9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ვერძები, რომლებიც ცილას ძნელად ინელებენ. ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებსაც მიირთმევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესება გარანტირებული გაქვთ.
კარიერა: თქვენი კოლეგები სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ გულგრილობას იჩენენ. ალბათ, ამიტომ, გეჩვენებათ, რომ თვალი უნდა ადევნოთ, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანის ყოველი სიტყვა გაღიზიანებთ და საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებთ. ეცადეთ, ეს დღე სკანდალების გარეშე დაასრულოთ და ხვალამდე დაიცადოთ, როცა ემოციები დაცხრება.


 


კურო
ჯანმრთელობა: იმდენად გადაიღალეთ, რომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ გაუთვალისწინებელ ფსიქოფიზიკურ დატვირთვაზე ორგანიზმს ასეთივე გაუთვალისწინებელი რეაქცია ექნება. გაუფრთხილდით თავს და დასვენების საშუალება მიეცით.
კარიერა:
შესაძლოა, ხვალ ფინანსური შეთანხმებების დადებისას პრობლემები შეგექმნათ. სანამ ყველა დოკუმენტს ხელს მოაწერდეთ, ყურადღებით გადაიკითხეთ და დაფიქრდით - ნამდვილად საიმედოა პარტნიორი, რომელიც სანდოდ გეჩვენებათ? უკეთესია, ზედმეტად ეჭვიანი და ფრთხილი იყოთ, ვიდრე გაუფრთხილებლობით საქმე გააფუჭოთ.
სიყვარული:
იქნებ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იმიტომ გიფუჭდებათ, რომ მისთვის ბევრჯერ წაკითხული წიგნივით უინტერესო გახდით? დროა, დაუმტკიცოთ, რომ მისთვის ძველებურად საიდუმლოებით მოცული არსება ხართ, რომლის ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელია.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ყველა ღონეს მიმართეთ, რომ სისხლძარღვებში მიკროცირკულაცია გაიუმჯობესოთ. შესაძლოა, ამისთვის წყლის სხვადასხვა პროცედურებიც დაგჭირდეთ. თუნდაც, შარკოს შხაპი.
კარიერა:
სიურპრიზებით სავსე დღეა, მათ შორის თქვენი პროფესიული მოღვაწეობის სფეროშიც. ეცადეთ, ყველა მოულოდნელობა გაითვალისწინოთ, რადგან, სურვილის შემთხვევაში, უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსვლა ადვილად შეგიძლიათ.
სიყვარული: 
შეკრიბეთ საერთო მეგობრები და ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. თუ ამინდი ხელს არ გიწყობთ, რომელიმე მყუდრო კაფეში შეიკრიბეთ ან საყვარელი ქალაქის ქუჩებში გაისეირნეთ. მშვენიერი გრძნობაა, როცა იცი, რომ გარს უამრავი საუკეთესო ადამიანი გახვევია.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: იმის მიუხედავად, რა აწერია შეფუთვაზე, ეცადეთ, სხვადასხვა სახის მატონიზებელ სასმელებს თავი აარიდოთ.
კარიერა:
თქვენი არაკეთილისმოსურნეები ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რომ სამსახურის მიმართ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება შეცვალონ და ხასიათი გაგიფუჭონ. ეცადეთ, ჩანაფიქრი ვერ განახორციელონ და ბოროტი გეგმები წყალში ჩაეყაროთ.
სიყვარული: გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და მართალიც ხართ. თამამი ნაბიჯები სამომავლოდ უნდა გადადოთ. მანამდე მშვიდად მოიფიქრეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი გათვალეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ ერთხელ გაჭრით, ათასჯერ გაზომოთ.



ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, თქვენი პრობლემების მოგვარება ისეთ ადამიანს მიანდეთ, რომელიც მოგისმენთ და დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შიგნით დაგროვდებიან და ჯანმრთელობას დააზიანებენ.
ბიზნესი:
ცდუნებას არ აჰყვეთ და დაუგეგმავად არაფერი შეიძინოთ, რადგან ამ დღეს შეძენილი ნივთის გამო დიდი იმედგაცრუება გელით. მალე იმაზე ფიქრიც მოგიწევთ, სრულიად უსარგებლო ნივთი სად წაიღოთ. გადაგდება გენანებათ, გაყიდვა გაგიჭირდებათ, არადა, ასეთი რამ არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: 
ახალი ურთიერთობებისთვის შეუფერებელი დღეა, რადგან ძველ ურთიერთობებს პრობლემებს შეუქმნის. შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარში ისეთი ეჭვიანობა აღძრათ, რომ ქუჩაში მოწყენით მდგარ ელექტროფანარშიც მეტოქე დაინახოს. მერე დაუსრულებლად მოგიწევთ ფენომენალური ერთგულების დემონსტრირება.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ისეთი განცდა გაქვთ, რომ ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. ყველაფერი ნახშირწყლების არასაკმარისი რაოდენობით მოხმარების ბრალია, რადგან მათ გარეშე ტვინი ცუდად მუშაობს. იქნებ რამე ტკბილი და გემრიელი მიგერთვათ?
კარიერა:
ყველა წვრილმანზე გაბრაზება არ ღირს. ყველასთვის ნერვები არ გეყოფათ, ამიტომ ცხოვრებისეულ პრობლემებს ფილოსოფიურად უნდა მიუდგეთ და ბრძენი გახდეთ. დროსა და ენერგიას სისულელეებში ნუ გაფლანგავთ. გახსოვდეთ, მალე მნიშვნელოვანი ღონისძიება გელით, რომელიც თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს.
სიყვარული:
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ნათლად და გასაგებად საუბრობთ, საყვარელ ადამიანს თქვენი გაგება უჭირს, რადგან ამ დღეს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. რა გაეწყობა, კომპრომისებისა და საერთო ენის გამონახვა მოგიწევთ.



სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებს დეპრესია და სასოწარკვეთა ამაღლებული განწყობისა და ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. გაიღიმეთ, თუნდაც თქვენი ჯანმრთელობის კეთილდღეობისთვის.
კარიერა: თქვენი საქმიანი პარტნიორი თქვენი სამუშაო შესაძლებლობების შემოწმებას გადაწყვეტს. დააინტერესებს, ხართ თუ არა ბიზნესში საიმედო თანამშრომელი. მზად იყავით მისი მხრიდან დაგებული სხვადასხვა ტიპის ხაფანგებისთვის და ნუ იჩქარებთ შურისძიებას.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი საკმაოდ ცუდად იგრძნობს თავს და თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ სამყაროში, ვისაც მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია, რაც მას მშვიდ ცხოვრებაში ხელს უშლის. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებს საკმაოდ კარგი მადა ექნებათ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რამდენჯერაც შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ, იმდენჯერ მიუსხდეთ მაგიდას. მიიღეთ უფრო მეტი რაოდენობის წყალი, ვიდრე ჩვეულებრივ, ხოლო საკვების რაოდენობა შეამცირეთ. ზედმეტი წონის მომატების საფრთხე გემუქრებათ.
კარიერა:
ვარსკვლავებმა თქვენი ნერვების სიმტკიცის შემოწმება გადაწყვიტეს. სამსახურში საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო შეგექმნებათ. რაღაც მომენტში თავის შეკავება გაგიჭირდებათ და შესაძლოა, დირექტორს დაუპირისპირდეთ, ხოლო მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კონცენტრირება და მაქსიმალური მოთმინება.
სიყვარული:
თქვენი წყენინება არავის სურს და თუკი მსგავსი აზრი აგეკვიატათ, ზურგს უკან საუბარი არ ღირს. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადეთ, რომლის მიზანია, კიდევ უფრო დაახლოვდეთ მასთან. ნუ შეუშლით ხელს მომზადებაში. თქვენმა ცნობისმოყვარეობამ შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოულოდნელად სხვისი საუბრის მოსმენა ქუჩაში, ლიფტში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში თქვენი ჯანმრთელობის ფორმირებაში საკმაოდ სერიოზულ როლს შეასრულებს. მაქსიმალურად შეეცადეთ, მიღებული ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ხვალინდელი სამუშაო დღე. თუკი ოფისში დიდხანს გაჩერდებით, პირად საკითხთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად ნაკლები დრო დაგრჩებათ, რაც ამ ეტაპზე, თქვენი ურთიერთობებისთვის სახიფათოა.
სიყვარული: 
ხვალ საკმაოდ ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ეხება და ცხოვრებაში მისი რეალიზება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მრჩეველი განაწყენდება. ამიტომ, თუკი მისი ნათქვამი არადამაჯერებლად მოგეჩვენათ, მის წინაშე მაინც აღფრთოვანდით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
საკუთარი თავის გადატვირთვა სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტით არ ღირს. თუკი სერიოზული მიღწევების სურვილი გაქვთ, მოეჭიდეთ მხოლოდ ერთ საქმეს, რომელსაც ბრწყინვალედ გაუძღვებით. ზედმეტი დატვირთვა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა:
თუკი კონკრეტულ დავალებას წარმატებით გაუძღვებით, ნუ დაიმატებთ ზედმეტად კიდევ რამდენიმე სამუშაოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გარშემომყოფების წინაშე თავი ამაღლებულად იგრძნოთ. მყარად დადექით მიწაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფემერულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი საკუთარ თავს თქვენთვის მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს. თქვენ კი მის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას აუცილებლად უნდა გადახედოთ. გადახედვის რეზულტატი საკმაოდ გაგაოცებთ, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყავით ნებისმიერი შედეგისთვის.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ სასარგებლოდ წაგადგებათ სუნთქვითი ვარჯიშები. შეასრულეთ რამდენჯერმე მთელი დღის განმავლობაში და შეამჩნევთ, რომ სამსახურში უკეთ აზროვნებთ და კონცენტრირებაც გიადვილდებათ.
კარიერა: იქნებ დაივიწყოთ საკუთარი დეპრესია და სულიერი ტანჯვა, რადგან ხვალიდან ყველაფერი იმგვარად განვითარდება, რომ უკეთესს ვერც ინატრებდით. აბსოლუტურად ყველაფერი: ქუჩაში სეირნობა, მეგობრებთან ურთიერთობა უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ, რაც თქვენს შრომისუნარიანობაზეც დადებითად აისახება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი სურვილებისა და ზრახვების გაგება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამას  მაქსიმალურად მოინდომებს. მოგიწევთ მისთვის ყველაფრის დეტალურად ახსნა, თანაც რამდენჯერმე. იყავით მომთმენი სხვისი ნაკლოვანებების მიმართ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაზე. შესაძლოა, დიდი რაოდენობით მძიმე საკვები ან უბრალოდ თქვენთვის მიუჩვეველი პროდუქტები მიიღეთ - ანგარიშსწორების დროა.
კარიერა:
ნუ დააიგნორებთ ნებისმიერ წვრილმან საკითხს, თუმცა, თუკი მხედველობის არეალიდან წვრილმანების გაქრობას გადაწყვეტთ, ამისთვის მთელი დღე დაგეკარგებათ. გამოუვალი სიტუაციაა - როგორც ჩანს, ვერაფერს გააკეთებთ. ასე რომ, ძალისხმევის დახარჯვა არც ღირს.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ გადაუდებელი საქმეები და დარჩენილი დრო  საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ. ერთად ყოფნის პერიოდში კი ნუ მოცდებით საქმიან ზარებზე, გაკვეთილებზე, ქაღალდებსა და კოლეგებთან თუ პარტნიორებთან საუბარზე. იგრძენით თავისუფლება!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?