12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ვერძებო, სპორტული ვარჯიშები სრულფასოვანი და ხარისხიანი მოთელვით უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მყესები და სახსრები დაიზიანოთ. მკვეთრ მოძრაობებს ყოფით ცხოვრებაშიც უნდა მოერიდოთ.
კარიერა: ხვალ ყველაფერს, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობას ეხება, იუმორით უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ, სამსახურებრივმა საკითხებმა ხასიათი წუთითაც არ გაგიფუჭოთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შემცბარი და გაოცებულია უზომო ყურადღებით, რასაც მის მიმართ იჩენთ. თუმცა, ეს პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ და განავითაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთი ქმედებები კიდევ ბევრჯერ და უმჯობესია, ყოველდღე გაიმეოროთ.




კურო

ჯანმრთელობა: ხვალ მაქსიმალურად ბევრი სითხე უნდა მიიღოთ. სვით უგაზო სასმელები ან უკეთესია, ნატურალური წვენები. უკიდურეს შემთხვევაში მინერალური წყალი, მაგრამ ლიმონათი - არავითარ შემთხვევაში.
კარიერა:
ეცადეთ, საკუთარი ძალები არ გადააფასოთ, თორემ საერთოდ მათ გარეშე დარჩენა გელით. გაუფრთხილდით ენერგიას და მივლინებები და შუაღამემდე მუშაობა თავიდან ამოიგდეთ.
სიყვარული: 
ხვალ მიხვდებით, რომ თქვენი შიში მომავალთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და თქვენი პირადი ცხოვრება მშვენიერი, ფერადი და ოპტიმიზმით სავსეა. თუმცა, ასეთ ბედნიერებას ვერასოდეს შეიგრძნობდით, ის შიში რომ არ გადაგეტანათ, რომელიც უკან დარჩა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
გაამდიდრეთ თქვენი კერძები ისეთი ეგზოტიკური სანელებლებით, როგორიც როზმარინი ან კურკუმაა. ეს მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოც იქნება - საჭმლის მონელებასაც დაეხმარება და კუჭის წყლულის პროფილაქტიკასაც წაადგება. 
კარიერა:
თქვენი კონკურენტების წნეხი რამდენადმე შესუსტებულია. ამას თქვენი უსწრაფესი რეაქცია და მაქსიმალური ძალისხმევით, ლიდერის პოზიციის დაკავება უნდა მოჰყვეს. გახსოვდეთ, რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უფრო სწრაფად შეძლებთ მიზნამდე მისვლას.
სიყვარული: 
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი თუ დაგითმეს, სიბერეზე წუწუნს ნუ მოჰყვებით. სავარაუდოდ, თავაზიანი ჟესტის მიზეზი თქვენი მომხიბვლელობა და გაცნობის სურვილია. სხვათა შორის, გაცნობის ეს ფორმა ძალიან ამართლებს.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ისეთ პრობლემები შეგექმნათ, როგორიცაა მომატებული ნერვიულობა, სწრაფი დაღლა და ძილის დარღვევა. თუ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.
კარიერა:
იყავით ცოტა უფრო მოქნილი, ისწავლეთ ლავირება და შეძლებთ კონკურენტების კლიენტები გადმოიბიროთ. თუნდაც საკუთარი პრინციპების ფასად, შესთავაზეთ პირობები, რომლებზეც უარის თქმა შეუძლებელია.
სიყვარული: 
ხვალ თქვენს რჩეულს ძალიან მოსწონს თქვენი გაბრაზება და პროვოცირება. თურმე ძალიან ბევრი შეგიძლიათ, თუ ვიღაც ამისკენ წაგაქეზებთ და გეტყვით, რომ ეს თქვენს ძალებს აღემატება. იქნებ, არ ღირს პროვოკაციაზე წამოგება?


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ, რომლის გადაჭრაც ექიმის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპეციალისტთან ვიზიტი დიდი ხნით არ გადადოთ.
ბიზნესი: 
ხვალ წინსვლა შეუძლებელი იქნება. პირიქით, უკან დაბრუნება მოგიწევთ, რომ ძველი შეცდომები გაასწოროთ. ძალიან ნუ იდარდებთ, პირიქით, გაიხარეთ, რომ გამოსავალი იპოვეთ.
სიყვარული:
კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როგორი პატარაა დედამიწა. ხვალ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ძველი და ახალი სიყვარული ერთმანეთს იცნობენ ან თქვენი პირველი სიყვარული თქვენს მეზობელ ოთახში მუშაობს. ამ მდგომარეობიდან სარგებელს ნახავთ თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ქალწულებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენ ხანს ატარებთ მონიტორთან ან ტელევიზორის ეკრანთან და ეს დრო გაანახევრეთ.
კარიერა:
იმისთვის, რომ მომხდარი ადეკვატურად შეაფასოთ, მეტისმეტად გადაღლილი ხართ. სწორედ ამიტომ, ბევრი პრობლემა იმაზე მნიშვნელოვანი გგონიათ, ვიდრე სინამდვილეშია. შესაძლოა, ახალი პრობლემებიც შექმნათ, ამიტომ აჯობებს, მთელი დღე ტელევიზორთან გაატაროთ.
სიყვარული: გახსოვთ, ბავშვობაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას როგორ აღნიშნავდით? რატომ არ უნდა გაიმეოროთ იგივე და იმავე შემადგენლობასთან ერთად? მეგობრებს შორის შესაძლებელია, ის ადამიანიც აღმოჩნდეს, ვინც ოდესღაც გიყვარდათ. ოჯახის წევრებს კი შეგიძლიათ, ამჟამინდელი სიყვარული გააცნოთ. კარგი და ნოსტალგიური განწყობის ტალღაზე შესაძლოა, იღბლიანი ნაცნობობა გამოვიდეს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ფრთხილად იყავით სპორტის ინტენსიური ვარჯიშის დროს - ძლიერმა დატვირთვამ შესაძლოა, კუნთების კრუნჩხვა გამოიწვიოს. ხვალ ნუ შეეცდებით მორიგი რეკორდის დამყარებას.
კარიერა:
თქვენი ემოციური აღმასვლა სამუშაოზე კარგად აისახება: ნებისმიერ საქმიანობას ბრწყინვალედ გაუმკლავდებით, თუმცა, გარკვეული საკითხები თქვენგან ყურადღების კონცენტრირებას მაინც მოითხოვს. შესაძლოა, მსგავსი სიტუაცია თქვენთვის უცხო არ არის, მაგრამ მთავარია, გაიხსენოთ, როგორ შეძელით ადრე რთული საკითხების მოგვარება.
სიყვარული:
თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მთავარია, გჯეროდეთ, რომ წინ ნათელი, ხანგრძლივი და ბედნიერი ერთობლივი ცხოვრება გელოდებათ. ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ხვალ თავში მოგივათ, საკმაოდ სწრაფად გარდაიქმნება რეალობად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სახლის დალაგების დროს. თუკი სარემონტო სამუშაოებს  ან რაიმე სახის წვრილმან შეკეთებას გეგმავთ, გახსოვდეთ, რომ ხვალ თქვენთვის საკმაოდ ტრავმული დღეა. შეეცადეთ, არ იჩქაროთ და უსაფრთხოების წესები გაითვალისწინეთ.
კარიერა: 
ხვალ შესაძლოა, გაგიჭირდეთ საკუთარი თავის დაჯერება იმაში, რომ სამუშაო ხშირად მგელია და მას დროებით გაქცევის დიდი შანსები აქვს. სწორედ ხვალ შეგიძლიათ, ის დროებით სასეირნოდ გაუშვათ, რათა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს და თქვენგან ცოტა  დაისვენოს.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი მეგობარია და თქვენ გარდა, მას კიდევ უამრავი მეგობარი ჰყავს. ვარსკვლავები გირჩევენ, შეუსწოროთ მას ბაფთა, გაუღიმოთ და შესთავაზოთ, რომ ყველამ ერთად მეგობრულად იცხოვროთ. ამგვარად თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაახლოვდებით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
გაკაჟების პროცედურების დასაწყებად ხვალინდელი დღე შესაფერისი ნამდვილად არ არის. თქვენს ორგანიზმს ახლა სითბო უფრო სჭირდება. ნებისმიერი სახის ცივი ზემოქმედება თქვენს სხეულზე უარყოფითად იმოქმედებს. 
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ თქვენთვის განკუთვნილი გეგმის შესაბამისად. თუკი ხვალისთვის მუშაობა დაგეგმეთ, მასზე უარის თქმა არ ღირს, იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვა ვარიანტები გაცილებით მიმზიდველად მოგეჩვენებათ. პირველი შთაბეჭდილება მაცდურია - საქმე არ დაიცდის.
სიყვარული:
მთელი დღის განმავლობაში თავს შეყვარებულად და შესაბამისად, ძალიან ბედნიერად იგრძნობთ. ამასთანავე, არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის სიყვარული გაგათბობთ, არამედ მეგობრების, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის. არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ გრძნობისთვის მადლობის გადახდა გულწრფელი და ბედნიერი ღიმილით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებმა იმუნიტეტის გაძლიერებას განსაკუთრებული  ყურადღება უნდა დაუთმონ, რადგან უახლოეს დღეებში რაიმე სახის ინფექციის შეძენის რისკი გაიზრდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ცემინება აწუხებთ.
კარიერა: ნუ იქნებით ჭირვეული - თუკი გეუბებიან, რომ საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ  საჭიროა და უნდა შეასრულოთ. ხვალ რომელიმე სამუშაოს თავიდან აცილება თქვენთვის ადვილი არ იქნება, ხოლო თუკი გამოგივათ - მოგვიანებით აუცილებლად ინანებთ.
სიყვარული: ხვალ, დიდი ალბათობით, თქვენზე გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანი შეგიყვარდებათ. შესაძლოა, სიყვარული მალევე გაგინელდეთ და მხოლოდ აღტაცების კვალი და უკეთესად ყოფნის სურვილი დაგიტოვოთ, ან იქნებ ყველაფერი ასე მარტივი არ იყოს და პირიქით, მისი დაკარგვა ძლიერ განიცადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ ნამდვილი ჩაი დალიოთ. სხვა ნებისმიერი ფიტოჩაი, რომელიც გაახალგაზრდავებას, ჯანმრთელობასა და მსგავს სიამოვნებას გპირდებათ, უმჯობესია, დაივიწყოთ, თუნდაც, ერთი დღით: ისინი თქვენს ორგანიზმს უფრო მეტ მავნებლობას მოუტანენ, ვიდრე სიკეთეს.
კარიერა: მზე ყოველთვის ანათებს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ღრუბლებში იმალება. ამიტომ, თუკი ახლა სამსახურში რამეს ვერ აგვარებთ, ამ მიზეზით გაბრაზება ნამდვილად არ ღირს. შავი ხაზი მალე დასრულდება, ხოლო თეთრი - თოვლივით ქათქათა აღმოჩნდება.
სიყვარული: თქვენი მჭევრმეტყველებით თავადვე გაოცდებით. ალბათ, აღარც გახსოვთ, ბოლოს როდის შეძელით საკუთარი აზრის ასე კარგად გამოხატვა. ასე რომ, ისარგებლეთ მომენტით. ხვალ სწორედ ის დღეა, როდესაც შეძლებთ, საყვარელ ადამიანს უთხრათ ის ყველაფერი, რის თქმასაც დიდი ხნის განმავლობაში აპირებდით. თქვენი რჩეული აუცილებლად გაგიგებთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: გახსოვდეთ, რომ რკინის ადამიანი არ ხართ. ზედმეტი მზრუნველობით საკუთარი თავის გადატვირთვა არ ღირს. ბევრი ტირილიც, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, რადგან შესაძლოა, დაჟანგდეთ.
კარიერა:
შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, რათა ერთ მშვენიერ მომენტში საღი აზრი არ დაგიზიანდეთ. გარდა ამისა, ავანტიურები კარგს ვერაფერს მოგიტანთ, პირიქით, შემდგომში ძალიან გაგირთულებთ ცხოვრებას.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი ნამდვილ დღესასწაულს მოგიწყობთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ამისთვის ღირსეულ მიზეზს ვერ გამონახავს. რა მნიშვნელობა აქვს, რას მიულოცავთ ერთმანეთს. მთავარია, ცხოვრება გიხაროდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?