20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ამ დღეს იოგასა და მედიტაციას დაუთმობთ. სურვილის შემთხვევაში, შესაფერისი ატმოსფეროს შექმნა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. შეარჩიეთ საჭირო ვარჯიშები და საქმეს შეუდექით.
კარიერა: მთელი დღე ახლობელ ადამიანზე დარდობთ და სამუშაოს გულს ვერ უდებთ. თუ გრძნობთ, რომ ახლა მას უფრო სჭირდებით, ნებისმიერი მიზეზით წამოდით სამსახურიდან. ხვალ სასარგებლოს მაინც ვერაფერს გააკეთებთ. პირიქით, შეიძლება, საქმე დააზარალოთ კიდეც.
სიყვარული: ნუ გაბრაზდებით საყვარელი ადამიანის მიერ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ეცადეთ, მაქსიმალურად ადეკვატურად მიიღოთ და მეტიც, პრაქტიკაში განახორციელოთ. შესაძლოა, თქვენი რჩეული თავადაც შეაშინოს ასეთმა რეაქციამ და თავისი სიტყვები უკან წაიღოს.


 


კურო
ჯანმრთელობა: კარგი დღეა, სიტუაციის შესაფასებლად. შეიძლება დღის რეჟიმის ოპტიმიზაციის ან სხვა საჭირო თემასთან დაკავშირებით, თავში მშვენიერი იდეა მოგივიდეთ. იდეა იმდენად კარგია, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
კარიერა: თუნდაც ამის საფუძველი გქონდეთ, ხვალ შეფთან კამათს არ გირჩევთ. უმჯობესია, სადავო საკითხების განხილვა ხვალისთვის გადაიტანოთ. ამ ასპექტში, მომდევნო დღე უფრო შესაფერისია, თუმცა არა იდეალური.
სიყვარული: ხვალ შემთხვევით არაფერი მოხდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის ყველა სიტყვასა და მოქმედებას დაუფიქრდეთ. შესაძლოა, მათში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული აღმოაჩინოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ კვების პროდუქტების განსაკუთრებული თერმული დამუშავება იქნება საჭირო. ნუ დაიზარებთ და შეამოწმეთ, ყველა პროდუქტი კარგად შეიწვა და მოიხარშა თუ არა. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა ზედმეტი ხუთი წუთის დაკარგვად ნამდვილად ღირს.
კარიერა: შესაძლოა, საკადრო საკითხებზე მუშაობა მოგიწიოთ. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა უარს ნუ იტყვით ინფორმაციის სხვა წყაროებზეც. რაც მეტს გაიგებთ, მით ნაკლებია შეცდომის დაშვების შანსი.
სიყვარული: ხვალ სამსახურითა და საკუთარი თავით იმდენად დაკავებული ბრძანდებით, რომ საყვარელ ადამიანსა და მის მცდელობას, როგორმე თქვენი ყურადღება მიიქციოს, ვერ ამჩნევთ. ასე თუ გააგრძელებთ, ურთიერთგაგებას დიდი ხნით უნდა დაემშვიდობოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, ის, რისიც გეშინიათ, მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. ეცადეთ, ის როგორღაც დააცხროთ და დაამშვიდოთ. თქვენს ნერვულ სისტემას ეს სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა: ხვალ ბანქოს შეკვრიდან რომელი კარტიც არ უნდა ამოიღოთ, აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება. როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი დადგა. თავადაც გაგიკვირდებათ, ისე მოახერხებთ, ყველა საქმიდან მოგება ნახოთ. გირჩევთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ურთიერთობას იმ ეტაპამდე ნუ მიიყვანთ, როცა აღარაფრის გამოსწორება არ შეიძლება. სასურველია, ყველა პრობლემა დღის პირველ ნახევარში გადაჭრათ. დარწმუნდებით, რომ თქვენს რჩეულს ზუსტად ისეთივე სურვილები აქვს, როგორიც თქვენ. უბრალოდ, რაღაც მოსაზრებების გამო, ამის ხმამაღლა თქმა ერიდება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ვერ გრძნობთ, მაგრამ ბოლო დროს მეტისმეტად გადაიღალეთ და შესვენება არ გაწყენდათ. გახსოვდეთ, საუკეთესო დასვენება გონებრივიდან ფიზიკურ შრომაზე გადასვლაა და პირიქით. ასე რომ, თუ სააზროვნო სამუშაო გაქვთ, დროა, ბარსა და ნიჩაბს მოკიდოთ ხელი.
ბიზნესი: შესაძლოა, საქმე ისე აეწყოს, რომ რაღაც საქმეების მოსაგვარებლად, თქვენთვის უცნობ ადგილზე მოგიწიოთ გამგზავრება. წინასწარ მოიმარაგეთ გზამკვლევი, რომ უცხო რაიონში არ დაიკარგოთ. დიდი ალბათობით, მატერიალური პრობლემებიც გექნებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
სიყვარული: ხვალ სამსახური ყველანაირად ხელს შეუშლის თქვენს ოჯახურ სიმყუდროვესა და ბედნიერებას. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოთ, რომ სახლში დროულად დაბრუნდეთ და საყვარელი მეუღლის მიერ მომზადებული განსაკუთრებული ვახშამი დროულად მიირთვათ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
იმაზე, რაც თქვენს გარშემო ხდება, მეტისმეტად ემოციურად რეაგირებთ, ამიტომ შესაძლოა, თავის ტკივილებმა და გადაღლილობამ შეგაწუხოთ. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ განმარტოებისა და ძალების აღდგენისთვის.
კარიერა: ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს რჩეულს. თუნდაც თქვენი სამსახურის არაფერი გაეგებოდეს, ძალიან ფასეულ და საინტერესო რჩევას მოგცემთ, რასაც მომავალში არაერთხელ გაიხსენებთ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს უჭირს იმასთან შეგუება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი არასწორად და მისთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება. შექმნილი სიტუაციის ქაოსში მხოლოდ თქვენ შეძლებთ, მას დაეხმაროთ, რომ ძველებურად, თავდაჯერებულ და თავისუფალ ადამიანად იგრძნოს თავი.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი შფოთვისა და გაღიზიანების ძირითადი მიზეზი შიმშილის ძლიერი შეგრძნება იქნება. იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ (ექიმების რჩევით, თითო ლუკმა 33-ჯერ).
კარიერა:
ხვალ მძიმე დღე იქნება მათთვის, ვინც დღის დასაწყისში გადაგეღობებათ. ასევე, საკუთარი უფლებებით ისარგებლებთ იმ ადამიანებზეც, ვინც, თეორიულად თქვენი კონტროლქვეშ არ არის. ეს არცთუ ისე ცუდია, მით უმეტეს, თუკი თქვენი ქმედებებიდან სარგებლის მიღებას მოასწრებთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, რას აკეთებთ ან რას ფიქრობთ - ნაკლებად დაგაინტერესებთ. ამიტომ მას ვარსკვლავები მხოლოდ თანაუგრძნობენ, რადგან მისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებთ. იქნებ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თქვენი რჩეულის მიმართ?..


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ სტაბილური იქნება, მაგრამ მაინც აკონტროლეთ პულსი, რადგან სტრესმა და ძლიერმა ნერვიულობამ, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ. უმჯობესია, ისწავლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.
კარიერა:
კოლეგებთან და პარტნიორებთან არაფორმალური ურთიერთობა გექნებათ. შეეცადეთ, ამ შეხვედრის ორგანიზება მაქსიმალურად თბილ გარემოში მოახერხოთ. თითქოს არა ბიზნესსაკითხების განსახილველად შეიკრიბეთ, არამედ საერთო ნაცნობების. 
სიყვარული:
მიეცით საყვარელ ადამიანს საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა. ის არ არის ვალდებული, მთელი თავისი თავისუფალი დრო მხოლოდ თქვენ დაგითმოთ. ამგვარი საქციელი თქვენც მალევე მოგბეზრდებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
საკუთარ სხეულთან ბრძოლა მოგიწევთ, რათა სუფთა სახით და სუფთა მხრებით იაროთ - აკნეს, წყლულებისა და აბსცესების გარეშე. ამის გაკეთება სწორი კვების, ლოსიონების, სახის მკვებავებისა და მზის სხივების დახმარებით ძალიან ადვილია.
კარიერა:
როდესაც გარშემო წესრიგის დამყარება გეზარებათ, შეგიძლიათ, შინაგანი სამყაროს მოწესრიგებით დაკავდეთ. ეს, რა თქმა უნდა, რთული დავალებაა, მაგრამ მისი შესრულება დივანზე წამოწოლილ მდგომარეობაშიც შეიძლება.
სიყვარული:
ხვალ ის ადამიანი მიგიზიდავთ, რომელსაც ადრე თქვენი სიყვარული ერქვა, ახლა კი მხოლოდ მოგონებად დარჩა. რა უნდა მოუხერხოთ ამ მიზიდულობას - მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალინდელ დღეს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ ღვიძლის პრობლემები შეგექმნებათ, არამედ თქვენი ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ელემენტის ნაკლებობას იგრძნობს.
კარიერა:
ხვალ ათას ერთი ცდუნება გექნებათ, რომელიც მუშაობაში ხელს შეგიშლით. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცდუნებები დროებით მაინც დაივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოცემულ დავალებებს ნამდვილად ვერ გაუმკლავდებით.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად ექსტრემალური გართობისთვის. თითქმის არაფერს რისკავთ, მაქსიმუმი, მუხლები გადაიტყავოთ. სამაგიეროდ, ზღვა სიამოვნებას მიიღებთ, თანაც სირთულეების ერთობლივად გადალახვა ერთმანეთთან უფრო დაგაახლოებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ მერწყულებისთვის მიზანშეწონილია  ქოლესტერინის გაკონტროლება. თუკი მსგავსი ანალიზი დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ, ხვალ აუცილებლად იზრუნეთ შემოწმებაზე. შესაძლოა, კვების რაციონში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ.
კარიერა: ხვალ სამსახურში ის  ცოდნა გამოგადგებათ, რომელიც სასწავლებელში მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი მაშინ ფიქრობდით, რომ ეს სრულიად უსარგებლოა და რეალურ ცხოვრებაში გამოუსადეგარი. რა გაეწყობა, მხოლოდ თქვენი მეხსიერების იმედად უნდა იყოთ. 
სიყვარული: შეეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა საყვარელ ადამიანთან ერთად გადაჭრათ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთად გადახედავთ კროსვორდებს  თუ სადაზღვევო კომპანიის მიერ, ქონების დაზღვევასთან დაკავშირებულ  წინადადებას განიხილავთ. მთავარია, საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოგივიდეთ, როგორც თქვენ გსურთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თქვენი ჯანმრთელობა, პირდაპირ კავშირშია თქვენს განწყობასთან, ამიტომ, შეეცადეთ, ცუდზე არ იფიქროთ. გახსოვდეთ, თავად შეგიძლიათ საკუთარი თავის „დაპროგრამება“ როგორც სერიოზულ დაავადებაზე, ასევე ჯანმრთელობის შესანიშნავ მდგომარეობაზე.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ფულის დასახარჯად. ბოლოს და ბოლოს, ფული განკუთვნილია იმისთვის, რომ დახარჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა იშრომოთ დაძაბულმა მის მოსაპოვებლად?
სიყვარული: ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. საყვარელ ადამიანთან ერთად თქვენს პრობლემას გაცილებით სწრაფად და მარტივად მოაგვარებთ, ვიდრე - მარტო. თქვენი რჩეული, რომელიც არ ფიქრობს იმაზე, რა გაღელვებთ, ახალ და ორიგინალურ გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?