29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, ხვალ ფეხების შეშუპების დიდი რისკია, ამიტომ, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, ყველა საჭირო ზომა მიიღეთ, რომ პრობლემა თავიდან აიცილოთ. კარგი იქნება, თუ სითხის მიღებას შეამცირებთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ, ხვალ თქვენი ცხოვრების რომელიღაც ეტაპი დაასრულოთ. გახსოვდეთ, რომ დაუსრულებელი, გაუაზრებელი და ჩამოუყალიბებელი პროექტის ჩაბარებას მისი გაჩერება ჯობია.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის მუშაობის სპეციფიკაში გარკვევა მოგიწევთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საკითხი სრულფასოვნად უნდა შეისწავლოთ, რომ მის რთულ საქმეში სრულფასოვან დამხმარედ და შეუცვლელ მრჩევლად იქცეთ.




კურო
ჯანმრთელობა: 
კუროებმა, რომლებისთვისაც კარგადაა ცნობილი ისეთი დაავადების შესახებ, როგორიც შაკიკია, ხვალ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან შეიძლება მდგომარეობა გაირთულოთ.
კარიერა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს უშუალო ხელმძღვანელობას სამსახურებრივი პერსპექტივების შესახებ გულახდილად დაელაპარაკოთ. თქვენი დაწინაურების დრო დადგა და მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, თორემ ასეთი შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.
სიყვარული: 
ხვალ ხშირად და დიდხანს მოგიწევთ ფიქრი თქვენი სიტყვებისა და მოქმედებებისგან გამოწვეულ შედეგებზე, რადგან ისინი შესაძლოა, პირდაპირ აისახოს თქვენს ამჟამინდელ და მომავალ ცხოვრებაზე. გახსოვდეთ, ასჯერ უნდა აწონოთ, სანამ სიტყვას იტყოდეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ჩვეულ ფორმაში არ ხართ. შესაძლოა, ამის მიზეზი თქვენი მოწყენილობა ან სამსახურში გადაღლა გახდა. ეცადეთ, საშუალება გამონახოთ, რომ ტემპი ცოტა დააგდოთ.
კარიერა:
წინა დღეებში კარგად იმუშავეთ და ახლახან მიღებული ხელფასით ძვირად ღირებული ნივთის შეძენას აპირებთ? ნუ იჩქარებთ, რადგან უახლოეს მომავალში ფულის შემოსავალი არ ჩანს. გასავალი უფრო სავარაუდოა, რადგან შეიძლება დიდი ფინანსური აფერის მსხვერპლად იქცეთ. ყურადღებით უნდა იყოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი იმდენად უჩვეულოდ იქცევა, რომ ვერაფრით გაგიგიათ, როდის გახდა ასეთი ან ამ ცვლილებას როგორ უნდა შეეგუოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ცვლილება ძალიან მოგეწონოთ და მეტიც, შეგიყვარდეთ კიდეც.  




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
მეტისმეტად არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გაქვთ, რამაც შეიძლება თავბრუსხვევა და არტერიული წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს. ეცადეთ, მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ.
კარიერა:
საღამოს მოახლოებასთან ერთად, თქვენი უფროსის წინადადება სულ უფრო მაცდუნებელი ხდება. ცდუნებას თუ გაუძელით, შეიძლება სიტუაცია მთლიანად კონტროლიდან გამოვიდეს. რა უნდა ქნათ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
სიყვარული: 
ხვალ თქვენი რჩეული განწყობილია, რომ განვლილი ცხოვრება შეაჯამოს, დასკვნები გამოიტანოს და სამომავლო გეგმები დასახოს. მთავარია, მომავლის მისეული ხედვა თქვენისგან რადიკალურად განსხვავებული არ იყოს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილიდან დაიწყოთ და რაც შეიძლება ხშირად და დიდხანს მიიღოთ კონტრასტული შხაპი. დღის პირველ ნახევარში ეს გაგამხნევებთ, როლო საღამოს დაგამშვიდებთ. თქვენი ორგანიზმისთვის ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
კარიერა:
გლობალური და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების კეთება გსურთ: მსოფლიოს შეცვლა, ბოროტების დამარცხება და ა.შ. დამწყები სუპერგმირისთვის სერიოზული განაცხადია, თუმცა გახსოვდეთ, რომ პატარა გმირობებით და იმ საშუალებებით უნდა დაიწყოთ, რაც თავად გივარდებათ ხელში.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი განწყობილია, რომ თქვენი ერთობლივი ზეიმის მიმდინარეობა და შედეგები განიხილოს. გირჩევთ, ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში ხელი არ შეუშალოთ, რადგან ეს თქვენც და მასაც დიდ სარგებელს მოგიტანთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
გახსოვდეთ, რომ რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ, თქვენივე წარმოსახვის შედეგია და სხვა არაფერი. თქვენი ნერვული სისტემისთვის აჯობებს, რომ ეს წარმოსახვა როგორმე დააწყნაროთ და დააშოშმინოთ.
კარიერა:
სირთულისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თქვენი სამუშაო რუბიკის კუბიკის აწყობას წააგავს. ისეთივე რთული და უაზროა. თუმცა, მოთმინება გმართებთ, შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
სიყვარული: 
ხვალ მორცხვი და მორიდებული ადამიანების მიმართ ბედისწერა ულმობელი იქნება. თუ საკუთარი გამოუცდელობის ან მშობლების წინდაუხედაობის წყალობით, ამ კატეგორიას განეკუთვნებით, გირჩევთ ადამიანებთან ურთიერთობას დროებით თავი მოარიდოთ. შეიძლება დაცინვის ობიექტად იქცეთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, სერიოზულად შეაფასოთ  თქვენი აზრები, თუნდაც, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მხოლოდ სხვადასხვა მოსაზრების გაანალიზებით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
კარიერა: ხვალინდელი დღე დაგეხმარებათ ურთიერთობების დალაგებაში იმ ადამიანებთან, ვინ თქვენგან მოშორებით იმყოფება. კონკრეტულად ვისზეა საუბარი - შორეულ ნათესავებზე, მეგობრებზე თუ საზღვარგარეთელ პარტნიორებზე - ვარსკვლავები არ აზუსტებენ. იქნებ მოახერხოთ ყველა კავშირის ერთდროულად აღდგენა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს და მასთან შეწინააღმდეგება თქვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება, თუმცა, თუკი მიზანს დაისახავთ, ამ პრობლემას მაინც გაუმკლავდებით. ხოლო, თუკი არ ეცდებით მასთან შეწინააღმდეგებას, თქვენი მოსაზრებები კარდინალურად შეიცვლება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაში უნდა იყოს, ოღონდ ერთადერთი პირობით - თუკი კარგად გამოიძინებთ. არ დაგავიწყდეთ ძილის წინ ოთახის განიავება. ეს დაგეხმარებათ, დილას თავი უფრო კარგად იგრძნოთ.
კარიერა: გაუფრთხილდით ნერვებს და ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. ასეთი მგრძნობიარობა უაზროა იმ სიტუაციაში, რომელშიც მუშაობთ. თქვენ ხომ საქმიანი ადამიანი ხართ და ეს კარგად უნდა გახსოვდეთ. ასე რომ, აიყვანეთ თავი ხელში და ეცადეთ, ეს მუდმივად გახსოვდეთ.
სიყვარული: ეს დღე თქვენთვის მოტოციკლეტისტის ვერტიკალურ კედელზე შეჯახებას ჰგავს. ნებისმიერ დროს შეიძლება საჯაროდ უსიამოვნება შეგემთხვათ, მაგრამ გჯერათ, რომ აუცილებლად გაგიმართლებთ. მით უმეტეს, რომ ნებისმიერ საბრძოლო მასალაზე უკეთ მეორე ნახევრის სიყვარული გიცავთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თუკი ხვალ დასვენების ოდნავი საშუალებაც გექნებათ, აუცილებლად ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით. რადგან თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, თავის ძლიერმა  ტკივილმა შეაწუხოს.
კარიერა:
როდესაც სამუშაოს შემდეგ იმის ძალაც კი არ გექნებათ, რომ ტელევიზორის ჩასართავად პულტს მისწვდეთ, შეეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და რამდენიმე ვარჯიში გააკეთოთ რელაქსაციისა და მედიტაციისთვის. თქვენი გიჟური სამუშაო ტემპი ენერგიას ბოლომდე გაცლით. აუცილებლად უნდა გამონახოთ დასვენების დრო.
სიყვარული: ხვალ შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობებში კონკურენტი გამოგიჩნდეთ და მასაც გაუჩნდეს სურვილი, თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ერთადერთი იყოს. არ არის აუცილებელი თქვენი მეტოქე საპირისპირო სქესის მიმზიდველი ადამიანი იყოს: შესაძლოა, ის რომელიმე ტექნიკა, ნებისმიერი სამუშაო ან სიმპათიური ცხოველი აღმოჩნდეს. სხვათა შორის, კონკურენტებთან უმჯობესია, დამეგობრდეთ, ვიდრე მათ გადაემტეროთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქების ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული მათ ღიმილზე. განწყობა კი - მათ გულწრფელობაზე. თუკი შეძლებთ სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შეუთავსოთ, ჩათვალეთ, რომ ხვალინდელი დღე ტყუილად არ ჩაივლის.
კარიერა: ყოველი წინ გადასადგმელი ნაბიჯისთვის უკან დახევის ვარიანტებიც მოიფიქრეთ: ამგვარად, თუკი მოვლენები ცუდად განვითარდება, უსიამოვნო შედეგებს თავიდან აიცილებთ. რთული საქმეების გადაწყვეტის დროს ენდეთ თქვენს მეექვსე გრძნობას და რაც არ უნდა მოხდეს, სულიერად ნუ დაეცემით.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ ექნება სურვილი, საკუთარი დარდი გაგიზიაროთ - მიიჩნევს, რომ მისი წუხილი მან უნდა დაიტოვოს და არავის აჩვენოს. შეეცადეთ, დააფასოთ მისი სურვილი და საკუთრების უფლება. თუკი ისურვებს - პირველი ადამიანი იქნებით, ვისაც ყველაფერს მოუყვება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, იმ მერწყულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, ვისაც სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები აწუხებს. შეეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღებით იყოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
კარიერა: თქვენი დირექტორი გადაწყვეტს, გამოგცადოთ, რამდენად შეძლებთ ახალი და უფრო საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ გამოსაცდელი ვადის გავლა მოგიწევთ. თქვენს უფროსს თქვენი სჯერა და აუცილებლად იგრძნობთ მის მხარდაჭერას.
სიყვარული: გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მცირედი ყურადღება. ყვავილების თაიგული, პერანგზე მიკერებული ღილი, მისი საყვარელი ვახშამი: ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. ამგვარი წვრილმანები თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში გლობალური პოზიტიური ცვლილებების საფუძველი გახდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებო, კარგი იქნება, თუკი თქვენი ნაწლავების გასუფთავებაზე იზრუნებთ. იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოთ მიღებული პრეპარატებისა და მეთოდების სისწორეში, უმჯობესია, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ. თუმცა, შეგიძლიათ, უბრალოდ, შავი ქლიავის ჩირი მიირთვათ.
კარიერა: მზად იყავით იმისთვის, რომ ხვალ დასვენების საშუალება არ გექნებათ. თქვენი დირექტორი ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაიხსენებს თქვენი არსებობის შესახებ და შეგახსენებთ, დაუყოვნებლივ შეასრულოთ ის საქმე, რომელიც თქვენი და მისი საერთო საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. იყავით მომთმენი.
სიყვარული: ხვალ საკუთარ თავს სულიერ ტკივილს მიაყენებთ და თან გაცნობიერებულად. შეეცადეთ, გადაიფიქროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილი საყვარელ ადამიანზეც გადავა, რაც აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?