17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:  იქნებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ეთერზეთებით გეცადათ? მაგალითად, ვანილისა და დარიჩინის ზეთები კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კარიერა: ამ დღეს მთელი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწევთ, რათა კონფლიქტურ სიტუაციაში არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. შექმნილი მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.
სიყვარული: ამ დღეს ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ. პირიქით - ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დეტალებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. ზედმეტი ყურადღება მხოლოდ ხელს შეგიშლით ურთიერთობაში.


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი ამოცანაა, შესვენება მოახერხოთ, თორემ ძალები ბოლომდე არ გეყოფათ. მუშაობის დროს მცირე პაუზები გააკეთეთ და ეცადეთ, არ დაიძაბოთ.
კარიერა: ეცადეთ, სამსახურებრივ მოვალეობებს დიდი ხნით არ მოსწყდეთ, რადგან ნებისმიერი სხვა აქტივობა შესაძლოა ყურადღების გაფანტვით და სამუშაო განწყობის დაკარგვით დასრულდეს.
სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს შექმნილი ვითარების კონტროლი გაუჭირდება, ამიტომ ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. თქვენ შეძლებთ და ვითარებიდან ყველაზე სწორ გამოსავალს მოძებნით.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
რაც შეიძლება ხშირად შეისვენეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ გონებრივი და ფიზიკური აქტივობების შენაცვლება საუკეთესო დასვენებაა.
კარიერა: თქვენ გარდა, ყველა ხვდება, რომ სამსახური უდიდეს ტვირთად გექცათ. საერთოდ დაივიწყეთ, რომ სამუშაოს გარდა, სხვა საქმეები და გართობაც არსებობს. საკუთარ თავს აღარ ჰგავხართ, ამიტომ დადგა დრო, ყველაფერი რადიკალურად შეცვალოთ. ნუ დააყოვნებთ.
სიყვარული: ამ დღეს მიხვდებით, რომ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ამჟამინდელი ურთიერთობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც რამდენიმე თვის წინ იყო. 


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი განწყობა და ცხოვრებისეული ტონუსი ცოტათი გაუარესებულია, თუმცა ანტიდეპრესანტების მიღებას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, პრობლემებს მედიკამენტების დახმარების გარეშე გაუმკლავდეთ.
კარიერა: ეს დღე უამრავ შთაბეჭდილებას მოგიტანთ. შესანიშნავი დროა საკუთარი საქმის წამოსაწყებად და ახალი აქტივობების დასაგეგმად. დადებითი ემოციებით სავსე ხართ და თქვენი ენერგიით სხვების დამუხტვასაც ახერხებთ.
სიყვარული: თქვენს წყვილს მშვიდი, უღრუბლო და მზიანი დღე ელოდება. განწყობაც ამინდის შესაფერისი გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, შექმნილი მდგომარეობით ბოლომდე დატკბეთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ლომები სხვადასხვა სახის ესთეტიკურ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდებიან, ამიტომ თუ ბოლო დროს საკუთარი კანის მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ აქტიურ ზომებს მიმართოთ.
ბიზნესი: ამ დღეს კოლეგები ახალ იდეას შემოგთავაზებენ, რომელმაც შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი ვერ მოგიტანოთ, მაგრამ ცხოვრებას გაგიადვილებთ და უამრავ დროს გამოგითავისუფლებთ, რომელიც შეგიძლიათ, საკუთარი სიამოვნებისთვის გამოიყენოთ.
სიყვარული: გახსოვდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ერთადერთი არ არის, ვისაც  სჭირდებით. ირგვლივ უამრავ ადამიანს უყვარხართ და თქვენ გვერდით ყოფნა უხარია, თუნდაც ეს თქვენს პირად ცხოვრებას ცოტათი ხელს უშლიდეს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობას. ამ დღეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იგრძნობთ თავს.
კარიერა: ამ დღეს შრომას ნუ დაიზარებთ და წარმატება გარანტირებული გექნებათ. რასაც ახლა გააკეთებთ ან გადააკეთებთ, მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. აუცილებელი საქმისთვის დიდი ფინანსური დანახარჯიც გელით. მზად უნდა იყოთ.
სიყვარული: ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებით, რომ არ გესმით, საერთოდ როგორ აღმოჩნდით ერთად. მასთან თავს თუ კარგად გრძნობთ, გაუგებარია, რატომ უნდა დაიტანჯოთ ეჭვებით?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ცურვა. არ აქვს მნიშვნელობა სად აპირებთ საცურაოდ წასვლას. მთავარია, წყალი იყოს საჭირო ტემპერატურის და მოახერხოთ ორგანიზმის გაკაჟება.
კარიერა:
სამსახურში ყურადღება გაგეფანტებათ და სამუშაოს სრულყოფილად ვერ შეასრულებთ. თუკი მოულოდნელად იგრძნობთ, რომ მუშაობა, უბრალოდ, გეზარებათ, დროულად შეეცადეთ ამ ფაქტს რამე მოუხერხოთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის მოტყუება გაგიჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ტყუილი უმნიშვნელო იქნება და თქვენს ურთიერთობაზე ნეგატიურად თითქმის არ იმოქმედებს. ამიტომ იქნებ, გირჩევნიათ, პირდაპირ, მაგრამ ტაქტიკურად უთხრათ სიმართლე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკა. ამიტომ, თუკი გაქვთ შესაძლებლობა, საკუთარ თავზე იზრუნოთ, ამგვარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კარიერა:
ფიქრობთ, რომ სამსახურში შესაბამისად არ გაფასებენ? დროა პრობლემა საკუთარ თავშიც ეძებოთ. გადახედეთ თქვენი ქცევის მანერას. ნუ იქნებით ასეთი კატეგორიული. თუკი ყველაფრის სწორად შეფასებას შეძლებთ, უახლოეს მომავალში, ხელმძღვანელთან და კოლეგებთან ურთიერთობა  დადებითისკენ შეიცვლება.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი თქვენთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. ამიტომ, უმჯობესია ხვალინდელი დღე მასთან ერთად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ზეგ თქვენ გვერდით დეპრესიული ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება, რომ მის მიმართ გულგრილი ხართ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. მაგალითად, მარცვლეული პროდუქტები (ხორბალი, პური, სიმინდი) ან ბოლქვიანი მცენარეები (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი).
კარიერა:
თუკი დიდი ხანია, ხელმძღვანელისთვის რამე განსაკუთრებულის თქმას ფიქრობთ, პასუხისმგებლობით მოემზადოთ მნიშვნელოვანი საუბრისთვის. იფიქრეთ ჩაცმულობაზეც და ყველა იმ სიტყვაზე, რომლის წარმოთქმას დააპირებთ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს ერთი შეხედვით და ერთი სიტყვით ესმის ესმის თქვენი და ამას ხვალ კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ. თქვენ კი მხოლოდ უნდა მხოლოდ უნდა იამაყოთ მისით და გაუფრთხილდეთ მას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით საკუთარ თავის და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ. ეს, ძალიან მნიშვნელოვანია.
კარიერა:
თქვენთვის არცთუ მარტივი იქნება საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ამ მშვენიერ ცხოვრებაში, სამსახურის გარდა, სხვა სიხარულიც არსებობს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაოდან ცოტა ხნით მაინც „გადაერთოთ“.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს ცოტა გაუჭირდება გამოტყდეს თავისი ზრახვების უხამსობაში. შესაძლოა, ეს წარსულ დღეებს უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, ეს მისი ისტორიის, მისი სულის ნაწილია და ამას უნდა შეეგუოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებო, ნუ ენდობით სხვების რჩევებს, თუ როგორ იმკურნალოთ ან გაუმკლავდეთ ოჯახურ პრობლემებს. მართალია, რჩევებს გულით მოგცემენ, მაგრამ სულელურს.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ყველაფერი კარგად გათვალეთ, მიიღეთ კონსულტაციები ყველასგან და ასე გამოიტანეთ დასკვნა.
სიყვარული: რაც უფრო ნაკლებად დაუჯერებთ ახლობლებსა თუ ნაცნობებს, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის და თქვენი სასიყვარულო ურთიერთობისთვის. იმ შემთხვევაშიც, თუკი ყველა ერთხმად დაგიწყებთ მტკიცებას, რომ თქვენი მეორე ნახევარი თქვენი ერთგული არ არის, ხოლო თქვენ საწინააღმდეგოს ფიქრობთ, საბოლოოდ მართალი იქნებით თქვენ და არა - ისინი.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ გააკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს იმ სიმპტომების გამო რომლებზეც თქვენი ორგანიზმი მიგანიშნებთ. სწორი დიაგნოზის დასასმელად მიმართეთ სპეციალისტს, რომელსაც ღირსეული რეპუტაცია გააჩნია. 
კარიერა: კამათში იბადება ჭეშმარიტება. სწორედ, კამათი მოგიწევთ ხვალ თქვენს კოლეგებთან, თუმცა, პირად შეურაცხყოფაზე გადასვლას ვარსკვლავები არ გირჩევენ. ძალიან საწყენი იქნება, თუკი საქმიანი საუბარი ურთიერთობის გარკვევაში გადავა.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს უჭირს, თავისი შფოთვა გაგიზიაროთ. შეეცადეთ, ყველანაირად გაამხნეოთ, რათა თქვენ წინაშე მაქსიმალურად გულწრფელი იყოს. აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?