23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 შესაძლოა, ხვალ იმაზე მეტი პრობლემა შეგექმნათ, ვიდრე ისურვებდით, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით, რომ ცხოვრებით და მშვენიერი ჯანმრთელობით დატკბეთ. ყოველი შემთხვევისთვის გახსოვდეთ, რომ ყველა წესში არსებობს გამონაკლისი.
კარიერა: ხელმძღვანელობა საეჭვოდ დაგიტკბათ. გამოიყენეთ ეს შანსი, რომ შეფს ხელფასის მომატებაზე ან თქვენ მიერ შესრულებული ზეგეგმური სამუშაოს ანაზღაურებაზე დაელაპარაკოთ. ხვალ ყველაფერი გამოგივათ.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში რომელიღაც სერიოზული ცვლილების ზღვარზე ხართ, რომელიც ერთდროულად, გახარებთ და გაშინებთ კიდეც. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ყველაფერს ზურგი აქციოთ და გაიქცეთ, მაგრამ, წესით, უნდა გაინტერესებდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები.




კურო

ჯანმრთელობა: ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს შოკოლადზე. მით უმეტეს, თუ ორგანიზმი ტკბილს გთხოვთ. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მოგიხდებათ.
კარიერა:
იმდენად დაღლილი ხართ, რომ მუშაობის ძალა არ გაქვთ. ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგიწიათ, ამიტომ საეჭვოა, სამსახურებრივი საქმეებისთვის ძალები გეყოთ. ნუ ინერვიულებთ, ამ ეტაპზე სამსახურში ყველაფერი წესრიგშია. ასე რომ, შეგიძლიათ, პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ.
სიყვარული: 
ოჯახური პრობლემები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თუ ვიღაცამ თქვენთან რაღაც ვერ გაიყო და ეს „რაღაც“ ფულს ან უახლოესი მომავლის გეგმებს ეხება, თქვენი ტაქსით და დიპლომატიურობით შეძლებთ, საქმე ისე მოაბრუნოთ, რომ გამარჯვებაც დაგრჩეთ და სერიოზული სარგებელიც ნახოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ ალტერნატიული მედიცინით მკურნალობამ ძალიან კარგი შედეგი მოგცეთ, თუმცა დამოუკიდებლად მოქმედებას არ გირჩევთ. ყველა ნაბიჯი აუცილებლად  მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ გარეგნობას მეტისმეტად დიდი ყურადღება არ დაუთმოთ, რადგან რაც უფრო ლამაზი და მომხიბლავი იქნებით, მით უფრო ნაკლებად ეფექტური და შედეგიანი იქნება თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო. ძალიან ხომ არ გაერთეთ სარკეში ყურებით?
სიყვარული: ხვალ ადამიანებთან ურთიერთობას გაურბიხართ და მარტოობას ეძებთ. პრინციპში, ხელის შემშლელიც არავინ ჩანს. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც კი მხოლოდ ალერსიანი კოცნით ან სიყვარულის გამომხატველი სმს-ით შემოიფარგლოს და ყველა კმაყოფილი იქნება.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: თუ ექიმი გირჩევთ, ეს დღე მედიკამენტოზური თერაპიისთვის ზედმიწევნით შესაფერისია. სამაგიეროდ, ახალი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ ღირს, რადგან დიდია ალერგიის ალბათობა.
კარიერა:
თავადაც ვერ ხვდებით, რა გინდათ, ან საით მიდიხართ. ისეთი განცდა გაქვთ, რომ გზაჯვარედინზე დგახართ და საით წახვიდეთ, ვერ გაგირკვევიათ. ამ დღეს რჩევები ვერ დაგეხმარებათ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია. ასე რომ, იფიქრეთ, დრო კიდევ გაქვთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს ამა თუ იმ მოქმედების აუცილებლობაში თქვენი დარწმუნება, თუმცა ეს თუ მოახერხა, მოგვიანებით ამისთვის აუცილებლად ეტყვით მადლობას. ეცადეთ, ირწმუნოთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა.




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ლომების უმრავლესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ელის. შეგიძლიათ, არ შეზღუდოთ სპორტული აქტიურობა.
კარიერა:
ვარსკვლავები ყველა პარამეტრით წარმატებულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ: საქმიანი მოლაპარაკებები და მივლინება ნაყოფიერად ჩაივლის და ყველა გეგმა უმარტივესად შესრულდება. გამოიყენეთ საკუთარი შანსი - ხვალ ბევრი რამის მოსწრება შეგიძლიათ და ეს აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება. 
სიყვარული:
დიდი ალბათობით, ვარსკვლავური დაავადება გადაგედებათ, ვისგან - უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სწრაფად გამოვლინდება. სწრაფად თუ არ განიკურნეთ, ყველასთან მოასწრებთ წაჩხუბებას.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
არ დაგავიწყდეთ, რომ დილას აუცილებლად უნდა ისაუზმოთ. მიირთვით რამე მსუბუქი და სასიამოვნო არა იმისთვის, რომ კუჭს „დილა მშვიდობისა“ უთხრათ.
ბიზნესი:
სტაბილურობა, რომლისკენაც ისწრაფვით და რომელიც ასე ახლოს ჩანდა, ერთი სერიოზული შეცდომის გამო შესაძლოა, ისევ შორეულ პერსპექტივად იქცეს. ეცადეთ, მაქსიმალური ყურადღებით იმუშაოთ და იმის გამო, რომ წარმატება ახლოსაა, საქმე უგულოდ არ აკეთოთ.
სიყვარული: 
ხვალ სამყაროს საკუთარ წესებს კარნახობთ და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებისა და ვითარების შეცვლა გინდათ. თქვენი პრეტენზიულობისგან ყველაზე მეტად თქვენივე საყვარელი ადამიანი დაზარალდება, თანაც მაშინ, როცა პრობლემა მასში კი არა, თქვენშია.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, თუკი მიღებული წამალი სწრაფ ეფექტს არ მოგცემთ. უმჯობესია, ცოტა დაიცადოთ და  ნამდვილად შენიშნავთ უკეთესობას.
კარიერა: საკმაოდ დაძაბული, მაგრამ, სამაგიეროდ, სავსებით უჩვეულო დღე გელოდებათ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დროს. დიდი ალბათობით, თქვენს ხელმძღვანელს დაავიწყდება თქვენი გაფრთხილება მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ, ასე რომ, თავად გამოიჩინეთ ინტერესი, რათა შემდგომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ.
სიყვარული: საუკეთესო მეგობარი თქვენი შეუცვლელი დამხმარე აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სასიყვარულო პრობლემის გადაწყვეტის დროს. ის რჩევასაც მოგცემთ, მოგისმენთ და, გარკვეულწილად, დაგეხმარებათ კიდეც, რომ თქვენს საყვარელ  ადამიანს გაუგოთ. თუკი ეს უკანასკნელი უადგილოდ მოგეჩვენებათ, უმჯობესია, მეგობარი გააფრთხილოთ ამის შესახებ. 


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელები ენერგიისა და ოპტიმიზმის მოჭარბებას იგრძნობენ, რაც საუკეთესოდ აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუკი იგრძნობთ, რომ ძალა გამოგელიათ, უბრალოდ, დაწექით და დაიძინეთ.
კარიერა: საქმიანი ქმედებების პროცესში რიგ სირთულეებს გადააწყდებით, რაც თავდაჯერებულობას დაგაკარგვინებთ. ნუ მიიღებთ მათ სერიოზულად, ბოლოს და ბოლოს, მთელი თქვენი ცხოვრება თამაშია, რაც, პირველ რიგში, თქვენს მუშაობაზე აისახება.
სიყვარული: შესაძლოა, ვიღაც ძლიერად შეგიყვარდეთ. ნუ შეგეშინდებათ: საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას ახალი გრძნობა  ვერაფერს დააკლებს. ის იქნება ნათელი, მაგრამ არასტაბილური და უკვე, ერთი კვირის შემდეგ მის შესახებ არც კი გაიხსენებთ. ახალი გატაცება ზუსტად ისეთი აღმოჩნდება, როგორც ციდან სწრაფად ჩამოვარდნილი ვარსკვლავი.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა და არ გაიფუჭოთ ხასიათი, რადგან სწორედ უგუნებობას შეუძლია, მივიწყებული დაავადებები კვლავ შეგახსენოთ და თავის ძლიერი ტკივილები იგრძნოთ.
კარიერა:
სავარაუდოდ, ცვლილებები გელოდებათ. ან ამინდი შეიცვლება, ან თქვენი ხელმძღვანელობა, ან კიდევ თქვენს ბაბუას ხასიათი შეეცვლება ან თქვენი ზედა მეზობელი რემონტს დაიწყებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ პირობებთან შეგუება მოგიწევთ.
სიყვარული:
ოჯახში სიმშვიდის მოპოვების მიზნით, მშვილდოსნებს საკუთარ სურვილებში „ცეცხლის ჩაქრობა“ მოუწევთ.  შესაძლოა - უბრალო წყლით: თუ გნებავთ დალიეთ, გნებავთ - იბანავეთ. ოჯახის წევრების მისამართით ცეცხლის ფრქვევა არ ღირს - წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცარიელ ფერფლზე აღმოჩნდებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თქვენს ჯანმრთელობაში წნევის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ხელთან ახლოს იქონიოთ ჩაიდანი მაგარი და ტკბილი ჩაით ან სხვადასხვა ტიპის არომატული ზეთები.
კარიერა:
ნუ განიხილავთ თქვენი კოლეგების საქმიანობას სხვებთან. თქვენი იმედები, რომ ვიღაც თქვენს უკმაყოფილებას გაიზიარებს და კონფლიქტში თქვენს მხარეს დაიჭერს, არ გამართლდება. თქვენ კი ინტრიგანისა და ჭორიკანა ადამიანის რეპუტაციას მოიპოვებთ.
სიყვარული:
შარმსა და მიმზიდველობაში გავარჯიშება მოგიწევთ. შეეცადეთ, მიიქციოთ საპირისპირო სქესის ადამიანის ყურადღება, თანაც არა ექსცენტრიკული ქცევებით, არამედ გამოხედვით, ღიმილით, ჟესტებით. ეს გამოცდილება  საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნათ, ამიტომ დაივიწყეთ ცივი შხაპი და, ასევე, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა.
კარიერა: დიდი რისკია იმისა, რომ პირადი ცხოვრება საქმიან ცხოვრებაში „შემოგეჭრათ“ და ეს კარგია - ტყუილად ხომ არ გრძნობთ სიმსუბუქესა და ემოციურ აღმავლობას! უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ, თუკი ადამიანს შინაგანად ყველაფერი წესრიგში აქვს, საქმეებიც წარმატებით მიმდინარეობს და პრობლემებიც თავისთავად წყდება. მთავარია, მიღწეულ შედეგზე არ გაჩერდეთ!
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი შეეცდება, გასიამოვნოთ, მაგრამ თქვენი სურვილების გამოცნობა მისთვის მარტივი დავალება არ იქნება. უკარნახეთ მას, რის მიღებას ისურვებდით მისგან ყველაზე მეტად და ამ შემთხვევაში ის გულწრფელად დაიჯერებს, რომ თქვენი გახარება მისი იდეა იყო.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, თქვენს ორგანიზმს სტრესისკენ არ უბიძგოთ. სულიერი სიმშვიდე სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნისგან ყველაზე უკეთ დაგიცავთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელს.
კარიერა:
ვარსკვლავები არ გირჩევენ საქმეებზე საუბარს. თქვენი გამოსვლა წარმატებული, სამწუხაროდ, ვერ იქნება. ასე რომ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. თუკი ძალიან გსურთ ყურადღების მიქცევა, შეგიძლიათ, უბრალოდ, ანეკდოტი მოყვეთ.
სიყვარული:
უფროსი თაობის წარმომადგენელთან გარკვეული პრობლემები წარმოგექმნებათ: თქვენს მშობლებთან, საყვარელი ადამიანის მშობლებთან ან მათ თანატოლებთან. შეეცადეთ, წყლიდან მაქსიმალურად მშრალი ამოხვიდეთ, რადგან სიტუაციის შედეგზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?