29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  29 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: სანამ ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენებას გადაწყვეტთ, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. თუ კითხვის ნიშნები გაგიჩნდათ, რჩევისთვის აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. თუ საჭიროა, რამდენიმესაც.
კარიერა: ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. გახსოვდეთ, აჩქარებამ შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა დინჯად და გააზრებულად უნდა გადაჭრათ. მით უმეტეს, რომ თქვენს ოცნებას - უქმე დღეებში დასვენებაზე - ასრულება არ უწერია.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენს რჩეულთან დაკავშირებით, რაღაც არასასიამოვნო აღმოჩენა გააკეთოთ. აქამდე არ იცოდით, რომ ასეთი იყო, მაგრამ იქნებ, ასე უკეთესია? ერთი ილუზიით ნაკლები გექნებათ და საყვარელ ადამიანსაც გაცილებით ადეკვატურად შეაფასებთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: გაკაჟების პროცედურების დაწყებისთვის შესაფერისი დღეა. თუ ვარჯიში გეზარებათ, შეგიძლიათ, კონტრასტული შხაპი მიიღოთ. ეცადეთ, აქცენტი ცივ წყალზე გააკეთოთ.
კარიერა: ეს დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გაატაროთ. ეცადეთ, ყველა საქმის გაკეთება მოასწროთ. მხოლოდ ასე შეძლებთ თქვათ, რომ დღემ უქმად არ ჩაიარა.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. ცვლილება უკეთესობისკენ იქნება თუ უარესობისკენ, მომავალი გაჩვენებთ, თუმცა ეცადეთ, ცვლილებებს მომზადებული შეხვდეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, მზეზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. თქვენს ორგანიზმს D ვიტამინი, როგორც არასდროს, ისე სჭირდება. უბრალო გასეირნებაც კი თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინით მოამარაგებს. ასე რომ, ნუ იზარმაცებთ.
კარიერა: ეცადეთ, ეს დღე ოჯახთან გაატაროთ, რომელსაც თქვენთან ურთიერთობა მოენატრა. გაახარეთ ახლობლები და სიხარული ორმაგად დაგიბრუნდებათ. იყავით გახსნილი, მხიარული და პრობლემებს არ მისცეთ უფლება, განწყობა გაგიფუჭონ. ყველაფერი თქვენს ხელშია!
სიყვარული: ხვალ თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებთან სრულ თანხვედრაშია. მათ შორის, პირადი ცხოვრების ასპექტშიც. თავს ჯადოქარივით ძლევამოსილად გრძნობთ. მთავარია, თქვენი შესაძლებლობები თქვენს სასარგებლოდ და საჭირო მიმართულებით გამოიყენოთ.  


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ მუსიკის თანხლებით იცეკვოთ ან აერობიკით დაკავდეთ. ორმაგი ეფექტის მისაღწევად, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ - სხეულიც ტონუსში გექნებათ და განწყობასაც აიმაღლებთ.
კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ სარისკო ნაბიჯების გადადგმისთვის ხელსაყრელი დღეა, ვარსკვლავებს თქვენი დარწმუნება უჭირთ. იქნებ, წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოთ და მათ ნებას დაჰყვეთ?
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის ბედი და შესაძლოა, სიცოცხლეც კი მთლიანად თქვენს ხელშია. ეცადეთ, შექმნილ ვითარებას მთელი სერიოზულობით შეხედოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ჩვეულზე ადრე დაიძინოთ, რადგან ეს თქვენს განწყობასა და შრომისუნარიანობაზე პოზიტიურად აისახება. თუმცა ძილის ხანგრძლივობაზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. გახსოვდეთ, ძილი ყველა პრობლემას ვერ მოგიხსნით.
ბიზნესი: ხვალ მიხვდებით, რომ რაღაც ისე არ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო. სანამ შეცდომის გამოსწორებას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით. იქნებ, ასე სჯობია?
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან უნდა, რომ თქვენ გვერდით მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს, თუმცა მაქსიმუმთან დაკავშირებით, თქვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება. ეცადეთ, ისინი როგორღაც შეაჯეროთ და საშუალო არითმეტიკულ მოცემულობამდე მიხვიდეთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, ეცადეთ, შხაპის ქვეშ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ამჟამად, თქვენთვის მხოლოდ თბილი წყალი კი არა, შხაპის მსუბუქი მასაჟიც სასარგებლოა.
კარიერა: სამსახურში მეტისმეტად ნუ გადაიღლებით. ამით ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებთ, ნერვებს და შესაძლოა, რეპუტაციასაც კი აუცილებლად დაიზიანებთ. არავინ დაიწყებს ურთიერთობას დანევროზებულ ადამიანთან, როცა მისი კონკურენტი მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანია.  
სიყვარული: შესაძლოა, ამურის ისრების სამიზნედ იქცეთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ჭრილობა მტკივნეული იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს გეგმებში ცხოვრების სტილის შეცვლა არ შედის. თუ არ გინდათ, რომ სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ ნაზი გრძნობებით არ აივსოთ, მთელი დღე იმ ადამიანის გვერდით გაატარეთ, რომლის შეყვარებაც ოჯახური კოდექსით არის გათვალისწინებული.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
დაუსრულებელი საქმე ხვალ აუცილებლად დაგიბრუნდებათ და თქვენს ყურადღებას მოითხოვს. თუკი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, თქვენ, ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ პრობლემების გადაწყვეტის გადადება - საუკეთესო არჩევანი არ არის.
კარიერა:
ნუ დამალავთ საკუთარ გრძნობებს. იყავით უფრო გახსნილი, სამართლიანი და დაივიწყეთ თვალთმაქცობა. შესანიშნავია, როდესაც სამყაროს ნათელ ფერებში ხედავთ და ადამიანებში უფრო დადებით თვისებებს ამჩნევთ, ვიდრე უარყოფითს. საქმისადმი ამგვარი პოზიტიური მიდგომა დაგეხმარებათ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდეთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება სწრაფად ცვალებად სიტუაციებში ორიენტირება და თავს ისე იგრძნობს, როგორც გასაბერ ტივზე მძვინვარე ოკეანეში. სტიქიის შეჩერება თქვენს ძალებში არ შედის, მაგრამ ტივის მიმართულების შეცვლა კი ნამდვილად შეგიძლიათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ოდნავ გაუარესდეს იმ მორიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები აწუხებთ. შეეცადეთ, განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ საკუთარი თავის მიმართ.
კარიერა:
თუკი თავს უამრავი პრობლემა გატყდებათ, ნუ დაეცემით მორალურად: უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება. ნუ მოახდენთ მათზე კონცენტრირებას, რადგან ამგვარად, შესაძლოა, სამუშაო რიტმი დაკარგოთ. თუკი ხშირად იქნებით საზოგადოებაში და ყველაფერს იუმორით მიუდგებით, პრობლემების უმეტესობა თავისთავად გადაწყდება
სიყვარული: 
ხვალ თქვენთვის მთავარია ნდობა საყვარელი ადამიანის მიმართ. ის ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გაგამხნევებთ და დაძაბულ მომენტებს თავიდან აგაცილებთ. თუკი თანადგომას ვერ იგრძნობთ, უიმედო ვითარებაში აღმოჩნდებით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ, გაიხსენონ იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებობს ისეთ შესანიშნავი მცენარე, როგორიცაა ნიორი, რომელიც უამრავი დაავადების უებარი წამალია.
კარიერა:
როგორც იქნა, დადგა დღე, როდესაც დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. ნურაფრის შეგეშინდებათ! პირიქით, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ და მომავალში, არა მხოლოდ იამაყებთ თქვენით, რომ სირთულეებს არ შეუშინდით, არამედ დაინახავთ, რა ბრწყინვალე შედეგებს მოგიტანთ თქვენი ინიციატივა.
სიყვარული:
ყველაფერში მიენდეთ საკუთარ ინტუიციასა და საყვარელ ადამიანს. სავარაუდოდ, ისინი არ იქნებიან ინფორმაციის საწინააღმდეგო წყაროები და ერთნაირად სწორად იაზროვნებენ, თუმცა, მათი დაპირისპირების შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება მხოლოდ თქვენ მოგიწევთ - საღ აზროვნებაზე დაყრდნობით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
იმ შემთხვევაშიც, თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ვარსკვლავები ხვალ, ამ მიმართულებით, რაიმე სახის სირთულეების წარმოქმნას გამორიცხავენ. ასე რომ, შეგიძლიათ, გაათამამოთ თავი გემრიელობებით. რა თქმა უნდა, გონივრული რაოდენობით.
კარიერა: ხვალინდელ დღეს გარშემომყოფ ადამიანებს სულ სხვა კუთხით შეხედავთ. შესაძლოა, თქვენი კოლეგები სულაც არ არიან ისეთი გულისხმიერები და გახსნილები, როგორც ადრე მიგაჩნდათ. რა გაეწყობა, ვარდისფერი სათვალით მუდმივად ვერ ივლით.  თუკი სამყაროს საღი გონებით შეხედავთ, თანამშრომლების წრეში სწორად მოქცევას ისწავლით.
სიყვარული: თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი სხვადასხვა „ტალღაზე“ აღმოჩნდებით ან ძალიან რთულად გაუგებთ ერთმანეთს. გასაგები სიტყვებისა და ხშირად გამოყენებული ტერმინების გამოთქმაც კი გაგიჭირდებათ. იქნებ, ჟესტების ენა დაგეხმაროთ?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საჭირო იქნება კალცის მიღება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კბილის პასტა შეჭამოთ. უბრალოდ, შეიძინეთ დიდი რაოდენობით ხაჭო და ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც კალცს შეიცავს.
კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი გაქვთ, დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, ხვალ ეს სურვილი ვერ ასრულდება, თუმცა, დამატებით სამუშაოს აუცილებლად იშოვით, მაგრამ ის სათანადო დონეზე შეფასებული ვერ იქნება და მისგან მნიშვნელოვან ფულად შემოსავალს ვერ მიიღებთ. უმჯობესია, დროებით ხარჯები შეზღუდოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს დიდი სურვილი ექნება, თქვენი სტანდარტული კომპლიმენტის სიტყვების მიღმა, თქვენგან კიდევ რაიმე სასიამოვნო მოისმინოს. ამიტომ, შეეცადეთ, მოიფიქროთ რამე ახალი, პიკანტური და ორიგინალური, რაც მას სასიამოვნოდ გააოცებს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალისთვის შეეცადეთ, არ მიიღოთ ძალიან ბევრი რძის პროდუქტი: დიდი რაოდენობით ცილა თირკმელებს ძალიან დატვირთავს და შესაძლოა, გარკვეული სახის პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: თევზებისთვის ხვალიდან ცვლილებების დრო დგება, ამიტომ თქვენთვის ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება. თუკი ამჟამინდელი სამუშაო არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ, ახალი მოძებნოთ. ძიების პროცესში გამოიჩინეთ მოთმინება: შესაძლოა, სასურველი ვარიანტი მალე ვერ ნახოთ.
სიყვარული:
შეეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ უფრო ყურადღებიანი იყოთ. დაუთმეთ მას დიდი დრო და აუცილებლად დაინტერესდით, როგორ არის. იქნებ რამე საინტერესო მოგიყვეთ?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?