30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ვერძებო, გირჩევთ, მხედველობის ორგანოებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენს თვალებს ბოლო დროს დიდი დატვირთვა აქვს, რამაც შესაძლოა, მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.
კარიერა: ფინანსური თვალსაზრისით, წარმატებული დღე გელით. შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას შესამჩნევად გააუმჯობესებს. ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს ხანებში დიდი ხარჯი გელით და თადარიგი უნდა დაიჭიროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უნდა, რომ საჭირო და მისთვის ძვირფას ადამიანებს გაგაცნოთ. ეცადეთ, ღირსეულად მოიქცეთ, როგორც  მსოფლიოში საუკეთესო ადამიანის რჩეულს შეეფერება. ყველამ გაიგოს, რომ მასზე უკეთესი არავინაა.


 


კურო
ჯანმრთელობა: ყურადღებით მოუსმინეთ სიგნალებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გიგზავნით. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ მისი გზავნილები სწორად გაშიფროთ და ყველა საჭირო ზომას მიმართოთ.
კარიერა:
ეს დღე უამრავ სიურპრიზსა და სასიამოვნო შეთავაზებას გიმზადებთ, რომლებზეც სერიოზულად დაფიქრება გმართებთ. შესაძლოა, ახალ, პერსპექტიულ სამსახურში, მაგრამ სრულიად განსხვავებულ სფეროში  გადასვლა შემოგთავაზონ. დაფიქრდით, ასეთი ცვლილებისთვის მზად ხართ?
სიყვარული:
არ ღირს ახალი ურთიერთობების წამოწყებისას ორიენტაციის ძველზე აღება. თქვენი ამჟამინდელი პარტნიორი  წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულია და თქვენც მნიშვნელოვნად შეიცვალეთ. ახალი ურთიერთობა  ახლებურად უნდა ააწყოთ. განსაკუთრებით ხვალ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ადამიანების დარწმუნების განსაკუთრებული უნარი ძალიან გამოგადგებათ. ნუ ეცდებით, თავი გამოიჩინოთ. ეს პირდაპირ აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორ, დრო გაჩვენებთ.
კარიერა:
თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გახდა და დროა, რაღაც სიახლეები შეიტანოთ. მოწყენილობა ხომ მუშაობის ხარისხზეც უარყოფითად აისახება? მოტივაციის ნაკლებობა, ერთფეროვნება და ა.შ. ეცადეთ, ახალი სიყვარული თუნდაც კარიერის შესაქმნელად იპოვოთ.
სიყვარული: 
საყვარელი ადამიანი ცდილობს, სიურპრიზი გაგიკეთოთ. თქვენ კი თავადაც ვერ ხვდებით, ისე ეწინააღმდეგებით. თქვენი მზაკვრული გეგმები არ გაჭრის და სიურპრიზი დანიშნულ დროსა და ადგილზე გაჩნდება. იმედია, სასიამოვნო.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თუ ატყობთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხათ, რაც შეიძლება მეტი K ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული მიირთვით.
კარიერა: ხვალ რთული ბრძოლა მოგიწევთ გარემოებებთან, რომლებიც გაიძულებენ, ოჯახი და დასვენება დაივიწყოთ და თავი მთლიანად სამსახურებრივ საქმეებს მიუძღვნათ. თუ გსურთ, ასეთ ხვედრს გადაურჩეთ, ეცადეთ, ვერ გიპოვონ.
სიყვარული:
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ ხასიათზე იქნება ხვალ თქვენი რჩეული. რამდენად კეთილგანწყობილი იქნება თქვენი სურვილებისა და მოქმედებების მიმართ და რამდენად თბილად გაიხსენებს ამ დღეს მოგვიანებით. პასუხისმგებლობის ნუ გეშინიათ. ყველაფერი მარტივად და ძალდაუტანებლად გამოგივათ.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, თუმცა საგანგაშო არაფერია. მედიკამენტების მიღებას ჯობია, ჩვეულზე ადრე დაიძინოთ. ეს სრულიად საკმარისი იქნება.
ბიზნესი: 
ხვალ მთელი თქვენი მომხიბვლელობა დაგჭირდებათ, რომ უცნობი, მაგრამ საქმისთვის ძალიან სასარგებლო ადამიანი თქვენ მიმართ კეთილად განაწყოთ. ბევრია დამოკიდებული, როგორ შეძლებთ საუბრის წარმართვას და რამდენად ოსტატურად შეძლებთ თანამოსაუბრის საჭირო იდეამდე მიყვანას. სიყვარული: სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტი კარგად აწონ-დაწონეთ, გაიაზრეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. მოსაფიქრებელი დრო ნამდვილად გაქვთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ხვალ მკვეთრი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებების მიღებისას, მაქსიმალურად კონსერვატიული იყოთ.
კარიერა:
გირჩევთ, ფანტაზიებში არ გადაეშვათ. ამან შეიძლება რეალობის აღქმის, მოვლენების ჯანსაღად შეფასებისა და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაგაკარგვინოთ. იმედია, ოპტიმალური ბალანსის დაცვას მოახერხებთ...
სიყვარული:
თქვენი რჩეული სიხარულით დასთანხმდება ყველა საქმის შესრულებას, რასაც კი შესთავაზებთ. ბუნებრივია, მისი ცოდნისა და შესაძლებლობების ფარგლებში. გაითვალისწინეთ, რომ, თუ კარადის შეკეთება არ იცის, არც ხვალ გამოუვა, ამიტომ ისეთი საქმე გამოუნახეთ, რომელიც კარგად იცის.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, დაავადებებს საკუთარი ორგანიზმის დანგრევის უფლება არ მისცეთ. მოიკრიბეთ ძალები. თქვენთვის ავადმყოფობა, ამ ეტაპზე, უბრალოდ, არ შეიძლება. თუკი იცით თქვენი ყველაზე სუსტი მხარეები, წინასწარ მიიღეთ აუცილებელი ზომები მათ დასაბლოკად.
კარიერა:
ხვალ სერიოზული იმედგაცრუება გელოდებათ. თუკი გათვლილი გქონდათ, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავდნენ, ხვალ, თქვენამდე მოვა ხმა, რომ მოსალოდნელ თანამდებობაზე არა თქვენ, არამედ თქვენი კოლეგა დანიშნეს. შესაძლოა, ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მას გონივრულად გაუმკლავდებით.
სიყვარული:
ენდეთ საკუთარ ინტუიციას! ხვალ ის თქვენი საუკეთესო თუ არა, ერთადერთი დამხმარე იქნება. სხვათა შორის, თქვენს საყვარელ ადამიანსაც შეუძლია თქვენს ინტუიციას ბოლომდე დაეყრდნოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის თქვენი ზოდიაქოს ნიშანი არ არის. ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, თქვენთვის მიზანშეწონილი არ არის ენერგეტიკული სასმელების, მაგარი ყავისა და შავი ჩაის მიღება. შეეცადეთ, შედარებით ადრე დაწვეთ დასაძინებლად და კარგად გამოიძინოთ: ბუნებრივი სიფხიზლე ყოველთვის სჯობს ხელოვნურს.
კარიერა:
პოზიტიური იდეები და შემოქმედებითი აზროვნება - აი, რას ელიან თქვენგან გარშემომყოფები ხვალ. შეეცადეთ, არ იყოთ მოწყენილი - თქვენი ცუდი განწყობა ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს.
სიყვარული:
ხვალ საკუთარ თავს უფრო ასაკოვნად იგრძნობთ, ვიდრე რეალურად ხართ. იქნებ იმიტომ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი, მოულოდნელად, ბავშვობის წლებს დაუბრუნდება. თქვენ კი მისი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობთ? ან იმიტომ, რომ სწორედ თქვენს მხრებზე გადაივლის თქვენი ტანდემის პრობლემების გადაწყვეტა?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ კვებაში არანაირი კანონების გათვალისწინება არ დაგჭირდებათ - მიირთვით მაშინ, როდესაც შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ, მაგრამ შეეცადეთ, შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება ერთმანეთში არ აგერიოთ.
კარიერა:
ხვალ ოპერატიული ქმედებები და გადაწყვეტილებების ელვისებური სისწრაფით მიღება - თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. დასაფიქრებლად დრო, უბრალოდ, არ დაგრჩებათ. ასე რომ, იყავით თავდაჯერებული და იმოქმედეთ გადაწყვეტილად.
სიყვარული:
ალბათ, ფიქრობდით, რომ თქვენს მეორე ნახევარს კარგად იცნობდით და მას შესანიშნავად შეეძლო სიტუაციის პროგნოზირება, მაგრამ ხვალ თქვენი შეხედულების შეცვლა მოგიწევთ, თანაც, კარდინალურად. ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ისეთ რამეს გეტყვით, რომ ძალიან გაგიკვირდებათ - საიდან რა მოიტანა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
იმ თხის რქებს, რომელთაც სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ ექსტრემალური სახეობის სპორტის გარეშე, ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. მართალია, სერიოზული ტრავმები არ შეინიშნება, მაგრამ სიფრთხილე მაინც აუცილებელია.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ ბევრ ფიქრს იმის შესახებ, რა ხდება თქვენს სამსახურში ან როგორ უნდა იმოქმედოთ შექმნილ სიტუაციაში.
სიყვარული:
სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანის პრიორიტებების სიაში პირველი ადგილიდან საკმაოდ შორს აღმოჩნდებით. შესაძლოა, ათეულშიც ვერ მოხვდეთ. ნუ ეცდებით, გაფანტოთ მისი სხვა დანარჩენი ცხოვრებისეული ფასეულობები იმ მიზნით, რომ ჩამონათვალში მათზე მაღლა აღმოჩნდეთ: კიდევ უფრო ქვემოთ ჩაცურდებით, თანაც სამუდამოდ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, ხოლო, თუკი ბოლო დროს რომელიმე დაავადება გაწუხებდათ, კერძოდ, გაციება, ხვალიდან თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: თავში რაიმე განსაკუთრებული მოგივიდათ? ხვალინდელი დღე არ არის საუკეთესო არასტანდარტული იდეების რეალიზებისთვის. დროებით მისი პრეზენტაციის გადადებაც კი აჯობებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის არ უნდა მოემზადოთ - აი, სწორედ მომზადებით დაკავდით.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან სისულელის გამო იკამათებთ, თანაც საკმაოდ სერიოზულად. საუკეთესო შემთხვევაში, შედეგად რამდენიმე დამსხვრეულ თეფშსა და გაბზარულ სარკეს მიიღებთ. უარეს შემთხვევაში კი - ხანგრძლივი გაბუტვა და გაუგებრობების მთელი სერია გელოდებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალინდელ დღეს არ დაგავიწყდეთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ სახის კანს. თუკი თქვენს სახეზე მკვეთრად შეინიშნება გამონაყარი, მის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დამოუკიდებელი მცდელობა სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს. უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ.
კარიერა: თუკი ფიქრობთ, რომ გარშემომყოფები ღირსეულად არ გაფასებენ, თქვენს დამსახურებებს არ ამჩნევენ, არ იდარდოთ - ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. აკურატულად შეახსენეთ თქვენს შესახებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიმალოთ და არ გაბრაზდეთ - თქვენი მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა გამართლებული არ იქნება.
სიყვარული: ხვალ განშორება გარდაუვალი იქნება. არა, ნუ შეგეშინდებათ. სამუდამოდ არ მოგიწევთ. უბრალოდ, ხვალინდელ დღეს თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი, ამა თუ იმ ვითარების გამო, ცალ-ცალკე გაატარებთ. ალბათ, ზედმეტად პათეტიკური იქნება იმის მტკიცება, რომ „განშორება საუკეთესო გზაა გრძნობების შესამოწმებლად“, რადგან ეს უმნიშვნელო განშორებაა, რომელიც სულ მალე დასრულდება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?