11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ ვიზიტი კოსმეტოლოგთან და სხვადასხვა სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარებას შეუდგეთ. თუ კოსმეტოლოგთან წასვლის დრო არ აქვთ და პროცედურების სახლის პირობებში ჩატარებას აპირებთ, გამწმენდი საშუალებების მოხმარების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, კანი არ გაიღიზიანოთ.
კარიერა: სამსახურეობრივი თვალსაზრისით წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით, თუმცა პირადი განცდების ასპექტში სირთულეები და დაძაბულობაა მოსალოდნელი. დავალებას იოლად გაუმკლავდებით, მთავარია ნერვებს გაუფრთხილდეთ.
სიყვარული:  საყვარელი ადამიანისთვის უარის თქმა გიჭირთ, მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ, რადგან მისი სურვილები თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებთან თანხვედრაში არ არის. ეცადეთ ეს ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ და დამაჯერებლად გააკეთოთ, რომ არ გაანაწყენოთ.




კურო
ჯანმრთელობა:
უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება ყველაფრისგან, რაც თქვენს თავს ხდება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა:
ფრთხილად იყავით ფულთან. განსაკუთრებით თუ სხვისია და თქვენ მოგაბარეს. საკუთარ ფინანსებსაც გაუფრთხილდით და ნუ დახარჯავთ თქვენი აზრით, მნიშვნელოვან, სინამდვილეში კი სრულიად უსარგებლო შენაძენებზე.
სიყვარული:  თქვენი რჩეული თქვენი ქცევის ახსნას ცდილობს. შემდეგ კი მისი ჩვეულ სქემაში მოქცევა და თქვენივე ხელმოწერითა და ბეჭდით დაადასტურება სურს. დიდი ალბათობით, მაინც ვერაფერს მიხვდება, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ მის დასკვნებს მოიწონებთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:  
კარგია დღეა იმისთვის, რომ მოწევას თავი დაანებოთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, მსუბუქი დიეტის დაცვა სცადეთ, რომელიც დაგეხმარებათ დამღუპველ ჩვევას სწრაფად გაუმკლავდეთ. სჯობს ფუმფულა ნამცხვარზე იოცნებოთ, ვიდრე სიგარეტზე. 
კარიერა:
პროფესიული სრულყოფის მიღწევისთვის შესაფერისი დღეა. ძველი საქმის ახალი მეთოდიკა უნდა აითვისოთ და თქვენი სფეროს პროფესიონალებს რჩევა ჰკითხოთ. არც სპეციალური ლიტერატურის გადაკითხვა გაწყენდათ. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.
სიყვარული:  გირჩევთ საყვარელადამიანთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ. თუ გსურთ, რომ ცოტა ხანი მისგან დაისვენოთ, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხარით. თავაზიანი მინიშნებები ვერ გიშველით, რადგან მაინც ვერაფერს მიხვდება.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს ყურადღების კონცენტრაცია და რეაქციის სისწრაფე კარგად გაქვთ განვითარებული, ამიტომ, სურვილისა და შესაძლებლობების შემთხვევაში, შეგიძლიათ ექსტრემალური სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდეთ. მარტო გამართლების იმედად ნუ იქნებით და წინდახედულობა არ დაკარგოთ.
კარიერა: ამ დღეს ბევრ ვინმესთან შერიგება დაბევრ რამესთან შეგუება მოგიწევთ, თუნდაც შინაგანად ამის წინააღმდეგი იყოთ. რას იზამთ, ზოგჯერ უსიამოვნო გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს.
სიყვარული:  
რაც შეიძლება მეტი გემრიელობა მიირთვით. მასთან ერთად, რასაკვირველია. საყვარელი ადამიანის კოვზით კვების პროცესი მხოლოდ მას კი არა, თქვენს ურთიერთობებსაც წაადგება. ეს სასიამოვნო, სახალისო და უკიდურესად რომანტიულია.




ლომი
ჯანმრთელობა:
ძალების მოზღვავებას გრძნობთ და ოპტიმიზმით სავსე ხართ. შესაძლოა, ეს ახალი სასარგებლო ჩვევების ან დღის განრიგში ცვლილებების შედეგია. სწორ გზას ადგახართ. ასე გააგრძელეთ.
კარიერა:
ეცადეთ, ფინანსური მოგების ძიებაში ადამიანური სახე არ დაკარგოთ. დროზე შეჩერება და დაფიქრება ისწავლეთ. ღირს კი თქვენი მიზანი ასეთ ტიტანურ ძალისხმევად? შესაძლოა, ბედნიერებას იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა და თქვენს სამსახურს თქვენგან მეტისმეტად ბევრი ენერგია მიაქვს.
 სიყვარული: იქნებ, თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო თავგადასავალი მოგეფიქრებინათ? სავარაუდოდ, ის ურთიერთობის ერთფეროვნებამ დაღალა და სიახლეს ითხოვს. გასართობი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: ყველაზე უწყინარიდან დაწყებული, აშკარად სახიფათოთი დამთავრებული. მთავარია, მოგეწონოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
თუ მკაცრ დიეტაზე ზიხართ, დროა დაფიქრდეთ, ღირს კი საკუთარი ორგანიზმის მსგავსი მეთოდებით ტანჯვა? მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი შეზღუდვის პირობებში, შეიძლება სრულიად საპირისპირო შედეგი  მიიღოთ.
კარიერა: ნუ მოიწყენთ იმის გამო, რომ დასვენების დღეები მალე დასრულდა. უმჯობესია, ახალი კვირის სამოქმედო გეგმა დასახოთ. შესაძლოა, მოსაწყენადაც ვერ მოიცალოთ და უკვე ერთი საათის შემდეგ, კვირის დაწყებას მოუთმენლად ელოდოთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს თქვენი გაგება არ სურს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება გადაგაფიქრებინოთ. მისი არგუმენტების მოსმენა ნამდვილად ღირს, თუმცა მის დაკრულზე ცეკვას არ გირჩევთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელ დღე საკუთარ კანზე ზრუნვას დაუთმეთ. თუკი აქამდე თქვენს სახის კანს ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უხდებოდა, ახლა უარის თქმა მოგიწევთ სპირტის შემცველ სხვადასხვა ლოსიონებზე.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ გაიხსენოთ ყველა ის დანაპირები, რომლიც ოდესმე თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის ან პარტნიორებისთვის მიგიციათ და ცალკე ფურცელზე ჩაინიშნოთ, რათა კვლავ არ დაგავიწყდეთ. მათი შესრულება აუცილებლად მოგიწევთ, გაქვთ თუ არა ამის სურვილი.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რთული შრომის ფასად მოგიწევთ. თუმცა, თავის დროზე თავად მიიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება და ახლა, რაც არ უნდა უსიამოვნო  იყოს ეს პროცესი თქვენთვის, დავალიანების გადახდა მოგიწევთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება მკვეთრი სურნელების მიმართ, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთაც ძლიერი არომატი არ აქვთ.  სასურველია, საერთოდ სურნელის გარეშე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე იქნებ გაძლოთ კოსმეტიკის გარეშე.
კარიერა: ხვალ თავგადასავლების ძიებაში იქნებით.  სიფრთხილე არ გაწყენთ: ყოველდღიურ ცხოვრებაში დინამიურობისა და მკვეთრი შეგრძნებების უკმარისობის გამო შესაძლოა ცოტა „გაიჭედოთ“, ზღვარს გადახვიდეთ და უსიამოვნო ავანტიურაში გაეხვეთ.
სიყვარული: მოულოდნელად ბედნიერება გეწვევათ, თან იმ რაოდენობით, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუმცა, თუკი დააყოვნებთ და არ იმოქმედებთ, ის გვერდით ჩაგივლით და ათასობით პატარა ნაწილებად დაიმსხვრევა.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ სიმძიმეების აწევას. ზედმეტი დატვირთვა თქვენს ხერხემალზე ნეგატიურად იმოქმედებს. ასე რომ, ინტელექტუალური შრომისგან დასასვენებლად ფიზიკური ვარჯიშების შესრულება არ გამოგადგებათ.  უკიდურეს შემთხვევაში დაკავდით იოგით, მაგრამ არა მძიმე ძალოსნობით.
კარიერა: შექმენით ინტენსიური საქმიანობის ილუზია, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. როგორც კი გარშემომყოფები თქვენს თავისუფალ დროს შეამნჩევენ, ორმაგ სამუშაოს დაგავალებენ და თან ზარმაცებზე საწყენ რეპლიკებსაც არ დაგაკლებენ.
სიყვარული:
მშვილდოსნებისთვის ოჯახი ხვალ პირველ ადგილზე არ იქნება. თქვენთვის პირადი ამბიციები და პროფესიული საქმიანობა გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. გეგმები და ანგარიშები თავბრუს დაგახვევენ და თქვენი ფიქრები ოჯახური კერისგან შორს იქნება. ვარსკვალვები არ გირჩევენ ოჯახის წევრებისადმი უყურადღებობას - უმჯობესია სამსახურიდან სახლში ადრე მიხვიდეთ და რომელიმე საუკუნეში მაინც მიართვათ მეუღლეს ყვავილები ან ბოთლი ღვინო.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი ხანგრძლივი დიეტის დაწყება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ შიმშილობა არ დაუშვათ. საკვების მუდმივი შეზღუდვა თქვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი სტრესი იქნება.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ არ გაიხსენოთ იმის შესახებ თუ რად მუშაობთ, როდის, ვისთან და სად. ეს მნიშვნელოვნად გაგიფუჭებთ იმ სიამოვნებას, რომელიც დასვენების დღეებში გელოდებათ. იყავით უბრალოდ ადამიანი და არა საოფისე მანქანის რომელიმე ჭანჭიკი.
სიყვარული: ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინქება დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, რაც არ უნდა რთული და არარეალური მოგეჩვენოთ ეს დავალება. თუკი დასახულ მიზანს მიაღწევთ, თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. გამოიჩინეთ მიზანდასახულობა და ხასიათის სიმტკიცე.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ამ დღეს თქვენი ორგანიზმი მიმართული იქნება შეშუპებისკენ. ამიტომ, შეშუპებული უპეებისა და მსგავსი უსიამოვნების  თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ ძილის წინ არაფერი დალიოთ და შეზღუდოთ მარილის მიღება.
კარიერა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია პირადი ბიზნესის დასაწყებად, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, თუ როგირი პასუხისმგებლობა გელოდებათ წინ. პირადი საქმიანობა, ადრე თუ გვიან თავისუფლად სუნქთვის საშუალებას არ მოგცემთ და პირად ცხოვრებას ისე ვერ განსაზღვრავთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი რატომღაც მიზანს დაისახავს და თქვენი შეშინება მოუნდება, თუმცა, ეს შიში უფრო გადაჭარბებული იქნება, ვიდრე რეალური. ნუ შეგეშინდებათ!


 


თევზები
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნეთ საკვების მიმართ. თქვენთვის მიზანშეწონილია ზომიერი და საათობრივი კვება. ასევე, კარგი იქნება დროებით უარი თქვათ ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღებაზე.
კარიერა: ხვალ სამყარო თქვენს გარშემო იტრიალებს. თქვენი ინიციატივისა და სამუშაო განწყობის დახმარებით დაწყებული საქმიანობა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ნუ მოდუნდებით! იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ. ნაცნობების მხარდაჭერა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზანი და დაიწყეთ მისი განხორციელებისკენ სვლა - სიტუაცია აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ განვითარდება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს საკუთარი კომპლექსების დამარცხება საკმაოდ გაუჭრდება. ასევე, მისთვის რთული იქნება საბოლოოდ გამოგიტყეთ გრძნობებში. შეეცადეთ გაამხნევოთ ის და არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ. უმჯობესია ყველაფერი თავად გადაწყვიტოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?