16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ გული სპორტის ექსტრემალური სახეობებისკენ გაგიწევთ და სახლში გაჩერება გაგიჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ცუდს ვერაფერს ხედავენ, უსაფრთხოების წესების შესახებ მაინც ნუ დაივიწყებთ.
კარიერა: ნუ ეცდებით თქვენი პერსონისა და თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ თანამშრომლების ყურადღების მიქცევას. ეს ახირება არც თქვენთვის და არც მათთვის კარგს არაფერს მოიტანს და საერთო საქმესაც დააზარალებს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.
სიყვარული: თქვენი რჩეული ცდილობს, შეებრძოლოს თქვენს რამდენიმე სტერეოტიპს, რომლებთანაც არაფრის ფასად არ გსურთ განშორება. ან უბრალოდ, არ შეგიძლიათ. ნუთუ ისინი საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე უფრო ძვირფასია?




კურო
ჯანმრთელობა: 
ხვალ კუროების ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს სტრესები და ნერვიულობა წარმოადგენს, ამიტომ თუ თავს ემოციურ და მგრძნობიარე ადამიანად მიიჩნევთ, ნერვების მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოთ.
კარიერა: შესაძლოა, ხვალ საკმაოდ კრეატიული და უცნაური ადამიანები გაიცნოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მათმა ენთუზიაზმმა ისე მოგხიბლოთ, რომ თქვენი საქმიანობის ახალი მიმართულების თაყვანისმცემელი გახდეთ. მუშაობის პარალელურად ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ, თორემ შეიძლება ყველაზე შეუფერებელ დროს გიღალატოთ.
სიყვარული:
 საყვარელი ადამიანის თვალწინ გამომწვევად ახდენთ საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას. გაითვალისწინეთ, რომ სრული თავისუფლება მხოლოდ სრული მარტოობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ შესაძლოა, თქვენმა ნახევარმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და ამ მდგომარეობით სრულად ტკბობის საშუალება მოგცეთ. თუ სწორედ ამის მიღწევას ცდილობთ, ეს თქვენი შანსია!




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, თევზისა და ბოსტნეულის დიეტა დაიცვათ. თავი შეიკავეთ ბურღულეულის მირთმევისგან, ხოლო ხორცისა და ნახევარფაბრიკატების შესახებ, ამ ეტაპზე საერთოდ უნდა დაივიწყოთ.
კარიერა: კარგი დღეა, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ენერგიის მოზღვავება საქმეში თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება. ნუ მოდუნდებით. ასე გააგრძელეთ და წარმატება გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: თავს უფლება მიეცით, რომ ცოტა ხანი პატარა ბავშვივით ჭირვეული და მომთხოვნი იყოთ. შესაბამისად, საყვარელი ადამიანი მშობლის როლს შეითავსებს. იმედია, ალერსიანი და ყურადღებიანი მშობელი იქნება და ცუღლუტობისთვის ძალიან მკაცრად არ დაგსჯით. საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ და მიხვდებით როგორები იქნებიან თქვენი მომავალი შვილები.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გაუფრთხილდით ნერვებს და ყველა წვრილმანი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ. თუმცა, თქვენსა და პრობლემას შორის ანტიდეპრესანტების კედლის აღმართვას არ გირჩევთ. ამ დღეს ტაბლეტებმა შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. კარიერა: ნუ იჩქარებთ საკუთარი ნამუშევრის სრულყოფილებასა და გენიალურობაზე დასკვნების გამოტანას. გახსოვდეთ, რომ საბოლოო სიტყვა მაინც შეფს ეკუთვნის. ასე, რომ მის გადამწყვეტ სიტყვამდე სამსახურიდან წასვლაზე არც იფიქროთ, თორემ შემდეგ მუშაობაზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ.
სიყვარული: 
ხვალ გაოცებული აღმოაჩენთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებთ და საერთოდ არ უფიქრდებით. ეს ცუდი სულაც არაა, იმიტომ, რომ მისი განაწყენების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. პროფესიონალად ყალიბდებით. გილოცავთ!




ლომი
ჯანმრთელობა: 
თუ გამოგიცდიათ, რა არის ქრონიკული დაღლილობა, სტრესები და ცუდი მეხსიერება, სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ ნერვიული სისტემის მოწესრიგებაზე. გახსოვდეთ, რომ უყურადღებობამ შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.
კარიერა: 
ხვალ მეგობრებს სამსახურის შემდეგ შეხვედრაზე არ შეუთანხმდეთ. დიდი ალბათობით, გადაუდებელი საქმეები გამოგიჩნდებათ და შეხვედრის გადადება მოგიწევთ. რაც შეეხება სამუშაო დღეს, ის მრავალფეროვანი, მაგრამ განსაკუთრებულად რთული არ იქნება.
სიყვარული: 
ხვალ გააცნობიერებთ, რომ, რასაც აკეთებდით, ტყუილად არ გიკეთებიათ. შესაძლოა, შედეგები ისეთი კაშკაშა, ოპტიმისტური და რომანტიკული არაა, როგორსაც ისურვებდით, მაგრამ საერთოდ რომ არის, ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გრძნობთ, რომ ძალა სრულიად გამოგელიათ, თუმცა ხვალ „მეორე სუნთქვა“ უნდა გაგეხსნათ. ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ, პრიორიტეტები სწორად უნდა განსაზღვროთ და მეთოდურად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
კარიერა: კარგი იქნება, თუ აზროვნებას გაივარჯიშებთ. ეცადეთ, გადაჭრათ საჭადრაკო ამოცანა, ამოხსნათ თავსატეხი და წაიკითხოთ სამეცნიერო ლიტერატურა. მძიმე შრომა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომ პროფილაქტიკური ღონისძიებები არ გაწყენდათ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ ყველაზე შეუფერებელ მომენტში ხდება: სატელეფონო ზარი, თხოვნა, რომ ბოლოს და ბოლოს დაილაპარაკოთ და ოცნების ადამიანთან შეხვედრაც კი არადროული და შეუფერებელ დროს იქნება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალ რკინის დეფიციტის პროფილაქტიკას ჩაიტარებთ. ამისთვის არ გჭირდებათ დამატებით საკვები დანამატების მიღება, უბრალოდ, ოდნავ დააკორექტირეთ მენიუ.
კარიერა: ხვალ ისე დაინახავთ საკუთარ თავს, თითქოს სიტუაციის მმართველი ხართ. არ არის საჭირო სიჩქარე, კისრისტეხით სირბილი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და ყველა საქმის გადაკეთება! სამსახურში თავს სტაბილურად და კარგად გრძნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, იმუშაოთ საბოლოო  პროდუქციის ხარისხზე.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისთვის გაუგებარია, რის გაგონება ან რის მიღება გსურთ მისგან. ამიტომ ის შეეცდება, დამოუკიდებლად გამოიცნოს თქვენი სურვილები. შესაძლოა, მისი მცდელობები საკმაოდ მოუხერხებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, მან რეკორდული გამჭრიახობის დემონსტრირება შეძლოს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მკურნალობასთან დაკავშირებული გეგმები ყველაზე ოპტიმალური გზით განვითარდება, ამიტომ, ტყუილად ნუ ინერვიულებთ. თქვენი იღბლიანობა, ხალისიანი განწყობა და სიცოცხლისმოყვარეობა ყველაფერში დაგეხმარებათ.
კარიერა: კარგი დღეა, ახალ პროექტზე მუშაობის დასაწყებად და, ასევე, დასაქმების გეგმაზე სამუშაოდ. თუკი საკუთარ არგუმენტებში დარწმუნებული იქნებით, მარტივად შეძლებთ, მოაგვაროთ სასარგებლო და, შეიძლება ითქვას, ღირებული კავშირები, რომელიც თქვენი და თქვენი ფირმის აყვავებას უზრუნველყოფს.
სიყვარული: ყველაზე ცუდ მოვლენასაც კი აქვს მეორე მხარე - ბრწყინვალე და შესანიშნავი. ხვალ ამაში დარწმუნდებით. შესაძლოა, საყვარელი გოგო, რომელიც 12-სანტიმეტრიანი ქუსლით ფეხზე დაგაბიჯებთ ან უცნაური მძღოლი, რომელიც თქვენს თეთრ კოსტიუმს ტალახიან წყალს შეაშხეფებს, თქვენი მეორე ნახევარი აღმოჩნდეს. არ გაუშვათ ხელიდან შანსი!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სისუფთავეზე დაფიქრდეთ. ნივთებისა და ქაღალდების მოწესრიგება აზრებისა და გრძნობების დალაგებაში დაგეხმარებათ, რაც, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის.
კარიერა: შეეცადეთ, თქვენი მოვალეობა სხვას არ გადააბრალოთ. არასასურველი სიტუაციის დროს შესაძლოა, კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდეთ და კოლეგებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ყველაფრის გარკვევას თავადაც შესანიშნავად შეძლებთ.
სიყვარული: ხვალ იშვიათ გონივრულობასა და სიმშვიდეს გამოხატავთ და, სავარაუდოდ, გადააჭარბებთ კიდეც. ნაზი გრძნობები და საღი აზროვნება ერთმანეთს იშვიათად ერწყმის და ამას ვერც ვერავინ გიბრძანებთ. იყავით ფრთხილი, შესაძლოა, ცოტა მსახიობობაც მოგიწიოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ცურვა. ამიტომ აუცილებლად ეწვიეთ უახლოეს საცურაო აუზს, თუნდაც ერთი საათით.
კარიერა: განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური დოკუმენტაციის გაფორმების დროს: ყველაფერი გულდასმით შეამოწმეთ, არ აჩქარდეთ. ხვალ  მნიშვნელოვანი იქნება არა სისწრაფე მუშაობის დროს, არამედ ხარისხი. მით უმეტეს, როდესაც თქვენს ქმედებებზე იქნება დამოკიდებული სხვა ადამიანების კეთილდღეობა.
სიყვარული: თხის რქებისთვის ხვალინდელი დღე აშკარად, ფინანსურად მომგებიანი იქნება. პრინციპში, შეგიძლიათ, გარისკოთ და ოჯახში „შავი დღისთვის“ გადანახული ფული მომგებიან საქმეში ჩადოთ, თუმცა უმჯობესია, ფულადი მანიპულაციებით სამსახურში შემოიფარგლოთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ - მოგებული თანხით ახლობლებს საჩუქრები უყიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გარეშე სიყვარულშიც არ გაგიმართლებთ. 


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად აიმაღლეთ განწყობა. იყიდეთ ნაყინი, ბუშტი ან რაიმე ტანსაცმელი. მთავარია, სამყარო ფერადი და ნათელი გეჩვენოთ. სიხარული თქვენი საუკეთესო წამალი აღმოჩნდება.
კარიერა: ხელმძღვანელთან უთანასწორო ბრძოლა მოგიწევთ. ის მტკიცედ  დარწმუნდება, რომ კოლეგებისთვის ჭეშმარიტება  მოაქვს, ხოლო თქვენ საპირისპირო მოსაზრება გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ წახვიდეთ ყრუ ოპოზიციაში: ამას ვერც გაიგებენ და ვერც დაგიფასებენ.
სიყვარული: თუკი თქვენი მოღუშული სახე ხვალ, თუნდაც ერთი წუთით განათდება ალერსიანი ღიმილით, ეს ბევრად უფრო ეფექტურ იქნება, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა ან  დაპირება. მხოლოდ ერთი ღიმილი და თქვენ იგრძნობთ, რამდენად ძვირფასი ხართ საყვარელი ადამიანისთვის, რამდენად უყვარხართ და გაფასებთ თქვენი რჩეული.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, საკმარისი ყურადღება დაუთმოთ კუჭის მდგომარეობას და, ასევე, პანკრეასს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იგრძნობთ თავს.
კარიერა: თქვენი ხელმძღვანელი არანაირი გზით არ გაგახსენებთ საკუთარ არსებობას და ამისთვის, არ დაგავიწყდეთ მისთვის მადლობის გადახდა (გონებაში). მთავარია, მადლობა ხმამაღლა არ წამოგცდეთ. ისე იმოქმედეთ, რომ ამის შესახებ ვერასდროს გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა, ხუმრობას ვერ ჩასწვდეს და შემდეგი დასვენების დღეები გაგიფუჭოთ.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დაუნდობლად დაამსხვრევს თქვენს სტერეოტიპებს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს სიყვარული და ურთიერთობა საყვარელ ადამიანებს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა დაყაროთ და ცხოვრება ახლებურად დაიწყოთ, თუმცა, დაფიქრება მაინც ღირს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?