30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მიეცით ორგანიზმს გამოძინების საშუალება. სულ მცირე, რვა საათი უნდა იძინოთ, თუმცა, ცხრა ან ათი საათი აჯობებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ორგანიზმი უკვე ზღვარზეა.
კარიერა: მასალების ჩაბარების დრო ახლოვდება, სამუშაოს კი ბოლო არ უჩანს. ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეთ დავალებას. ხვალ შეუძლებელსაც კი შეძლებთ.
სიყვარული: როგორც იქნა, მიხვდით, რომ არანაირი გრძნობა არ ღირს იმად, რომ დაიტანჯოთ, რადიკალურად შეიცვალოთ და საკუთარ თავს დაუპირისპირდეთ. გახსოვდეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ის უნდა იყოთ, ვინც ხართ. მოეწონება თუ არა ეს საყვარელ ადამიანს, მისი პრობლემაა.




კურო
ჯანმრთელობა: 
ხვალ ექსტრემალური სპორტის მოყვარულები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. სერიოზული ტრავმების ალბათობა მცირეა, მაგრამ ზედმეტი სიფრთხილე არ გავნებთ.
კარიერა: 
სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ხვალ უფროსთან არაოფიციალური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. ეცადეთ, ამით ბოროტად არ ისარგებლოთ და დააფასეთ, რომ შეფი ასე გენდობათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან სათქმელის ფორმულირების დროს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. რაც არ უნდა თქვათ, ხვალ ყველაფერი ტყუილი იქნება, ამიტომ ეცადეთ, სათქმელი ჟესტებით გამოხატოთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ეცადეთ, მხოლოდ მხიარულ და სასიამოვნო მელოდიებს უსმინოთ. ეს თქვენს ცხოვრებას პოზიტივს შემატებს, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ.
კარიერა:
მშვიდი და გაწონასწორებული დღეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. ნაყოფიერად იმუშავებთ და საკუთარ პრიორიტეტებში გარკვევასაც შეძლებთ.
სიყვარული: თუ გრძნობთ, რომ საწინააღმდეგო სქესის რომელიღაც წარმომადგენელი თქვენ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენს, მისი ნებისმიერი მცდელობა ძირშივე უნდა აღკვეთოთ. ეცადეთ, აუხსნათ, რომ მისი სურვილები და გრძნობები უდროო და უადგილოა.   



                                           
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
აკონტროლეთ არტერიული წნევა. ნორმიდან მცირეოდენი გადახრის შემთხვევაში, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მუშაობა და დაისვენეთ. ხვალ მორალური და ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.
კარიერა: 
ხვალ ვიღაცაზე ზრუნვა მოგიწევთ. შესაძლოა, ახალბედა თანამშრომელი მოგაბარონ ან გაუცნობიერებელი კლიენტი შეგხვდეთ, რომლის განათლებაც მოგიწიოთ. მთელი დღე ვიღაცის დახრჩობის სურვილი გექნებათ, რომ მომაბეზრებელი კითხვებისგან დაისვენოთ.
სიყვარული:
თქვენი რჩეული დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ან ისეთ ადამიანს შეხვდება, ვისთან შეხვედრაზეც დიდი ხანია ოცნებობს. მოძალებული ემოციების ფონზე, შესაძლოა, ყურადღება მოგაკლოთ. ეცადეთ, თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და აუცილებლად აპატიებთ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, კუნთების გავარჯიშების დროა. ეცადეთ, მაქსიმალურად გაიმაგროთ და სერიოზული ფიზიკური დატვირთვისთვის მოემზადოთ, რაც უახლოეს ხანებში გელით.
კარიერა: 
ხვალ ოჯახთან ერთად, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ. ეცადეთ, სამსახურში ყოფნის დრო მაქსიმუმამდე შეამციროთ და პირველი შესაძლებლობისთანავე, სახლში გაქანდეთ. ამჟამად კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებზე მეტად, ოჯახის წევრებს სჭირდებით.
სიყვარული:
თქვენი რჩეული არ აპირებს, რომ უანგაროდ დაგეხმაროთ. ამიტომ, ყოველ ხელსაყრელ მომენტში შეგახსენებთ, რამხელა მსხვერპლის გაღებად უჯდება თქვენი დახმარება და რამდენს შრომობს, რომ გასიამოვნოთ. დაფიქრდით, იქნებ სჯობდეს, დახმარება სხვაგან ეძებოთ?




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ერთ ადგილზე ნაკლებად გაჩერდეთ და მეტი იმოძრაოთ. კარგი იქნება, თუ სპორტის რომელიმე აქტიური სახეობით დაკავდებით ან გამაჯანსაღებელ მასაჟებზე დაიწყებთ სიარულს.
კარიერა: 
ხვალ, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია საჭირო კონტაქტები და ურთიერთობები. სწორედ, ასეთი კონტაქტების წყალობით შეძლებთ პოზიციების გაუმჯობესებას და დამოუკიდებელი საქმის დაწყებას.
სიყვარული:
ძალიან კარგია, რომ ორიგინალური, განუმეორებელი და თვითმყოფადი ბრძანდებით, თუმცა არც საყვარელი ადამიანის ინტერესები უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, მისი აზრი და გემოვნება გაითვალისწინოთ და თქვენსას შეუსაბამოთ. ეს თვისება ხვალ განსაკუთრებით გამოგადგებათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ სასწორებს ვარსკვლავები ახსენებენ, რომ ყველა ტკბილეული ერთნაირად მავნებელი არ არის. თუკი რაციონში ჩირს ან თაფლს შეიტანთ, ამით ტკბილის მიღების სურვილს დაიკმაყოფილებთ და თან ორგანიზმს არანაირ ზიანს არ მიაყენებთ.
კარიერა: ხვალ მეგობრული განწყობით ნაკლებად გამოირჩევით, ამიტომ, დიდი ალბათობით, ნებისმიერი წვრილმანი გაუგებრობის გამო კოლეგებთან კონფლიქტი წარმოგექმნებათ. აიყვანეთ თავი ხელში და შეეცადეთ, არ „დააცხრეთ“ თავს იმათ, ვისაც თქვენს უხასიათობაში ბრალი არ ედებათ.
სიყვარული: ხვალ ყოფილი შეყვარებული ან მეორე ნახევარი შეგახსენებთ თავს. ნუ აჟიტირდებით, ეს, უბრალოდ, ერთჯერადი პროვოკაციაა, რომელსაც არ უნდა წამოეგოთ. ეს ამბავი ისევე მალე დასრულდება, როგორც დაიწყო. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფეხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ისეთი უსიამოვნება შეგექმნათ, როგორიცაა ფეხების დასველება, დაღლა ან მომაბეზრებელი კოჟრები.
კარიერა: თუკი არაერთხელ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც კომპანიის სასიკეთოდ თქვენს შრომას არ აფასებენ, იქნებ დაფიქრდეთ: ღირს კი მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც თქვენ და თქვენს ძალისხმევას არავინ ამჩნევს. დაიცადეთ კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ პარალელურად ახალი სამსახურის ძებნას შეუდექით - ხვალინდელი დღე ამისთვის სრულიად შესაფერისია.
სიყვარული: იყავით რომანტიკული. ყვავილების თაიგული არცთუ ისე ძვირი ღირს. ხოლო გემრიელი ვახშმის მომზადება არცთუ ისე დიდ დროს მოითხოვს. თითქმის არ გჭირდებათ ბევრი წვალება იმისთვის, რომ თქვენი მეორე ნახევარი ოდნავ მაინც გააბედნიეროთ!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურ დასვენებაზე იფიქროთ. სცადე მეგობრების შეკრება და დაუვიწყარი მოგზაურობის ორგანიზება. ეს არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ შესანიშნავი საშუალებაა კუნთების გასავარჯიშებლად.
კარიერა: დროა, მიაქციოთ ყურადღება, როგორ გამოიყურებით. ეს არა მხოლოდ თქვენს საქმიან წარმატებაზე მოახდენს გავლენას, არამედ საკუთარ თვითშეფასებას აგიმაღლებთ, რაც აბსოლუტურად არავის ვნებს და არც თქვენ ხართ გამორიცხული. 
სიყვარული: თუკი მეზობლები ერთმანეთის მიმართ ან თქვენ მიმართ მტრულად არიან განწყობილი, დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ყველას შერიგება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი ყველა დაინტერესებული მხარისთვის დადებითად უნდა გადაწყდეს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მაღალი წნევა თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს. შეეცადეთ, ოპერატიულად დაარეგულიროთ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თვალის მცირე სისხლძარღვები სერიოზულად დაგიზიანდეთ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი პრინციპებით მოქმედებას საერთო საქმის შესასრულებლად. ბოლოს და ბოლოს, პირველ რიგში, თქვენ ხართ ადამიანი საკუთარი ღირსების შეგრძნებით, ხოლო შემდეგ ჭანჭიკი ვიღაცის რთულ მექანიზმში. თუკი საკუთარ თავს დააფასებთ, სხვებიც აუცილებლად დაგაფასებენ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანის წარსულს დაუმეგობრდებით. შესაძლოა, ეს წარსული მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. შესაძლოა - საყვარელი წიგნები ან სულაც, ძველი რომანი, რომელიც უდავოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდება: ტყუილად ხომ არ იყვნენ ამდენ ხანს ერთად?!


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები მერწყულებს დაჟინებით ურჩევენ, გაიხსენონ, რომ ამ სამყაროში არსებობს ისეთი შესანიშნავი მცენარე, როგორიცაა ნიორი, რომელიც საკმაოდ ბევრი დაავადების საუკეთესო მკურნალია.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, გამოგადგეთ ის ცოდნა, რომელსაც თქვენს სპეციალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვათა შორის, სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა ერუდიციის გასაფართოებლად - განეწყვეთ წარმატებაზე.
სიყვარული: ხვალ პატარა ბავშვივით მავნებლურ საქციელს ჩაიდენთ, თითქოს თქვენი ასაკი არა ორი, არამედ ერთი ციფრისგან შედგება. მაგალითად, 3 ან 5. თქვენი საყვარელი ადამიანიც აბსოლუტურად ისევე მოიქცევა, როგორც თქვენ: თქვენი მსუბუქი აზროვნება გადაედება. ასე რომ, ორივეს მსუბუქი და ჰაეროვანი განწყობა გექნებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ, რამხელა დატვირთვას აძლევთ საკუთარ ფეხებს და თუკი არანაირს - ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ზომიერად დატვირთოთ.
კარიერა: ხვალ არ მოგიწევთ დიდხანს იმის მტკიცება, რომ თქვენი საქმიანობის გასავითარებლად სწორედ თქვენი ვარიანტია ერთადერთი, სწორი და მისაღები ამ მომენტში. ან დაუყოვნებლივ დაგთანხმდებიან, ან გაგაკრიტიკებენ. მესამე ვარიანტი არ არსებობს.
სიყვარული: ხვალ არც თუ ისე სახუმარო არჩევანის გაკეთება მოგიწევთ კარიერას, სწავლასა და პირად ცხოვრებას შორის. არჩევანი, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, თუკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებთ, ზეგ ბედისწერა თქვენს ნაცვლად იმოქმედებს: ან საყვარელი ადამიანი წავა თქვენგან, ან სამსახურსა და სწავლაში შეგექმნებათ პრობლემები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?