვრებაში დიდი და სასიხარულო ამბავი გელით. საგანგებოდ მოწყობილი სიურპრიზია თუ მოულოდნელობა, უცნობია, თუმცა, რომ იქნება, უდავოა. ყურადღებით იყავით და აუცილებლად შეამჩნევთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
როგორ რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, დაწყებული მკურნალობა, არ შეწყვიტოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეწყვეტილი კურსის განახლება გაცილებით რთული იქნება.
კარიერა: 
ხვალ მუშაობის საოცარი სურვილი და ენერგია მოგეძალებათ. სურვილი სრულიად მოულოდნელად და სპონტანურად გაჩნდება. თუმცა, შესაძლოა, ეს რაღაც მოვლენის შედეგია, რომლითაც მაინცდამაინც ბედნიერი არ ხართ.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი თქვენთვის გზის მანათობელ ვარსკვლავად იქცევა, რომელიც დღისით გაყინულ გულს გაგითბობთ და ღამით ლამაზი ნათებით დაგანახვებთ სწორ გზას. კარგი იქნება, თუ მის მცდელობას სათანადოდ შეაფასებთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, ხვალ ალკოჰოლურ სასმელს არ გაეკაროთ, რადგან ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. მიირთვით კეფირი და ისიამოვნეთ, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ კეფირით ნირვანის მიღწევას შეძლებთ.
კარიერა:
ერიდეთ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც რთულ სიტუაციაში ხელის გამოწვდენის ნაცვლად, ეცდებიან, უფსკრულში გადაგჩეხონ. თქვენი ამოცანაა, ღირსეულად გამოხვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან.
სიყვარული:
რადიოში ან ტელევიზორში მოსმენილი სიმღერა ამ მომენტში ყველაზე ზუსტად ასახავს თქვენს სულიერ მდგომარეობას. ეცადეთ, მისგან მაქსიმუმი მიიღოთ და ბედის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
პრობლემური ვენების მქონე ადამიანებმა ხვალ ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ყოველი შემთხვევისთვის, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მიმართონ იმ ლომებმაც, ვისთვისაც ასეთი პრობლემები უცნობია. გამოიყენეთ სპეციალური მალამოები კომპლექსურ მასაჟთან ერთად და ცოტა ხანს თავი შეიკავეთ ფეხების დამღლელი საქმიანობისგან.
კარიერა:
მთელი კვირა ოფისში გაატარეთ და ფიზიკურად ვეღარ ახერხებთ სახლში დაგროვილ საქმეებთან გამკლავებას. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ საოჯახო საქმიანობაც დაგემატებათ, ამიტომ დასვენების იმედი არ უნდა გქონდეთ.
სიყვარული:
ძალიან გინდათ, თქვენი ერთობლივი ცხოვრების რომელიღაც ეტაპი უკან დააბრუნოთ, რადგან რაც ახლა თქვენს თავს ხდება, არასწორი და არაბუნებრივია. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი დინების გამო, ცხოვრების მდინარეში უკან დაბრუნება შეუძლებელია. იქნებ წინ გაიხედოთ და დაინახოთ ის, რაც მომავალში გელით?


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე, მაგრამ მაინც გაუარესება. ეცადეთ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ეს დღე მთლიანად დასვენებას უნდა დაუთმოთ. არაფრის კეთების შესაძლებლობა ძალიან იშვიათად გეძლევათ, ამიტომ დააფასეთ მომენტი და გაიხარეთ, რომ ცოტა ხნით შეგიძლიათ, დაივიწყოთ კომპიუტერის, საბუთებისა და საქმის არსებობის შესახებ. გილოცავთ! მშვენიერია!
სიყვარული: დაფიქრდით, იქნებ საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს უნდა იყოთ? მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ და ხელი გაუწოდოთ? იქნებ, თქვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების დრო დადგა, რომელიც ადრინდელზე მეტად მოგეწონებათ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შეეცადეთ, თქვენს ორგანიზმს ზუსტად ის მისცეთ, რაც მას დასჭირდება - სიწყნარე და სიმშვიდე. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ ძალების შენარჩუნებას და დაღლილობის თავიდან აცილებას.
კარიერა: 
ხვალ ხანგრძლივ მივლინებაში წასვლა არ ღირს, ხოლო ქალაქში გასეირნება თქვენთვის იდეალური იქნება. ეწვიეთ მუზეუმს ან გამოფენას და თან გაიხსენეთ, როდის იყავით ამ ადგილებში ბოლოს? რითიც არ უნდა დაკავდეთ, არ გადაიტვირთოთ, ეცადეთ, ეს დრო საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს უამრავი საქმე ექნება, რომელშიც თავით ჩაეფლობა. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, მოთმინებით დაელოდოთ, როდის განთავისუფლდება. არ იდარდოთ, სულ მალე, თქვენს ქუჩაზეც დადგება დღესასწაული!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შეეშვით მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს და ხვალინდელი დღე რელაქსაციას დაუთმეთ. თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მასაჟი ან რომელიმე სპა-პროცედურა.
კარიერა:
ხვალ მუშაობა მოგიწევთ, თუმცა, ძალიან ცოტა. მთავარია, არ გამოგეპაროთ წვრილმანი დეტალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკლეროზის შედეგის გამოსწორება დიდხანს მოგიწევთ.  
სიყვარული:
ხვალინდელ დღეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იგრძნოთ, რომ საყვარელ ადამიანს სჭირდებით. შესაძლოა, მან თქვენი მონდომება ვერ გაიგოს და მისი თქვენდამი დამოკიდებულება ვერ გამოხატოს. შეეცადეთ, დაანახოთ მას, რომ მისი ყურადღების, სითბოსა და ზრუნვის გარეშე მოწყენილი ხართ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით გაუფრთხილდით თვალებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ცოტა დრო დაუთმოთ კომპიუტერს, ტელევიზორის ეკრანს და მოერიდოთ სიბნელეში წიგნის კითხვას. დაასვენეთ თვალები თუნდაც 5 წუთით ნახევარ საათში ერთხელ.
კარიერა:
რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ წყლის პროცედურებს და სუფთა ჰაერზე სეირნობას, ან ნელი ნაბიჯებით სირბილს. რაც უფრო მეტად დატვირთავთ კუნთებს, მით უფრო ნაყოფიერად ამუშავდება თქვენი ტვინი. რაც, რეალურად გესაჭიროებათ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ აუცილებლად აღფრთოვანდეთ საყვარელი ადამიანის გარეგნობით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მის გარეგნობაში განსაკუთრებულს ვერაფერს შენიშნავთ. შეეცადეთ, მას კომპლიმენტი უთხრათ, ოღონდ მთავარია, გულწრფელად, რათა თქვენს ნათქვამში ეჭვი არავინ შეიტანოს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები გულდასმით დაბალანსებული მენიუს მიღებას გირჩევენ. თუკი მის შედგენას თავად ვერ შეძლებთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან დიეტოლოგს. ან, უბრალოდ, მინიმალური რაოდენობით მიირთვით ცხიმიანი და მარილიანი კერძები. რა თქმა უნდა, ტკბილეულიც უნდა შეამციროთ.
კარიერა: საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება არ ღირს, რადგან შესაძლოა, არასასურველ შედეგამდე მიხვიდეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. თქვენთვის უფრო მართებული იქნება გაითვალისწინოთ გამოცდილი თანამშრომლების ან იმ ადამიანების რჩევები, რომლებიც ამ საკითხში გათვიცნობიერებულები არიან.  
სიყვარული:
თხის რქები, ხვალ, თვითგვემას მიეცემიან. ცხადია, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდება, რაშიც საკუთარ თავს დაადანაშაულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიტუაცია სხვადასხვა კუთხით გააანალიზოთ. ფაქტია, რომ თქვენი მეუღლე უფრო მეტად იმსახურებს  კრიტიკას, ვიდრე თქვენ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ჩატარებული მკურნალობის კურსი სასურველ შედეგს ვერ გაძლევთ, ხვალ აუცილებლად გადახედეთ უკვე მიღებულ ზომებს და კვლავ მიმართეთ ექიმს. მკურნალობის მეთოდიკის შეცვლას თქვენით ნუ ეცდებით. შესაძლოა, დაიბნეთ და პრეპარატები აგერიოთ.
კარიერა: ხვალ აუცილებლად გაუმართლებთ იმ მერწყულებს, რომელთა საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რათა საინტერესო გარიგება ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ხვალინდელ დღეს თქვენი ენის სისწრაფე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აზროვნების. ერთი მხრივ, ეს კარგია: თქვენი ახლობლები საბოლოოდ გაიგებენ, რომ მათზე ნამდვილად ფიქრობთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ასე ძალიან გსურთ, რომ თქვენი სიმპათია და ანტიპათია ყველასთვის ნათელი გახდეს?


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიიღოთ პურ-ფუნთუშეული და, ასევე, ცომეული პროდუქტები: შეეცადეთ, უარი თქვათ მაკარონსა და ბლინებზე.
კარიერა: ხვალ დიდი შანსია, არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. სწორედ ხვალ გამოჩნდება, ვინ არის ნაცნობებიდან თქვენთვის საუკეთესო მეგობარი, რადგან თანამშრომლების უმეტესობა საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით ნამდვილად ვერ დაგანახვებთ.
სიყვარული: რაც უფრო მეტი ადამიანი გეწვევათ სახლში, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს. ის, რომ საყვარელ ადამიანთან ვერ განმარტოვდებით, რისთვისაც არც დრო დაგრჩებათ და არც ძალები - არაფერია. სამაგიეროდ, მას თქვენთან ერთად ყოფნა არ მოსწყინდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?