16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ისწავლეთ ემოციების კონტროლი: შესაძლოა, ხვალ სამსახურში უამრავი პრობლემა დაგატყდებათ თავს. შესაბამისად, საღამოს ცუდი განწყობა და თავის ტკივილი გარანტირებული გაქვთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და დასაძინებლად ადრე დაწექით.
კარიერა: მთელი დღე კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ. გაითვალისწინეთ, რომ, ამ მხრივ, განსაკუთრებული წარმატება ელით ვერძებს, რომლებიც იურისპრუდენციის, განათლების, ტურისტული ბიზნესისა და უძრავი ქონების ვაჭრობით არიან დაკავებული. დანარჩენებს ცოტა მეტი ძალისხმევა მოუწევთ, რომ სასურველს მიაღწიონ. მაშინ თქვენს ქუჩაზეც დადგება გაზაფხული.
სიყვარული: ხვალ სამუშაო იმდენად გიშლით ხელს პირად ცხოვრებაში, რომ თქვენს რჩეულს ვერ გაურკვევია, თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია. ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ ის თქვენთვის ყველაზე და ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია და სამსახურებრივი საქმეები რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ.




კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებს განსაკუთრებული აღმაფრენა და ნათელი აზრები ეწვევათ. ეცადეთ, ყველა იდეა, რაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება, ქაღალდზე ჩამოწეროთ და ხვალ ახალი თვალით შეხედოთ. შესაძლოა, იმდენად გენიალური აღარ გეჩვენოთ, როგორც ახლა.
კარიერა: კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მოთმინების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, თავი ხელში უნდა აიყვანოთ, თორემ ხელმძღვანელობის თვალში სკანდალისტად და კოლექტივში კონფლიქტის გამჩაღებლად გამოჩნდებით.
სიყვარული: თუ სახლში „შემთხვევით“, ნილოსის ნიანგი ან ძალიან საყვარელი ორმეტრიანი გველი გყავთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სხვათა შორის, თქვენგან ბავშვებიც იგივეს ითხოვენ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეცადეთ, ნაკლები ყავა და შავი ჩაი მიირთვათ, რადგან შესაძლოა, გარკვეული სახის პრობლემები შეგექმნათ. გირჩევთ, ხვალ უპირატესობა უბრალო წყალს ან მწვანე ჩაის მიანიჭოთ.
კარიერა:
დღის დასაწყისი ადამიანურ ურთიერთობებში ჩახლართულ პრობლემებს გპირდებათ. ეცადეთ, ინტრიგაში არ გაეხვეთ - ამით სარგებელს ვერ მიიღებთ, ხოლო თავის ტკივილი და მსგავსი უსიამოვნებები გარანტირებული გექნებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენი რჩეული თითქოს შემთხვევით იტყვის ფრაზას, რომელიც გარკვეულწილად ახსნის თქვენი ცხოვრების არსს და მასში არსებული პრობლემების უმეტესობას. ზედმეტი გამოკითხვა და განმარტებების თხოვნა საჭირო არ არის, რადგან მაინც ვერ მოახერხებს. უბრალოდ, ნათქვამი დაიმახსოვრეთ, რომ თავისუფალ დროს ამაზე მეტი იფიქროთ. 



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: სავარაუდოდ, თმებთან დაკავშირებული პრობლემა გექნებათ. თქვენი მშვენიერი თმა მეტ ყურადღებას მოითხოვს. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მისი გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, წარმატებით დასრულდება, თუმცა შეღებვას მაინც არ გირჩევთ.
კარიერა:
შეგახსენებთ, რომ ახლოვდება რომელიღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ნამდვილად ვერ ეხამება ჰარმონიულად თქვენს საქმიანობას, ამიტომ ხვალინდელი დღე დაუსრულებელი საქმეების ბოლომდე მიყვანას უნდა დაუთმოთ. გაითვალისწინეთ, რომ მალე ამისთვის ვეღარ მოიცლით.
სიყვარული:
თქვენს რჩეულს უჭირს საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ მისი ყველა ქმედება სწორია და თქვენს ერთობლივ, ბედნიერ მომავალს უზრუნველყოფს. თუ ბოლომდე დარწმუნებული ხართ, რომ არაფერში ცდება, შეგიძლიათ, ამის შესახებ პატიოსნად უთხრათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ხვალ არტერიული წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით შეარჩიოთ მკურნალობის მეთოდი. ეცადეთ, პრობლემა მედიკამენტების გარეშე მოაგვაროთ.
ბიზნესი:
კარიერული წინსვლისთვის წარუმატებელი დღეა. ამიტომ ეცადეთ, ხვალ საკუთარი ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის არაფერი მოიმოქმედოთ, თორემ უკუშედეგს მიიღებთ.
სიყვარული: 
ხვალინდელ დღეზე მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებდით და თუ არ გაგიმართლათ (რაც გამორიცხული არ არის), დიდი იმედგაცრუება გელით. საბედნიეროდ, გვერდით ახლობელი ადამიანი გყავთ, რომელიც ყველაფერს გაიგებს და განუგეშებთ. თუმცა, მაინცდამაინც, ამის იმედიც ნუ გექნებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ მოიწყენთ და ნუ გაეხვევით სევდის ღრუბლებში. ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, იუმორითა და ოპტიმიზმით მიიღეთ. სხვა გზა მაინც არ დაგრჩენიათ.
კარიერა: ხვალ სამსახურებრივი საქმეებისგან განტვირთვის საშუალება გექნებათ, რადგან ყველაფერს სწრაფად და უპრობლემოდ მოაგვარებთ. მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი ბედნიერი იერით კოლეგებში შური და ბოღმა არ აღძრათ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო ფილმების ყურებაში გაატაროთ. სულ ერთია, რა ხარისხის ფილმები იქნება, მთავარია, ერთად უყუროთ და განიცადოთ. ერთად იცინებთ თუ ცრემლებს დაღვრით, ფილმის სიუჟეტზეა დამოკიდებული.




სასწორი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, საღამოს საათებში ბევრი სითხე არ მიიღოთ, რადგან ამ მიზეზით შესაძლოა, შეშუპების პროვოცირება წარმოიქმნას. ასევე, სათანადო ყურადღება დაუთმეთ თირკმელების მდგომარეობას.
კარიერა:
სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს დაწინაურებას აპირებს, მაგრამ ახლა თქვენს წინაშე დგას საკითხი, ვის გაუწევთ რეკომენდაციას იმ ადგილზე, რომელიც თქვენ გაათავისუფლეთ. კანდიდატების ძიებამ შესაძლოა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ - ეს წინასწარ გაითვალისწინეთ.
სიყვარული:
თქვენმა მეორე ნახევარმა იმდენად შეგაწუხათ თავისი კაპრიზებით, შენიშვნებითა და რჩევებით, რომ მისი მოსაზრების გათვალისწინება გაშინებთ კიდეც. იყავით უფრო თამამი! ბოლოს და ბოლოს, თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია, ხოლო თქვენი საყვარელი ადამიანი - ცხოვრების ნაწილი. თქვენი აზრი ყველაზე სწორია!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ნუ დალევთ ყველაფერს, რაც კი ხელში მოგხვდებათ. გაუგებარი წარმოების სითხის მიღებით, ორგანიზმს სერიოზულ ზიანს მიაყენებთ. გაცილებით მარტივი არ არის ერთი ბოთლი წყალი შეიძინოთ?
კარიერა:
თუკი სარისკო ოპერაციებისა და რთული მოლაპარაკებების წარმართვის სურვილი გაგიჩნდებათ, იყავით ფრთხილად და ყურადღებით, შესაძლოა, საბოლოოდ უსიამოვნო და გაუთვალისწინებელი შედეგები მიიღოთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად მოკრძალებული იყოთ საკუთარი ძალისხმევის შეფასების დროს. წინასწარ დაიზღვიეთ თავი და „უკან დახევის“ ყველანაირი საშუალება მოიფიქრეთ.
სიყვარული:
თუკი ხვალ მეორე ნახევარზე გამარჯვების შეგრძნება დაგეუფლებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც იქნა, მოახერხეთ მისი დარწმუნება და თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა, გამარჯვების აღნიშვნას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, მხოლოდ თქვენი სურვილია, მომხდარი თქვენს სასარგებლოდ შეაფასოთ, რეალურად კი, საქმე გაცილებით რთულად და საინტერესოდაა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია ახალი ჯანსაღი ჩვევების ფორმირებისთვის, როგორც კვებაში, ასევე, ზოგადად, ცხოვრების წესში. გამოიჩინეთ ძალისხმევა, რადგან, თუკი მოინდომებთ, აბსოლუტურად ყველაფერს გაუმკლავდებით.
კარიერა:
საქმიანობაში მოჩვენებით სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თავისთავად მიუშვათ. იქნებ ეს სიმშვიდე ქარიშხლის მოახლოებაზე მიგანიშნებთ? როგორც არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან ინიციატივა. სიტუაციის რეგულირების უნარი დაგეხმარებათ სიმაღლის შენარჩუნებაში, რაც არ უნდა რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.
სიყვარული:
ძალიან გსურთ საბოლოოდ თქვათ ის, რაც აქამდე დაგიგროვდათ, მაგრამ, როდესაც საყვარელი ადამიანის ბავშვურ და უდანაშაულო თვალებს უცქერთ, ხვდებით, რომ ენა არ გიბრუნდებათ იმ უამრავი საშინელების სათქმელად, რაც წინასწარ მოამზადეთ. ნუ უყურებთ მას თვალებში - იქნებ მოახერხოთ მისთვის ყველაფრის თქმა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქების ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება ცხიმოვანი მჟავები, რაც გულისა და სისხლძარღვების გამაგრებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ასე რომ, სადილზე აუცილებლად მიირთვით თევზი.
კარიერა:
ნუ ეცდებით დღის პირველ ნახევარში მოდუნებული ქმედებების კომპენსირებას დღის მეორე ნახევარში აქტიური საქმიანობით, როდესაც შესრულებული სამუშაოს შესახებ სასწრაფო ანგარიში უნდა წარადგინოთ. შეიმუშავეთ ისეთი გეგმა, რომ უფრო მრავალფეროვანი სამუშაო დღეები გქონდეთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ვერ გაიგებს, რა გემართებათ. მას მუდმივად მოეჩვენება, რომ თქვენ სპეციალურად იგონებთ პრობლემებს მის გასაბრაზებლად. ამიტომ, თუკი შეგიძლიათ, შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, თუნდაც ერთი დღით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ უძილობა შეგაწუხებთ, შესაძლოა, ამის მიზეზი გადაჭარბებული ემოციური დატვირთვა იყოს, რომელსაც ბოლო დროს განიცდით. თუკი ამ პრობლემასთან გამკლავება დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ, მიმართეთ ფსიქოლოგს. თუკი მოსაბეზრებელი და მოსაწყენი ფსიქოლოგი შეგხვდებათ, სავარძელშივე ჩაგეძინებათ.
კარიერა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხასიათს: ძალიან მკვეთრი გადასვლები მოწყენილობიდან სიხარულისკენ ხვალ ცუდ შედეგს მოგიტანთ, რადგან თქვენთვის უცნობია, როგორ შეაფასებს ამგვარ ქმედებას თქვენი ხელმძღვანელი.
სიყვარული: თქვენი წყვილის ყველას შურს. ყველას სურს, რომ დაგემსგავსოთ და მხოლოდ თქვენ იცით, რომ შესაშური, სინამდვილეში არაფერი გაქვთ. თუკი თქვენი წყვილის ცრუ აღფრთოვანება უხერხულობას გიქმნით, შეეცადეთ, ეს ინფორმაცია როგორმე მიიტანოთ საზოგადოებამდე ან დატკბით ამ აღფრთოვანებით, შეეცადეთ, დაიჯეროთ, რომ ყველაფერი იდეალურად გაქვთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები არ გირჩევენ ბევრი კანფეტის ჭამას - განსაკუთრებით შოკოლადის. ტკბილეული ვერ დაგანაყრებთ, სამაგიეროდ ორგანიზმს შაქრით გადატვირთავს და წნევაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
კარიერა:
ხვალ უამრავი საქმე და პრობლემა დაგაცხრებათ თავს, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას და იმ სფეროს შეეხება, რითიც თავისუფალ დროს ხართ დაკავებული. ეს კი, ბუნებრივია, თქვენი საქმიანი მოვალეობების შესრულებაში ხელს შეგიშლით. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ პირადმა ცხოვრებამ და სამუშაო საქმიანობამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენი დიდი ხნით გაშვება არ მოუნდება. პირიქით, მისი ოცნებაა, დარჩეს თქვენთან სამუდამოდ ან დროის მაქსიმალური პერიოდით. შეეცადეთ, შეასრულოთ მისი ოცნება ან თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგათ თქვენი რჩეულის ოცნების ასახდენად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?