15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მეტი ყურადღება მიაქციეთ კუნთებს, რომლებსაც დატვირთვა აკლია. კარგი იქნება, თუ ლიფტზე უარს იტყვით და კიბეებზე ფეხით იმოძრავებთ.
კარიერა: ხვალ თავისუფალი დრო თითქმის არ გექნებათ. როგორც კი შესვენებას დააპირებთ, მაშინვე ახალი საქმე გამოგიჩნდებათ. ეცადეთ, რომ ასეთი დაძაბული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდეს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს უჭირს, გაიგოს, რატომ ახმართ ამდენ ძალასა და ენერგიას მასთან ურთიერთობას. ეჩვენება, რომ ასეთი თავგანწირვა საჭირო არ არის და ნაკლები დანახარჯებითაც შეიძლება ფონს გასვლა. შესაძლოა, ასეცაა. მთავარია, რომ ამან ის კარგი არ დააზარალოს, რაც თქვენს შორის ჩამოყალიბდა.




კურო

ჯანმრთელობა: ამჟამად თქვენთვის ეფექტური იქნება ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა. გაითვალისწინეთ, რომ ახლა დაწყებული მკურნალობა გაცილებით მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე სხვა დროს.
კარიერა:
ვიღაცამ გადაწყვიტა, გასწავლოთ, როგორ უნდა იმუშაოთ. სად და რაც მთავარია, რა მიზნით იმოქმედოთ და ა.შ. თუ თქვენთვის ასეთი რჩევები ფასეულია, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინეთ  და მისი მცდელობა, რაღაც კარგი გასწავლოთ, წაახალისეთ. თუ არა - ნუ მოგერიდებათ, რჩევისთვის მადლობა გადაუხადოთ და საუბარი შეაწყვეტინოთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად, სპორტით დაკავდეთ: ირბინეთ ერთად ქალაქის ქუჩებში ან სპორტულ დარბაზში ივარჯიშეთ. როცა ვარჯიშით დაღლილები, ფინჯანი ყავის დასალევად განმარტოვდებით, ისეთ სიახლოვეს იგრძნობთ, როგორიც მანამდე არასოდეს გქონიათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ნუ ცდილობთ, ცხოვრების ყველა სიკეთე ერთბაშად მოიპოვოთ, თორემ ძალები არ გეყოფათ და გამოიფიტებით, რასაც შესაძლოა, ბევრი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვეს. მეტი თავშეკავება გმართებთ.
კარიერა:
სანამ თქვენი ფირმის მომავალთან დაკავშირებულ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, არ დაგავიწყდეთ, კომპიუტერის თამაშებში პასეანსი მოძებნოთ და ცოტა ხანი ითამაშოთ. ეს დამშვიდებაში და თქვენი გადაწყვეტილების ყველა დეტალის გააზრებაში დაგეხმარებათ.
სიყვარული:
ამ დღეს თქვენს რჩეულს  თქვენ მიერ ნათქვამი რომელიღაც ფრაზა ან მოქმედება არ მოეწონება, რაც მყისიერ ჩხუბსა და გაუგებრობას გამოიწვევს. ინიციატორი რა თქმა უნდა, ის იქნება. ძალიან რომ არ დაზარალდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ.    




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და შესანიშნავ განწყობაზე ხართ, თუმცა ხანდახან დასვენებაც აუცილებელია. გირჩევთ, საღამოსთვის რაიმე საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ, რომ საკუთარ თავს მოდუნებისა და განტვირთვის საშუალება მისცეთ.
კარიერა:
თუ შეფმა საქმიან მივლინებაში გამგზავრება შემოგთავაზათ, დაუფიქრებლად დასთანხმდით, რადგან ხვალ ნებისმიერი მივლინება წარმატებული იქნება და შესანიშნავ შემოსავალს მოგიტანთ. სულ ახლახან, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილი იყავით. ამიერიდან საქმე გაუმჯობესებისკენ წავა.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი ერთნაირად ეჭვიანობს თქვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ეცადეთ, მისი შიშების უსაფუძვლობაში დაარწმუნოთ, თორემ მისი დაკითხვების, ეჭვებისა და პრეტენზიების წყალობით, ყველაზე ძვირფასს - სიმშვიდეს დაკარგავთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
შიმშილობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომლითაც გეგმავთ. ეცადეთ, ორგანიზმი უკიდურესობამდე არ დაასუსტოთ. გახსოვდეთ, ის სიცოცხლისთვის იბრძვის და მეტისმეტად ნუ გაუძალიანდებით.
ბიზნესი: ხვალ სამსახურებრივ საკითხებზე მეტისმეტად ბევრი ფიქრი არ ღირს. სამუშაო თქვენი სურვილებისა თუ მცდელობისგან დამოუკიდებლად, თავისი სვლით მიედინება. უბრალოდ, თვალი ადევნეთ, რომ ბოლომდე თვითდინებაზე არ გადაერთოს..
სიყვარული: 
ხვალ იმდენად მეგობრული და მომხიბვლელი იქნებით, რომ სხვადასხვა ტიპის, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი მაგნიტივით მიიზიდავთ. კარგად დააკვირდით. შესაძლოა, მათ შორის ისიც აღმოაჩინოთ, ვისაც ამდენი ხანია უშედეგოდ ეძებთ. რა იცით, რა ხდება?




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ ნათელი გონება ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ამიტომ, ნერვიულობას მოერიდეთ, რომ წნევამ არ აგიწიოთ. ეცადეთ, მცირე უსიამოვნებებს ფილოსოფიურად მიუდგეთ. ეს მხოლოდ ცხოვრების წვრილმანებია.
კარიერა: სამომავლო გეგმების შედგენისთვის შესაფერისი დროა. ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც თქვენ გსურდათ და სამსახურის ურთულესი რიტმი თქვენი ცხოვრების რიტმს შეუსაბამოთ. რაც ყველაზე მთავარია, ამიერიდან არავისზე დამოკიდებული აღარ იქნებით.
სიყვარული: ხვალ წამითაც არ გტოვებთ ფრენის განცდა. ამაში პარაშუტიდან ხტომა, თვითმფრინავით ან ვერტმფრენით ფრენა ან უბრალოდ საქანელებზე ქანაობა დაგეხმარებათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად ორივემ ერთად, ხელჩაკიდებულებმა უნდა „იფრინოთ“ ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის სიყვარულის „მეცხრე ცაზე“.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ ბევრი სითხის მიღებას, განსაკუთრებით ღამით. შესაძლოა, შეშუპება გაჩნდეს, რომელიც არა მხოლოდ დააუშნოებს თქვენს სახეს, არამედ საკმაოდ ბევრ უსიამოვნო კორექტივს შეიტანს თქვენს გარეგნობაში.
კარიერა:
ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას წვრილმან დეტალებს. ისინი აბსოლუტურად უმნიშვნელო იქნება და არც თქვენ დაგაინტერესებთ და არც იმ ადამიანს, რომელსაც შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ჩააბარებთ. თქვენთვის მთავარია - ფორმალურად შეასრულოთ გეგმა, ხოლო მის გაუმჯობესებასა და კორექტირებას მოგვიანებით შეუდგებით.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი თქვენში სიბრაზესა და გაღიზიანებას გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს თუ არ გააკეთებს ის. ნეგატივი აბსოლუტურად ავტონომიური გრძნობა იქნება, რომელიც, ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოხატოთ ან მხოლოდ ფურცელზე გადაიტანოთ - არავითარ შემთხვევაში თქვენს მეორე ნახევარზე!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: სამუშაოს შესრულების პერიოდში არ დაგავიწყდეთ დრო და დრო ვარჯიშების გაკეთება. გაავარჯიშეთ კისრის კუნთები, მოადუნეთ თვალები, გაიარეთ მანძილი კომპიუტერიდან კომპიუტერამდე. ერთ ადგილზე დიდხანს ნუ დაჯდებით.
კარიერა: ხვალინდელი დღე ურთიერთობების დასამყარებლად შესანიშნავია. თუკი კამათსა და დაპირისპირებას დაივიწყებთ, სამსახურში კვლავ ღირსეულად შეგაფასებენ. მაგრამ შეეცადეთ, ამ სიტუაციიდან გაკვეთილი ისწავლოთ: შესაძლოა, მეორედ ყველაფერი ასე ადვილად ვერ დაივიწყოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომელიმე ინტელექტუალური თამაშით დაკავდეთ. მაგალითად, დამკით, ჭადრაკით ან პრეფერანსით. ამ შემთხვევაში მთავარია არა მოგება, არამედ  მონაწილეობა: არ გჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ჭკვიანი ხართ. უბრალოდ, გაუსვით ხაზი  თქვენს ერთობასა და ჩანაფიქრებს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
არ გამორიცხოთ ცხიმები რაციონიდან. ხვალ ისინი არ გავნებენ, პირიქით, თქვენი ორგანიზმისთვის მათი მიღება საკმაოდ სასარგებლო და აუცილებელიც კი იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საუზმე, სადილი და ვახშამი მხოლოდ ლორისგან უნდა შედგებოდეს.
კარიერა:
დირექტორთან გულწრფელი და სერიოზული საუბარი, ცოტა არ იყოს, გაშინებთ და ამისთვის მზად არ ხართ, თუმცა, ამგვარი შიშის მიზეზს ვარსკვლავები ვერ ამჩნევენ. შეეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ, დავალებული გეგმა მაინც შეასრულოთ.
სიყვარული:
ხვალ შეიტყობთ, რომ ვიღაც თქვენზე სამომავლო გეგმებს აწყობდა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თანაც იმდენად შორეულს, რომ ჰორიზონტამდე მისვლა ან ატლანტიდამდე გაცურვა გაცილებით ადვილია. სრულიად შესაძლებელია (თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს გჭირდებათ), ყველაფერი იდეალურად გამოვიდეს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ ყოველმხრივ შესანიშნავი დღე გელოდებათ, ამიტომ არანაირი სერიოზული საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას არ ემუქრება. უბრალოდ, გახსოვდეთ ჯანსაღი კვების ელემენტარული წესების შესახებ.
კარიერა: 
ხვალ ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ისინი, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს და უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი კოლეგები და თანამშრომლებიც. იქნებ დამშვიდდეთ, დაისვენოთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი იშვიათ ფეთქებადობას გამოხატავს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მას ზედმეტად არ შეეწინააღმდეგოთ, მით უმეტეს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნება. იქნებ შეძლოთ, თუნდაც ერთი დღით შეეგუოთ მის ახირებებს და დაინახავთ, რომ თქვენ შორის პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კვების პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია ისეთი ელემენტებით, როგორიცაა თუთია და მაგნიუმი, რადგან თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით საჭიროებს მათ მიღებას. ამიტომ ხვალ მაქსიმალური რაოდენობით მიიღეთ ზღვის პროდუქტები.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებით რთული დღე იქნება მათთვის, ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს და, ასევე, მათთვის, ვინც კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის დაკავებული. მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენა მოგიწევთ იმისთვის, რომ სიტუაცია, რომელიც ყოველ წუთს უფრო და უფრო დამძიმდება, როგორმე დაასტაბილუროთ.
სიყვარული: თქვენს სულიერ იარებს საყვარელი ადამიანი სიყვარულის ელექსირით და ხუმრობების აბებით უმკურნალებს. მსგავსი ქმედება საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად დაგეხმარებათ, ხოლო თუკი არა - მოგიწევთ უკიდურესი ზომების მიღება - მკურნალობა მარტოობაში.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებისთვის სასარგებლო იქნება ტერფების მასაჟი: ეს დაგეხმარებათ, მალე დაიბრუნოთ ხალისი და ასევე, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი დაარეგულიროთ. ასევე, ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბასრი საგნების მიმართ.
კარიერა:
უმჯობესია, დროებით დაივიწყოთ ლიდერობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - გამოცდილი შეფის ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშაოთ და მოაწესრიგოთ ის საქმეები, რომლებიც აქამდე თქვენთვის მიუწვდომელი იყო.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის ძირითადი ღირსება თქვენთვის საიმედოობა იქნება. თუკი მსგავსი თვისება მას არ ახასიათებს, სასწრაფოდ დაფიქრდით, ღირს თუ არა თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან მძიმე წუთებში მისგან მხარდაჭერის მიღება, უბრალოდ, გამორიცხულია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?