2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება არსებული დაავადებების განკურნებაშიც დაგეხმარებათ და ახალი დაავადებების წარმოქმნასაც შეუშლის ხელს. დროა, რაიმე გამაჯანსაღებელი პროცედურა შეარჩიოთ. გირჩევთ, დღეიდანვე დაიწყოთ.
კარიერა: სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, სრულიად გამოუსადეგარ რჩევას მიიღებთ. მრჩეველის დაცინვას ნუ იჩქარებთ, რადგან ის შეიძლება მართალი აღმოჩნდეს. სჯობს, კარგად დაფიქრდით მის წინადადებაზე. ის უცნაურია, მაგრამ უაზრო არა.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ თქვენმა მეორე ნახევარმა შემთხვევით გაიგოს ის, რასაც მისგან გულმოდგინედ მალავდით. გაუგებარია, რაღა ამ დღეს გაჟონა ინფორმაციამ.. მზად იყავით საფუძვლიანი ახსნა-განმარტებებისთვის. შესაძლოა, შეწყალების თხოვნაც კი დაგჭირდეთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: თითქოს ხვალ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა, სიფრთხილის გამოჩენა მაინც აუცილებელია. მზად იყავით ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის.
კარიერა:
ნუ იჩქარებთ, დაუფიქრებლად დაეთანხმოთ ხელმძღვანელობის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მათი პოზიცია, სავარაუდოდ, მცდარია და სწორედ თქვენ შეგიძლიათ, გამოასწოროთ გაუგებრობა, რომელიც ფატალური შეცდომით უნდა დასრულდეს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება. ამასთანავე, მხოლოდ მორალური - არა. თქვენი დახმარება მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს და საქმეც უნდა მოჰყვეს. შესაძლოა, ამაში გმირობის ნატამალიც არ ურევია, სამაგიეროდ თქვენი რჩეულის სულიერი წონასწორობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაფერისი დღეა სახის მასაჟების გასაკეთებლად. კოსმეტიკურ სალონებში პროცედურების ჩატარების დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, სახის სპეციალური ვარჯიშები სახლში ჩაიტაროთ.
კარიერა: 
ხვალ დასვენებაზე მეტს ფიქრობთ, ვიდრე მუშაობაზე. ნუ დატუქსავთ საკუთარ თავს სისუსტისთვის. ოცნება წარმოსახვას ამდიდრებს, ეს კი შესაძლოა, სამსახურებრივი საქმეებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. იოცნებეთ რამდენიც გინდათ. 
სიყვარული: 
საღამო შეიძლება ბავშვობის ისტორიების გახსენებითაც სასიამოვნოდ გაატაროთ. ასეთი მოგონებები ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნის და საყვარელი ადამიანის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: დროა, სერიოზულად დაფიქრდეთ იმის განსაზღვრაზე, რა და რატომ გტკივათ. არაფერი გაწუხებთ? ამაში ბოლომდე დარწმუნებული ხართ?
კარიერა:
 აუცილებელი არაა, რომ ხვალ სამსახურებრივ საქმეებს მთელი ფიზიკური და მორალური რესურსი მოახმაროთ. ასეთი მსხვერპლშეწირვა საჭირო არაა. უმჯობესია, თქვენ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ რომელიღაც სტრატეგიული დავალების შესრულებაზე იზრუნოთ. ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
სიყვარული: 
შესაძლოა, ხვალინდელი დღე ჩვეული ყოფის სასიამოვნო გამონაკლისად იქცეს, რადგან საყვარელი ადამიანის უჩვეულო და უკიდურესად უცნაური ქცევებით მოხიბლული ხართ. სამწუხაროდ, სხვა დროს, თქვენ მიმართ მისი დამოკიდებულება განსხვავებულია და ამჟამად ერთადერთი სურვილი გამოძრავებთ, რომ ეს დღე არასოდეს დამთავრდეს.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხშირად და მცირე ულუფებით მიირთვით. მხოლოდ ასე აიცილებთ შიმშილის გრძნობას და შედეგად, მეტისმეტად ბევრი საკვების მიღებას. 
ბიზნესი:
იმდენად გადაიღალეთ, რომ შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი მთლიანად გამოვიდეს წყობიდან. გირჩევთ, სამუშაო გვერდით გადადოთ და დაისვენოთ, თორემ სამსახურში იმაზე მეტი დღე გაგიცდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
სიყვარული:
ემოციების დაფარვა საჭირო არაა. თუ გიყვართ, გრძნობებში უნდა გამოუტყდეთ. თუ გაბრაზებული ხართ, უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი მრისხანების თავიდან აცილება შეძლოს. ყველა ემოციას საკუთარ თავში თუ ჩაკეტავთ, შეიძლება საკუთარი თავშეკავებულობის მსხვერპლად იქცეთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
იზრუნეთ თმების ჯანმრთელობაზე, რადგან შესაძლოა, მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს. განსაკუთრებით, თუ სრულფასოვან დასვენებასა და რეგულარულ კვებას ვერ ახერხებთ.
კარიერა:
ეცადეთ, წვრილმან ინტრიგებს ყურადღება არ მიაქციოთ და  შურისძიებაზე მაღლა დადგეთ. თუ ემოციების მოთოკვა გიჭირთ, კორექტულად და იუმორით მიანიშნეთ, რომ გეწყინათ. ეცადეთ, ამ ურთიერთობის მხილველები თქვენ მიმართ კეთილად განაწყოთ.
სიყვარული:
დღე საყვარელი ადამიანისთვის განკუთვნილი საჩუქრის გაფორმებას უნდა დაუთმოთ. როგორ, საჩუქარი არ გიყიდიათ და ყიდვის მიზეზიც არ გაქვთ? იქნებ, უკეთ დაფიქრდეთ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელ დღეს თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებით მოუხდება მასაჟი. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუკი სახსრების მოქნილობაზე იზრუნებთ, რადგან ისინი ბევრ რამეში განსაზღვრავს თქვენი სხეულის ახალგაზრდობას.
კარიერა:
ცოტა ძალა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ იმის შესახებ, რომ მთელი დღის მანძილზე შესვენების გარეშე მუშაობის შემდეგ, ზეგ, სრულიად უუნარო აღმოჩნდებით. ამიტომ, რაც არ უნდა დატვირთული გქონდეთ დღე, გამოძებნეთ ცოტაოდენი დრო მცირედი შესვენებისთვის. ეს აუცილებლად გამოგადგებათ სამომავლო წინსვლისთვის.
სიყვარული:
თუკი ხვალ, სასწორები წვრილმანებზე გაამახვილებენ ყურადღებას, საყვარელ ადამიანზე ახალ ინფორმაციას შეიტყობენ. ცდა ნამდვილად ღირს, თუკი, რა თქმა უნდა, არ ფიქრობთ, რომ თქვენი რჩეული სრულყოფილია და არ გეშინიათ, გააფუჭოთ ეს იდეალური სურათი ამ არცთუ ისე ხელჩასაჭიდი ნიუანსით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებს არ აწყენთ მსუბუქი განტვირთვის დიეტა. შეეცადეთ, მოერიდოთ ცხიმიანი და ცხარე კერძების მიღებას, სცადეთ, იცხოვროთ ერთ დღე მაგარი ყავისა და შავი შოკოლადის გარეშე. თქვენი ღვიძლი ნამდვილად ბედნიერი იქნება.
კარიერა:
ხვალინდელ სამუშაო დღეს დიდი ენთუზიაზმით ვერ შეხვდებით, რადგან უამრავი დავალების გაცემა მოგიწევთ, თუმცა, სიტუაცია არცთუ ისე უიმედოა, როგორც თქვენ ფიქრობდით: დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი იმდენ ბედნიერებას, სითბოსა და სიხარულს მოგიტანთ, რომ არასდროს გიფიქრიათ, თუკი ამგვარი რამ თქვენს ცხოვრებაში მოხდებოდა, თუნდაც, თეორიულად. შეეცადეთ, მყარად ჩაჰკიდოთ ხელი თქვენს რჩეულს - არ დაკარგოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ორპირ ქარს, ცივ სასმელებსა და ზედმეტად გრილ ტანისამოსს. ყველაფერი ეს თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს და იმაზე სერიოზულად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ უსიამოვნება თავიდან აიცილოთ.
კარიერა:
ხვალ მშვილდოსნები მოულოდნელ ფულად შემოსავალზე იწინასწარმეტყველებენ, რაც აუცილებლად გაგახარებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ზოგადად ვისაუბრებთ, თქვენი საქმიანობა სამსახურში კარგად და სტაბილურად მიმდინარეობს. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად განაგრძოთ მუშაობა და არანაირ ხიფათს არ ელოდოთ.
სიყვარული: ხვალ სამი წლის ბავშვის მომთმენი მშობლის როლში აღმოჩნდებით, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად, უთქვენოდ ნაბიჯსაც ვერ დგამს. ბავშვის როლში, ბუნებრივია, თქვენი საყვარელი ადამიანი იქნება. ორი დავალება გაქვთ: შეეცადეთ, არ წაიქცეს და მიიღოთ ისეთი სახე, თითქოს ეს ყველაფერი მთლიანად მისი დამსახურებაა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ვარჯიშები გაწელვისა და მოქნილობის დასახვეწად. ხოლო მან, ვინც საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და საკუთარი თავის სჯერა, შეუძლია, საცეკვაო დარბაზში გადაინაცვლოს. იცეკვეთ, რამდენიც გენებოთ!
კარიერა:
შეეცადეთ, იმის შესახებ იფიქროთ, რა შთაბეჭდილებას ტოვებთ კოლეგებში, განსაკუთრებით, მათი მისამართით თქვენი დაუფიქრებელი შენიშვნის შემდეგ. იყოთ ჯიუტი და გჯეროდეთ საკუთარი სიმართლის - ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუმცა, ხშირად გავიწყდებათ, რომ ყოველთვის მართალი არ ხართ.
სიყვარული:
ნაზი გრძნობების წყაროს იმ ადგილას იპოვით, სადაც არც კი ფიქრობდით მის აღმოჩენას. გამოიკვლიეთ ეს უცნაური მოვლენა - ის, უდავოდ, იმსახურებს ყურადღებას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულები ზოგადი სისუსტის გამომწვევ მიზეზს იმ ადგილებში დაუწყებენ ძიებას, სადაც ის, რეალურად არ არის. აუცილებლად გამოიძებნება ადამიანი, რომელიც ამის შესახებ გეტყვით. ნუ მოუსმენთ, უბრალოდ, ხვალ გაცილებით მგრძნობიარე იქნებით, ვიდრე სხვა დროს. შესაძლოა, პრობლემა მოგვიანებით შეამჩნიოთ - და არაფერია უცნაური იმაში, რომ ეს პრობლემა სწორედ ხვალ აღმოაჩინოთ.
კარიერა: ნუ დაემალებით მოვლენებს და ნუ მოუძებნით სხვადასხვა გამართლებას საკუთარი თავს, იმიტომ რომ თქვენთვის დავალებული საქმე არ შეასრულოთ. ადრე თუ გვიან, მისი ხელში აღება მაინც მოგიწევთ. ხვალიდან, შეგიძლიათ, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოთ, სხვისი დახმარების გარეშე.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი ხვალ, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ერთობლივად იზრუნებთ რომელიმე პატარა და დაუცველ არსებაზე, რომელსაც თქვენი მეურვეობის იმედი ექნება. ამგვარად, ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდებით, ხოლო ეს არსება თქვენს შორის კიდევ ერთი დამაკავშირებელი რგოლი გახდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, მოიწამლოთ, თუმცა, ამ ფაქტს პროდუქტის ხარისხი არ გამოიწვევს. უბრალოდ, თქვენი კუჭი ზედმეტად მგრძნობიარე და ნაზი იქნება. ამგვარი რამ ხშირად ხდება ხოლმე.
კარიერა: თქვენი ენა თქვენი მტერია. იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ სრულიად უწყინარ ფრაზას წარმოთქვამთ, შედეგად, შეურაცხყოფას აყენებთ მას, ვისზეც მთლიანად არის დამოკიდებული თქვენი წარმატება. ასე რომ, შეეცადეთ, არ იყოთ „ცხარე“ ხელმძღვანელისა და საქმიანი პარტნიორების თანდასწრებით.
სიყვარული:
ნუ მოერიდებით გულწრფელ საუბარს. თქვენს გულწრფელობას აუცილებლად დააფასებენ. თუკი მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ზედმეტი ისაუბრეთ, მოგვიანებით შეგიძლიათ, თავი გაიმართლოთ, ბოლოს და ბოლოს, იტყვით, რომ გაიხუმრეთ და არასწორად გაგიგეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?