10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ იაქტიურებთ და საქმეს თვითდინებაზე არ მიუშვებთ, შესაძლოა, ხვალ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ. გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.
კარიერა: გახსოვდეთ, რომ ყველა გიჟური იდეის პრაქტიკულად განხორციელება არ ღირს. რაც შეეხება სამსახურებრივ საქმეებს, დასვენების დღეები საშუალებას არ მოგცემთ, რომ სრული დატვირთვით იმუშაოთ. ამასთანავე, შესაძლოა თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტები მნიშვნელოვნად დაზარალდეს. არადა, სულ ტყუილად.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ზრუნვა და იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მის გვერდით ხართ. ეცადეთ, ამით უზრუნველყოთ და მადლიერება ასმაგად დაგიბრუნდებათ. ამის გარანტიას ვარსკვლავები გაძლევენ.




კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ მხედველობის ორგანოებს. თუ თვალები ძალიან გაწითლებული გაქვთ, შესაძლოა, ამის მიზეზი მხოლოდ მონიტორთან დიდხანს ჯდომა არ იყოს. აუცილებლად გაასინჯეთ ექიმს თქვენი ხერხემლისა და კისრის მალების მდგომარეობა.
კარიერა:
ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ამა თუ იმ გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული თუ არ ხართ, ნუ გარისკავთ.
სიყვარული:
ყურადღება მიაქციეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომლის სახელიც ძალიან მოგწონთ. სწორედ ის შეასრულებს თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს როლს ყველა მომავალ დღეებში. მთავარია, სახელის გამოცნობაში არ შეცდეთ. დანარჩენი თავისით მოგვარდება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. დაგროვილი დაღლილობისგან განთავისუფლება ერთ დღეში შეუძლებელია, თუმცა ეს ერთი დღეც თქვენთვის უაღრესად სასარგებლო იქნება. კარგად მოიფიქრეთ, როგორ შეძლებთ, შეინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა.
კარიერა:
გამორიცხული არ არის, რომ არასწორი ტაქტიკა გაქვთ არჩეული. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ შეცვალოთ. მოსაფიქრებელი მხოლოდ ისაა, კონკრეტულად რა მიმართულებით.
სიყვარული:
კარგი დროა, საყვარელ ადამიანთან ერთად ექსტრემალური გართობისთვის. მოიფიქრეთ, რა გირჩევნიათ: ჩქარი დინების მდინარეზე კანოეთი დაშვება თუ წითელ შუქზე გზის გადაკვეთა? როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს ერთობლივად, მასთან ტანდემში უნდა გააკეთოთ და ყველაფერი ისე უნდა გათვალოთ, რომ ექსპერიმენტის ბოლოს, საავადმყოფოში არ აღმოჩნდეთ. წინ უამრავი ბედნიერი დღე გელით და სიცოცხლე კიდევ დაგჭირდებათ.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
მხიარული და ხალისიანი განწყობა მავნე ჩვევების დაძლევაში და ჯანმრთელი დღის რეჟიმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, ეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კარიერა:
ახალი და „ცოცხალი“ იდეები გჭირდებათ. ნუ ჯიუტობთ, დახმარება ნამდვილად არ გაწყენთ. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება, ამიტომ საქმის ამა თუ იმ თანამშრომლისთვის გადაბარება საკმარისი არაა. საჭიროა კოლეგიალური გადაწყვეტილება.
სიყვარული:
რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი სრულიად განსხვავებულები ხართ და სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. ამის გაცნობიერება სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ არცოდნა და სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩაყოფა გამოსავალი არ არის.




ლომი
ჯანმრთელობა:
თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას გაძლევთ, კარგი იქნება, თუ ორგანიზმის გაწმენდას ჩაიტარებთ. უმჯობესია, პროცედურების დაწყებამდე, შესაბამისი მეთოდის შესარჩევად,  კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ.
კარიერა:
კარგი იქნებოდა, შეგესვენათ, თუმცა, მაინც მოახერხეთ საქმის გამონახვა, რომელიც შესაძლოა, რთული არ არის, მაგრამ ძალისა და დროის რაღაც რაოდენობას მაინც მოითხოვს. ეცადეთ, საქმეს მინიმალური დანაკარგებით გაუმკლავდეთ.
სიყვარული:
ამბობენ, რომ სამი რამის ყურება დაუსრულებლად შეიძლება: როგორ მოედინება წყალი, როგორ იწვის შეშა და როგორ მუშაობენ სხვები. ამ დღეს მესამე ვარიანტით ტკბობას არჩევთ. თქვენი მეორე ნახევარი ქანცგაწყვეტილი ცდილობს საერთო პრობლემიდან გამოსავალი მონახოს, თქვენ კი პროცესს მშვიდად ადევნებთ თვალს. სინდისი სულ არ გაწუხებთ?




ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულების ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა, თუმცა, ყურადღებით და ოპერატიული მოქმედებით შეძლებთ, პრობლემები მინიმუმამდე შეამციროთ.
კარიერა:
ხვალ შესაშურად სწრაფად და ოპერატიულად მუშაობთ. ასე რომ, თუ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ჩათვალეთ, რომ გამოგივიდათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის შემდეგ, თქვენგან სამჯერ მეტი სამუშაოს შესრულებას მოითხოვენ.
 სიყვარული: ხვალ თქვენი მზაკვრული გეგმის შესასრულებლად, რაღაც უმნიშვნელო დეტალია საჭირო, რომელიც საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. რა გაეწყობა. თქვენი პირადი ბედნიერება ცოტა ხანს კიდევ დაიცდის. იმედია, რომ ცოტა ხანს.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
გამოწერილი წამლის ეფექტი, სამწუხაროდ, იმედს გაგიცრუებთ. დიდი ალბათობით, ყალბ პრეპარატს შეიძენთ. კარგი იქნება, თუკი კონსულტაციისთვის კიდევ ერთხელ მიმართავთ მკურნალ ექიმს.
კარიერა: ხვალ შეგიძლიათ, არაფერზე თქვათ უარი: არც გართობაზე, არც სხვადასხვა გემრიელ კერძზე. გაახარეთ საკუთარი თავი სწორედ იმით, რაც დიდი ხნის მანძილზე გსურდათ. ეწვიეთ ნებისმიერ სასურველ ადგილს. მოკლედ, ხვალ თქვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციები მიღება.
სიყვარული: ხვალ ადვილად დაწერთ ლექსს, მოთხრობას, ჩანახატს, სიმღერას ან რეფერატს - თქვენი ხასიათიდან გამომდინარე. იქნებ თქვენი შემოქმედება საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ? თუმცა, თუკი რეფერატის დაწერას გადაწყვეტთ, ალბათ, მიძღვნა საჭირო არ იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებისთვის არანაირი შეზღუდვა და შემაფერხებელი გარემოება არ იარსებებს. ამიტომ საბოლოოდ მიმართეთ ექიმს, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში ჩაწერას ვერ ახერხებდით. გადადგით გადამწყვეტი ნაბიჯი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით განიხილოთ თქვენი ქმედებები, შეადგინოთ მოფიქრებული საქმიანობის გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ მათ განხორციელებას. სხვათა შორის, მიღებული გადაწყვეტილება სიხარულისა და სიამოვნების გარდა,  არაფერს მოგიტანთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანზე ზრუნვას სხვა დაიწყებს, რაც ნამდვილად არ გესიამოვნებათ, თუმცა, საშიშროება ჯერ არ გემუქრებათ. ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ ეჭვიანობას არ დაიწყებთ. უმჯობესია, დაელაპარაკოთ თქვენს რჩეულს „მესამეს“ გამოჩენის შესახებ ისე, როგორც შესანიშნავ ადამიანზე. თქვენი გაგება გაცილებით გონივრულად  შეფასდება, ვიდრე ეჭვიანობა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ნუ დაზოგავთ თანხას საკუთარ თავზე. გახსოვდეთ, რომ ძუნწი ორმაგად იხდის და კარგი იქნება, თუკი ვალს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე არ გადაიხდით. თუკი დარწმუნებული ხართ, რომ მსგავსი ხარჯები თქვენთვის ნამდვილად აუცილებელია, ნუ დაიწყებთ შემოვლითი გზის მოძებნას.
კარიერა: თუკი პირად ცხოვრებაში განხეთქილება დაგეწყებათ, ეს იმის ნიშანია, რომ კარიერაში ყველაფერი წესრიგში გაქვთ და თქვენ საკმაოდ ნაყოფიერად უმკლავდებით პროფესიულ საქმიანობას. თუმცა, მიიღებთ კი სარგებელს და ღირს თავბრუდამხვევი კარიერა - თავბრუდამხვევ რომანად?
სიყვარული: მშვილდოსნებისთვის საუკეთესო ვარიანტია ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ წასვლა. შეგიძლიათ, თან თქვენი და საყვარელი ადამიანის მშობლებიც წაიყვანოთ, რადგან შვილებს, მათ გარდა, ვერავის დაუტოვებთ. ვარსკვლავები კი გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებულმა უახლოეს ტყეში გაისეირნოთ... მოაგროვეთ ფიჩხები კოცონის დასანთებად. 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
კვლავ სტომატოლოგთან გიწევთ ვიზიტი და ფულის გადახდა გენანებათ? წასვლა მაინც მოგიწევთ. ოღონდ ნუ იმოქმედებთ ისე, როგორც წინა ვიზიტზე, როდესაც კბილის მკურნალობისა და ამოღების თანხა ერთმანეთს შეადარეთ. რა თქმა უნდა, კბილის ამოღება გაცილებით იაფი და სწრაფია! მაგრამ ამგვარად, შესაძლოა, საერთოდ უკბილოდ დარჩეთ.
კარიერა: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ისეთი სიტყვის წარმოთქმას, როგორიცაა მუშაობა და მისი მრავალრიცხოვანი სინონიმები და მონათესავე სიტყვები. ეს არცთუ ისე მარტივი დავალებაა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო, რომ საბოლოოდ ამგვარი ცხოვრება მოგეწონებათ კიდეც. სამწუხაროა, რომ ამგვარი პერიოდი ხანმოკლეა.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი მშობლებს ან მეგობრებს გააცნოთ. მათ, ვინც თქვენთვის ახლობელი და ძვირფასია. სწორედ ხვალ, დიდი ალბათობით, მათ ერთმანეთი მოეწონებათ და ურთიერთობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში  ხასიათის მკვეთრი  ცვალებადობა შეინიშნება: ეს არა მხოლოდ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს, არამედ თქვენს ახლობლებსაც. იქნებ რაიმე დამამშვიდებელი მიიღოთ?
კარიერა: კარგი იქნება, თუკი განტვირთვის დღეს მოიწყობთ და საკუთარ კვებაზე იზრუნებთ. მენიუს სწორად არჩევით ორგანიზმს ვიტამინებით გაამდიდრებთ. ეს კი აუცილებლად დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც სამუშაო კვირა დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ წინ საკმაოდ რთული და დამღლელი დღეები გელოდებათ.
სიყვარული: თუკი დიდი ხანია ოცნებობთ, რომანი დაიწყოთ იმ ადამიანთან, რომელიც სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ხვალ სწორედ შესაფერისი დღე იქნება თქვენი ოცნების ასახდენად. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამგვარი ოცნება არასდროს გქონიათ, ხვალ თანხმობას მაინც არავინ შეგეკითხებათ. ვარსკვლავებს ისღა დარჩენიათ, მხოლოდ წარმატებები გისურვოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, ყველა საქმე მალე დაასრულოთ და დასაძინებლად ადრე წახვიდეთ. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ძილში, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ, წონაში მოიმატოთ. თუკი ხშირად უძილობას განიცდით, გასუქების საშიშროება გემუქრებათ.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება ნებისმიერი შენაძენის გასაკეთებლად, რაც მიზნად დაისახეთ. შეგიძლიათ, მშვიდად გაისეირნოთ მაღაზიებში და თანხის უაზრო გაფლანგვის არ შეგეშინდეთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ახალი საოჯახო ტექნიკის შეძენა. ასიამოვნეთ საკუთარი თავი სასიამოვნო ტექნოლოგიური სიახლეებით.
სიყვარული: გასული ღამე (უფრო ზუსტად, თქვენი სიზმრები) თქვენში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ძილში შეიძლება ვინმე შეგიყვარდეთ, თანაც, იმდენად ძლიერად, რომ ცხადი და სიზმარი ერმანეთში აგერევათ. თუმცა, სინამდვილეში, თქვენი იდუმალი უცნობი არ გამოჩნდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?