20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი  მკურნალობის კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამორიცხული არაა, რომ შეხედულება შეცვალოთ და რაღაც ახალი კურსი აირჩიოთ.
კარიერა: გირჩევთ, ხვალ ყველა ფაქტსა და მოვლენას უმცირეს დეტალებამდე ჩაუღრმავდეთ და არაფერი გამოგეპაროთ. თუნდაც დაგცინონ, ბოლოს მაინც თქვენ გაიცინებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის ცხოვრებიდან დამაინტრიგებელ დეტალებს გაიგებთ. ეცადეთ, ამან თქვენი ურთიერთობა არ გააფუჭოს, რადგან  ამის ალბათობა, სამწუხაროდ, არსებობს.




კურო
ჯანმრთელობა:
ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სახეს. წიგნის მსგავსად, მასში შეიძლება რომელიღაც დაავადების შესახებაც ამოიკითხოთ, რომელიც ეს-ესაა იწყება. თვალის უპეებთან გაჩენილი შეშუპება შესაძლოა, თირკმელების პრობლემებზე მიანიშნებდეს, ამიტომ მხოლოდ სარკეში ყურება საკმარისი არაა და მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ
კარიერა:
ეცადეთ, ხვალ ყველაფერს იუმორით შეხედოთ. მათ შორის, იძულებით მუშაობასაც, როცა ამის არავითარი სურვილი არ გაქვთ. თუ მომხდარში სასაცილო ვერაფერი დაინახეთ, შეიძლება სიტუაციის ჯანსაღად შეფასების უნარი დაკარგოთ.
სიყვარული: ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ. შესაძლოა, ჭეშმარიტებაზე თვალი ვერ აგიხილოთ ან ის სიტყვები არ თქვას, რასაც მისგან დიდი ხანია ელით, მაგრამ ნათქვამი მაინც მნიშვნელოვანი იქნება. ყურადღებით იყავით და არაფერი გამოგეპაროთ!



ტყუპები
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუ საგულდაგულოდ დაბალანსებული კვების მენიუს შეადგენთ. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, მკურნალ ექიმს უნდა მიმართოთ. ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ შემწვარი და მარილიანი კერძები და სხვა გემრიელობები.
კარიერა:
სამუშაო პროცესის განმავლობაში გამუდმებით საათზე ყურება გიწევთ. სამუშაოს შესრულების პროცესში ნებისმიერი დაგვიანება ან ვადაზე ადრე დასრულება შეიძლება თქვენთვის კატასტროფად იქცეს, ამიტომ ეცადეთ, ყურადღებიანი და პუნქტუალური იყოთ.
სიყვარული: 
ხვალ თქვენს ურთიერთობებში რაღაც უცნაური და გაუგებარი მოხდება, რასაც ვერც ქალური და ვერც მამაკაცური ლოგიკით ვერ ახსნით. ეცადეთ, საკუთარ ინტუიციას მიენდოთ და სიტუაციიდან გამოსავალი ერთად მოძებნოთ.
 



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ჯანმრთელობის მხრივ, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა თავი მაინც დაიზღვიეთ და სახლიდან თქვენ მიერ შერჩეული მედიკამენტების  ნაკრების გარეშე ნუ გახვალთ.
კარიერა:
მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროთ. გახსოვდეთ, რომ რკინა მანამ უნდა გამოჭედოთ, სანამ ცხელია. მერე შეიძლება გვიან იყოს. იყავით პრინციპული და მიზანდასახული და შეიძლება ოცნება აიხდინოთ. სახლის საქმეებში პრაგმატიზმი გმართებთ - ეცადეთ, მაცდუნებელ წინადადებებს არ დასთანხმდეთ.
სიყვარული:
ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში ეს-ესაა მოხდა ან უნდა მოხდეს. აუცილებლად მიულოცეთ ან თანაუგრძნეთ და გამოხატეთ, რომ რაც მის ცხოვრებაში ხდება, თქვენთვის მნიშვნელოვანია.



ლომი
ჯანმრთელობა:
თუ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებას აპირებთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ სპეციალისტი, ვისაც უნდა მიმართოთ, მაღალი კვალიფიკაციისაა და იცის, რას აკეთებს. უკეთესი იქნება, თუ არსადაც არ წახვალთ, რადგან არაპროფესიონალისგან დაზარალების რისკი ისე მაღალია, როგორც არასდროს.
კარიერა: ისეთი განცდა გაქვთ, რომ გამუდმებით რომელიღაც როლს თამაშობთ და ნამდვილი სახე დაკარგეთ. საკუთარ თავს ხან კარგი თანამშრომლის, ხან მზრუნველი მეოჯახის როლში ხედავთ, თუმცა ეს თქვენი პიროვნების მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც ხვალ შეგიძლიათ, ძალიან მკაფიოდ გამოავლინოთ.
სიყვარული: 
ხვალ საოცნებო ადამიანთან შეხვედრის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ ქუჩაში გასული ცუდად უნდა გამოიყურებოდეთ და არც იმას, რომ ნებისმიერ გამვლელს უნდა უღიმოდეთ და თვალებს უჟუჟუნებდეთ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ყველა პროდუქტი თერმული წესით და განსაკუთრებული ყურადღებით დაამუშაოთ. ზედმეტ ხუთ წუთს ნუ დაინანებთ, რომ დარწმუნდეთ,  ყველაფერი კარგად შეიწვა და მოიხარშა. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა დროზე უფრო ძვირფასია.
კარიერა:
დამატებითი შემოსავლისთვის  უნიკალური და განსაკუთრებული მეთოდის მოგონება საჭირო არ არის. ამჟამად, ყველაზე მარტივი და ბუნებრივი გადაწყვეტილებები ყველაზე საიმედო და შემოსავლიანი იქნება.
სიყვარული:
თქვენს ურთიერთობას მხოლოდ თანაცხოვრება შეიძლება ეწოდოს. თქვენ მხოლოდ იტანთ ერთმანეთს და თავს ძლივს იკავებთ, რომ სახეში არ მიახალოთ ყველაფერი, რასაც ერთმანეთზე ფიქრობთ. ეს განწყობა განსაკუთრებით საგრძნობი დღეს იქნება, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ეს პერიოდი მალე დამთავრდება. უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება გმართებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იგრძნოთ. ნუ შესთავაზებთ ორგანიზმს მიზეზების ვარიანტებს ასარჩევად - უფრო გონივრული იქნება, ორგანიზმს დეფიციტური ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოთ.
კარიერა: გაიხსენეთ, რომელი სფეროდან დაიწყო თქვენი კარიერა, შესაძლოა, ახლა, როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ, კვლავ მოგიწიოთ იმ სფეროში დაბრუნება, რომელშიც ადრე მუშაობდით. შესაძლოა, ისიც კი გააცნობიერებთ, რომ წარსულში დაბრუნება არ გსურთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებას მაინც შეძლებთ.
სიყვარული: სასწორებმა შესაძლოა, დაღლილობის გამო წუწუნი დაიწყოთ. ახლობლები ყურადღებით მოგისმენენ, თანაგიგრძნობენ, მაგრამ ამავდროულად გთხოვენ, დაკავდეთ სხვადასხვა საქმეებით. თქვენ კი არაფერს გააპროტესტეთ. ერთადერთი შანსი გაქვთ დასასვენებლად: თუკი ერთი დღით ბებიასთან სტუმრად გაემგზავრებით.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელების ჭკვიანური ქმედებები მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება, ამიტომ არანაირი პრობლემა ყურადღების კონცენტრირებასთან დაკავშირებით არ უნდა წარმოგექმნეთ. შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ ხვალისთვის რთული საკითხების გადაწყვეტა.
კარიერა: საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არ გაწყენდათ ახალი იდეის მოფიქრება, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. დაიწყეთ ძიება - ხვალ ამ ტიპის ქმედება წარმატებას გპირდებათ. სხვათა შორის, იდეის მოსაფიქრებლად შესანიშნავი წყაროა ლიტერატურა. ოღონდ არა დეტექტივები, ბუნებრივია.
სიყვარული: როგორ მიმართავთ საყვარელ ადამიანს? – 2-3 სასიყვარულო მეტსახელი - და სულ ეს არის, ალბათ. არადა, თქვენი მეორე ნახევრის სახელით უამრავი მოსაფერებელი სახელის მოფიქრება შეიძლება. ხვალ ყველაზე შესაფერისი დღეა ამგვარი ტიპის ექსპერიმენტებისთვის. სცადეთ!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაძლოა, კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ალბათ, საჭირო ყურადღება არ დაუთმეთ პროდუქტების შენახვის ვადებს. ძლიერ ნერვიულობა არ ღირს, თუკი საჭირო ზომებს მიიღებთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე დასტაბილურდება.
კარიერა: ხვალ სამსახურში გვიანობამდე ყურყუტი არ მოგიწევთ, თუკი, რა თქმა უნდა, ეს თქვენი სურვილი არ იქნება. ყველა თქვენი პრობლემა საკმაოდ სწრაფად და მარტივად მოგვარდება, საღამო კი თავისუფალი და უზრუნველი გექნებათ, თუკი თავად არ ისურვებთ, საკუთარ თავს დამატებითი მოვალეობები დააკისროთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისგან ისეთ სიტყვებს მოისმენთ, რომლის გაგებას არასდროს ელოდით. ის საკუთარ თავს თქვენთვის სრულიად უცხო კუთხით წარმოაჩენს, რაც, ცოტა არ იყოს, შეგაშინებთ და დაგძაბავთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ.


 


თხის რქა          
ჯანმრთელობა:
დროა, ოდნავ მაინც ამოისუნთქოთ, თუნდაც, ამის საჭიროებას არ გრძნობდეთ, ბოლო დროს აშკარად, გადაიღალეთ. საუკეთესო დასვენება - საქმიანობის შეცვლაა, ასე რომ, მათ, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვთ, უმჯობესია კალამი ნიჩაბზე გაცვალონ და პირიქით.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, დაუმსახურებელი საყვედური მიიღოთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბედისწერა სულ უფრო ხშირად გამოწმებთ გამძლეობაზე. შეხედეთ ამას სხვა მხრიდან, რადგან, თუკი ახლა ცუდად ხართ, ადრე - სინამდვილეში კარგად იყავით. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უსიამოვნო სიტუაციებში მეგობრები გაგამხნევებენ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას შემოგთავაზებთ, რომელიც იმდენად მარტივი და ორიგინალური აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ისღა დაგრჩებათ, აღფრთოვანდეთ, დასთანხმდეთ  და სწრაფად მოახდინოთ მისი რეალიზება ცხოვრებაში. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუკი თქვენი რჩეულის იდეას ოდნავ კრიტიკულად მიუდგებით.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი პოზიტიური განწყობა გახდება ის სტიმული, რომელიც დაგეხმარებათ, საბოლოოდ შეუდგეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და, ასევე, დაგეხმარებათ არსებული  პრობლემების გადაწყვეტით დაკავდეთ.
კარიერა: სტაბილური ხელფასის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი ძალებისა და დროის დახარჯვა მოგიწევთ. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენთვის მაკომპრომეტირებელ  სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ასე რომ იყავით ფრთხილად და ყურადღებით.
სიყვარული: ხვალ ძალიან მოგინდებათ თანაგრძნობისა და სულიერი სითბოს მიღება საპირისპირო სქესის ადამიანისგან. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი სურვილი ასრულდება, ნუ იჩქარებთ თქვენი მხსნელის შეყვარებას. ეს შესანიშნავი გრძნობა, შესაძლოა, სამომავლოდ უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს, როგორც თქვენთვის, ასევე, მისთვისაც.


 


თევზები
ჯანმრთელობა: დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესება იგრძნოთ, რაც, სავარაუდოდ, ძლიერ სტრესთან და ნერვიულობასთან იქნება დაკავშირებული. ყველაფრის მიუხედავად შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არაფერია, თუკი თვალი ოდნავ გითამაშებთ და ხელები გიკანკალებთ - ეს შესაძლოა, სხვებმა ვერც კი შეამჩნიონ.
კარიერა: ნუ მიუდგებით სერიოზულად საკუთარი მოვალეობების შესრულებას. სცადეთ, ყველაფერს იუმორის გრძნობით მიუდგეთ - და დაინახავთ, როგორ სწრაფად გარდაიქმნება სამყარო თქვენს გარშემო. ურთულესი საქმეებიც კი თქვენთვის უმარტივესი გახდება, თუკი მათ ისე მიუდგებით, როგორც გასართობ სათამაშოს.
სიყვარული: თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი - დამოუკიდებელი პიროვნებაა, ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება, რაიმე გზით შეზღუდოთ მისი თავისუფლება და აიძულოთ, თქვენი სურვილისამებრ იმოქმედოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?