20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: 
ხვალ სპორტულ აქტივობებში ზომიერების გამოჩენა გმართებთ. ზღვარგადასულმა დატვირთვამ შესაძლოა, კუნთები დაგიზიანოთ.
კარიერა:
როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს შეთავაზება, საქმე მხოლოდ იმ ადამიანებთან დაიჭირეთ, რომლებსაც ენდობით. თქვენი ამჟამინდელი პარტნიორული ურთიერთობები ჯერ არ ამოწურულა. ახალი კი, სავარაუდოდ, არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ. დიდი ალბათობით, ეს უბრალო ტრიუკია.
სიყვარული:
ყველაფერი ახალი და გაუგებარი გაშინებთ, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში ან საყვარელი ადამიანის თავს ხდება. არადა, ასეთი უამრავი მოვლენა გელით. გირჩევთ, შიშისგან ნებისმიერი მეთოდით განთავისუფლდეთ.




კურო

ჯანმრთელობა: დაფიქრდით, კონკრეტულად რა არ მოგწონთ საკუთარ ფიგურაში და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. რაღაცის დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა.
კარიერა:
თავდაჯერებულობა გაკლიათ და საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ. ეცადეთ, სიტუაცია სწორად შეაფასოთ და მიხვდებით, რამ გამოგიყვანათ წყობიდან. ეცადეთ, მოერიდოთ სიტუაციებს, რომლებიც ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. ხვალ მსგავსი თვისებების გამოვლენა ძალიან გაგიჭირდებათ.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი რჩეული რამდენადმე აპათიურია და მომხდარზე არ რეაგირებს. სავარაუდოდ, ამაში დამნაშავე თქვენ არ ხართ, თუმცა დეტალების დაზუსტება მაინც ღირს: იქნებ რაღაც წვლილი მაინც მიგიძღვით? ეცადეთ, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე გაარკვიოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენი თირკმელების მუშაობას. ეცადეთ, არ გაცივდეთ და სასმელებში უპირატესობა მწვანე ჩაის მიანიჭოთ.
კარიერა:
დიდხანს არ მოგიწევთ შეფის დარწმუნება იმაში, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე განდოთ. ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ახალ ვალდებულებებს წარმატებით გაუმკლავდებით. სხვა შემთხვევაში, ინიციატივის გამოჩენას არ გირჩევთ.
სიყვარული: 
ხვალ ოჯახურ ფრონტზე მოულოდნელი მანევრების განხორციელებასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას გირჩევთ. მაგალითად, სცადეთ, ყველას ყველაფერში დაეთანხმოთ. წარმოგიდგენიათ, როგორ გაუკვირდებათ?




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით, აქტიური ქმედებების დაწყებას თუ გეგმავთ, ეს დღე ყველაზე შესაფერისია: ტონუსში ხართ, მშვენივრად გამოიყურებით და პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. ასე რომ, შეგიძლიათ, საქმეს შეუდგეთ.
კარიერა:
ის დროა, ყველას დაუმტკიცოთ, რომ სურვილის შემთხვევაში, „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ. შესანიშნავი შანსი გაქვთ, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ და ყველა დაარწმუნოთ, რომ საკუთარ თავს საუკეთესო და ნიჭიერ ადამიანად ტყუილად არ მიიჩნევთ.
სიყვარული: თუნდაც საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიცოცხლით დატკბეთ და ცხოვრების ყოველი წუთი გაიხალისოთ. გახსოვდეთ,  თქვენს რჩეულს არ გაუხარდება, თუ მისი არყოფნის დროს მოწყენილი ივლით. ჰოდა, არ აწყენინოთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, ორგანიზმის გაწმენდა არ გაწყენდათ. თავიდან გარეგანი გასუფთავებით დაიწყეთ,რადგან სუფთა თავში ნათელი აზრები იბადება, შემდეგ კი შეიძლება დიეტაზეც იფიქროთ.
ბიზნესი: გიჭირთ, ვიღაც დაარწმუნოთ, რომ მისი მხრიდან თქვენი დახმარების მცდელობა ხელის შეშლას უთანაბრდება. თუ ეს არ გჭირდებათ, ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდან აიცილოთ, თორემ შედეგები სამწუხარო იქნება.
სიყვარული:
ასჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით. თქვენმა ნათქვამმა შესაძლოა, საყვარელი ადამიანი ძალიან გაანაწყენოს, ენას კბილი დააჭირეთ, თორემ თქვენს ნათქვამს შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. უკეთესი იქნება, თუ ხვალ ჟესტების ენაზე „იმეტყველებთ“.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ ნერვიულობთ და იძაბებით. ეცადეთ, ზედმეტი სტრესებისა და დატვირთვისგან განთავისუფლდეთ. ეს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მხარეს ეხება.
კარიერა: ეცადეთ, ხვალ თქვენი საქმიანობა მხოლოდ ვითარების გაუმჯობესების, ხარჯების ოპტიმიზაციის, ფინანსური ნაკადების დარეგულირებისა და, შესაბამისად, შემოსავლის გაზრდისკენ იყოს მიმართული.
სიყვარული:
ყველაფერს, რაც ხვალ მოხდება, ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ. სამყაროს და მასში საყვარელი ადამიანის როლს ერთგვარი ირონიით შეხედეთ, თორემ იმდენ პრობლემას შეიქმნით, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მოგიწევთ მათი მოგვარება.




სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებს ხვალ შესაძლოა, სევდიანი განწყობა და აპათია ეწვიოთ. მომხდარის მიმართ ინტერესს დაკარგავთ. ნუ იჩქარებთ ანტიდეპრესანტების მიღებას. შესაძლოა, უბრალოდ, საინტერესო არაფერი ხდება და თქვენ ავად სულაც არ ხართ, არამედ ადეკვატურად რეაგირებთ რეალობაზე.
კარიერა:
ხვალინდელი დღე შესაფერისია საკუთარი აზრების მოსაწესრიგებლად და დასალაგებლად. მომდევნო კვირაში ამისთვის არც ძალები გექნებათ და არც დრო. ხოლო  მოწესრიგებული შინაგანი სამყარო თქვენი მუშაობის ხარისხზე საკმაოდ დადებითად აისახება.
სიყვარული:
იქნებ თქვენს ურთიერთობას საყვარელი ადამიანის თვალით შეხედოთ? წამით წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას, ხოლო მისი - თქვენს ადგილზე და დაფიქრდით, ყველაფერი მოგწონთ? ყველაფერი ისეა, როგორც ისურვებდით? შემდეგ კი თქვენი გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედეთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე გაკაჟების პროცედურებისთვის შესაფერისი ვერ იქნება, რადგან ამით სიტუაციას მხოლოდ გაართულებთ. შეეცადეთ, იმუნიტეტი სხვა მეთოდებით გაიმაგროთ, უფრო რადიკალურით.
კარიერა:
პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ერთმანეთში არევა არ ღირს. ხვალ, ერთმნიშვნელოვნად, ან ერთი, ან მეორე. ორივე სფეროში ერთდროულად სასურველ წარმატებას ვერ მიაღწევთ. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ, თუკი ერთდროულად ორივე საკითხის პრობლემების გადაწყვეტას მოისურვებთ, აუცილებლად დამარცხდებით.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად გაიაროთ მაღაზიებში და შეიძინოთ ის ნივთი, რომელიც ყოველდღიურობაში არაფერში გჭირდებათ, მაგრამ თქვენს სულსა და სხეულს წარმოუდგენლად ესიამოვნება. მაგალითად, ლამაზი ნახატი ან საყვარელი ხალიჩა კედლისთვის, რაც თქვენს საცხოვრებელ ადგილს კიდევ უფრო თბილსა და მყუდროს გახდის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალინდელი დღე არ იქნება წარმატებული დიეტის დასაწყებად. არ იფიქროთ, რომ კვების რეჟიმის შეცვლა თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს, უბრალოდ, დიეტური კვებისთვის შესაფერისი პროდუქტების შერჩევა გაგიჭირდებათ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, არც კი გაიხსენოთ იმის შესახებ, რომ გარკვეული სამსახურებრივი ვალდებულებები გაქვთ. მათი შესრულების ძალა მაინც არ შეგწევთ, ამიტომ, უბრალოდ, მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი გულმავიწყი, არაპუნქტუალური და გაბრაზებული იქნება, რაც მწყობრიდან გამოგიყვანთ. წვრილმანებზე გაღიზიანება არ ღირს. გაურეცხავი თეფშის ან ხუთწუთიანი დაგვიანების გამო ხმამაღალი საუბარი და ნოტაციების კითხვა მიუღებელია. გამოიჩინეთ მოთმინება: ზოგჯერ თქვენც მოგდით შეცდომები.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ზოგადმა სისუსტემ შესაძლოა, თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს. შეეცადეთ, დროებით გადადოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი მაინც.
კარიერა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ კვირა დასვენების დღეა. თუკი ფიქრობთ, რომ სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობის შესრულება შეგიძლიათ, რატომაც არა? არ მოდუნდეთ და შეასრულეთ თქვენი ჩანაფიქრი რაც შეიძლება მალე, სანამ თქვენი კონკურენტები და არაკეთილისმსურველები მშვიდად ისვენებენ.
სიყვარული: თუკი რაიმე არ გაწყობთ, ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ და გულწრფელად უთხარით ამის შესახებ თქვენს საყვარელ ადამიანს. კამათი საუბრის დასაწყისშივე უნდა ჩაახშოთ, ხოლო პრობლემები მანამდე უნდა გადაწყვიტოთ, სანამ ისინი წარმოგექმნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ძალიან დაგაგვიანდეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ურთიერთობაში არასასურველი ტენდენციების გამოჩენას.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ცოტა ხნის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდით, ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას აშკარად იგრძნობთ. გააგრძელეთ მკურნალობის კურსი, რათა თქვენი მდგომარეობა დაასტაბილუროთ და კიდევ უფრო გააუმჯობესოთ.
კარიერა: თუკი თქვენც ცხოვრებაში ინოვაციების დანერგვას გეგმავთ, ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ. შესაძლოა, ყველაფერი სრულყოფილად ვერ მოიფიქრეთ და ჯერ კიდევ დაგრჩათ განსახილველი ის საკითხები, როგორ უნდა იმოქმედოთ სამომავლოდ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი გამოგონება საკმარისად აზრიანი იყოს.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, თქვენთვის მოულოდნელად საპირისპირო სქესის, ჭაღარა ადამიანი შეგიყვარდეთ. რატომღაც სწორედ ჭაღარა გახდება ამ ადამიანის მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა გაეწყობა, იქნებ ჭაღარის მიღმა მასში სხვა მრავალი ღირსება აღმოაჩინოთ?


 


თევზები
ჯანმრთელობა: იზრუნეთ თქვენი გულის ჯანმრთელობაზე. ზედმეტი არ იქნება, შეიმოწმოთ ქოლესტერინის დონე, რომლის შემცირება წინასწარი ზომების მიღების გარეშე, შესაძლოა, საშიშიც იყოს.
კარიერა:
ხვალ კონკურენტები, უნებურად, შესანიშნავ იდეას მოგაწვდიან თქვენი ბიზნესის განვითარებისა და თქვენი საქმიანი პროცესის რაციონალიცაზიის შესახებ. თქვენი ძირითადი დავალებაა - ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მათ ეჭვი არ გაუჩნდეთ, რაოდენ ღირებული მონაცემები გაგიზიარეს.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გაივლის. ამიტომ ვახშმად რეკომენდებულია, მოამზადოთ რაიმე ფანტასტიკური სალათი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ დაუმატოთ მას სინაზე, სიყვარული და რომანტიკა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?