24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ხვალ მზეზე დიდხანს ყოფნას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, ეს პიგმენტური ლაქებისა და დამწვრობის მიზეზი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის მზე ხანდახან სიურპრიზებს გვთავაზობს. იზრუნეთ კანის დაცვაზე.
კარიერა: შესაძლოა, სწორედ თქვენ იყოთ პასუხისმგებელი საქმეზე, რომელიც რამდენიმე ადამიანს დაავალეს. ეცადეთ, ძალაუფლებამ ჯანსაღად მსჯელობის უნარი არ დაგაკარგვინოთ და ლიდერის მონაცემები კორექტულად გამოავლინოთ. იყავით მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი და თქვენი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება.
სიყვარული: 
შესაძლოა, ხვალ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო წინადადება მიიღოთ. ნუ იჩქარებთ, მიიღოთ ან უარყოთ ის, რადგან ფიქრისთვის დრო გაქვთ და შეგიძლიათ, ჭკვიანურად გამოიყენოთ.




კურო

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ისეთმა უბრალო პრობლემამ, როგორიც გაცივება ან ხველებაა, ხვალ თქვენს გუნება-განწყობაზე ძალიან იმოქმედოს. ეცადეთ, ორპირ ქარში არ მოხვდეთ.
კარიერა:
ყველაფერს, რასაც უფროსი გეუბნებათ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. სხვებზე კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ეს მხოლოდ მისი მუშაობის მეთოდია და სხვა არაფერი. გააგრძელეთ მუშაობა, როგორც მუშაობდით და გახსოვდეთ, რომ შეფი ძალიან აფასებს თქვენს მუშაობას და მალე დამსახურებულ ჯილდოსაც გამოჰკრავთ ხელს.
სიყვარული: 
ხვალ ძალიან დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიც სიფრთხილე და აკურატულობაა. ეს თვისებები დაგეხმარებათ პოტენციურად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებაში, რაც ადვილი არ იქნება, თუმცა თქვენი პრინციპულობა და სურვილი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ გრძნობთ, რომ ვარჯიშის დაწყების შემდეგ, თქვენი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა, დაფიქრდით, სწორად შეარჩიეთ თუ არა ვარჯიშების კომპლექსი? იქნებ, სჯობდეს, ინსტრუქტორთან ერთად, ყველაფერს თავიდან გადახედოთ?
კარიერა:
პრობლემის მოგვარებას ახლავე თუ არ შეუდექით, ისე გაიზრდება, როგორც მთის წვერიდან დაგორებული თოვლის გუნდა. თქვენს ინტერესებშია, რომ საქმეს რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად შეუდგეთ. გწამდეთ, შედეგი არ დააყოვნებს.
სიყვარული: 
ხვალ ტყუპები ყველა სიტყვას აფთიაქის სასწორზე წონიან, მაგრამ ეს ყოველთვის კარგი არ არის. ოჯახის წევრების ყველა სიტყვას თუ კრიტიკულად შეხედავთ და დაუსრულებელ შეგონებებს დაიწყებთ, მალე ბოიკოტს გამოგიცხადებენ. დაფიქრდით, მართლა ასე გაღიზიანებენ?




კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ეჭვებსა და ვარაუდებზე დროს ნუ კარგავთ. უბრალოდ, შეასრულეთ ექიმის მითითება და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. მკურნალობის შეწყვეტით, შესაძლოა, უკვე მიღწეული შედეგიც ხელიდან გაგისხლტეთ.
კარიერა: 
ხვალ მოთმინება ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს. თუ თავის შეკავება ვერ მოახერხეთ და ახლობელ ადამიანს, კოლეგას ან კლიენტს გაუნაწყენდით, სამუშაო კვირა იმაზე რთული გექნებათ, ვიდრე ვარსკვლავები ვარაუდობდნენ. თქვენი დევიზი „მოთმინება და მხოლოდ მოთმინება“ უნდა გახდეს.
სიყვარული:
აჩუქეთ საყვარელ ადამიანს საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქარი. თუნდაც ეს მის მაისურზე ფაქიზად დაკერებული ღილი ან მის ფეხსაცმელზე შეკეთებული ლანჩა იყოს. თუნდაც მაღალპროფესიულ დონეზე არ გამოგივიდეთ, სიყვარულით მიძღვნილი მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება.




ლომი
ჯანმრთელობა:
იზრუნეთ საკუთარი ფილტვებს ჯანმრთელობაზე. გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ, მოწევას თავი დაანებოთ. თუნდაც ერთი დღით.
ბიზნესი: განსაკუთრებულად წარმატებული დღე ელით ლომებს, რომლებიც ზუსტი მეცნიერებებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ დაკავშირებულია თქვენს უნართან - დაამყაროთ საჭირო კონტაქტები. ეცადეთ, იყოთ კომუნიკაბელური და შეგეძლოთ ადამიანებისთვის თავის მოწონება.
სიყვარული:
თქვენი რჩეული რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, რომელიც თქვენთვის ამა თუ იმ მიზეზის გამო უცნობია. ხვალ შესაძლოა, ეს ინფორმაცია თავად წამოსცდეს ან თქვენ ისე მოხერხებულად დასტყუოთ, რომ თავადაც ვერ მიხვდეს.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ მოულოდნელად სახსრების ტკივილმა შეგაწუხოთ. ძალიან არ იდარდოთ. სავარაუდოდ, ეს მათი წამიერი კაპრიზია.
კარიერა:
ადამიანი, რომელიც არაფრით არ უკავშირდება თქვენს სამუშაოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურებრივი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამისთვის მადლობა უთხრათ.
სიყვარული: 
ხვალიდან თავისუფლად შეგიძლიათ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ბევრი ვარიანტია: ან ახალ რჩეულთან ერთად ან ძველთან, მაგრამ ახლებურად. ნებისმიერ შემთხვევაში, სიახლის მარცვალი აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს. თუ ძველებურადაც კარგად გრძნობთ თავს, მაშინ ახალი კომპლიმენტი უთხარით ან ახალი ყვავილების თაიგული მიართვით. ესეც გამოსავალია.




სასწორი
ჯანმრთელობა:
მივიწყებული ქრონიკული დაავადებები კვლავ შეგახსენებთ თავს. ამიტომ იმისთვის, რომ ჯანმრთელობის გაუარესებამ განწყობა არ გაგიფუჭოთ, შეეცადეთ, მზად იყოთ მტერთან შესახვედრად.
კარიერა:
შეეცადეთ, სასტარტო პოზიცია დაიკავოთ - როდესაც გასროლის სიგნალს გაიგონებთ, სწრაფად გაიქეცით წინ. სწორედ თქვენს სისწრაფეზეა დამოკიდებული ხვალინდელი წარმატება.
სიყვარული: იმისთვის, რომ ადამიანი გიყვარდეთ, აუცილებლად უნდა შეიყვაროთ სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. ხვალ ეს უდავოდ გამოგივათ. ამიტომ, თუკი თქვენი მეორე ნახევარი ხვალ მის კომპანიაში მიგიწვევთ, საყვარელ კლუბში ან (სრულიად ექსტრემალურად) მის ნათესავებთან სტუმრად მისვლას გთხოვთ, უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ. ყველაფერი კარგად უნდა იყოს!


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ჰიგიენის წესების დასაცავად. ნუ იფიქრებთ, რომ ფეხზე სწრაფად წამომდგარი წაქცეულად არ მიიჩნევა - გჭირდებათ  ნაწლავური აშლილობის პრობლემები?
კარიერა: უახლოეს პერიოდში სამსახურში უსიამოვნო დღეები დაგეწყებათ. თითქოს თანამშრომლები ერთმანეთში წინასწარ მოილაპარაკებენ და ისე არ იმოქმედებენ, როგორც საჭიროა. თქვენ კი - ისევ და ისევ მოგიწევთ, პასუხი აგოთ სხვების შეცდომებზე. მოემზადეთ მოვლენების იმგვარად განვითარებისთვის, რომ მათ შეიარაღებული შეხვდეთ. ეს უდავოდ გამოგადგებათ.
სიყვარული: იმ შემთხვევაშიც, თუკი საპირისპირო სქესის მქონე ადამიანი მეგობრულად გიყვართ და მას პოტენციურ საყვარელ ადამიანად არც კი განიხილავთ, ხვალ ამის წარმოდგენა ნამდვილად ღირს. ყველანაირ სიყვარულს ერთი წყარო  და ერთი შემადგენლობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სიყვარულს მშვიდად შეუძლია, მეორე სიყვარულში გადაიზარდოს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. ძლიერმა ნერვიულობამ და განცდებმა შესაძლოა, თავის ტკივილები და სხვადასხვა ტიპის სპაზმები გამოიწვიოს. აქ კი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ - ან მისცეთ ორგანიზმს ნერვიულობის უფლება, ან მოამწყვდიოთ ის რკინის გალიანი მისავე საკეთილდღეოდ.
კარიერა:
ხვალ ბევრი შრომა მოგიწევთ იმისთვის, რომ გარკვეული სიტუაციიდან უკვალოდ გამოხვიდეთ. კარგი იქნება, თუკი სახლში თბილ შეხვედრას და ცხელ ვახშამს დაგახვედრებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოდან კმაყოფილებას ისევე ვერ დაინახავთ, როგორც საკუთარ ყურებს.
სიყვარული: 
ხვალ გარშემომყოფნი გაგაღიზიანებენ. ყველაზე საყვარელი ადამიანებიც კი. ამიტომ, იმისთვის, რომ თქვენი ბოღმა მათზე არ გადაიტანოთ და ამ მიზეზით მათთან სერიოზულად არ იკამათოთ, უმჯობესია, სადმე განმარტოვდეთ ან დაიმალოთ. ისე, რომ ვერავინ გიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ ძველებურად სიცოცხლის მოყვარული არ გახდებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს, რადგან შესაძლოა, მომატებული ფიზიკური დატვირთვა რთულად გადაიტანოთ. დიდი ალბათობით, სუნთქვის გართულებასა და დაღლილობას იგრძნობთ.
კარიერა:
ბოლო დროს საკუთარ ამბიციებს ხართ აყოლილი და ძალიან იშვიათად ეთანხმებით გონების კარნახს. მომენტალური სურვილების მუდმივი გათამამებით და საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც ავნებთ. ეცადეთ, მალე მოეგოთ გონს!
სიყვარული:
შეეცადეთ, ხვალ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, თუმცა, მომაბეზრებელი არ უნდა იყოთ. ამ ორ მდგომარეობას შორის საზღვარი საკმაოდ ვიწროა, მაგრამ თქვენ მოახერხებთ, იპოვოთ ის და მით უმეტეს, საზღვარს არ გადააბიჯოთ. გჯეროდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი თქვენს ამ ქმედებას დადებითად შეაფასებს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი დილაობით სირბილი გიყვართ, ხვალ უმჯობესია, თავი შეიკავოთ საყვარელი სპორტის სახეობიდან, რადგან ეს გულზე უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. სირბილისთვის უმჯობესია, დღის სხვა მონაკვეთი აირჩიოთ, ან თუნდაც საღამოს ირბინოთ.
კარიერა: ხვალ აშკარად საომარი განწყობა შეგექმნებათ, თუმცა, უმჯობესია, საკუთარი ჟინი იქ დაიოკოთ, სადაც თავაზიანი მიმართვა უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე თავხედობა. ხოლო თუკი მაინც ვერ მიაღწევთ დასახულ მიზანს, ეს სამომავლოდ თქვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მისი ახლანდელი სტატუსი თქვენს ცხოვრებაში პირველი არ არის. შეეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ რიგითობის ნომერი ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ ის ერთადერთია.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ტკბილეულის მიღების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება  რაციონში ხილის ნაწილს დაუთმოთ.
კარიერა: ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ მაძღარ კუჭზე მნიშვნელოვანი საკითხების მიღება გაცილებით მარტივია, ვიდრე მშიერზე. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ შესვენებისთვის დრო გამონახოთ და კარგი იქნება, თუკი ამას დღეში რამდენჯერმე მოახერხებთ.
სიყვარული: თქვენთვის ხვალინდელ სიტუაციაში მთავარია გამძლეობა და ნებისყოფა. მათ გარეშე ვერაფერს გაუმკლავდებით ვერც თქვენ და ვერც თქვენი საყვარელი ადამიანი. ხვალ ძვირფასი ადამიანის მხარდაჭერა უნდა შეძლოთ. სხვათა შორის, თქვენს ამ ქმედებას პლუსებიც ექნება: უკვე ზეგ თქვენი მეორე ნახევარი უფრო მეტი პატივისცემითა და სიყვარულით მოგეპყრობათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?