28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ისწავლეთ საკუთარ თავზე ზრუნვა და ცხოვრებით ტკბობა. გახსოვდეთ, თქვენი საკუთარი ცხოვრების მთავარი მოქმედი გმირი ხართ და საკუთარ თავზე ახლობელი არავინ გყავთ. თქვენი ორგანიზმი აუცილებლად მადლობას გეტყვით მზრუნველობის გამო.
კარიერა: შესაძლოა, საქმიანი გეგმები მოულოდნელი ვიზიტის გამო შეგეცვალოთ. თუნდაც ეს თქვენთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიმჩნიოთ, თორემ პრობლემებს შეიქმნით. თავი ხელში აიყვანეთ და ახლობელ ადამიანებს ღიმილით შეხვდით.
სიყვარული:  
საყვარელ ადამიანს თქვენთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა უნდა. რამდენად გამოუვა, უცნობია, თუმცა მცდელობა აუცილებლად ექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამის გამო იმსახურებს პატივისცემას.



კურო

ჯანმრთელობა: ამ დღეს მოერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომას. ეს პოზა ცუდად აისახება ვენების ჯანმრთელობაზე. თუნდაც თქვენთვის მოუხერხებელი იყოს, ისწავლეთ გამართულად ჯდომა.
კარიერა:
ეცადეთ, შეფის ზოგიერთ ნაკლოვანებაზე ყურადღება არ  გაამახვილოთ. რა თქმა უნდა, უცოდველი და გენიალური არაა, მაგრამ ცხოვრებაში თქვენზე მეტს მიაღწია, ე.წ. არსებობს მიზეზი, რის გამოც პატივი უნდა სცეთ.
სიყვარული:  
თქვენს რჩეულს უჭირს დაგარწმუნოთ, რომ ძალიან უყვარხართ და თქვენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ნუთუ თქვენთვის სიტყვები ასე მნიშვნელოვანია? ჩახედეთ თვალებში და ყველაფერს იქ ამოიკითხავთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
უმიზეზო შიში და ფორიაქი დაგეუფლათ და უძილობაც გაწუხებთ? სცადეთ, საღამოს თბილი აბაზანა მიიღოთ და ბალახის ჩაი დალიოთ. 
კარიერა: ძალიან გიჭირთ საკუთარი თავს აიძულოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის წაკითხვა, რომელიც მთლიანად და საუკეთესო მიმართულებით შეცვლის თქვენ შრომით საქმიანობას. თავს ძალა დაატანეთ და დოკუმენტის გაანალიზებას შეუდექით. 
სიყვარული: რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს თქვენი მოსაზრებები გააცნოთ, თუმცა იმედი ნუ გექნებათ, რომ მათ აუცილებლად გაიზიარებენ. ნუ გაბრაზდებით. შექმნილ სიტუაციაზე იმაზე მეტი ფაქტორი მოქმედებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.    


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ადრე არასოდეს ამბობდით უარს ალკოჰოლურ სასმელებზე და არც დაბალანსებული კვების საკითხები გაღელვებდათ, მაგრამ ახლა ღვიძლის მდგომარეობისთვის მეტი ყურადღების დათმობა მოგიწევთ. კარიერა: სამუშაო კვირას მაინცდამაინც არ დაუღლიხართ და არ იცით, დასვენების დღეები როგორ გაატაროთ. უკეთესი თუ ვერაფერი მოიფიქრეთ, შეგიძლიათ, პარკში სეირნობის დროს, შეფისთვის წარსადგენ ანგარიშზე იფიქროთ. თავად დატწმუნდებით, რომ სუფთა ჰაერზე ადამიანს თავში ცინცხალი იდეები ებადება.
სიყვარული:  
თუნდაც თქვენი ქცევებისა და საუბრის კონტროლი საყვარელი ადამიანის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენდეს, ამ დღეს ამის გაკეთება არ მოუწევს. თავს როგორც ზრდასრული, ბრძენი და დამოუკიდებელი ადამიანი წარმოაჩენთ, რაც თქვენს მიმართ პატივისცემით განაწყობს.




ლომი
ჯანმრთელობა:  
ლომებო ეძებეთ ახალი განცდები და შთაბეჭდილებები. ეს განსაკუთრებით გჭირდებათ, რომ დეპრესიაში არ ჩავარდეთ. ნუ ინერვიულებთ უმნიშვნელო წვრილმანებზე, რაც თავის ტკივილის გარდა, არაფერს მოგიტანთ.
ბიზნესი: წარმატებისთვის მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გჭირდებათ. ამაში კი სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. მოერიდეთ უარყოფით ემოციებს და არავის მისცეთ უფლება ცხოვრება გაგიმწაროთ.
სიყვარული:
ძალიან არ გსიამოვნებთ იმ თემაზე ფიქრი, რომელსაც საყვარელი ადამიანი ყოველ წუთს გახსენებთ. ერთადერთი გამოსავალია, თხოვოთ ანგარიში გაგიწიოთ და ამ თემაზე საუბარი შეწყვიტოს. თუნდაც ამ დღის განმავლობაში.




ქალწული
ჯანმრთელობა:  
შესაძლოა, ისეთ პრობლემებს წააწყდეთ, როგორიცაა ემოციური გადაღლა, დაბნეულობა, ქრონიკული დაღლილობა და ძილის დარღვევა. ძალები მოიკრიფეთ და სიტუაციის გამოსწორებაზე იზრუნეთ.
კარიერა:
რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის იმ ადამიანებს მიმართეთ, რომლებიც თქვენი საქმიანობის სფეროსთან უშუალოდ დაკავშირებული არ არიან. გაითვალისწინეთ, რომ „უცხო თვალის“ ობიექტური შეფასება ძალიან გჭირდებათ. სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი სიბრძნე და თანადგომა ძალიან ჭირდება, რადგან მის თითქმის ერთადერთ საყრდენად იქეცით. ეცადეთ, რომ ეს საყრდენი საიმედო იყოს.




სასწორი
ჯანმრთელობა:
სასწორებო, ხვალ განსაკუთრებით იზრუნეთ საკუთარ ყურებზე - დაითბეთ და შეეცადეთ არ დაგისველდეთ. გახსოვდეთ ეს ქარში სეირნობისას ან წყალში ყვინთვის  დროს.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია თანამშრომლობის განვითარებისთვის. შესაძლოა, საზღვარგარეთელ კოლეგებთან ერთობლივი პროექტების ვარიანტები გამოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი დღე პერსპექტიული იქნება. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც გაღელვებთ, ისინი ყველაზე მოულოდნელი გზით გადაწყდება.
სიყვარული: თუკი საყვარელ ადამიანთან ურთიერთბაში პრობლემები გაქვთ, ნუ იჩქარებთ მისგან გაქცევას. გაქცევით პრობლემები არ გვარდება, ისინი მხოლოდ დაკონსერვდება და ნელნელა თქვენსა და თქვენს საყავრელ ადამიანს შიგნიდან „შეგჭამთ“. უმჯობესია ყველაფერი უცებ მოაგვაროთ. შესაძლოა, გეტკინოთ, მაგრამ სამართლიანად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე მოსაფრთხილებელი ადგილი - ყელია. ამიტომ, შეეცადეთ ცივ სასმელებსა და ქარში სიმღერაზე უარი თქვათ.
კარიერა: თუკი ფულადი დანაზოგის დიდი ნაწილი უკვე შემოგეხარჯათ, ხვალ, საკუთარი საქმიანობის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა, შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც თანხის გამომუშავების საშუალებას მოგცემთ. ზედმეტად ნუ დაიძაბებით - უცებ გაერკვიეთ სიტუაციაში.
სიყვარული: ამ დღეს, ისე როგორც არასდროს დაგჭირდებათ საყვარელი ადამიანის ცხოვრების შესახებ რამდენიმე წვრილმანის ცოდნა. შესაძლოა, მისი ბიოგრაფია სამყაროში ყველაზე საინტერესო არ იყოს, მაგრამ ხვალ მისი დეტალურად გახსენება მოგიწეთ, რათა საჭირო დროს საჭირო ცოდნა გამოიჩინოთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ის, რომ დრო და დრო სამედიცინო ლიტერატურას ეცნობით,  რა თქმა უნდა, არა კოგნიტურად - ძალიან კარგია, მაგრამ ხვალინდელი დღე ამგვარი ცოდნისთვის წარუმატებელია - ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოჩნდებით.
კარიერა: ხვალ ფულის სესხება არ ღირს, მით უმეტეს, თუკი თანხის სესხებას  კოლეგისგან გეგმავთ. შესაძლოა, უსიამოვნო ხმები აგორდეს, რაც თქვენ არაფერში გჭირდებათ. შეეცადეთ სხვა გამოსავალი იპოვოთ არსებული რთული ფინანსური მდგომარეობიან გამოსასვლელად. სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი დარწმუნება, რომ ის სრულიად დამოუკიდებელი ადამიანია და თქვენი რჩევების, დაჟინებისა და სურვილების გარეშეც თავისუფლად შეუძლია არსებობა. მისთვის საკმარისია იმის ცოდნაც, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის მისი ცხოვრება - თქვენს ძვირფასს სხვა არაფერი სჭირდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ორგანიზმი ფიზიკურად და ემოციურად არ გადაიტვირთოთ, განსაკუთრებით საღამო პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძინებას ვერ მოახერხებთ. იფიქრეთ საკუთარი ნერვების გაძლიერებაზე.
კარიერა: ნამდვილად საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც საკუთარ ძალებში დაგაჯერებთ და დაგარწმუნებთ, რომ ყველაზე რთული საქმიანობის წამოწყების არ უნდა გეშინოდეთ. ხვალინდელი დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც საბოლოოდ შეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ ცხოვრებას საფუძვლიანად შეცვლის.
სიყვარული: ყველაფრის მიუხედავად, შეეცადეთ ღიმილიანი და მხიარული იყოთ. თქვენი საყვარელი ადამიანი, ისევე, როგორც სხვა თქვენი ახლობლები და ნათესავები, თქვენს ამ ქმედებას შეაფასებენ და ყურადღებას მიაქცევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომაბეზრებელ შეკითხვებს სერიიდან „რა მოხდა“ - თავს არ მოგახვევენ, ეს კი, ბუნებრივია, განწყობას აგიმაღლებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ სადმე გამგზავრებას. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ შორი და დამღლელი მგზავრობა არ მოგიწიოთ, თუმცა, თქვენი მოგზაურობა საინტერესო და ახალი შეგრძნებებით სავსე, ნამდვილად უნდა იყოს.
კარიერა: სიახლე - თქვენი ხვალინდელი დღის დევიზი უნდა იყოს. თუკი მკაცრად გადაწყვიტეთ ახალ სამსახურში მოწყობა, არ დაკარგოთ წუთიც კი - ეს თქვენი დღეა. შესაძლოა მომავალი ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩეს და უახლოესი ორშაბათიდან შეძლებთ ახალ საქმიან ვალდებულებებს შეუდგეთ. ისღა დაგრჩენიათ მიზანი დაისახოთ - ვარსკვლავები იმედს არ გაგიცრუებენ!
სიყვარული: თქვენს სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად ახლობელი ადამიანის კონსულტაცია აუცილებლად დაგჭირდებათ. რატომღაც, გარეშე პირი უფრო ნათლად დაინახავს თქვენში არსებულ პრობლემებს, თქვენს შეცდომებს და მათი გამოსწორების გზებს. გაითვალისწინეთ მისი რჩევები.


 


თევზები
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ამ დღეს, თქვენი დილა მშვიდობით არ დაიწყოს, მათ შორის იმ საკითხშიც, რაც ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დღე  ასეთივე იქნება. შეეცადეთ შექმნილ სიტუაციას უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.
კარიერა: არ ღირს იმ წესების წმინდად დაცვა და გათვალისწინება, რომლითაც თქვენი კოლექტივი ცხოვრობს. ნორმებიდან მსუბუქი გადახვევა განუმეორებელსა და განსაკუთრებით მიმზიდველს გაგხდით. შესაძლოა, სამსახურეობრივი რომანი დაიწყოთ, მაგრამ უმჯობესია ხემძღვანელობას თვალში არ მოხვდეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს დახმარება უნდა აღმოუჩინოთ. გათალეთ კარტოფილი ან მოგავეთ სახლი. მისი შექება და სიხარული თქვენი ინიციატივის გარდაუვალი შედეგი იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?