30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
 უძილობა ან დაბალკალორიული კვება შესაძლოა, სისუსტის მიზეზი გახდეს. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები ამოუწურავი არ არის, ამიტომ ვიტამინების მიღება არ გაწყენდათ.
კარიერა: ხვალ არასტანდარტული აზროვნება და პრობლემების ახლებურად ხედვა წარმატების გარანტიად იქცევა. თავადაც გაოცდებით, ისეთი იდეები გაგიჩნდებათ. გააოცეთ ყველა! დაე, იცოდნენ, ვისგან უნდა აიღონ მაგალითი და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ.
სიყვარული: 
ხვალ ოპტიმიზმს ასხივებთ და ყველაზე უსიამოვნო სიახლეებსაც კი არ შეუძლია თქვენი განწყობის შეცვლა. ეცადეთ, ოპტიმიზმი და სასიცოცხლო ენერგია საყვარელ ადამიანსაც გაუზიაროთ, რომ ცოტა ხნით მაინც მოეჩვენოს სამყარო ფერადად და მშვენიერად.




კურო

ჯანმრთელობა: შეასრულეთ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა და მიზანი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მიზნის გონივრულობაში ეჭვი არ გეპარებათ.
კარიერა:
კორპორაციული სულისკვეთების ასამაღლებლად, რაღაც საინტერესო და მხიარული უნდა მოიფიქროთ. მაგალითად, იუმორთან მწყრალად რომ არ არის, ისეთ თანამშრომელზე შარჟი დახატეთ ან თქვენი მეგობრული გუნდისთვის ჰიმნი დაწერეთ. შეიძლება, ხელოვნების შედევრი არ იყოს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც გაგამხიარულებთ.
სიყვარული:
ბოლოს და ბოლოს, გაიაზრეთ, რომ ნამდვილი განძი ხართ! თქვენ ყველაზე ძვირფასი ხართ, რაც გაგაჩნიათ. მაშ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და გააოცეთ გარშემომყოფები თქვენი ცვლილებით. სავარაუდოდ, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც გულწრფელად უყვარხართ, დიდი არ არის, სამაგიეროდ, გამოვლენილი სიმამაცისთვის ერთეულების სიყვარული ნამდვილ ჯილდოდ იქცევა.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ და არტერიული წნევა ნორმაში შეინარჩუნოთ. ხშირად აკონტროლეთ წნევა და მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
კარიერა:
კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდებით, თორემ გეგმების გამუდმებული ცვლილება თქვენს პროდუქტიულობაზე აისახება. სჯობს, ერთხელ და საფუძვლიანად განიხილოთ ეს საკითხი, ვიდრე დაუსრულებლად გადადოთ მისი მოგვარება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გრძნობდეს, რომ მისთვის ძვირფასი ხართ და ყველაზე მეტად გჭირდებათ. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ თქვენ გრძნობებში წამითაც არ შეეპაროს ეჭვი.




კირჩხიბი

ჯანმრთელობა: გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე, თქვენთვის კატეგორიულად აკრძალულია საკვების შეზღუდვა. გირჩევთ, დიეტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ.
კარიერა:
პროფესიული თვალსაზრისით, არცთუ ისე წარმატებული დღე გელით. ეცადეთ, შეფს „თვალებში არ გაეჩხიროთ“ და მით უმეტეს, არ გაბედოთ ხელფასის მომატებაზე საუბრის დაწყება. ამჟამად მას თქვენთვის არ სცალია.
სიყვარული: 
ეცადეთ, სახლში მყუდრო გარემო შექმნათ. როგორ მოახერხებთ, თქვენი გადასაწყვეტია, რადგან თქვენს რჩეულს თქვენზე უკეთ არავინ იცნობს. მისი ბედნიერი სახის ხილვა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება იქნება და თქვენც გაცილებით ბედნიერს გაგხდით.




ლომი
ჯანმრთელობა: 
გეჩვენებათ, რომ თქვენთვის შეუძლებელიც კი ადვილად დასაძლევია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მკაფიოდ დაისახეთ მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ.
კარიერა:
დღის პირველ ნახევარში იმედგაცრუება გელით: თქვენს ნაცვლად, წარმატებას ვიღაც უფრო მოხერხებული მიაღწევს, მაგრამ ეს მოწყენის საბაბი არ გახლავთ. ახლა ზუსტად იცით თქვენი სუსტი მხარეები და მათზე მუშაობა უნდა დაიწყოთ, რომ მომავალში გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ.
სიყვარული: საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დღე გელით. გამოცდის ჩაბარება, რომელიც გელით, მხოლოდ საიმედო დასაყრდენის მქონე, სერიოზულ და დამოუკიდებელ ადამიანს შეუძლია. დაე, თქვენი რჩეული ასეთად იქცეს, რადგან მარტო ამასთან გამკლავება ძალიან გაგიჭირდებათ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, ახალი კერძების დეგუსტაციასა და კულინარიულ ექსპერიმენტებს დროებით თავი აარიდოთ, რადგან შესაძლოა, კუჭ-ნაწლავი გაიღიზიანოთ. არავითარი ეგზოტიკა! უპირატესობა მხოლოდ კარგად ნაცნობ კერძებს და უბრალო სადილებს უნდა მიანიჭოთ.
კარიერა: 
ხვალ მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცვლელი არ ხართ. მთავარია, არ მოდუნდეთ და დასახული მიზნისკენ მეტი შემართებით იმოძრაოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუძლებთ ნებისმიერ კონკურენციას.
სიყვარული:
შესაძლოა, ქალწულებს (განსაკუთრებით მდედრობითი სქესის) თავში არაერთმნიშვნელოვანი აზრები მოუვიდეთ. მაგალითად, ძალიან ბევრი იფიქრონ ცხოვრების არსზე ან საღამოს ოჯახის წევრებისთვის გასაკეთებელ სადილზე. მომავალზე ამდენი ფიქრო საჭირო არაა. ახლანდელზე იფიქრეთ და მომავალი თავისთავად მოვა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენი გულის მდგომარეობას, ასევე, ნერვულ სისტემას. ამიტომ შეეცადეთ, დრო ტყუილად არ დაკარგოთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ჯანმრთელობის მხრივ ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ გაწუხებთ.
კარიერა: მოეშვით და შეეცადეთ, არაფერი გააკეთოთ. ზედმეტად არც ჩაი მოადუღოთ და არც დივანიდან წამოდგეთ. სულ მალე დაძაბული პერიოდი დაგეწყებათ. მანამდე კი უმჯობესია, ძალები მოიკრიბოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გაუჭირდება შეგუება იმ ფაქტთან, რომ ისე არ მოქმედებთ, როგორც მას ლოგიკურად მიაჩნია. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა ქცევებმა თქვენი რჩეული არ გააღიზიანოს და მხოლოდ პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოთ მასზე.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, მოერიდეთ ორპირ ქარს, განსაკუთრებით მანქანით მგზავრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ გაციება, არამედ ყურის ანთების საშიშროება გემუქრებათ.
კარიერა: ხვალ რაღაცის სასწრაფოდ შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ ან გარეგნობაში ან საკუთარ სამყაროში. რა გაეწყობა, რადგან ცვლილებების დიდი სურვილი გაქვთ და ამისთვის ძალებიც საკმარისად გაგაჩნიათ, შეგიძლიათ, ექსპერიმენტებს შეუდგეთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი მისი ქცევებისა და ფიქრების გამო თქვენს წინაშე შერცხვება. თუკი ფიქრობთ, რომ მსგავსი გრძნობისთვის მას არანაირი საფუძველი არ აქვს, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად დაარწმუნოთ თქვენს მოსაზრებაში, თქვენივე ურთიერთობების საკეთილდღეოდ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფეხებს და, ასევე, გარშემო სიტუაციას: ხვალ არა ერთი და ორი, არამედ გაცილებით მეტი ტრავმასაშიში სიტუაცია გემუქრებათ. თუმცა, უსიამოვნების თავიდან აცილება თავისუფლად შეგიძლიათ, რაშიც, პირველ რიგში, მოხერხებული და კომფორტული ფეხსაცმელი დაგეხმარებათ.
კარიერა: გარშემო არაფრის შემჩნევა და ცხოვრების შეფასება მხოლოდ სამუშაოს პრიზმიდან, თქვენი ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანებას გამოიწვევს. ასე რომ, ისწავლეთ, ყველაფერს უფრო მარტივად შეხედოთ: ამგვარად ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ.
სიყვარული: ხვალ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს საყვარელ ადამიანს შორეული ქვეყნიდან ელოდებით, თუმცა, ხანგრძლივი ბედნიერების იმედი ნაკლებად გაქვთ. მიუხედავად ამისა, თქვენი სულიერი შრომა აუცილებლად დაფასდება და ნაკლებად დაიტანჯებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ ურბანული გარემოს უარყოფითი ზემოქმედება თქვენზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ საღამოს, ცუდი ჰაერის გამო, თავის ძლიერი ტკივილები დაგეწყოთ. გაუმართლებთ მათ, ვინც ქალაქიდან თუნდაც ერთი დღით გაემგზავრება.
კარიერა: ხვალ საკმაოდ მძიმე და დაძაბული დღე გელოდებათ. კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობას დაგავალებენ. ასე რომ, კარგად მოიფიქრეთ და დაგეგმეთ, როგორ შეგიძლიათ დაკისრებული მოვალეობის სწრაფად და მარტივად შესრულება. თუკი ყურადღებას სხვა რამეებზე არ გადაიტანთ, ყველაფერს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით.
სიყვარული:
ხვალ მოგეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ ენერგია საბოლოოდ გამოგაცალათ და დაგასუსტათ. თითქოს სამყაროს სილამაზე ძველებურად აღარ გახარებთ. იქნებ როგორმე შეაჩეროთ ეს არეულობა?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებს ჩვეულებრივზე მეტი კალცის მიღება დასჭირდებათ. ეს არ  ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ხაჭო უნდა მიირთვათ ან კბილის პასტა დაღეჭოთ. უბრალოდ, ხაჭო თქვენს რაციონში უფრო დიდი რაოდენობით შეიტანეთ. კარიერა: ხვალ რატომღაც ფილოსოფოსობის სურვილი გაგიჩნდებათ, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, თუკი გაცხარებულ საუბარში მოდუნებულ პოზასა და სახეზე ნეტარ ღიმილს შეგამჩნევენ, თქვენი საუბარი აბსოლუტურად გაუგებარი იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი დაუფიქრებლად, ლოგიკის, საღი აზროვნებისა და ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, რაც, ზოგადად, მართებულია. შეეცადეთ, გადააფიქრებინოთ მას, რაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და რაც აუცილებლად გამოგივათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი მუხლები და ზოგადად, სახსრები. შესაძლოა, მათ ჩვეულებრივზე მეტი ზრუნვა დასჭირდეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი თუ საპასუხისმგებლო საკითხი ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან განიხილოთ. ეს სასარგებლო სასმელები თილისმის როლს შეასრულებენ და გახდება გარანტი იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და სასურველ შედეგს გამოიღებს.
სიყვარული:
ბუნებრივია, რომ საყვარელი ადამიანისგან გარკვეული საიდუმლოებები გაქვთ, თუმცა, ხვალ თქვენი საიდუმლოებები მისთვის ნათელი გახდება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ - დაფარული ინფორმაცია საჭირო „სოუსით“ მიართვათ, რათა მისი აღქმა თქვენი რჩეულისთვის უმტკივნეულო იყოს. საკმაოდ რთული გამოცდაა ურთიერთობისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?