6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 გახსოვდეთ, მხოლოდ მედიკამენტების კი არა, კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. შესაძლოა, ამის შემდეგ მიხვდეთ, რატომ გახდა მათი მოქმედება ნაკლებად ეფექტური.
კარიერა: როგორც წესი, მუშაობის პროცესში ახალი და კარგი იდეები თავში არასოდეს მოგსვლიათ, ხვალ კი ყველაფერი პირიქით მოხდება. ხშირად, გენიალური იდეები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენების შედეგად იბადება. ყველაფერი, რასაც დღეს მოიფიქრებთ, სამომავლოდ გამოგადგებათ, ამიტომ უბის წიგნაკი აიღეთ და ყველაფერი ჩამოწერეთ.
სიყვარული: ხვალ ნათესავი ან ახლობელი მამაკაცის საჩუქრებზე სირბილი მოგიწევთ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა კომპანიონობა გაგიწიოთ, რადგან ძლიერი სქესის მისწრაფებებში რაღაცები გაეგება. მისი კონსულტაცია აუცილებლად დაგჭირდებათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: თავს შესანიშნავად გრძნობთ. სულის სიმხნევე შეინარჩუნეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი განწყობა უახლოესი დღეების მანძილზე გაგყვეთ.
კარიერა:
ძლიერი დეპრესია და მუშაობის სურვილის არარსებობა - ეს დღე ამ დევიზით ჩაივლის. ეცადეთ, სულით არ დაეცეთ. მოადუღეთ არომატული ყავა, გადაშალეთ ფერადი ჟურნალები და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
სიყვარული:
ნუ იქნებით ეგოისტი. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, საყვარელი ადამიანის კეთილდღეობაზეც იფიქრეთ. გახსოვდეთ, რომ ძალიან გააბედნიერებს იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს, თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი რამდენადმე შესუსტებულია, თუმცა არ ღირს კალორიული საკვებით მისი გაძლიერება. თუ გადაღლასა და ძალების შესუსტებას გრძნობთ, ცოტა ხნით დაიძინეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.
კარიერა:
გირჩევთ, მეგობრის რჩევა გაითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ზუსტად შეასრულოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად სასიკეთოდ აისახება ეს თქვენს მუშაობასა და მის შედეგებზე. ყველაფრის მიუხედავად, მოვლენების კრიტიკული შეფასებაც არ გაწყენდათ.
სიყვარული:
როგორც არ უნდა ეცადოთ, ყველაფრის დეტალებში ახსნას, საყვარელ ადამიანს მაინც უჭირს, გაიგოს თქვენი სურვილები და მისწრაფებები. რა გაეწყობა. გამოდის, ამ საქმეში ვერც დამხმარე და ვერც კონკურენტი ვერ იქნება.  


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ სისხლნაკლებობისა და კუჭის დაავადებების პროფილაქტიკას ჩაიტარებთ. ამის გაკეთება საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოა. გაანებივრეთ საკუთარი თავი ყაბაყისგან დამზადებული უგემრიელესი კერძებით და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
კარიერა:
მსუბუქი ავანტიურის ხასიათზე ხართ. სწორედ ამის წყალობით მოახერხებთ იმის გაკეთებას, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი მომავლისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. ამჟამად, ყველაფერი გაქვთ, რომ ნებისმიერ ფრონტზე გამარჯვება მოიპოვოთ.
სიყვარული: 
ხვალ თქვენს რჩეულს უჭირს, მოიფიქროს, როგორ გააგრძელოს თქვენს გარეშე ცხოვრება და არის თუ არა ასეთი რამ შესაძლებელი. ეცადეთ, ამას გაგებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და ყველაფერი სწრაფად გაივლის.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის შესაფერისი დღეა, ამიტომ თუ მკურნალობის ახალი მეთოდიკის პრაქტიკაში განხორციელებას აპირებთ, სწორედ ის დროა, რომ საქმეს შეუდგეთ.
ბიზნესი: 
ხვალ ანალიზისა და სიტუაციის წინასწარ განჭვრეტის უნარი ძალიან დაგეხმარებათ. ახლა სტრატეგიის საფუძვლიანად დამუშავება იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ამიტომ გირჩევთ, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ.
სიყვარული: 
ხვალ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავს სრულყოფილად გრძნობდეთ. მოიწესრიგეთ თავი გარეგნულად. შინაგანი სამყაროს სილამაზეს ერთ დღეში ვერაფერს მოუხერხებთ, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს. გწამდეთ, რომ თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის. თქვენ შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ ტკბილეულს, რომელსაც მიირთმევთ. უმჯობესია, თუ შაქარსა და სხვადასხვა კანფეტებზე მეტად, უპირატესობას ხილსა და ჩირეულობას მიანიჭებთ. ეს გაცილებით სასარგებლო იქნება.
კარიერა:
იმდენად არ გსურთ მუშაობა, რომ ამინდიდან დაწყებული, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული, ყველაფერი ხელს გიშლით. თავს რატომ იტანჯავთ? პაუზა გააკეთეთ და მოდუნდით.
სიყვარული:
გირჩევთ, კარგად იფიქროთ, რას და რა მიზნით ეუბნებით საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, ჭეშმარიტებას ჩასწვდეთ, რომ მერე გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო შედეგების გამო არ ინანოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი ჰიპერტონია არ გაწუხებთ და წნევის ნორმაში შენარჩუნება გსურთ, ხვალ არ უნდა დაივიწყოთ ჯანსაღი კვების წესების შესახებ. უარი თქვით ცხიმიან საკვებზე და უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.
კარიერა: იმისთვის, რომ დაკისრებულ მოვალეობებს გაუმკლავდეთ, ძალები უნდა მოიკრიბოთ. თუკი შეძლებთ ამ რთულ ბრძოლას, კონკურენტებს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც  წინააღმდეგობა გაუწიოთ, სულ მალე თქვენს თავს დაფნის გვირგვინი დაამშვენებს.
სიყვარული: ამბობენ, რომ წყვილში ერთს უყვარს, ხოლო მეორე საკუთარ თავს სიყვარულს აიძულებს. ამ ფრაზის აბსოლუტურ სამართლიანობას არავინ ამტკიცებს, მაგრამ მის აქტუალურობაში დაპირისპირებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. ისღა დაგრჩენიათ გაარკვიოთ, ვის უყვარს - თქვენ თუ მას?


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები არ გირჩევენ სახლიდან შორს გამგზავრებას. თუკი გარემოება სხვა გზას არ გიტოვებთ, ყველაფერი თან წაიღეთ, რაც კი შესაძლებელია, გზაში დაგჭირდეთ, ოღონდ საჭირო ნივთებს წვრილმანებით ნუ გადატვირთავთ.
კარიერა: ხვალინდელი დასვენების დღე ბუნებაში გაატარეთ. სუფთა ჰაერზე დასვენება ნაყოფიერად აისახება თქვენს დაძაბულ ნერვებზე. გარდა ამისა, მშვიდი ატმოსფერო დაგეხმარებათ კონცენტრირებაში, რათა თქვენს წარმოსახვას ახალი ბიზნესიდეების მოფიქრების საშუალება მისცეთ.
სიყვარული: არავითარ შემთხვევაში არ დაისვათ საყვარელი ადამიანი თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კისერს მოგტეხთ და კიდევ დიდხანს მოგიწევთ მხრებზე სიმძიმის შეგრძნებით სიარული. იმ შემთხვევაშიც, თუკი ოცნებობთ, რომ თქვენი რჩეული თქვენზე დამოკიდებული გახდეს, ამ მიზნის მიღწევა მსგავსი შედეგებით არ ღირს. მოგვიანებით თავად ინანებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
უზრუნველყავით საკუთარი თავი ჯანსაღი ძილით, თუნდაც, 8 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი ვერ მოასწრებს სრულყოფილად ძალების აღდგენას და თავს გაღიზიანებულად იგრძნობთ.
კარიერა: 
ხვალ ძვირად ღირებული ნივთის შეძენა მეგობრების, ქველმოქმედების ან კრედიტების იმედად არ ღირს. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში თქვენს ბიუჯეტში ფულადი ნაკადის შემოდინება მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა მოგიწევთ. გათვალეთ საკუთარ შესაძლებლობებზე და ნუ აიღებთ ვალს: ახლა ამ ძვირფასი ნივთის გარეშეც გაძლებთ.
სიყვარული:
მშვილდოსანო ქალბატონებო, შეეცადეთ, ხვალ თქვენს სახლში სისუფთავე და წესრიგი დააყაროთ - საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანის მოულოდნელი სტუმრიანობა ხვალ საღამოს გეგმებს შეგიცვლით და თქვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ცვლილებებს შემოიტანს. მოწყენილი საღამო, შესაძლოა, კოქტეილ-წვეულებად და მომდევნო დილას მსუბუქ თავბრუსხვევად გადაიქცეს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თქვენი მკურნალობის კურსი საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდეს: აშკარად უფრო მეტს ელოდებოდით. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაბრაზდეთ და დანიშნული მკურნალობის კურსი კვლავ გააგრძელოთ.
კარიერა:
ნუ შეეცდებით თქვენი ხელმძღვანელის დარწმუნებას თქვენს უდავო სიმართლეში. იმ შემთხვევაშიც, თუკი ის, მართლაც უდავოა. როგორც ცნობილია, ჟირაფი დიდია - ის უკეთ ხედავს და თუკი თქვენ ზედმეტად აქტიურად დაუწყებთ მას (ხელმძღვანელს და არა ჟირაფს) თქვენი ჭეშმარიტების მტკიცებას, მან შესაძლოა, უსიამოვნება მოგიწყოთ.  
სიყვარული:
ხვალ გააცნობიერებთ, რომ ყველა სირთულე უკან მოიტოვეთ და შეგიძლიათ, ამოისუნთქოთ. სხვათა შორის, თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან გგულშემატკივრობდათ, ამიტომ ისიც შვებით ამოისუნთქავს. ეს კი შეგიძლიათ, ძალიან ლამაზად აღნიშნოთ რომანტიკული ვახშმით ან, მაგალითად, არარომანტიკული ბალიშების „ბრძოლით“.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ახლო მეგობრებთან საუბარი თქვენთვის ნამდვილი ფსიქოთერაპია გახდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო დროს სულელური აზრები ან ცუდი განწყობა მუდმივად თან გდევდათ.
კარიერა: სიმსუბუქის შეგრძნებისა და ემოციური ამაღლების მოპოვებაში ბევრი პრობლემის გადაწყვეტა დაგეხმარებათ. თუმცა, ეს თქვენს ცხოვრებაზე  არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ასე რომ, ხვალ ყველაზე შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეთ და სიამოვნებით იმუშაოთ.
სიყვარული:
შემოქმედებითი პროფესიის მქონე მერწყულებისთვის ხვალინდელი დღე ნამდვილი დღესასწაული იქნება. თქვენს შრომას ღირსეულად შეაფასებენ, შეძლებთ სახელის მოხვეჭას, ფულის მოპოვებას, შესაძლოა, ერთდროულად ორივეს მიაღწიოთ. მაშ ასე, სოლიდურ ჯილდოს ღირსეული დანიშნულება უნდა მოუძებნოთ - წარმატების „დასველება“ ოჯახის წევრების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სხვათა შორის, ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, თქვენი ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ მხოლოდ „დასველებით“ არ შემოიფარგლოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის რეკომენდებული არ არის დიეტის დაწყება, რადგან საკვების ნებისმიერ შეზღუდვაზე თქვენი ორგანიზმი ავადმყოფურ რეაგირებას მოახდენს. თუმცა, თუკი პროცესი უკვე დაიწყო, მისი შეწყვეტა მით უმეტეს არ ღირს - ხვალინდელი რაციონის შემადგენლობა კარდინალურად არ უნდა განსხვავდებოდეს დღევანდელისგან.
კარიერა: 
ხვალ შესაძლოა, სამსახურებრივი რომანი წამოიწყოთ: სავარაუდოდ, ის თქვენს კარიერას ააყვავებს. პირად ფრონტზე კი უსიამოვნებები საგრძნობლად შემცირდება. თუმცა, სანამ ამ სარისკო ნაბიჯს გადადგამთ, საკითხის ეთიკურ მხარეზეც დაფიქრდით.
სიყვარული:
თევზები ხვალ მოიწყენენ. დანებდით ამ განწყობას - მაცდური პერსპექტივაა, მაგრამ ცდუნება არ ღირს. სახის მოწყენილი გამომეტყველება არ გიხდებათ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი ნაღვლიანი პროფილი სარკეში არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?