24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ დიეტის დაწყებას ან განტვირთვის დღის მოწყობას აპირებთ, ეს თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა. მენიუს შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ ის რაღაც დოზით მაინც უნდა შეიცავდეს საკვებს.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელი ადამიანების „გამოხტომებს“ ყურადღება არ მიაქციოთ. თუ მოთმინება გღალატობთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე უნდა გადაიტანოთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ დასვენების უფლება ყველას და მათ შორის, თქვენც გაქვთ.
სიყვარული: ხვალ საკუთარ წარსულს გაიხსენებთ და გაოცებული დარჩებით, როგორ შეგეძლოთ ამ ადამიანთან შეხვედრა და ასე მოქცევა. გახსოვდეთ, რომ არა ცხოვრების ეს პერიოდი, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ვერასოდეს ყოფილიყავით ისე ბედნიერი, როგორც დღეს ხართ.

კურო
ჯანმრთელობა:
რთული და დაძაბული დღე გელით, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გადაჭარბებულმა განცდებმა და ემოციებმა შეიძლება ძლიერი თავის ტკივილები და არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს.
კარიერა:
კარგი დღეა სწავლისა და განვითარებისთვის. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, იფიქრეთ მეორე ან მესამე უმაღლესი განათლების ან პროფესიის მიღებაზე. ბოლოს და ბოლოს, საინტერესო, სამეცნიერო ლიტერატურა წაიკითხეთ.
სიყვარული: თურმე, სულ ტყუილად იგონებდით სხვადასხვა დაუჯერებელ  ახსნა-განმარტებას, რადგან ყველაფერი გაცილებით მარტივი ყოფილა. ახლა ყველაფერი ზუსტად იცით და მხოლოდ ის დაგრჩენიათ, მოიფიქროთ, როგორ გამოიყენოთ ეს ცოდნა თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის სასარგებლოდ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯანმრთელი ძილი იმისთვის, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ და ყველა ემოციას გაუმკლავდეთ, რომელიც უახლოეს ხანებში გელით. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და გემრიელად გამოიძინოთ.
კარიერა: გეჩვენებათ, რომ ბედი ერთმანეთის მიყოლებით გიგზავნით განსაცდელს, რომ საკუთარ მიზანზე უარი თქვათ. გახსოვდეთ, თქვენი მიზანი იმად ღირს, რომ მისთვის იბრძოლოთ, ამიტომ თამამად გააგრძელეთ მისკენ სვლა.
სიყვარული: ხვალ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან შეხვედრები გელით.  შესაძლოა, მათ შორის, თქვენი მეორე ნახევარიც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავებს თქვენი ხასიათის ადამიანთან თქვენი თანაცხოვრება ძალიან აეჭვებთ, მთავარია, თქვენ გჯეროდეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კირჩხიბებო, მოერიდეთ ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას. გარდა იმისა, რომ თქვენი სმენის აპარატს ავნებს, შეიძლება ამან ძლიერი თავის ტკივილებიც გამოიწვიოს.
კარიერა:
მთელი დღე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებითა და სასწრაფო დავალებების შესრულებებით ხართ დაკავებული. ეცადეთ, ყველა საქმე ერთდროულად არ აკეთოთ და თანაბრად გადაანაწილოთ, რომ დღის ბოლოს, სახლამდე მისვლის ძალა  შეგრჩეთ.
სიყვარული:
დაანახვეთ საყვარელ ადამიანს თქვენი პრინციპულობა. დაუმტკიცეთ, რომ თქვენც გაქვთ უფლება, გქონდეთ საკუთარი აზრი, თუმცა მეტისმეტი არ მოგივიდეთ, საყვარელი ადამიანის შეშინება თქვენს მიზანს არ წარმოადგენს.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაში გაქვთ, რომელიღაც არასწორი მოქმედების გამო, წვრილმანი უსიამოვნებებისგან დაზღვეული არავინაა.
კარიერა:
ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, დაფიქრდეთ მსხვილი შენაძენის გაკეთებაზე. მით უმეტეს, რომ დასვენების დღის წყალობით, ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ. დატკბით შეძენის პროცესით, დაიმუხტეთ ოპტიმიზმით და სურვილით, რომ მომავალ კვირას უფრო მეტი გამოიმუშაოთ და მეტი შენაძენი გააკეთოთ.
სიყვარული: თუნდაც მისით აღფრთოვანებული იყოთ, საყვარელი ადამიანი ყველა ღონეს მიმართავს, რომ თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოს. ეცადეთ, მისი ქცევა ბავშვურ ანცობად შეაფასოთ და მაქსიმალურად კეთილგანწყობით მიიღოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ნუ გადადებთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. თუ ამის საჭიროება არსებობს, ახლავე დაიწყეთ დიეტა და მკურნალობის კურსი. შეუდექით სპორტულ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყევით.
კარიერა:
თვალი ადევნეთ წვრილმანებს. ვარსკვლავების აზრით, ხვალ შეიძლება პატარა, მაგრამ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგოთ. ეს ნივთი საფულეა თუ ჩვეულებრივი ქოლგა, არავინ იცის. ნურც იმას გამორიცხავთ, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ ყურადღება გმართებთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი სიხარულით აცნობიერებს, რომ მასზე დამოკიდებული ხართ და თქვენთვის სულ ერთი არაა, რას გრძნობს ან აკეთებს. ეცადეთ, გაუგოთ და ისეთი სახე მიიღოთ, თითქოს მის გარეშე წუთითაც ვერ ძლებთ. თქვენთვის ამის გაკეთება ადვილია, მისთვის კი - ამის დანახვა ძალიან სასიამოვნო.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თქვენთვის კარგი იქნება, თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხს მარტო არ გადაწყვეტთ. კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით ობიექტური და დამაჯერებელი იქნება. ასე რომ, ნუ შეშინდებით, იკითხეთ რჩევები.
კარიერა:
ხვალინდელი დღე შეგიძლიათ, მთლიანად დაუთმოთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გაუზიარეთ მათ თქვენი ფიქრები: ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ან მორალურ თანადგომას გაგიწევენ. მთავარია, მათთან გულწრფელი იყოთ.
სიყვარული:
 ხვალ შეგიძლიათ პატარა, კაპრიზული ბავშვის როლი ითამაშოთ. საყვარელი ადამიანი ყველა თქვენს შეუსრულებელ სურვილს უსიტყვოდ შეგისრულებთ, ამიტომ თამამად აბაკუნეთ ფეხები, დაარტყით მაგიდას მუშტები და მოითხოვეთ ნამცხვარი, ნაყინი და ყველაფერი, რაც კი თავში მოგივათ. აი, კანარის კუნძულებზე აგარაკს ნუ მოითხოვთ. თუკი თქვენი რჩეული ამ სურვილს ვერ დაგიკმაყოფილებთ, ინერვიულებს და დეპრესიაში ჩავარდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გაფრთხილებენ ხვალ განსაკუთრებით მოერიდოთ ჰიპოთერმიას. გამკვრივების დემონსტრირების დრო ახლა არ არის, იმ შემთხვევაშიც, თუკი საერთოდ არ გცივათ.
კარიერა:
გიყვართ ელიტურ ღონისძიებებში მონაწილეობა? ეს შესანიშნავია, რადგან სწორედ ხვალ რომელიმე საღამოზე წაბრძანდებით. თუკი თავს უმაღლეს დონეზე დაიჭერთ, ახალ სასარგებლო კონტაქტებს დაამყარებთ და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ საჭიროებისამებრ მომზადება!
სიყვარული:
ნელ-ნელა, მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მიზნისკენ. შეგიძლიათ, მიულოცოთ საკუთარ თავს: ხვალ მას კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ორი ნაბიჯი არცთუ ისე ცოტაა, განსაკუთრებით თუკი ეს ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგით. ეს ნამდვილი მიღწევაა. ასეთივე შემართებით გააგრძელეთ!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი განწყობა და ცხოვრებისეული ტონუსი მნიშვნელოვნად დავარდება. თუმცა, ნუ ეცემით დაუყოვნებლივ ანტიდეპრესანტებს. შეეცადეთ, პრობლემას წამლების გარეშე გაუმკლავდეთ.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ყველაფერი შეამოწმოთ და გადაამოწმოთ. რაც უფრო ნაკლებად ენდობით საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციასა და საკუთარ უცოდველობას, მით უფრო ნაკლები უსიამოვნება შეგემთხვევათ თქვენ, თქვენს კარიერასა და თქვენს კომპანიასაც.
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, დაუმტკიცოთ საყვარელ ადამიანს, რომ თქვენი ინტელექტის დონე საკმაოდ მაღალია და, სრულიად შესაძლებელია, მის ინტელექტზე უფრო მაღალიც. თუმცა, ბოლო ასპექტზე აქცენტის გაკეთება არ ღირს: შესაძლოა, ეწყინოს ან დაკომპლექსდეს, ყველაფერი ხდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ხვალინდელ დღეს იოგასა და მედიტაციას მიუძღვნით, თუნდაც, სახლის პირობებში. შეიქმენით ჰარმონიის განუმეორებელი ატმოსფერო  და აირჩიეთ თქვენთვის აუცილებელი ვარჯიშები. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას.
კარიერა:
თუკი მოგეცემათ შესაძლებლობა, თქვენი სამუშაო  სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ, უმჯობესია, ამით დაკავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სამუშაო დავალებები მომდევნო კვირაში მნიშვნელოვნად გართულდება და თქვენგან  უამრავ დროს, ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს.
სიყვარული:
თუკი ამ დრომდე ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ, ხვალინდელი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ ერთ-ერთ მათგანზე არჩევანი გააკეთოთ. მათი ხმები უკვე ერთმანეთში გერევათ და ისიც კი გავიწყდებათ, ვის რა მოუყევით. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი იღბლიანი რჩეულისთვის არც თქვენ აღმოჩნდეთ ერთი ეგზემპლარი...


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებისთვის ემოციური აქტივობის პერიოდი დგება და ამის ფონზე შესაძლოა, ძველმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი, რომლებზე ფიქრიც კი დაივიწყეთ. იყავით ყურადღებით: თირკმელების დაავადების წარმოქმნის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით - ნუ დაჯდებით ცივ ადგილას.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ წელიწადის დროის შეცვლაზე ფიქრს: ეს ფიქრები მხოლოდ მოგაცდენთ სამუშაოს შესრულების დროს და ლირიკულ განწყობაზე დაგაყენებთ, რომელიც სამსახურში არაფერში გჭირდებათ. ამ ყველაფერზე შეგიძლიათ ღამე, ძილის წინ იფიქროთ.
სიყვარული: მოაწყვეთ ხვალ მუცლის დღესასწაული ორივესთვის! შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ კაფეს ესტუმროთ ან სახლში რამე განსაკუთრებული კერძი მოამზადოთ. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მთელი დღე გაზქურასთან დგომა. თუკი თქვენს საყვარელ ადამიანს შემწვარი კვერცხი უყვარს - მიანიჭეთ მას ეს სიამოვნება! მასთან ერთად თქვენც გაბედნიერდებით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ ხვალ ორგანიზმი ტონუსში გქონდეთ. შეეცადეთ, მას წამითაც არ დაავიწყოთ სუფთა ჰაერით სუნთქვის აუცილებლობა, ვარჯიშების შესრულება, მოძრაობა და, რაც მთავარია - სიცოცხლის ხალისი.
კარიერა: დასვენების დღეებში მუშაობისთვის ფულს არავინ გადაგიხდით, ამიტომ, უბრალოდ ისე მუშაობა არ ღირს. შესაძლოა, მომავალში ამის აუცილებლობაც დადგეს, მაგრამ ხვალ შეგიძლიათ, სუფთა სინდისით დაისვენოთ და დაივიწყოთ შრომითი მოვალეობები.
სიყვარული:
ხვალინდელ დღეს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თქვენ და თქვენი მეუღლე ბევრს იკამათებთ და არ არის გამორიცხული, სკანდალიც მოაწყოთ ქვეყნის პოლიტიკური მდგომაროების მიზეზით. ვარსკვლავები გირჩევენ, დამშვიდდეთ - თქვენი კამათი მაინც ვერაფერს გადაწყვეტს ქვეყნის კეთილდღეობაში!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?