26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
თვალი ადევნეთ არტერიული წნევის ცვალებადობას. თუ ნორმიდან გადახრა შენიშნეთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ყველანაირი საქმიანობა და დაისვენეთ.
კარიერა: ვარდისფერი სათვალეები მოიხსენით და სამყაროს რეალურად შეხედეთ. ნუ მისცემთ თანამშრომლებს უფლებას, თქვენს ხარჯზე კარიერა გაიკეთონ. ხვალ თქვენი ფირმისთვის ძალიან საინტერესო და მომგებიან წინადადებას მიიღებთ, რაზეც სერიოზული მუშაობა მოგიწევთ. სამაგიეროდ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. 
სიყვარული: ხვალ ძალიან ბევრ ახალსა და საინტერესოს შეიტყობთ საყვარელი ადამიანის იმ პერიოდის შესახებ, სანამ თქვენი რჩეული გახდებოდა. შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ, უკეთ გაიგოთ მისი ხასიათი, გაარკვიოთ მისი ქცევების მიზეზი და ერთხელ და სამუდამოდ აპატიოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: მაღალი ალერგიული ფონის გამო, შესაძლოა, ჩვეულებრივ პროდუქტებზე ალერგიული რეაქცია გქონდეთ. ეცადეთ, გაარკვიოთ, კონკრეტულად რომელზე და მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
კარიერა: ნუ გაექცევით კამათსა და გაუგებრობას. სანამ ვნებები არ ჩაცხრება, ნუ მოიმიზეზებთ, რომ საჩქარო საქმე გაქვთ და ოფისიდან უნდა გახვიდეთ. ეცადეთ, კონფლიქტის მიზეზებს ჩასწვდეთ და მშვიდად დაელაპარაკოთ ადამიანებს, ვისთანაც უთანხმოება გაქვთ. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.
სიყვარული: იმდენად დაძაბული დღეა, რომ თავისუფალი წუთი თუ გამონახეთ და ვინმესთვის კომპლიმენტის თქმა მოახერხეთ, ჩათვალეთ, რომ ამ დღისთვის განკუთვნილი პირადი ცხოვრების ნორმა ამოწურეთ. სამწუხაროდ, დარჩენილი დრო ნაკლებად რომანტიკულ საქმეებს უნდა მიუძღვნათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. ასე გააგრძელეთ!
კარიერა: ზედმიწევნით შესაფერისი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ამ ტიპის საქმიანობაში შეიძლება განვიხილოთ სპორტული აქტივობა, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. იცხოვრეთ აქტიურად და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. შესაძლოა, ასე აღმოაჩინოთ თქვენი ნამდვილი გატაცება.
სიყვარული: ნუ იტყვით უარს მეგობრების დახმარებაზე, თუნდაც საყვარელი ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს. თუ გრძნობთ, რომ თავს დამტყდარ პრობლემებს, მათ შორის პირადი ცხოვრების ასპექტში, მარტო ვერ უმკლავდებით, თამამად სთხოვეთ მეგობრებს დახმარება.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: აქტიური დღე გელით, რადგან ძალების უჩვეულო მოზღვავებას გრძნობთ. ნუ გაუშვებთ ასეთ შანსს ხელიდან. გაემართეთ სპორტული დარბაზისკენ სავარჯიშოდ.
კარიერა: დაიწყეთ თქვენი პროდუქციით დაინტერესებული ახალი, პოტენციური კლიენტების ძიება და შესაძლოა, ძალიან საინტერესო წინადადება აღმოაჩინოთ. დიდი ალბათობით, თქვენი ფირმა ტენდერს მოიგებს, რაც სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს ნიშნავს.
სიყვარული: ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის მზრუნველი დედის როლი მოირგოთ, თუნდაც სქესობრივი კუთვნილება მამის როლს გკარნახობდეთ. იყავით მომთმენი, ბრძენი და შემწყნარებელი. სწორედ თქვენ შეძლებთ ტაქტიანად და კორექტულად დააბრუნოთ ჭეშმარიტების გზაზე. ეცადეთ, მომაბეზრებელი არ იყოთ. შესაძლოა, ამან აგრესია გამოიწვიოს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ, როგორ ტვირთავთ ქვედა კიდურებს. თუ უძრავი ცხოვრების სტილი გაქვთ, ფეხების მდგომარეობასა და დატვირთვას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ბიზნესი: ხვალ შეფი წარსულის რომელიღაც შეცდომას გაგიხსენებთ, რომელიც მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც სამწუხარო შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ეცადეთ, ამ ფაქტის ნეგატიური შედეგები ახალი მიღწევებით გამოასწოროთ.
სიყვარული: იმდენად რადიკალური და აგრესიული ხართ, რომ მზად ხართ, ნებისმიერს, ვინც გაგანაწყენებთ, ფიზიკურად გაუსწორდეთ. ხვალ ყველა უნდა მოგერიდოთ, თორემ ოჯახური პერლ ჰარბორი გარდაუვალი იქნება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულებო, ხვალ ორგანიზმის გაწმენდის პროცედურა არ გაწყენდათ, თუმცა მანამდე კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ. თუ სპეციალური სამკურნალო საშუალებები, მედიკამენტები და ექიმთან ვიზიტები არ მოგწონთ, უბრალოდ, შავი ქლიავი მიირთვით.
კარიერა: ხვალიდან მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ამ და უახლოეს დღეებში თქვენთვის გაწეული დახმარება უკეთეს შემთხვევაში უსარგებლო, ხოლო უარეს შემთხვევაში ზიანის მომტანი იქნება. შესაბამისად, რჩევებს ორი ყურის პრინციპით უსმინეთ და საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ.
სიყვარული: ხვალ მხოლოდ მიღებისკენ ხართ განწყობილი და არაფრის გაცემა არ გსურთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს თვალებში არ გაეჩხიროთ, თორემ შეიძლება თქვენი უცოდველობისა და კეთილშობილების შესახებ შექმნილი მითი წამებში დაინგრეს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მერწყულებმა არ უნდა დაივიწყონ ფიზიკური აქტივობის შესახებ, განსაკუთრებით, თუკი კუნთების დაზელის შანსი დიდი ხანია, არ გქონიათ. დროა, ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნოთ.
კარიერა:
ხვალ თანამშრომლობის შესახებ საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო შემოთავაზებას მიიღებთ. ამგვარ სამსახურზე დიდი ხანია ოცნებობთ და თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა უდავოდ მოგეცემათ. იმოქმედეთ ოპერატიულად და სწრაფად. ასევე, დამაჯერებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები, თუმცა, ახლა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული:
სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე! თქვენი პარტნიორი ამ ჭეშმარიტებაში თქვენს დარწმუნებას შეეცდება. შესაძლოა, მან ენის კურსებზე ჩაწერის გადაწყვეტილება მიიღო, ან სურვილი გაუჩნდა, ქსოვის ტექნიკას დაეუფლოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეეწინააღმდეგოთ მის ახალ წამოწყებებს - მთავარია, თქვენ არ შეგეხოთ!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებს ვარსკვლავები ურჩევენ, შეზღუდონ მატონიზებელი სასმელების მიღება, ისეთების, როგორიცაა ყავა ან მაგარი ჩაი. კარგი იქნება, ისინი მწვანე ჩაით ან კომპოტით ჩაანაცვლოთ, თუმცა, ზედმეტად ტკბილის დალევაც არ ღირს.
კარიერა:
ხვალ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება - ხელი პულსზე გეჭიროთ და სწრაფი რეაგირება მოახდინოთ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიტყობთ. ხვალ რამდენიმე გაუთვალისწინებელი მოვლენაა მოსალოდნელი, ასე რომ, მოემზადეთ საგანგებო ზომების მისაღებად. მხოლოდ ნუ ჩავარდებით პანიკაში: იჩქარებთ და გარშემომყოფებს გააცინებთ.
სიყვარული:
გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავები ყოველთვის არიან. უბრალოდ, ზოგჯერ ღრუბლებში იმალებიან. თუკი ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა გექნებათ. ღრუბელი აუცილებლად გადავა და თქვენთვის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გაიხსნება. უბრალოდ, ცოტაოდენი ლოდინი გჭირდებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მშვილდოსნებს ხვალ ორგანიზმი გაფიცვას გამოუცხადებს - კატეგორიულ უარს იტყვის იმ საქმიანობის შესრულებაზე, რასაც მისგან, როგორც წესი, მოითხოვთ. სცადეთ მისგან რაიმე უკიდურესის მიღება - შესაძლოა, მაშინ რამე საშუალო სტატისტიკურზე დაგთანხმდეთ.
კარიერა:
სანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას დააპირებთ, დაფიქრდით, არა მხოლოდ მოსალოდნელ სარგებელზე, არამედ იმაზეც, რამდენად დასაშვები იქნება თქვენი ქმედებები. გადაწყვეტილება თქვენზეა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რათა შემდგომ ზედმეტად ტენდენციურობაში  არ დაგდონ ბრალი. 
სიყვარული:
ხვალ საყვარელ ადამიანს საკმაოდ დიდხანს მოუწევს ურთიერთობის გარკვევა ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან და საუბრის დროს თქვენც აუცილებლად გახსენებენ. შეეცადეთ, ბრძენი გურუს როლი მოირგოთ და თქვენს რჩეულს სასარგებლო რჩევები მისცეთ. ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენს ინტერესებშიც შედის.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებმა ხვალ აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი კონსერვებისა და ხანგრძლივად შენახული პროდუქციის მიღებისგან. ერთი შეხედვით, უვნებელი პურის სუხარის ჩაკბეჩამ, შესაძლოა, კბილი ჩაგიმტვრიოთ.
კარიერა:
რთული სამუშაო დავალებების ჩანაცვლებას, ვარსკვლავები ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით გირჩევენ. რა თქმა უნდა, უკეთესია, პირდაპირ ბოსტნიდან ან ხიდან, მაგრამ თქვენი ოფისის მიმდებარედ მსგავსი რამ, დიდი ალბათობით, არ არის. ამიტომ სამუშაო დღის დაწყებამდე, არ დაგავიწყდეთ, შეირბინოთ ბაზარში - რა გაეწყობა, თუკი საჭიროა ვიტამინები?
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ დაუვიწყარი დღე მოიწყოთ: ეწვიეთ რომელიმე კლუბს, რესტორანს ან თეატრს, თანაც აუცილებლად საყვარელ ადამიანთან ერთად: მის გარეშე ეს იდეა სრულიად უაზრო იქნება. დაე, თქვენი საყვარელი ადამიანი იყოს ყველაზე შესანიშნავი მათ შორის, ვინც მიღებების დროს შეგხვდებათ!


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ხმის ამაღლება არავისზე არ ღირს. საუკეთესო შემთხვევაში - ხმის იოგებს დაიზიანებთ, ცუდ შემთხვევაში - ურთიერთობებს გააფუჭებთ. უკიდურეს შემთხვევაში კი - მიიღებთ ერთსაც და მეორესაც. და რის გამო?
კარიერა: ხვალინდელ დღეს ნებისმიერი ფინანსური საქმიანობა წარმატებით ჩაივლის. შესანიშნავად მოახერხებთ რთული და გაუგებარი საკითხების გადაწყვეტას. დოკუმენტების გაფორმების დროს არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ყველაფერს მოცემულ ვადებში შეასრულებთ და ხელმძღვანელისგან მადლობას დაიმსახურებთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს ოჯახურ წრეში გაატარებთ. დაივიწყეთ ძველი წყენა და შეუერთდით  ყოველდღიურ ყოფას. ერთად უყურეთ საყვარელ ფილმს, მაგრამ მის სანახავად ნუ ეწვევით კინოთეატრს - მოსალოდნელია იმედგაცრუება, შედეგად კი ახალი კონფლიქტი. უმჯობესია, რომელიმე საიმედო, უკვე აპრობირებული ვარიანტი აირჩიოთ. მაგალითად, „ვა ბანკი“. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, წნევის მომატებამ შეგაწუხოთ, შეეცადეთ, მისი სწრაფად და ოპერატიულად დარეგულირება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თვალის მცირე სისხლძარღვები დაგიზიანდეთ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, იმ შემთხვევაში, თუკი ოდნავი ეჭვის საფუძველიც არსებობს. მცირე მერყეობაც კი გაიძულებთ, მუდმივად იფიქროთ თქვენი არჩევანის სისწორეზე და შედეგად რეალურად უუნარო გახდებით.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი არ მოისურვებს დიდხანს მოისმინოს თქვენი პრობლემები. მისთვის ეს მარტივად გადასაწყვეტი ან უმნიშვნელო იქნება. ამიტომ უმჯობესია, არგუმენტირებულად დაუმტკიცოთ მას, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა სასწრაფოდ გჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?