14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს იოდით მდიდარი პროდუქტები გჭირდებათ, ამიტომ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ზღვის პროდუქტები. კარგი იქნება, თუ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობასაც შეამოწმებთ.
კარიერა: ნუ გაბრაზდებით შეფზე, თუნდაც არანაირი ბრალი გქონდეთ იმ შეცდომა, რომლის გამოც გაკრიტიკებთ. უბრალოდ, მშვიდად აუხენით ყველაფერი. სავარაუდოდ, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. 
სიყვარული: რატომღაც, საყვარელ ადამიანს თქვენზე მბრძანებლობის სურვილი გაუჩნდა, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს. გირჩევთ, ახლავე მიანიშნოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება არ გსიამოვნებთ, თორემ მიჩვეულის გადაჩვევა გაგიჭირდებათ. 


 


კურო
ჯანმრთელობა:  კუროების ექსტრავაგანტულობა შესაძლოა, სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. გრძელი ფეხების ან ღრმა დეკოლტეს დემონტრირების სურვილმა შესაძლოა, ბანალურ გაციებაზე სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
კარიერა: ბოლო დროს სამსახურში ზარმაცობთ და დაუსრულებელი საქმეები დაგიგროვდათ. ეს დღე სწორედ ასეთი საქმეების დამთავრებას უნდა დაუთმოთ. გირჩევთ, მუშაობას ახლავე შეუდგეთ, თორემ ორ-სამ დღეში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.
სიყვარული:
ამ დღეს თქვენს პირად ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდება, რაც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. ეს შემთხვევა სასიამოვნო იქნება  თუ უსიამოვნო, უცნობია, თუმცა გამორჩეული ნამდვილად იქნება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
კუჭის მდგომარეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ უსიამოვნო სიმპტომები გაწუხებთ და მათ მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით უმკლავდებით, სჯობს დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ.
კარიერა:
იმ ტყუპებისთვის, რომლებიც სტაბილური სამსახურის ძიებაში არიან, იღბლიანი დღეა. გულს ნუ გაიტეხთ, თუ აქამდე ყველა გასაუბრება უარით დასრულდა. ამ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნება. სავარაუდოდ, ხანგრძლივი ძიების პროცესი მალე გამოიღებს შედეგს.
სიყვარული: 
საკუთარ განცდებსა და გრძნობებში ხართ ჩაკეტილი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ გრძნობები თქვენს საყვარელ ადამიანსაც გააჩნია. მასაც აქვს საკუთარი თვალსაზრისი ამა თუ იმ პროცესის განვითარებაზე. კარგი იქნება, თუ ამ დღეს მასაც მოუსმენთ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:  ამ დღეს წამლის არჩევის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით, თუ წამალს ექიმის რეკომენდაციის გარეშე ყიდულობთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაპირებას არ უნდა ენდოთ და ყველაფერი არ უნდა დაიჯეროთ.
კარიერა:
როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოსმენა და მხარდაჭერა. ორ უკიდურესობას შორის (საითკენაც გიბიძგებენ) წონასწორობის დაცვას თუ ვერ შეძლებთ ან ამაში ვინმე არ დაგეხმარებათ, შესაძლოა, კარიერაც გაიფუჭოთ და ახლობელი ადამიანებიც გაანაწყენოთ.
სიყვარული:  
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო საღამო მოაწყოთ. ნურავის დაუძახებთ. ყველაზე თამამ ოცნებებთან მხოლოდ თქვენ და ის დარჩით და რეალობაში დაბრუნებას ნუ იჩქარებთ.




ლომი
ჯანმრთელობა:  
ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, მხნეობა და ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ. არ მისცეთ საკუთარ თავს მოწყენის და სევდიან მოგონებებში გადაშვების უფლება. ეს ხომ არც ისე ძნელია?
ბიზნესი: ეცადეთ, „პულსიდან ხელი არ აიღოთ“, რათა რეალური, საქმიანი წინადადება არ გამოგეპაროთ. იქნებ, იმაზე ცოტა მეტიც წაიმუშაოთ, ვიდრე გევალებათ? თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება და თქვენს შეფს დაეხმარება, თქვენი პროფესიული უნარების ახლებურად შეაფასოს. 
სიყვარული: ერთმანეთისთვის უფრო ახლობლები რომ გახდეთ, აუცილებელია, ვინმეზე ერთობლივად იზრუნოთ. ბავშვი იქნება, კნუტი თუ კაქტუსი, სულ ერთია. ერთობლივი მზრუნველობა უფრო დაგაახლოვებთ. სხვათა შორის, ეს დღე აღნიშნული ობიექტის შესაძენად ზედმიწევნით შესაფერისია. 


 


ქალწული
ჯანმრთელობა:  
მეტი ყურადღება მიაქციეთ ყელს. ჩაიცვით სვიტერი, შემოიხვიეთ შარფი და აიწიეთ საყელო, რადგან ამ დღეს შეიძლება პატარა ნიავმაც კი ყელის პრობლემები მოგიტანოთ.
კარიერა: სამსახურში აქტიურობის კლება შეინიშნება. თქვენი იდეებით სავსე, დაუცხრომელი შეფი რამდენადმე პასიურობს, რაც საშუალებას გაძლევთ, თავადაც „დააგდოთ ტემპი“ და თავისუფალი დროის უკეთ გასატარებლად, ღონისძიებები დაგეგმოთ.
სიყვარული: გირჩევთ, ამ დღეს საყვარელი ადამიანის მიხვედრილობისა და გონებამახვილობის იმედად არ იყოთ, რადან შესაძლოა, მწარედ იმედგაცრუებული დარჩეთ. უბრალოდ, დატკბით იმით, რაც უკვე გაქვთ და მეტის მოლოდინი ნუ გექნებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ნუ მიაქცევთ ყურადღებას ორპირ ქარს, გამვლელების ხველას და ახლობელი ადამიანების გაციებას. რაც უფრო მეტად შეგიპყრობთ დაავადების შიში, მით უფრო დიდი ალბათობით გახდებით ავად. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ უვნებელი ხართ.
კარიერა:
ამ დღეს არცთუ ისე ბევრი სამუშაო გელოდებათ, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენებათ, მაგრამ მის შესრულებას დიდ დროს დაუთმობთ. ყურადღებას ბევრი უმნიშვნელო წვრილმანი გაგიფანტავთ გადაიტანთ, რაც უდავოდ, გაგაღიზიანებთ. აიყვანეთ თავი ხელში.
სიყვარული: თქვენი ინტერესის ობიექტის ქცევები ან ძალიან გესიამოვნებათ, ან პირიქით - მისი მოქმედებები ბევრ ეჭვს გაგიჩენთ, შედეგად კი უამრავ ყალბ დასკვნას გამოიტანთ, თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამიტომ, მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის და ნუ იაზროვნებთ ცინიკურად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისგან და ნებისმიერი სხვა ცხელი ან ადვილად აალებადი ნივთებისგან. შესაძლოა, ძლიერი დამწვრობა მიიღოთ.
კარიერა:
ვარსკვალვები უახლოეს დღეებში ხელფასის მომატებას გიწინასწარმეტყველებენ, ამიტომ, არც კი იფიქროთ მოუდნება, პირიქით, მოუმატეთ ტემპს და კიდევ უფრო გააოცეთ ხელმძღვანელი დაკისრებული მოვალეობების ზუსტი და უზადო შესრულებით.
სიყვარული:
შეეცადეთ, მთელი დღე საყვარელი ადამიანისგან მოშორებით გაატაროთ. მიეცით შესაძლებლობა როგორც საკუთარ თავს, ასევე მას, ერთმანეთისგან დაისვენოთ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები და ნათელი ემოციები, რათა შემდგომ, საღამოობით, სასაუბრო თემა გაგიჩნდეთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები სიმშვიდისკენ და ორგანიზმის დასვენებისკენ მოგიწოდებენ. ეს არამხოლოდ ძალების აღდგენაში, არამედ ენერგიის მნიშვნელოვნად მომატებაში დაგეხმარებათ.
კარიერა:
ხვალ, სერიოზული საუბრების დაგეგმვა არ ღირს. უმჯობესია, ყველაფერი კარგად მოიფიქროთ, მაგრამ დისკუსია ჯერ არ გამართოთ - აუცილებლად დაიბნევით და შედეგად კარგს ვერაფერს მიიღებთ.
სიყვარული:
მეოჯახე მშვილდოსნებს შესაძლოა, გვერდით გაექცეთ თვალი - ვიღაც აუცილებლად შეეცდება, გაგეპრანჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დააიგნოროთ თქვენდამი ინტერესის ეს ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, რის დამალვასაც შეეცდებით, სულ მალე აშკარა გახდება, რაც თქვენს ოჯახურ ურთიერთობას დიდ საფრთხეს შეუქმნის. 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: თხის რქებს, შესაძლოა, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები
ინფექცია შეეყაროთ. ამიტომ, იყავით განსაკუთრებით ფრთხილი. იქნებ, სახლიდან გასვლის წინ ნიორი მიირთვათ? 
კარიერა: ხვალ კატეგორიულად გეკრძალებათ უკმეხად საუბარი, იმ შემთხვევაშიც, თუკი ხუმრობას გადაწყვეტთ. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ კოლეგებთან ურთიერთობის დროს. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეეცდება, ზოგიერთი ჩვევა შეცვალოს და ურთიერთობაში სიახლე და განსაკუთრებულობა შეიტანოს, თუმცა, თქვენ კონსერვატიული ადამიანი აღმოჩნდებით და ახალ ტალღაზე გადასვლა გაგიჭირდებათ.  


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებს ფეხების შეშუპება შეგაწუხებთ, ამიტომ, შეეცადეთ ნაკლები სითხე მიიღოთ, ხოლო თუკი შორ გზაზე გამგზავრება დაგეგმეთ, კომფორტულ და მოსახერხებელ ფეხსაცმელზე იზრუნოთ.
კარიერა: ხვალ თქვენი ბრწყინვალე და განუმეორებელი იუმორის გრძნობათქვენს მუშაობას განსაკუთრებულ ეფექტს შეჰმატებს. ასე რომ, განაახლეთ თქვენი ხუმრობების არსენალი.
სიყვარული: მეგობარი ძალიან დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დალაგებაში. თანაც, ამას უანგაროდ გააკეთებს და შექმნილი სიტუაციიდან საკუთარი თავისთვის სარგებელის მიღებას არ დაელოდება. შეგიძლიათ იამაყოთ: მეგობრებში ყველას არ უმართლებს!


 


თევზები
ჯანმრთელობა: არასაკმარისი აქტივობა ყველაზე ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმთელობაზე. შეეცადეთ, ფეხით გაიაროთ თუნდაც რამდენიმე კილომეტრი და უფრო მეტი დრო დაჰყოთ სუფთა ჰაერზე.
კარიერა: ოფისის გარეთ ნუ ისაუბრებთ თქვენი სამუშაოს შესახებ, ეს ამბები სხვებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანის ღირსეული ალტერნატივა გამოგიჩნდებათ. არ არის აუცილებელი, ეს სხვა ადამიანი იყოს. შესაძლოა, რომელიმე სატელევიზიო გადაცემამ, სამუშაობ, ახალმა ჰობიმ ან სატელეფონო საუბარმა გაგიტაცოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს მეორე ნახევარს სერიოზული ეჭვიანობის მიზეზი გაუჩნდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?