11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ხვალ ვერძებს ხალხური მედიცინა დაეხმარებათ. რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემასთან ბალახების ნახარშებით  ბრძოლა არ ღირს, მაგრამ მსუბუქი ტრავმებისა და გაციების შემთხვევაში ბებიების გამოცდილება ნამდვილად წაგადგებათ.
კარიერა: დახმარებას იქიდან მიიღებთ, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით. მოულოდნელად მიღებული ფასეული ინფორმაცია იმ საქმეში დაგეხმარებათ, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული. ბოლო დროს, ძალიან გიმართლებთ. ნუ გაუშვებთ შანსს, სხვა სფეროებშიც მოსინჯოთ ბედი. 
სიყვარული: ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი, რაზეც ახლა განიცდით და რაც თქვენს პირად ცხოვრებაში ხვალ შეიძლება მოხდეს, საუკეთესოდ დამთავრდება. მთავარია, ადეკვატურობის გრძნობა არ დაკარგოთ და გარემოებების ცვალებადობა გაითვალისწინოთ. ხვალ ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. ე.ი. ყველაფერი გამოგივათ. 


 


კურო
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ გულის დაავადებების პროფილაქტიკას, რადგან ხვალ კუროების ყველაზე სუსტი ადგილი გულია. ნუ დაივიწყებთ დიეტის შესახებაც.
კარიერა: 
ხვალ ოფისიდან რაც უფრო ადრე წამოხვალთ, მით უკეთესია. შესაძლოა, სამუშაო მაგიდასთან მყოფმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გამოტოვოთ და მესამე პირისგან მოგიწიოთ მოსმენა, რაც სასურველი არაა. ეცადეთ, მოვლენების ეპიცენტრში იყოთ. მთავარია, რომ ამის გამო, უფროსობის შენიშვნა არ მიიღოთ.
სიყვარული: არ ღირს საყვარელი ადამიანის დადანაშაულება იმაში, რომ ცხოვრებაში რაღაც არ გამოგივიდათ. მაინც ვერ გაიგებს და სასურველი თანაგრძნობის ნაცვლად მიიღებთ ლექციას თემაზე - რა უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ფეხების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. არასაკმარისი მოვლის გამო, შესაძლოა, ქუსლები გაგიუხეშდეთ და ტერფებზე დაბეჟილობები გაგიჩნდეთ.
კარიერა: შესაძლოა, მცირე ფინანსურ პრობლემებს წააწყდეთ. სავარაუდოდ, ეს დაუგეგმავი ხარჯებით ან წარუმატებელი ფინანსური ოპერაციით იქნება გამოწვეული, რომლის შედეგად იმ რაოდენობის ფულს ვერ მიიღებთ, რამდენიც დაგეგმილი გქონდათ. შესაძლოა, ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
სიყვარული:
თქვენი მორალური თუ ფიზიკური მზადყოფნის მიუხედავად, საყვარელ ადამიანს თქვენთან გულახდილად საუბარი უნდა. თუ გრძნობთ, რომ ფილოსოფიურ მონოლოგს ვერ გაუძლებთ, გირჩევთ, თავიდანვე აღიაროთ.    


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თუნდაც ძალიან გიყვარდეთ, გირჩევთ ხვალ ნაკლები მწნილეული და შებოლილი პროდუქტი მიირთვათ. მიეცით კუჭს დასვენების უფლება.
კარიერა: 
ხვალ მოგიწევთ, თავისუფალი დროის ერთი საათი სამუშაოს დაუთმოთ. როგორ გადაანაწილებთ ამ დროს, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა რაც უფრო ადრე მოიცილებთ საქმეს, მით უკეთესია.
სიყვარული: 
ხვალ მუსიკას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუ შინაგანი მუსიკა არ გყოფნით, „გარე“ მუსიკა ჩართეთ და ხმამაღლა აუწიეთ. სწორი არჩევანი თქვენს დღევანდელ წარმატებას განაპირობებს.




ლომი
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, საჭესთან ყოფნის დროს, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან ხვალ აღელვებული და გონებადაფანტული ხართ. ნერვული სისტემის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოთ.
ბიზნესი:
ყველა წვრილმანი გაითვალისწინეთ, რადგან შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი უამრავ საინტერესო კითხვას გისვამთ, რომლებზეც პასუხის გაცემა იმაზე მეტად გიჭირთ, ვიდრე სასურველია. ეცადეთ, დააკმაყოფილოთ მისი ცნობისმოყვარეობა. ეს თქვენთვისაც და მისთვისაც საინტერესო იქნება. ბევრ ახალ ამბავს გაიგებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
იმ ქალწულებისთვის, რომლებსაც სუსტი ხერხემალი აქვთ, საუკეთესო დღე არ გახლავთ. გიჭირთ შეარჩიოთ მდგომარეობა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. იქნებ მასაჟისტი მოგეძებნათ? რა იცით, იქნებ გიშველოთ კიდეც.
კარიერა:
თუ ხვალ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ჩაბარებას აპირებთ, ეცადეთ, რომ მათი სიზუსტე თქვენზე გამოცდილმა ადამიანმა გადაამოწმოს. გახსოვდეთ, ეს გაუთვალისწინებელ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან. ნუ იქნებით საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებული და ნუ ფიქრობთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.
სიყვარული:
დაიცავით საყვარელი ადამიანი განსაცდელისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ელის. სიმამაცე არ გაკლიათ, ამიტომ მხოლოდ მისი კი არა, სხვების გადარჩენაც შეგიძლიათ. იმედია, ასეთი რამ აუცილებელი არ იქნება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
 ხვალ ვარსკვლავები არ ურჩევენ სასწორებს დიეტის დაწყებას ან რაიმე გზით საკვებში შეზღუდვას. თუმცა, თუკი გრძნობთ, რომ საერთოდ არ გსურთ, მიეკაროთ ამა თუ იმ კერძს - ნურც მიეკარებით.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, გონივრულად მიუდგეთ იმ არჩევანის პრობლემას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წარმოგექმნებათ. სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნება და თუკი მას გაუმკლავდებით, მთელი კვირის განმავლობაში წარმატება გელოდებათ.
სიყვარული: თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი დილიდან საღამომდე ელმავალივით უშვებს ორთქლს და სახლში გამუდმებული თამბაქოს სუნი მოგბეზრდათ, ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად მიიღოთ ზომები! აკრძალვისთვის ისარგებლეთ როგორც მათრახით, ასევე ორცხობილით. თუკი დამღუპველ ჩვევაზე თავის დანებებაზე უარს იტყვის, დაჰპირდით ისეთი რამ, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მიეცით ტვინს იმის შესაძლებლობა, რომ დროებით მაინც დაივიწყოს ყველა ის პრობლემა, რომლის დაძლევაც მას ბოლო დროს უწევს. შეეცადეთ, არ დატვირთოთ დიდი მოცულობის ინფორმაციით.
კარიერა:
ხვალ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გელოდებათ, რომელზეც თავდაპირველად თქვენს გაგზავნას არ აპირებდნენ. სასწრაფო წესით რაიმეს მოფიქრება არ მოგიწევთ, ამიტომ ნერვიულობა არ ღირს. თან, როგორც არ უნდა ინერვიულოთ, თქვენდა გასაკვირად, ყველაფერი წარმატებით და ბრწყინვალედ ჩაივლის.
სიყვარული: ხვალ გიჟური იდეების წყარო იქნებით. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ან ნებისმიერ სხვა პრობლემას იმდენად ორიგინალურად გადაწყვეტთ, რომ ზოგჯერ, თქვენს ახლობლებს, ცოტა არ იყოს, შეაშინებთ კიდეც.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენი სიყვარული გლობალური გადაწყვეტილებების მიმართ ხვალ თქვენთვის არასაიმედო იქნება - რაღაც მძიმე და დიდი გადაგეღობებათ გზაზე. ასე რომ, ნუ გადააადგილებთ ავეჯს, ნუ გადადგამთ აკვარიუმს და ნუ შეეცდებით ტელევიზორის უკან მტვრის გაწმენდას. ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია!
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, სათანადოდ გამოიძინოთ. სწორედ ძილში მოგივათ ყველაზე გენიალური იდეები. მთავარია, ძილის წინ ბალიშთან ბლოკნოტისა და კალმის დადება არ დაგავიწყდეთ. დილით დასაფიქრებელი ან სასაცილო მიზეზი გაგიჩნდებათ.
სიყვარული:
ხვალ შესაძლოა, ახლობლებმა და ნათესავებმა არასწორად გაგიგონ, რაც თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. თქვენი ცუდი განწყობა კი დიდი შანსია, თქვენს საყვარელ  ადამიანს გადაედოს და თქვენს ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახოს. იყავით ფრთხილი და თავშეკავებული.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
აუცილებლად უნდა დაიწყოთ ხელის კუნთების ვარჯიში. ნუ ისარგებლებთ მხოლოდ ჰანტელებით. პირველ ეტაპზე, დატვირთვის სწორად განაწილებაში, ამ საკითხში კომპეტენტური პირი დაგეხმარებათ. ვარჯიშის ბოლოს არ დაგავიწყდეთ კუნთების კარგად გაწელვა.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, შეიძინოთ ის ნივთი, რომელიც საქმიანი და სერიოზული იმიჯის შექმნაში დაგეხმარებათ. მაგალითად, კალამი „პარკერი“ ან საათი „კარტიე“ ძვირია, მაგრამ მეტ-ნაკლებად შესაფერისი ვარიანტებია.
სიყვარული:
სიყვარულზე სიმღერას ხომ არ იმღერებდით? რა თქმა უნდა, თუკი სიმღერის ნიჭი გაქვთ. მიუძღვენით სერენადა საყვარელ ადამიანს. მუსიკით გამოხატეთ გრძნობები, რომლებსაც მის მიმართ განიცდით. ხოლო თუკი თქვენი სმენა და ხმა არ მეგობრობენ, შეუკვეთეთ მისი საყვარელი სიმღერა რადიოში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, ამიტომ იამაყეთ სწორად ჩატარებული სამკურნალო კურსით და თქვენი მტკიცე ხასიათით. ხვალ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ.
კარიერა: ხვალინდელ დღეს საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენთ - ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ასეთი ბრწყინვალე ასპექტები გქონდათ. შესანიშნავი დღე იქნება მომგებიანი პოზიციების მაძიებელთათვის. იქნებ სცადოთ?
სიყვარული: რაც არ უნდა მოინდომოთ, თქვენს ტანდემში ლიდერი ვერ იქნებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი ზუსტად გეცოდინებათ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენი საყვარელი ადამიანის მისაღები გახდება. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი ვარსკვლავებსაც კი არ აქვთ. მოგიწევთ შეგუება. 


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენს ორგანიზმს პექტინების განსაკუთრებული მოთხოვნა ექნება. გარდა ამისა, ამ  ნივთიერების მიღება სასარგებლოდ წაგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნა გსურთ.
კარიერა: ხვალ არ მოგიწევთ დიდხანს ფიქრი, როგორ მოახდინოთ თქვენი სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია. სამწუხაროდ, ამისთვის არც დრო გექნებათ და არც შესაძლებლობა. ამიტომ შეეცადეთ, არაოპტიმალური პროცესიდანაც კი მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.
სიყვარული: თქვენს ურთიერთობებში ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც გეჩვენებათ. პრობლემა არსებობს, თუმცა, ის თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის წარმოსახვაშია. გაახილეთ თვალები და თქვენს ტანდემს უფრო ჯანსაღი გონებით შეხედეთ და ყველაფერი კარგად იქნება!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?