25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
კარგი დღეა იმისთვის, რომ ნევროზულობისგან განთავისუფლება ისწავლოთ. თუ გამოგივიდათ, შეიძლება ნირვანასაც კი მიაღწიოთ. სცადეთ, რთული მხოლოდ დასაწყისია.
კარიერა: თქვენი დარდი და მოწყენილობა უკვალოდ გაქრება. ახლა მხოლოდ მომავალზე ფიქრობთ და ოპტიმისტურ გეგმებს აწყობთ. შეფთან სრული ურთიერთგაგება გაქვთ. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს საქმიან წინადადებებს, ამიტომ მათი წარდგენისთვის მზად უნდა იყოთ.
სიყვარული:
არ ღირს ამდენი ფიქრი იმაზე, როგორ აღიქვამს მომხდარს თქვენი საყვარელი ადამიანი. სულ ერთია, ვერც მის გრძნობებს გაუგებთ და ვერც მის ფიქრებს გამოიცნობთ, ხასიათი კი შეიძლება გაიფუჭოთ. სჯობს იმაზე იფიქროთ, თავად რას გრძნობთ.




კურო

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები თქვენს ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობილებაზე აისახოს, ამიტომ გირჩევთ, სრულფასოვნად გამოძინება მოახერხოთ.
კარიერა:
შესაფერისი დღეა, რომ საკუთარი ამბიციების რეალიზება მოახდინოთ. ეცადეთ, უხეშად და უტაქტოდ არ იმოქმედოთ, რადგან რეალიზების ასეთი მანერა კარგს არაფერს მოგიტანთ. თავაზიანობა და დამაჯერებლობა კი ნამდვილად თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს. გაითვალისწინეთ!
სიყვარული:
ხვალ ეს ყველაფერი, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ ან ცდილობს, გითხრათ, აუცილებლად უნდა დაიჯეროთ. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანის სიტყვებს არ ენდოთ?




ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენთვის დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდხანს და სრულფასოვნად დაისვენებთ, მით უფრო მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს მთელი კვირის განმავლობაში.
კარიერა:
გიჟური დღე გელით. მშვიდი და გაწონასწორებული მდგომარეობიდან სასწრაფო საქმეების ქაოსსა და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში აღმოჩნდებით, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ სამუშაოა. ნუ მისცემთ მას უფლებას, რომ თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის გამო ძალიან ნერვიულობთ და გრძნობთ ყველაფერს, რასაც ის თქვენი და სამყაროს მიმართ განიცდის. მიენდეთ საკუთარ გრძნობებს და მათთან შესაბამისობაში იმოქმედეთ.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი სულიერი მდგომარეობა ფიზიკურზე აისახოს და ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.
კარიერა: გიჭირთ, კოლეგები დაარწმუნოთ, რომ თქვენი ამა თუ იმ შრომითი ვალდებულების შესრულებაში დაგეხმარონ. კიდეც რომ დაიყოლიოთ, მათი დახმარება შეიძლება „დათვური სამსახური“ აღმოჩნდეს და საკუთარი საქციელი ინანოთ. 
სიყვარული: ხვალინდელი დღე ორ, არათანაბარ ნაწილად გაიყოფა. დილიდან შუადღემდე საყვარელ ადამიანთან სრულფასოვან ურთიერთობაზე არ უნდა იოცნებოთ. საღამოს კი ვერ ხვდებით, რით უნდა დასაქმდეთ. იქნებ, მასთან ერთად, თეატრში წასვლა გადაწყვიტოთ?




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ, რაც შეიძლება მეტი უნდა იძინოთ. უფროსობა და კოლეგები თუ წინააღმდეგი არ იქნებიან, ამის გაკეთება სამსახურშიც შეგიძლიათ. ჯანსაღი ძილი თქვენი ჯანმრთელობის გარანტია იქნება და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
ბიზნესი:
შემოსავალი თუ გაკმაყოფილებთ, დროა, სამსახურიდან მეტი სიამოვნების მიღებაზეც იფიქროთ. თუ ხედავთ, რომ მისგან დადებით ემოციებს ვერ იღებთ, დროა, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე სერიოზულად იფიქროთ.
სიყვარული:
როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხვალ თქვენი პირადი ბედნიერება ცეცხლთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, დამწვრობა მიიღოთ, რომლის განკურნებაშიც ის დაგეხმარებათ, ვინც სამუდამოდ დაიდებს თქვენს გულში ბინას, თუმცა მეტი შანსია, საღამო ბუხართან ან კოცონთან გაატაროთ. არჩევანი და საღამოს ორგანიზება თქვენზეა დამოკიდებული.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი ორგანიზმი ვიტამინებს საჭიროებს. ყური დაუგდეთ მის მოთხოვნებს და რაღაც ვიტამინიზებული მიირთვით. სასურველია, მედიკამენტების კი არა, ნატურალური სახით.
კარიერა:
სასწრაფო საქმეების გამო, ყველაფრის კეთება სირბილით გიწევთ. შესაძლოა, ეს თქვენი ჩვეული მდგომარეობაა, მაგრამ ცოტა მეტად უნდა დაუჩქაროთ, რადგან ხვალ ვადებში ჩატევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სიყვარული:
ერთობლივ მომავალზე ფიქრმა შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ. გული და გონება აშკარად ვერ თანხმდებიან, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, გულს მოუსმინოთ. გონებამ კი ცოტა დაისვენოს. ხვალ მას არავინ არაფერს შეეკითხება. მიენდეთ გრძნობებს და დაე, მთელმა სამყარომ დაიცადოს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ნერვიულობა და რთული ცხოვრებისეული სიტუაციები მდგომარეობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ აისახოს, აუცილებლად უნდა დაეუფლოთ რელაქსაციის ტექნიკას.
კარიერა:
სამსახურში საკმაოდ ხშირად მოცდებით საქმეებს, რადგან თანამშრომლებისგან გამოწვეული ხმაური ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობას არ მოგცემთ. შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად გამორიცხოთ ისინი ან მოირგოთ ყურსასმენები სასიამოვნო მუსიკით, რომელიც ყველა ხმას გადაფარავს.
სიყვარული: სერიოზულად მოეკიდეთ საყვარელი ადამიანის სიტყვებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი განსაკუთრებულს, მნიშვნელოვასა და პრინციპულად ახალს არაფერს გეტყვით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, მის განწყობაში ცვლილებები „დაიჭიროთ“ და, შესაძლოა, თქვენ მიმართ ურთიერთობაშიც. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ზურგის კუნთებში შესაძლოა, უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლოთ, რაც, სავარაუდოდ, თქვენი მჯდომარე ცხოვრების წესისა და არასაკმარისი მოძრაობის შედეგია.
კარიერა:
ხვალ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს საქმიანობა თქვენს იურისდიქციაში არ შედის. შეეცადეთ, მას პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. შესაძლოა, ეს კარიერული ზრდის შანსი იყოს. 
სიყვარული: ხვალ ერთი მეორეზე მიყოლებით დაუფიქრებელ საქციელს ჩაიდენთ, რითიც უსასრულოდ გააკვირვებთ საყვარელ ადამიანს, რომელიც თქვენს განსაკუთრებულ გონიერებას მიჩვეულია. მისი გაკვირვება აპოგეას იმ მომენტში მიაღწევს, როდესაც თქვენი და მისი ურთიერთობის მართვას დაიწყებთ. იქნებ, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნუ დაიძაბებით ზედმეტად, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენი კუჭის მდგომარეობაზე აისახება. საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც კიბოს დაავადებები აწუხებთ.
კარიერა: დაუთმეთ თუნდაც რამდენიმე წუთი იმ დოკუმენტაციის შესწავლას, რომელის ღრმად და დეტალურად გაცნობა წინა დღეებში ვერ მოახერხეთ. ან, იქნებ ისეთი გამომეტყველება მიიღოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს კითხულობთ. ეს სხვა სფეროში მუშაობას თავიდან აგარიდებთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს წარმოუდგენელ იდეას გაუზიარეთ, რომელიც მას, რატომღაც მოხიბლავს და აიძულებს, ინტენსიურად იფიქროს მის განხორციელებაზე. მთავარია, მისი განვითარებისა და რეალიზაციის პროცესში თვითონ არ „გაგრილდეთ“, რადგან ეს თქვენს მეორე ნახევარში იმედგაცრუებას გამოიწვევს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით მუხლებსა და იდაყვებს. საღამოსკენ, შესაძლოა, 12 წლის ბავშვს დაემსგავსოთ, რომელსაც მისი ასაკის შესაფერისი დაბეჟილობები აქვს მუხლებზე.
კარიერა: დაზოგვასა და ეკონომიურობას ხვალ ნაკლებად შეძლებთ. უამრავი მოულოდნელი სიტუაცია წარმოიქმნება, რომელიც თქვენგან მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს. კატასტროფული არაფერი მოხდება, თუმცა, წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება და საფულეს გაცილებით მსუბუქი შეგრძნებით გახსნით.
სიყვარული:
განიხილეთ ერთობლივად ნანახი ფილმები, წაკითხული წიგნები ან სამსახურში მიმავალ გზაზე  უჩვეულო სანახაობა. მთავარია, საუბრის დასაწყებად თემა მოიძიოთ, შემდეგ კი ის თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშეც გაგრძელდება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებო, ნუ გავიწყდებათ, რომ პოზიტიური ემოციები ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ, იქნებ არა მხოლოდ წამლის შეძენაზე იფიქროთ, არამედ რომელიმე სასიხარულო მოვლენის ორგანიზებაზეც?
კარიერა: ხვალ რატომღაც გაგიჩნდებათ სურვილი, კოლეგების შრომით დისციპლინას გადახედოთ, მაგრამ შეეცადეთ, ჩუმად, რბილად და შეუმჩნევლად იმოქმედოთ, რათა მათ ეჭვი არ გაუჩნდეთ და ძალიან არ გაგიბრაზდნენ თქვენს მიერ ჩატარებული დაუოკებელი ენთუზიაზმისთვის. თქვენი ჩანაფიქრი სასიკეთოს ვერაფერს მოგიტანთ.
სიყვარული: ხვალ მოგეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი სულ რამდენიმე წუთის წინ გაიცანით. ის თქვენთვის კვლავ ამოუცნობი, უცნაური, იდუმალი პერსონა გახდება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოიცნოთ. ოღონდ არ იჩქაროთ, მიიღეთ სიამოვნება პროცესისგან!


 


თევზები
ჯანმრთელობა: დროა, გადადებული საქმიანობის შესრულებას კვლავ შეუდგეთ. ახლა ნამდვილად შეძლებთ ნებისმიერ სირთულეს მარტივად და ეფექტურად გაუმკლავდეთ. შეეცადეთ, სამომავლოდ უკეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე.
კარიერა: სამწუხაროდ, ხვალ იმ ნივთს ვერ შეიძენთ, რომლის ყიდვა დიდი ხანია გამიზნული გაქვთ. როგორც ჩანს, ფინანსურ სფეროში გარღვევა შეინიშნება. ამიტომ საოცნებო ნივთის შეძენა სხვა დროისთვის გადადეთ, მანამდე კი პირადი ბიუჯეტი ეკონომიკურად გადაანაწილეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი რაღაც განსაკუთრებულად საინტერესოსა და სახალისოს  გიამბობთ. შეეცადეთ, გრძნობების გამა სრულად გამოხატოთ, რათა საყვარელი ადამიანისთვის გასაგები გახდეს, რომ თქვენ ნამდვილად დაგაინტერესათ გაგონილმა ამბავმა და მის გაგრძელებასაც სიამოვნებით მოისმენდით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?